პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში ავღანეთიდან ჩამოსულ ძმებს სცემეს, რადგან ჩინელები ეგონათ - "დისკრიმინაცია აქამდეც ყოფილა, ბევრი ფიქრობს, რომ ტერორისტი ვარ ან ნარკოტიკებს ვყიდი"
თბილისში ავღანეთიდან ჩამოსულ ძმებს სცემეს, რადგან ჩინელები ეგონათ - "დისკრიმინაცია აქამდეც ყოფილა, ბევრი ფიქრობს, რომ ტერორისტი ვარ ან ნარკოტიკებს ვყიდი"

თავ­შე­საფ­რის მა­ძი­ებ­ლე­ბი, სა­ი­დი და ჰა­მი­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში ავ­ღა­ნე­თი­დან რამ­დე­ნი­მე წლის წინ ჩა­მო­ვიდ­ნენ. ეთ­ნი­კუ­რად ჰა­ზა­რებს რამ­დე­ნი­მე დღის წინ მძი­მე შემ­თხვე­ვა გა­დახ­დათ - 20 მარტს, ღა­მის 02:00 სა­ათ­ზე ისი­ნი სახ­ლში ტაქ­სით ბრუნ­დე­ბოდ­ნენ, რო­დე­საც მძღოლ­მა მათ იმა­ზე მეტი თან­ხის გა­დახ­და მოს­თხო­ვა, ვიდ­რე უნდა გა­და­ე­ხა­დათ. მი­ზე­ზად ტაქ­სის მძღოლ­მა მათი წარ­მო­მავ­ლო­ბა და­ა­სა­ხე­ლა, გა­დახ­და­ზე უა­რის გამო კი ძმებს სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა. გამ­ვლე­ლი პი­რე­ბი მძღოლს და­ეხ­მარ­ნენ და ძმებს ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ.

საიდ იუ­სი­ფი, რო­მელ­მაც ინ­ცი­დენ­ტის დროს რამ­დე­ნი­მე და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო, მათ შო­რის ჭრი­ლო­ბა თა­ვის არე­ში, იხ­სე­ნებს, რო­გორ თქვა ტაქ­სის მძღოლ­მა მის­თვის სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფის მი­ყე­ნე­ბის დროს: "დამ­პალ­მა ჩი­ნელ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სი ჩა­მო­ი­ტა­ნა" (F...ing Chinese brought Coronavirus in Georgia).

ჰა­მიდ და საიდ იუ­სუ­ფე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში ავ­ღა­ნე­თი­დან 2017 წელს, ოჯახ­თან ერ­თად ჩა­მო­ვიდ­ნენ

ნა­ცე­მი ახალ­გაზ­რდა იმა­საც იხ­სე­ნებს, თუ რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იგ­რძნო სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის­გან, შემ­დეგ კი - მე­დი­კო­სე­ბის­გან, რო­დე­საც დაჭ­რი­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მი­ვი­და.

"მე ავ­ღა­ნე­თი­დან ვარ, სა­ქარ­თვე­ლო­ში 2017 წელს, ოჯახ­თან ერ­თად ჩა­მო­ვე­დი. ჩვენ სა­ქარ­თვე­ლო­ში თავ­შე­საფ­რის მა­ძი­ებ­ლე­ბი ვართ, ჩემი და-ძმა სპორ­ტით არი­ან და­კა­ვე­ბულ­ნი, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით გა­მო­დი­ან, ტა­ეკ­ვონ­დო­ში ჩემ­პი­ო­ნე­ბი არი­ან და აქ გა­ნათ­ლე­ბას იღე­ბენ.

ისი­ნი ყო­ველ­დღი­უ­რად შრო­მო­ბენ და იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ ერთ დღეს სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შას უფრო მაღ­ლა და მაღ­ლა ას­წე­ვენ. თავ­შე­საფ­რის მა­ძი­ებ­ლე­ბი თა­ვი­ანთ ქვეყ­ნებ­ში იმა­ზე დიდი სირ­თუ­ლე­ე­ბის წი­ნა­შე დგა­ნან, ვიდ­რე ეს უმუ­შევ­რო­ბა და ეკო­ნო­მი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბია. მა­გა­ლი­თად, ჩემი ქვე­ყა­ნა, ავ­ღა­ნე­თი, 35 წე­ლია, ტე­რო­რის­ტე­ბის თავ­დას­ხმე­ბის ქვე­შაა, სა­წყა­ლი ხალ­ხი ჩემს ქვე­ყა­ნა­ში ყო­ველ­დღი­უ­რად იღუ­პე­ბა.

