ავტორი:

თურქეთიდან ავტობუსით დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეებიდან 5-ს სიცხე აქვს, რის გამოც საავადმყოფოში გადაჰყავთ

თურქეთიდან ავტობუსით დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეებიდან 5-ს სიცხე აქვს, რის გამოც საავადმყოფოში გადაჰყავთ

თურქეთიდან დაბრუნებულ საქართველოს ხუთ მოქალაქეს ტემპერატურის მატება აღენიშნება, რის გამოც, ისინი საავადმყოფოში გადაჰყავთ.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ იმ ავტობუსის ერთ-ერთმა მგზავრმა განუცხადა, რომელიც თურქეთიდან 25 მოქალაქესთან ერთად დაბრუნდა.

როგორც მგზავრი აცხადებს, ყველა მოქალაქეს სარფის გამშვებ პუნქტზე სამედიცინო პერსონალმა თერმოსკტრინინგი ჩაუტარა, რის შემდეგაც საკარანტინო ზონაში განთავსდებიან.

„ახლა ვიმყოფებით საქართველოს მხარეს სარფში. შეგვიმოწმეს სიცხე და ავტობუსში დაგვაბრუნეს. რამდენიმე წუთის წინ მოვიდა სასწრაფო დახმარების მანქანა. როგორც გვითხრეს, ხუთ ადამიანს (სამ კაცს და ორ ქალს) სიცხე აქვს და კლინიკაში გადაჰყავთ.

ჩვენ გვითხრეს, რომ გადავყავართ საკარანტინო ზონაში, ბათუმში სასტუმრო „ვერდიქტში“. სულ 25-მა ადამიანმა ვიმგზავრეთ ამ ავტობუსით. მეორე ავტობუსი მოგვიანებით გამოვიდა სტამბულიდან და მათ შესახებ ინფორმაცია არ ვიცით“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთმა მგზავრმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 54 მოქალაქეს თურქეთიდან გამომგზავრებისას პრობლემები ორი დღის წინ შეექმნათ. სტამბულიდან გამოსული ავტობუსი თურქმა სამართალდამცავებმა უკან, აქსარაის ავტოსადგურში დააბრუნეს, რისი მიზეზიც გადაადგილების ნებართვის შესახებ დოკუმენტის არქონა გახდა. მგზავრებმა ღამე ავტოსადგურში, ავტობუსში გაათენეს. გუშინ ქართველი მგზავრები ორ ნაწილად გაყვეს და ცალ-ცალკე 2 ავტობუსით საქართველოსკენ წამოვიდნენ. ერთი ავტობუსი სარფში უკვე შემოსულია.

თბილისში ავღანეთიდან ჩამოსულ ძმებს სცემეს, რადგან ჩინელები ეგონათ - "დისკრიმინაცია აქამდეც ყოფილა, ბევრი ფიქრობს, რომ ტერორისტი ვარ ან ნარკოტიკებს ვყიდი"

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 110-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 108-მდე გაიზარდა