პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
18 მიმართულების ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, არ ჩერდება
18 მიმართულების ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, არ ჩერდება

სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ქარ­თვე­ლო­ში 18 მი­მარ­თუ­ლე­ბის ეკო­ნო­მი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა არ ჩერ­დე­ბა.

ამის შე­სა­ხებ ცვლი­ლე­ბე­ბი „სა­ქარ­თვე­ლო­ში ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის აღ­კვე­თის მიზ­ნით გა­სა­ტა­რე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის დამ­ტკი­ცე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის 23 მარ­ტის დად­გე­ნი­ლე­ბა­შია შე­ტა­ნი­ლი.

რო­გორც დად­გე­ნი­ლე­ბა­შია გან­მარ­ტე­ბუ­ლი, ეს საქ­მი­ა­ნო­ბე­ბია:

ა) სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა;

ბ) სურ­სა­თის/ცხო­ვე­ლის საკ­ვე­ბის, ცხო­ვე­ლის, ცხო­ვე­ლუ­რი და მცე­ნა­რე­უ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის, ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბის, პეს­ტი­ცი­დე­ბი­სა და აგ­რო­ქი­მი­კა­ტე­ბის, სა­თეს­ლე და სარ­გა­ვი მა­სა­ლე­ბის სა­ცა­ლო რე­ა­ლი­ზა­ცი­ი­სა, ასე­ვე მათი წარ­მო­ე­ბის, შე­ნახ­ვის, სა­ბი­თუ­მო ვაჭ­რო­ბი­სა და დის­ტრი­ბუ­ცი­ის, სურ­სა­თის შე­სა­ფუ­თი მა­სა­ლე­ბის/ტა­რის წარ­მო­ე­ბა;

გ) წის­ქვი­ლე­ბის, პურ-ფუნ­თუ­შე­უ­ლის სა­ცხო­ბე­ბის, რძის მი­ღე­ბა-გა­და­მუ­შა­ვე­ბის სა­წარ­მო­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა;

დ) ელექტრო­ე­ნერ­გი­ის, ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის, წყლის წარ­მო­ე­ბი­სა/გა­და­ცე­მი­სა/გა­ნა­წი­ლე­ბი­სა/მი­წო­დე­ბი­სა, ბენ­ზი­ნის, დი­ზე­ლის, თხე­ვა­დი აი­რის მი­წო­დე­ბი­სა, ასე­ვე სა­ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ციო, სა­ფოს­ტო და ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­წო­დე­ბა;

ე) კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა;

ვ) იმ სა­გა­დახ­დო მომ­სა­ხუ­რე­ბის პრო­ვა­ი­დე­რე­ბი­სა და მათი აგენ­ტე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა, რომ­ლე­ბიც აწ­ვდი­ან მომ­სა­ხუ­რე­ბას თვით­მომ­სა­ხუ­რე­ბის კი­ოს­კე­ბის მეშ­ვე­ო­ბით;

ზ) სა­გა­დახ­დო სის­ტე­მის ოპე­რა­ტო­რე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა;

თ) ბან­კო­მა­ტე­ბის, თვით­მომ­სა­ხუ­რე­ბის კი­ოს­კე­ბი­სა და პოს­ტერ­მი­ნა­ლე­ბის უწყვე­ტი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბი­სათ­ვის სა­ჭი­რო საქ­მი­ა­ნო­ბა;

ი) მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა;

კ) სა­ბან­კო-სა­ფი­ნან­სო პრო­დუქ­ტე­ბის/მომ­სა­ხუ­რე­ბის დის­ტან­ცი­უ­რი არ­ხე­ბით მი­წო­დე­ბი­სა/რე­ა­ლი­ზა­ცია;

ლ) სა­მე­დი­ცი­ნო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის სა­ქონ­ლის, ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი პრო­დუქ­ტის წარ­მო­ე­ბა/დის­ტრი­ბუ­ცია/რე­ა­ლი­ზა­ცია;

მ) სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა და მე­ცხო­ვე­ლე­ო­ბას­თან/მეფ­რინ­ვე­ლე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა;

ნ) მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლით – ტაქ­სით (M1 კა­ტე­გო­რია) გა­და­ად­გი­ლე­ბით მომ­სა­ხუ­რე­ბა;

ო) საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტის მი­ტა­ნის მომ­სა­ხუ­რე­ბა (ე.წ. „დე­ლი­ვე­რი სერ­ვი­სი“);

პ) კერ­ძო დაც­ვი­თი საქ­მი­ა­ნო­ბა;

ჟ) სა­ად­ვო­კა­ტო საქ­მი­ა­ნო­ბა;

რ) ავ­ტო­ტექ­მომ­სა­ხუ­რე­ბის გამ­წე­ვი სუ­ბი­ექ­ტე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა;

ს) პრე­სის ჯი­ხუ­რე­ბი.

რო­გორც ოფი­ცი­ა­ლურ დო­კუ­მენ­ტშია ნათ­ქვა­მი, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლია, და­მა­ტე­ბით გან­სა­ზღვროს იმ ეკო­ნო­მი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბე­ბის ან/და ეკო­ნო­მი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი ობი­ექ­ტე­ბის/მე­წარ­მე სუ­ბი­ექ­ტე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რომ­ლე­ბიც არ იზღუ­დე­ბა და რო­მელ­თა ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის პე­რი­ოდ­ში.