ჰა­მიდ იუ­სუ­ფი ტა­ეკ­ვონ­დო­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით ას­პა­რე­ზობს

- შე­გიძ­ლი­ათ, დე­ტა­ლუ­რად გა­იხ­სე­ნოთ ინ­ცი­დენ­ტი, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დღის წინ შე­გემ­თხვათ?

- 2020 წლის 20 მარტს, ღა­მის 2 სა­ათ­ზე, მე და ჩემ­მა ძმამ ჰა­მიდ­მა "იან­დექ­სის" ტაქ­სით, თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ედ­ნი­დან ის­ნის მეტ­რომ­დე ვიმ­გზავ­რეთ. აპ­ლი­კა­ცი­ა­ში ეწე­რა, რომ 3 ლარი და 50 თეთ­რი უნდა გა­დაგ­ვე­ხა­და. როცა და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გილს ვუ­ახ­ლოვ­დე­ბო­დით, ტაქ­სის მძღოლ­მა სამ­ჯერ მე­ტის გა­დახ­და მოგვ­თხო­ვა იმ მი­ზე­ზით, რომ უცხო­ე­ლი ვარ. უა­რის გამო კი ლან­ძღვა და­ი­წყო, თუმ­ცა ცოტა ხან­ში 5 ლარ­ზე ჩა­მო­ვი­და.

ფული არ მი­ვე­ცი და მან­ქა­ნი­დან გა­და­ვე­დი. მძღო­ლი გაბ­რაზ­და, ისიც გად­მო­ვი­და მან­ქა­ნი­დან და სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფის მო­ყე­ნე­ბა და­ი­წყო, მე­ძახ­და - "დამ­პალ­მა ჩი­ნელ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სი ჩა­მო­ი­ტა­ნაო". ამ დროს, ვი­ღაც უცხო ბი­ჭებ­მა ზურ­გი­დან შე­მოგ­ვი­ტი­ეს. მცე­მეს იმი­ტომ, რომ უცხო­ე­ლი ვარ.

- რა­ი­მე სა­ხის დის­კრი­მი­ნა­ცია აქამ­დე თუ გიგ­რძვნი­ათ?

- აქამ­დეც გარ­კვე­ულ დის­კრი­მი­ნა­ცი­ას­თან მქო­ნია საქ­მე ჩემი ეროვ­ნე­ბის გამო: ადა­მი­ან­თა უმე­ტე­სო­ბა ფიქ­რობს, რომ ტე­რო­რის­ტი ვარ ან ნარ­კო­ტი­კებს ვყი­დი. მაგ­რამ ბოლო შემ­თხვე­ვის დროს თა­ვის არე­ში დიდი ჭრი­ლო­ბა მი­ვი­ღე, ვფიქ­რობ, დანა ჩა­მარ­ტყეს, რად­გან მუშ­ტი ასე კანს არ გა­მიჭ­რი­და. მარ­ჯვე­ნა ხე­ლის ორ თითს ვერ ვა­მოძ­რა­ვებ­დი, სხე­უ­ლის ზოგ ნა­წილ­ში ტკი­ვი­ლე­ბი ახ­ლაც მა­წუ­ხებს.

ინ­ცი­დენ­ტის ღა­მეს, როცა პო­ლი­ცია მო­ვი­და, სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნა გა­მო­ი­ძა­ხეს, მაგ­რამ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში არ წა­ვე­დი, ამის ფული არ მაქვს. უარი ვუ­თხა­რი სას­წრა­ფოს და მა­თაც არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბი­ათ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ხე­დავ­დნენ, რო­გორ მომ­დი­ო­და თა­ვი­დან სის­ხლი.

