"ვარდების რევოლუციის" ყველაზე სკანდალური მინისტრმა "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 6 წელი და 9 თვე მატროსოვის ციხეში გაატარა. 2020 წლის 20 თებერვალს ვანო მერაბიშვილმა ციხე დატოვა. ვრცელდებოდა სამი ვერსია, თუ სად წავიდოდა თავისუფლებაზე მყოფი მერაბიშვილი - შეუერთდებოდა "ნაციონალურ მოძრაობას", წავიდოდა "ევროპულ საქართველოში" თუ ხელისუფლება სხვა მიმდინარე საქმეებზე განაჩენს გამოუტანდა და ისევ ციხეში შეაბრუნებდა.
მოვლენები უცნაურად განვითარდა და ვანომ მეოთხე ვერსია აირჩია, სად წავიდა ყოფილი პრემიერი? - სახლში... ვანო მერაბიშვილის სახლში წასვლა ყველაზე მეტად იმათ გაუკვირდათ, ვისაც სალაყაია-მერაბიშვილის წყვილი დაშორებული ეგონათ.
თაკო სალაყაიას ბომონდური ცხოვრება და ვარსკვლავური სამეგობრო საზოგადოების ნაწილს ყოველთვის აღიზიანებდა. "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების ნაწილიც აღიარებდა, რომ ვანო ცოლმა "დაღუპა".
თაკო სალაყაია არ გამოჩენილა ციხის კართან, როდესაც ვანო მერაბიშვილმა ციხე დატოვა. თუმცა ტელევიზიებმა გადაიღეს, როგორ მივიდა სახლში ცოლ-შვილის სანახავად მერაბიშვილი. საპყრობილის დატოვებიდან რამდენიმე საათში მერაბიშვილმა ინტერვიუ "მთავარ არხს" მისცა, შემდეგ კი პოლიტკური ორბიტიდან გაქრა.
ერთ კვირაში, 27 თებერვალს ვკითხულობთ, რომ ვანო მერაბიშვილი პოლონეთში გაემგზავრა. მერაბიშვილის სახელმა კიდევ ერთხელ გაიჟღერა მარტის დასაწყისში, როდესაც ერთ-ერთ საიტზე გამოქვეყნდა, რომ მერაბიშვილი მშობლიურ ქალაქში აპირებდა მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობას.
თავად ინფორმაცია არ დაუდასტურებია. ამის შემდეგ მერაბიშვილის კვალი დაიკარგა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილი პოლონეთიდან დიდი ხანია დაბრუნდა თბილისში და ცოლთან და ორ შვილთან ერთად ბედნიერად ცხოვრობს. უფრო მეტიც, კარანტინის გამოცხადებამდე 1 დღით ადრე სახლში ცოლის დაქალებსაც უმასპინძლა.