გარ­და ამი­სა, სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის ვა­დით იკ­რძა­ლე­ბა ღვი­ნი­სა და ყუ­რძნი­სე­უ­ლი წარ­მო­შო­ბის სხვა ალ­კოჰო­ლი­ა­ნი სასმლის, აგ­რეთ­ვე სპირ­ტი­ა­ნი სასმლი­სა და ლუ­დის სა­რე­ა­ლი­ზა­ციო ობი­ექ­ტე­ბის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა.

ასე­ვე, სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის ვა­დით რეს­ტორ­ნე­ბის, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბის, სა­წარ­მო­ებ­ში/ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში არ­სე­ბუ­ლი კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა და­საშ­ვე­ბია მხო­ლოდ ად­გილ­ზე მი­ტა­ნის ან პრო­დუქ­ტის სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბით გა­ტა­ნის (ე. წ. „დრა­ი­ვის“) მომ­სა­ხუ­რე­ბით სა­რე­ა­ლი­ზა­ციო სივ­რცე­ში მომ­ხმა­რებ­ლის დაშ­ვე­ბის გა­რე­შე.

„ყვე­ლა დაშ­ვე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა, მი­უ­ხე­და­ვად ფორ­მი­სა და სა­ხი­სა, უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ გა­ცე­მუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად“, - ნათ­ქვა­მია დო­კუ­მენ­ტში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

18 მიმართულების ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, არ ჩერდება

18 მიმართულების ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, არ ჩერდება

საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, საქართველოში 18 მიმართულების ეკონომიკური საქმიანობა არ ჩერდება.

ამის შესახებ ცვლილებები „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 23 მარტის დადგენილებაშია შეტანილი.

როგორც დადგენილებაშია განმარტებული, ეს საქმიანობებია:

ა) სამედიცინო დაწესებულების საქმიანობა;

ბ) სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციისა, ასევე მათი წარმოების, შენახვის, საბითუმო ვაჭრობისა და დისტრიბუციის, სურსათის შესაფუთი მასალების/ტარის წარმოება;

გ) წისქვილების, პურ-ფუნთუშეულის საცხობების, რძის მიღება-გადამუშავების საწარმოების საქმიანობა;

დ) ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის წარმოებისა/გადაცემისა/განაწილებისა/მიწოდებისა, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებისა, ასევე სატელეკომუნიკაციო, საფოსტო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდება;

ე) კომერციული ბანკების საქმიანობა;

ვ) იმ საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისა და მათი აგენტების საქმიანობა, რომლებიც აწვდიან მომსახურებას თვითმომსახურების კიოსკების მეშვეობით;

ზ) საგადახდო სისტემის ოპერატორების საქმიანობა;

თ) ბანკომატების, თვითმომსახურების კიოსკებისა და პოსტერმინალების უწყვეტი ფუნქციონირებისათვის საჭირო საქმიანობა;

ი) მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა;

კ) საბანკო-საფინანსო პროდუქტების/მომსახურების დისტანციური არხებით მიწოდებისა/რეალიზაცია;

ლ) სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის წარმოება/დისტრიბუცია/რეალიზაცია;

მ) სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარება და მეცხოველეობასთან/მეფრინველეობასთან დაკავშირებული საქმიანობა;

ნ) მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებით მომსახურება;

ო) საკვები პროდუქტის მიტანის მომსახურება (ე.წ. „დელივერი სერვისი“);

პ) კერძო დაცვითი საქმიანობა;

ჟ) საადვოკატო საქმიანობა;

რ) ავტოტექმომსახურების გამწევი სუბიექტების საქმიანობა;

ს) პრესის ჯიხურები.

როგორც ოფიციალურ დოკუმენტშია ნათქვამი, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, დამატებით განსაზღვროს იმ ეკონომიკური საქმიანობების ან/და ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტების/მეწარმე სუბიექტების ჩამონათვალი, რომლებიც არ იზღუდება და რომელთა ფუნქციონირებაც აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის პერიოდში.

გარდა ამისა, საგანგებო მდგომარეობის ვადით იკრძალება ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის სხვა ალკოჰოლიანი სასმლის, აგრეთვე სპირტიანი სასმლისა და ლუდის სარეალიზაციო ობიექტების ფუნქციონირება.

ასევე, საგანგებო მდგომარეობის ვადით რესტორნების, საზოგადოებრივი კვების ობიექტების, საწარმოებში/ორგანიზაციებში არსებული კვების ობიექტების საქმიანობა დასაშვებია მხოლოდ ადგილზე მიტანის ან პროდუქტის სატრანსპორტო საშუალებით გატანის (ე. წ. „დრაივის“) მომსახურებით სარეალიზაციო სივრცეში მომხმარებლის დაშვების გარეშე.

„ყველა დაშვებული ეკონომიკური საქმიანობა, მიუხედავად ფორმისა და სახისა, უნდა განხორციელდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად“, - ნათქვამია დოკუმენტში.

დღეიდან, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა ჩერდება

თუ კურსი 3.3 ნიშნულზე შენარჩუნდა, იმპორტირებული პროდუქტების უმრავლესობაზე აპრილში ფასები აუცილებლად მოიმატებს - ივა ჭყონია

უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად 5 ჩარტერული რეისი შესრულდება, სამშობლოში დაბრუნებულები 14-დღიან კარანტინს გაივლიან