მე­ო­რე დღეს ჩემი მე­გო­ბა­რი ჩემს და­სახ­მა­რებ­ლად მო­ვი­და. 112 გა­მო­ი­ძა­ხა, კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცია მო­ვი­და, იგი­ვე პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ, ვინც წინა ღა­მეს. ერთ-ერ­თმა რამ­დენ­ჯერ­მე გა­მი­მე­ო­რა, რომ ვი­ტყუ­ე­ბო­დი, ამას იმე­ო­რებ­და და იმე­ო­რებ­და. ხე­დავ­დნენ, რომ სის­ხლი მომ­დი­ო­და და სას­წრა­ფოს დახ­მა­რე­ბას გა­მო­უ­ძა­ხეს. ამ­ჯე­რად მათ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­მიყ­ვა­ნეს. მაგ­რამ იმის გამო, რომ ფული თან წა­ღე­ბუ­ლი არ მქონ­და, არ და­მეხ­მარ­ნენ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია World Vision-იდა­ნაც და­უ­რე­კეს და სი­ტუ­ა­ცია აუხ­სნეს, მა­ინც არ და­თან­ხმდნენ ჩემს დახ­მა­რე­ბას.

ვერ ვი­ტყვი, რომ რა­სობ­რივ ნი­ა­დაგ­ზე ძა­ლა­დო­ბა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში ხდე­ბა. ეს უამ­რავ ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა. მინ­და, მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლას, ვინც ამ რთულ დროს ჩემ გვერ­დით დგას" - გვე­უბ­ნე­ბა სა­ი­დი.

VIDEO: "იძახ­და, დამ­პალ­მა ჩი­ნელ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სი შე­მო­ი­ტა­ნაო" - თბი­ლის­ში ავ­ღა­ნელ ძმებს ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ

მომ­ხდარ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე, ძა­ლა­დო­ბის მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, მაქ­სი­მა­ლუ­რი სას­ჯე­ლი ერთ წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თაა. "კონ­სტი­ტუ­ცი­ის 42-ე მუხ­ლის" იუ­რის­ტის, სოფო ალექ­სი­ძის თქმით, უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია ითხოვს, რომ საქ­მის ძი­ე­ბა რა­სობ­რი­ვი ნიშ­ნით მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის კუ­თხით მოხ­დეს:

- ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცია სა­მარ­თლებ­რივ დახ­მა­რე­ბას უწევს ავ­ღა­ნე­თი­დან ჩა­მო­სულ ეთ­ნი­კუ­რად ჰა­ზარ პი­რებს. ტაქ­სის მძღოლ­მა მათ 10 ლა­რის გა­დახ­და მოს­თხო­ვა, რო­დე­საც აპ­ლი­კა­ცი­ის მი­ხედ­ვით, მხო­ლოდ 3.5 ლა­რის გა­დახ­დის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­დათ, მძღოლ­მა კი ტა­რი­ფის გაზ­რდის მი­ზე­ზად ის და­ა­სა­ხე­ლა, რომ ისი­ნი ქარ­თვე­ლე­ბი არ იყ­ვნენ. ბუ­ნებ­რი­ვია, ბი­ჭებ­მა უარი გა­ნა­ცხა­დეს ამა­ზე, რა­საც მძღო­ლის მხრი­დან სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა და ხმა­მა­ღა­ლი სა­უ­ბა­რი მოჰ­ყვა.

გამ­ვლე­ლებ­მა მძღო­ლის დახ­მა­რე­ბა გა­და­წყვი­ტეს, თავს და­ესხნენ და ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ ჩვე­ნი დაც­ვის ქვეშ მყოფ პი­რებს. სი­ტყვე­ბი, რო­მე­ლიც ამ ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის დროს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებ­მა გა­ი­გეს, იყო "ჩი­ნე­ლი" და "კო­რო­ნა". ორი­ვე მათ­განს მი­ყე­ნე­ბუ­ლი აქვს მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბა, თუმ­ცა ერთ-ერთს თა­ვის არე­ში სა­ვა­რა­უ­დოდ, ბას­რი ია­რა­ღით აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბა.

- რა არის თქვე­ნი მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნა?

- ჩვე­ნი მო­თხოვ­ნაა ნა­ცე­მი პი­რე­ბის და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო­ბა და ის, რომ საქ­მეს რა­სობ­რი­ვი მო­ტი­ვით ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის კვა­ლი­ფი­კა­ცია მი­ე­ცეს. მთა­ვა­რი, რაც მომ­ხდარ­ში რა­სობ­რი­ვი ნიშ­ნით და­ნა­შა­ულს გა­მოჰ­კვეთს, ასე ვთქვათ, და­ნა­შა­უ­ლის მო­ტი­ვია, კერ­ძოდ ის, რომ ტაქ­სის მძღო­ლი მათ­გან მეტი თან­ხის გა­დახ­დას ითხოვ­და მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ისი­ნი ქარ­თვე­ლე­ბი არ იყ­ვნენ.

ამავდრო­უ­ლად, სა­ვა­რა­უ­დო და­ნა­შა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბის მხრი­დან აგ­რე­სია გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი იყო ჩვე­ნი დაც­ვის ქვეშ მყოფ­თა წარ­მო­მავ­ლო­ბით, დამ­ნა­შა­ვე პი­რებ­მა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ჩი­ნე­ლებს მი­ამ­სგავ­სეს და ეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აგ­რე­სია სწო­რედ აქე­დან მომ­დი­ნა­რე­ობ­და" - გვე­უბ­ნე­ბა უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი.

ამ­ჟა­მად, პი­რე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც სა­იდ­თან და ჰა­მიდ­თან ინ­ცი­დენ­ტში იყ­ვნენ ჩარ­თულ­ნი, მხო­ლოდ ტაქ­სის მძღო­ლია იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი. თუ საქ­მეს რა­სობ­რი­ვი შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბის გამო ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცია მი­ე­ცე­მა, აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით, ვა­დით ოთხი­დან ექვს წლამ­დე და­ის­ჯე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

თბილისში ავღანეთიდან ჩამოსულ ძმებს სცემეს, რადგან ჩინელები ეგონათ - "დისკრიმინაცია აქამდეც ყოფილა, ბევრი ფიქრობს, რომ ტერორისტი ვარ ან ნარკოტიკებს ვყიდი"

თბილისში ავღანეთიდან ჩამოსულ ძმებს სცემეს, რადგან ჩინელები ეგონათ - "დისკრიმინაცია აქამდეც ყოფილა, ბევრი ფიქრობს, რომ ტერორისტი ვარ ან ნარკოტიკებს ვყიდი"

თავშესაფრის მაძიებლები, საიდი და ჰამიდი საქართველოში ავღანეთიდან რამდენიმე წლის წინ ჩამოვიდნენ. ეთნიკურად ჰაზარებს რამდენიმე დღის წინ მძიმე შემთხვევა გადახდათ - 20 მარტს, ღამის 02:00 საათზე ისინი სახლში ტაქსით ბრუნდებოდნენ, როდესაც მძღოლმა მათ იმაზე მეტი თანხის გადახდა მოსთხოვა, ვიდრე უნდა გადაეხადათ. მიზეზად ტაქსის მძღოლმა მათი წარმომავლობა დაასახელა, გადახდაზე უარის გამო კი ძმებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. გამვლელი პირები მძღოლს დაეხმარნენ და ძმებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

საიდ იუსიფი, რომელმაც ინციდენტის დროს რამდენიმე დაზიანება მიიღო, მათ შორის ჭრილობა თავის არეში, იხსენებს, როგორ თქვა ტაქსის მძღოლმა მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების დროს: "დამპალმა ჩინელმა საქართველოში კორონავირუსი ჩამოიტანა" (F...ing Chinese brought Coronavirus in Georgia).

ჰამიდ და საიდ იუსუფები საქართველოში ავღანეთიდან 2017 წელს, ოჯახთან ერთად ჩამოვიდნენ

ნაცემი ახალგაზრდა იმასაც იხსენებს, თუ როგორი დამოკიდებულება იგრძნო სამართალდამცველებისგან, შემდეგ კი - მედიკოსებისგან, როდესაც დაჭრილი საავადმყოფოში მივიდა.

"მე ავღანეთიდან ვარ, საქართველოში 2017 წელს, ოჯახთან ერთად ჩამოვედი. ჩვენ საქართველოში თავშესაფრის მაძიებლები ვართ, ჩემი და-ძმა სპორტით არიან დაკავებულნი, საქართველოს სახელით გამოდიან, ტაეკვონდოში ჩემპიონები არიან და აქ განათლებას იღებენ.

ისინი ყოველდღიურად შრომობენ და იმედოვნებენ, რომ ერთ დღეს საქართველოს დროშას უფრო მაღლა და მაღლა ასწევენ. თავშესაფრის მაძიებლები თავიანთ ქვეყნებში იმაზე დიდი სირთულეების წინაშე დგანან, ვიდრე ეს უმუშევრობა და ეკონომიკური პრობლემებია. მაგალითად, ჩემი ქვეყანა, ავღანეთი, 35 წელია, ტერორისტების თავდასხმების ქვეშაა, საწყალი ხალხი ჩემს ქვეყანაში ყოველდღიურად იღუპება.

ჰამიდ იუსუფი ტაეკვონდოში საქართველოს სახელით ასპარეზობს

- შეგიძლიათ, დეტალურად გაიხსენოთ ინციდენტი, რომელიც რამდენიმე დღის წინ შეგემთხვათ?

- 2020 წლის 20 მარტს, ღამის 2 საათზე, მე და ჩემმა ძმამ ჰამიდმა "იანდექსის" ტაქსით, თავისუფლების მოედნიდან ისნის მეტრომდე ვიმგზავრეთ. აპლიკაციაში ეწერა, რომ 3 ლარი და 50 თეთრი უნდა გადაგვეხადა. როცა დანიშნულების ადგილს ვუახლოვდებოდით, ტაქსის მძღოლმა სამჯერ მეტის გადახდა მოგვთხოვა იმ მიზეზით, რომ უცხოელი ვარ. უარის გამო კი ლანძღვა დაიწყო, თუმცა ცოტა ხანში 5 ლარზე ჩამოვიდა.

ფული არ მივეცი და მანქანიდან გადავედი. მძღოლი გაბრაზდა, ისიც გადმოვიდა მანქანიდან და სიტყვიერი შეურაცხყოფის მოყენება დაიწყო, მეძახდა - "დამპალმა ჩინელმა საქართველოში კორონავირუსი ჩამოიტანაო". ამ დროს, ვიღაც უცხო ბიჭებმა ზურგიდან შემოგვიტიეს. მცემეს იმიტომ, რომ უცხოელი ვარ.

- რაიმე სახის დისკრიმინაცია აქამდე თუ გიგრძვნიათ?

- აქამდეც გარკვეულ დისკრიმინაციასთან მქონია საქმე ჩემი ეროვნების გამო: ადამიანთა უმეტესობა ფიქრობს, რომ ტერორისტი ვარ ან ნარკოტიკებს ვყიდი. მაგრამ ბოლო შემთხვევის დროს თავის არეში დიდი ჭრილობა მივიღე, ვფიქრობ, დანა ჩამარტყეს, რადგან მუშტი ასე კანს არ გამიჭრიდა. მარჯვენა ხელის ორ თითს ვერ ვამოძრავებდი, სხეულის ზოგ ნაწილში ტკივილები ახლაც მაწუხებს.

ინციდენტის ღამეს, როცა პოლიცია მოვიდა, სასწრაფო დახმარების მანქანა გამოიძახეს, მაგრამ საავადმყოფოში არ წავედი, ამის ფული არ მაქვს. უარი ვუთხარი სასწრაფოს და მათაც არაფერი გაუკეთებიათ, მიუხედავად იმისა, რომ ხედავდნენ, როგორ მომდიოდა თავიდან სისხლი.

მეორე დღეს ჩემი მეგობარი ჩემს დასახმარებლად მოვიდა. 112 გამოიძახა, კრიმინალური პოლიცია მოვიდა, იგივე პოლიციელები აღმოჩნდნენ, ვინც წინა ღამეს. ერთ-ერთმა რამდენჯერმე გამიმეორა, რომ ვიტყუებოდი, ამას იმეორებდა და იმეორებდა. ხედავდნენ, რომ სისხლი მომდიოდა და სასწრაფოს დახმარებას გამოუძახეს. ამჯერად მათ საავადმყოფოში გადამიყვანეს. მაგრამ იმის გამო, რომ ფული თან წაღებული არ მქონდა, არ დამეხმარნენ, მიუხედავად იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია World Vision-იდანაც დაურეკეს და სიტუაცია აუხსნეს, მაინც არ დათანხმდნენ ჩემს დახმარებას.

ვერ ვიტყვი, რომ რასობრივ ნიადაგზე ძალადობა მხოლოდ საქართველოში ხდება. ეს უამრავ ქვეყანაში ხდება. მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოში ყველას, ვინც ამ რთულ დროს ჩემ გვერდით დგას" - გვეუბნება საიდი.

VIDEO: "იძახდა, დამპალმა ჩინელმა საქართველოში კორონავირუსი შემოიტანაო" - თბილისში ავღანელ ძმებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით მიმდინარეობს, რომლის თანახმადაც, მაქსიმალური სასჯელი ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთაა. "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" იურისტის, სოფო ალექსიძის თქმით, უფლებადამცველი ორგანიზაცია ითხოვს, რომ საქმის ძიება რასობრივი ნიშნით მოტივირებული დანაშაულის კუთხით მოხდეს:

- ჩვენი ორგანიზაცია სამართლებრივ დახმარებას უწევს ავღანეთიდან ჩამოსულ ეთნიკურად ჰაზარ პირებს. ტაქსის მძღოლმა მათ 10 ლარის გადახდა მოსთხოვა, როდესაც აპლიკაციის მიხედვით, მხოლოდ 3.5 ლარის გადახდის ვალდებულება ჰქონდათ, მძღოლმა კი ტარიფის გაზრდის მიზეზად ის დაასახელა, რომ ისინი ქართველები არ იყვნენ. ბუნებრივია, ბიჭებმა უარი განაცხადეს ამაზე, რასაც მძღოლის მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფა და ხმამაღალი საუბარი მოჰყვა.

გამვლელებმა მძღოლის დახმარება გადაწყვიტეს, თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფ პირებს. სიტყვები, რომელიც ამ ფიზიკური დაპირისპირების დროს დაზარალებულებმა გაიგეს, იყო "ჩინელი" და "კორონა". ორივე მათგანს მიყენებული აქვს მრავლობითი დაზიანება, თუმცა ერთ-ერთს თავის არეში სავარაუდოდ, ბასრი იარაღით აქვს მიყენებული ჭრილობა.

- რა არის თქვენი მთავარი მოთხოვნა?

- ჩვენი მოთხოვნაა ნაცემი პირების დაზარალებულად ცნობა და ის, რომ საქმეს რასობრივი მოტივით ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაცია მიეცეს. მთავარი, რაც მომხდარში რასობრივი ნიშნით დანაშაულს გამოჰკვეთს, ასე ვთქვათ, დანაშაულის მოტივია, კერძოდ ის, რომ ტაქსის მძღოლი მათგან მეტი თანხის გადახდას ითხოვდა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ქართველები არ იყვნენ.

ამავდროულად, სავარაუდო დანაშაულში მონაწილე პირების მხრიდან აგრესია განპირობებული იყო ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფთა წარმომავლობით, დამნაშავე პირებმა დაზარალებული ჩინელებს მიამსგავსეს და ეს განსაკუთრებული აგრესია სწორედ აქედან მომდინარეობდა" - გვეუბნება უფლებადამცველი.

ამჟამად, პირებისგან, რომლებიც საიდთან და ჰამიდთან ინციდენტში იყვნენ ჩართულნი, მხოლოდ ტაქსის მძღოლია იდენტიფიცირებული. თუ საქმეს რასობრივი შეუწყნარებლობის გამო ჩადენილი ძალადობის კვალიფიკაცია მიეცემა, აღნიშნული დანაშაული თავისუფლების აღკვეთით, ვადით ოთხიდან ექვს წლამდე დაისჯება.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 110-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 108-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა