საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ადამიანთა რა კატეგორიას გაუკეთდება კორონავირუსზე ტესტირება - თამარ გაბუნიას განმარტება სწრაფ ტესტებზე
ადამიანთა რა კატეგორიას გაუკეთდება კორონავირუსზე ტესტირება - თამარ გაბუნიას განმარტება სწრაფ ტესტებზე

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის, თა­მარ გა­ბუ­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, ხვალ გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი, მოგ­ზა­უ­რო­ბის ის­ტო­რი­ას­თან კავ­შირ­ში მყო­ფი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გარ­და, და­მა­ტე­ბით ადა­მი­ან­თა რა კა­ტე­გო­რი­ას გა­უ­კეთ­დე­ბა კო­რო­ნა­ვირუს­ზე ტეს­ტი­რე­ბა.

ამას­თან, რო­გორც გა­ბუ­ნი­ამ დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე აღ­ნიშ­ნა, დღეს დას­რულ­დე­ბა ალ­გო­რითმზე მუ­შა­ო­ბა, რო­მე­ლიც ამ კვლე­ვებს სა­ფუძ­ვლად უნდა და­ე­დოს.

„ამ შემ­თხვე­ვა­ში ეს არის ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი გან­მარ­ტე­ბა, რას ნიშ­ნავს სა­ეჭ­ვო შემ­თხვე­ვა და რას ნიშ­ნავს დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა. ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გან­მარ­ტე­ბის ცვლი­ლე­ბა ქვეყ­ნე­ბის დო­ნე­ზე გა­მარ­თლე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კა არ არის და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ცვლი­ლე­ბას არ გა­ვა­კე­თებთ. თუმ­ცა, ალ­გო­რით­მი, რო­მე­ლიც მუ­შავ­დე­ბა, ით­ვა­ლის­წი­ნებს ტეს­ტი­რე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბას და მისი ტეს­ტი­რე­ბით მოც­ვის გა­ფარ­თო­ე­ბას არა მხო­ლოდ მოგ­ზა­უ­რო­ბის ანამ­ნეზ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პი­რე­ბის­თვის, არა­მედ იმ პი­რე­ბის­თვის, ვი­საც შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს გარ­კვე­ულ ეტაპ­ზე რთუ­ლი კლი­ნი­კუ­რი სიმპტო­მე­ბი, რაც შე­საძ­ლოა მი­ა­ნიშ­ნებ­დეს COVID-19-ის არ­სე­ბო­ბას, ასე­ვე სხვა მა­ღა­ლი რის­კის პი­რებ­ში. ამ­დე­ნად, გან­მარ­ტე­ბის თვალ­საზ­რი­სით, ჩვენ მივ­ყვე­ბით ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გან­მარ­ტე­ბას, რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ რო­მე­ლი ჯგუ­ფი და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა ტეს­ტი­რე­ბას და გას­ცდე­ბა თუ არა ეს მოგ­ზა­უ­რო­ბის ანამ­ნეზ­თან მიბ­მულ ის­ტო­რი­ას, ამა­ზე პა­სუხს გას­ცემს ის ალ­გო­რით­მი, რო­მე­ლიც დღეს დას­რულ­დე­ბა და ხვა­ლი­დან გახ­დე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი, რო­გორც კლი­ნი­ცის­ტე­ბის­თვის, ასე­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ.

თა­მარ გა­ბუ­ნი­ას თქმით, სა­ხელ­მწი­ფოს მი­აჩ­ნია, რომ ტეს­ტე­ბის ფარ­თო ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა არ უნდა წა­ხა­ლის­დეს.

“სა­ა­გენ­ტომ და­უშ­ვა გარ­კვე­უ­ლი ტეს­ტე­ბის რე­გის­ტრა­ცია. გარ­ვე­უ­ლი ტეს­ტე­ბის რე­გის­ტრა­ცია არ ნიშ­ნავს, რომ ხვალ ეს ტეს­ტე­ბი ან კერ­ძო, ან სა­ხელ­მწი­ფო სექ­ტორ­ში იქ­ნე­ბა ფარ­თოდ ხელ­მი­საწ­ვდო­მი. ის მიმ­წო­დებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ ამ ტეს­ტე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ით, ასე­ვე აქვთ ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა, სა­ხელ­მწი­ფოს შეს­თა­ვა­ზონ ის პრო­დუქ­ტი, რა­საც ისი­ნი სთა­ვა­ზო­ბენ კერ­ძო სექ­ტორს. ამ შემ­თხვე­ვა­ში ჩვენ მა­ინც არ მიგ­ვაჩ­ნია, რომ ტეს­ტე­ბის ასე­თი ფარ­თო ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა უნდა წა­ხა­ლის­დეს, ამი­ტომ ის ალ­გო­რით­მი, რო­მე­ლიც მომ­ზად­დე­ბა სა­მი­ნის­ტროს მიერ, მკა­ფი­ოდ გან­სა­ზღვრას, რა შემ­თხვე­ვა­ში და ვის აქვს ტეს­ტი­რე­ბის უფ­ლე­ბა ხა­რის­ხის კონ­ტრო­ლის მე­ქა­ნიზ­მის ჩათ­ვლით, რად­გან ყვე­ლა სწრაფ ტესტს აქვს გარ­კვე­უ­ლი ლი­მი­ტა­ცია სენ­სი­ტი­უ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ანუ აქ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია დავ­რწმუნ­დეთ, რომ და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი არის და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი. ამას სჭირ­დე­ბა გა­და­მოწ­მე­ბა, რის­თვის PSR ტეს­ტი­რე­ბა კვლა­ვაც რჩე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა კერ­ძო კლი­ნი­კე­ბის ინ­ტე­რეს­თა შეს­ყიდ­ვებს კერ­ძო კომ­პა­ნი­ე­ბის­გან, თე­ო­რი­უ­ლად, რა თქმა უნდა, შე­საძ­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ ყვე­ლა კლი­ნი­კა იქ­ნე­ბა ვალ­დე­ბუ­ლი, ამის შე­სა­ხებ აც­ნო­ბოს და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრს, რათა ერ­თი­ან სქე­მა­ში მოხ­დეს მათი პა­სუ­ხე­ბის ანა­ლი­ზი, ან­გა­რიშ­გე­ბა და ამ ტეს­ტე­ბის შე­დე­გე­ბის სწო­რი ინ­ტერპრე­ტა­ცია, იმის­თვის, რომ ეპი­დე­მი­ის მარ­თვა იყოს ადეკ­ვა­ტუ­რი. ამ შემ­თხვე­ვა­ში ცალ­სა­ხად მი­უ­ღე­ბე­ლია ტეს­ტი­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბის პირ­და­პი­რი რეკ­ლა­მი­რე­ბა მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან, პა­ცი­ენ­ტებთნ, რომ­ლე­ბიც არ არი­ან სა­თა­ნა­დო კომ­პე­ტენ­ცი­ით აღ­ჭურ­ვი­ლე­ბი იმის­თვის, რომ თა­ვად მი­ი­ღონ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რამ­დე­ნად სა­ჭი­როა მათ­თვის ტეს­ტი და რა შე­დეგს გა­მო­ი­ღებს ეს ტეს­ტი­რე­ბა და რო­გორ მოხ­დე­ბა ამ ტეს­ტის შე­დე­გე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა”, - გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

თა­მარ გა­ბუ­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, 2000 სწრა­ფი ტეს­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში კვი­რას ჩა­მო­ვი­და. ამის შე­სა­ხებ თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ცხა­და, რო­მე­ლიც ეხე­ბო­და იმას, თუ რა ეტაპ­ზეა სწრა­ფი ტეს­ტე­ბის მწარ­მო­ე­ბელ კომ­პა­ნი­ებ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი, რო­დის და რა რა­ო­დე­ნო­ბის ტეს­ტი ჩა­მო­ვა სა­ქარ­თე­ლო­ში.

“ან­ტი­გენ­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი 2000 სწრა­ფი ტეს­ტი, რო­მე­ლიც სა­ჭი­რო­ებს მარ­ტივ ანა­ლი­ზა­ტორს იმის­თვის, რომ ისევ PSR მე­თო­დით შეს­რულ­დეს ტეს­ტი­რე­ბა, ქვე­ყა­ნა­ში ჩა­მო­ვი­და კვი­რას. ჩვენ დღეს გვექ­ნე­ბა ექ­სპერ­ტე­ბის ჯგუფ­თან შეხ­ვედ­რა იმის­თვის, რომ გან­ვსა­ზღვროთ ზუს­ტად, რო­მელ კლი­ნი­კებ­ში მოხ­დე­ბა ამ ტეს­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა. ასე­ვე, არის 4000 ან­ტის­ხე­უ­ლებ­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი ტეს­ტი, რო­მე­ლიც პა­სუ­ხებს იძ­ლე­ვა უფრო გვი­ან ეტაპ­ზე, თუმ­ცა ამ ორი­ვე ტესტს აქვს თა­ვი­სი ად­გი­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კურ ალ­გო­რითმში,“ - გა­ნა­ცხა­და თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბა სწრა­ფი ტეს­ტე­ბის მწარ­მო­ე­ბელ კომ­პა­ნი­ებ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბას, თა­მარ გა­ბუ­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ძი­რი­თა­დად მიმ­დი­ნა­რე­ობს ჩი­ნეთ­თან და სამ­ხრეთ კო­რე­ას­თან. ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გა­მო­საკ­ვლე­ვად სა­ჭი­რო კარ­ტრი­ჯე­ბის მი­სა­ღე­ბად კი ქვე­ყა­ნა, აღ­ნიშ­ნუ­ლი კარ­ტრი­ჯე­ბის ერ­თა­დერ­თი მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის­გან პა­სუხს აპ­რი­ლის ბო­ლოს ელო­დე­ბა.

„მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­ლა­პა­რა­კე­ბა რო­გორც სამ­ხრეთ კო­რე­ას­თან, ისე ჩი­ნეთ­თან და გვპირ­დე­ბი­ან ეტა­პობ­რი­ვად სწრა­ფი ტეს­ტე­ბის მო­წო­დე­ბას მოკ­ლე ვა­დებ­ში. გარ­და ამი­სა, ჩვენ გვაქვს სე­რი­ო­ზუ­ლი მუ­შა­ო­ბა „ცე­ფე­იდ­თან“. „ცე­ფე­ი­დის“ და­სა­ხე­ლე­ბა შე­მიძ­ლია, რად­გან ის ცნო­ბი­ლია, რომ არის კარ­ტრი­ჯე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი ერ­თა­დერ­თი კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც ემაყ­რე­ბა PSR ტექ­ნო­ლო­გი­ას და ეს კარ­ტრი­ჯე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ბევ­რი ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბის შემ­თხვე­ვა­ში. „ცე­ფე­ი­დის“ შემ­თხვე­ვა­ში ჩვენ ვსა­უბ­რობთ ძა­ლი­ან მა­ღა­ლი სარ­წმუ­ნო­ე­ბა­სა და სწრა­ფად შეს­რუ­ლე­ბად ტეს­ტი­რე­ბა­ზე. ამ­დე­ნად, ის მო­ლა­პა­რა­კე­ბა, რო­მე­ლიც დღეს ჩვენ გვაქვს „ცე­ფე­ი­დის“ სა­თაო ოფის­თან, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ წარ­მა­ტე­ბით და დრო­უ­ლად დას­რულ­დეს. ქვე­ყა­ნა არის იმ სხვა ქვეყ­ნებ­თან ერ­თად გარ­კვე­უ­ლი მო­ლო­დი­ნის რე­ჟიმ­ში ანუ რი­გია „ცე­ფე­ი­დის“ კარ­ტრი­ჯებ­ზე და იმე­დი გვაქვს, რომ აპ­რი­ლის ბო­ლოს­კენ უკვე გვექ­ნე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი თა­რი­ღი, თუ რო­დის მი­ი­ღებს ქვე­ყა­ნა კარ­ტრი­ჯებს, რაც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს ტეს­ტი­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას ცხე­ლე­ბის კლი­ნი­კებ­ში,“ - გა­ნა­ცხა­და თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mimino
7

აგვიანებთ, ჩქარა

ოლი
0

ეს პატარა ბავშვივით ლაპარაკობს,ხმაც ისეთია,ბავშვის

ავტორი:

ადამიანთა რა კატეგორიას გაუკეთდება კორონავირუსზე ტესტირება - თამარ გაბუნიას განმარტება სწრაფ ტესტებზე

ადამიანთა რა კატეგორიას გაუკეთდება კორონავირუსზე ტესტირება - თამარ გაბუნიას განმარტება სწრაფ ტესტებზე

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ხვალ გახდება ცნობილი, მოგზაურობის ისტორიასთან კავშირში მყოფი მოქალაქეების გარდა, დამატებით ადამიანთა რა კატეგორიას გაუკეთდება კორონავირუსზე ტესტირება.

ამასთან, როგორც გაბუნიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, დღეს დასრულდება ალგორითმზე მუშაობა, რომელიც ამ კვლევებს საფუძვლად უნდა დაედოს.

„ამ შემთხვევაში ეს არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული განმარტება, რას ნიშნავს საეჭვო შემთხვევა და რას ნიშნავს დიაგნოსტირებული შემთხვევა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტების ცვლილება ქვეყნების დონეზე გამართლებული პრაქტიკა არ არის და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ცვლილებას არ გავაკეთებთ. თუმცა, ალგორითმი, რომელიც მუშავდება, ითვალისწინებს ტესტირების გაფართოებას და მისი ტესტირებით მოცვის გაფართოებას არა მხოლოდ მოგზაურობის ანამნეზთან დაკავშირებული პირებისთვის, არამედ იმ პირებისთვის, ვისაც შეიძლება ჰქონდეს გარკვეულ ეტაპზე რთული კლინიკური სიმპტომები, რაც შესაძლოა მიანიშნებდეს COVID-19-ის არსებობას, ასევე სხვა მაღალი რისკის პირებში. ამდენად, განმარტების თვალსაზრისით, ჩვენ მივყვებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებას, რაც შეეხება იმას, თუ რომელი ჯგუფი დაექვემდებარება ტესტირებას და გასცდება თუ არა ეს მოგზაურობის ანამნეზთან მიბმულ ისტორიას, ამაზე პასუხს გასცემს ის ალგორითმი, რომელიც დღეს დასრულდება და ხვალიდან გახდება ხელმისაწვდომი, როგორც კლინიცისტებისთვის, ასევე საზოგადოებისთვის“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

თამარ გაბუნიას თქმით, სახელმწიფოს მიაჩნია, რომ ტესტების ფართო ხელმისაწვდომობა არ უნდა წახალისდეს.

“სააგენტომ დაუშვა გარკვეული ტესტების რეგისტრაცია. გარვეული ტესტების რეგისტრაცია არ ნიშნავს, რომ ხვალ ეს ტესტები ან კერძო, ან სახელმწიფო სექტორში იქნება ფართოდ ხელმისაწვდომი. ის მიმწოდებლები, რომლებიც დაინტერესებულები იყვნენ ამ ტესტების რეგისტრაციით, ასევე აქვთ ხელმისაწვდომობა, სახელმწიფოს შესთავაზონ ის პროდუქტი, რასაც ისინი სთავაზობენ კერძო სექტორს. ამ შემთხვევაში ჩვენ მაინც არ მიგვაჩნია, რომ ტესტების ასეთი ფართო ხელმისაწვდომობა უნდა წახალისდეს, ამიტომ ის ალგორითმი, რომელიც მომზადდება სამინისტროს მიერ, მკაფიოდ განსაზღვრას, რა შემთხვევაში და ვის აქვს ტესტირების უფლება ხარისხის კონტროლის მექანიზმის ჩათვლით, რადგან ყველა სწრაფ ტესტს აქვს გარკვეული ლიმიტაცია სენსიტიურობასთან დაკავშირებით, ანუ აქ მნიშვნელოვანია დავრწმუნდეთ, რომ დადებითი პასუხი არის დადებითი პასუხი. ამას სჭირდება გადამოწმება, რისთვის PSR ტესტირება კვლავაც რჩება აუცილებელი პირობა. რაც შეეხება კერძო კლინიკების ინტერესთა შესყიდვებს კერძო კომპანიებისგან, თეორიულად, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მაგრამ ყველა კლინიკა იქნება ვალდებული, ამის შესახებ აცნობოს დაავადებათა კონტროლის ცენტრს, რათა ერთიან სქემაში მოხდეს მათი პასუხების ანალიზი, ანგარიშგება და ამ ტესტების შედეგების სწორი ინტერპრეტაცია, იმისთვის, რომ ეპიდემიის მართვა იყოს ადეკვატური. ამ შემთხვევაში ცალსახად მიუღებელია ტესტირების შესაძლებლობის პირდაპირი რეკლამირება მოქალაქეებთან, პაციენტებთნ, რომლებიც არ არიან სათანადო კომპეტენციით აღჭურვილები იმისთვის, რომ თავად მიიღონ გადაწყვეტილება, რამდენად საჭიროა მათთვის ტესტი და რა შედეგს გამოიღებს ეს ტესტირება და როგორ მოხდება ამ ტესტის შედეგების გამოყენება”, - განაცხადა გაბუნიამ.

თამარ გაბუნიას განცხადებით, 2000 სწრაფი ტესტი საქართველოში კვირას ჩამოვიდა. ამის შესახებ თამარ გაბუნიამ „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ეხებოდა იმას, თუ რა ეტაპზეა სწრაფი ტესტების მწარმოებელ კომპანიებთან მოლაპარაკებები, როდის და რა რაოდენობის ტესტი ჩამოვა საქართელოში.

“ანტიგენზე დამყარებული 2000 სწრაფი ტესტი, რომელიც საჭიროებს მარტივ ანალიზატორს იმისთვის, რომ ისევ PSR მეთოდით შესრულდეს ტესტირება, ქვეყანაში ჩამოვიდა კვირას. ჩვენ დღეს გვექნება ექსპერტების ჯგუფთან შეხვედრა იმისთვის, რომ განვსაზღვროთ ზუსტად, რომელ კლინიკებში მოხდება ამ ტესტების გამოყენება. ასევე, არის 4000 ანტისხეულებზე დამყარებული ტესტი, რომელიც პასუხებს იძლევა უფრო გვიან ეტაპზე, თუმცა ამ ორივე ტესტს აქვს თავისი ადგილი დიაგნოსტიკურ ალგორითმში,“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

რაც შეეხება სწრაფი ტესტების მწარმოებელ კომპანიებთან მოლაპარაკებას, თამარ გაბუნიას განცხადებით, მოლაპარაკებები ძირითადად მიმდინარეობს ჩინეთთან და სამხრეთ კორეასთან. ინფექციური დაავადებების გამოსაკვლევად საჭირო კარტრიჯების მისაღებად კი ქვეყანა, აღნიშნული კარტრიჯების ერთადერთი მწარმოებელი კომპანიისგან პასუხს აპრილის ბოლოს ელოდება.

„მიმდინარეობს მოლაპარაკება როგორც სამხრეთ კორეასთან, ისე ჩინეთთან და გვპირდებიან ეტაპობრივად სწრაფი ტესტების მოწოდებას მოკლე ვადებში. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს სერიოზული მუშაობა „ცეფეიდთან“. „ცეფეიდის“ დასახელება შემიძლია, რადგან ის ცნობილია, რომ არის კარტრიჯების მწარმოებელი ერთადერთი კომპანია, რომელიც ემაყრება PSR ტექნოლოგიას და ეს კარტრიჯები გამოიყენება ბევრი ინფექციური დაავადების შემთხვევაში. „ცეფეიდის“ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან მაღალი სარწმუნოებასა და სწრაფად შესრულებად ტესტირებაზე. ამდენად, ის მოლაპარაკება, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს „ცეფეიდის“ სათაო ოფისთან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წარმატებით და დროულად დასრულდეს. ქვეყანა არის იმ სხვა ქვეყნებთან ერთად გარკვეული მოლოდინის რეჟიმში ანუ რიგია „ცეფეიდის“ კარტრიჯებზე და იმედი გვაქვს, რომ აპრილის ბოლოსკენ უკვე გვექნება კონკრეტული თარიღი, თუ როდის მიიღებს ქვეყანა კარტრიჯებს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ტესტირების შესაძლებლობას ცხელების კლინიკებში,“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

რამდენ ლარს უნდა ხარჯავდეთ თვეში კომუნალურებზე, რომ მთავრობამ დაგაფინანსოთ

რა ვითარებაა სამეგრელოში - "აფხაზეთიდან გადმოსული ქალის 7 კონტაქტი წუხელ გადმოვიყვანეთ ოკუპირებული ტერიტორიიდან"

"ოჯახში სამზე მეტი ვცხოვრობთ, ვარღვევთ მოთხოვნას?" - პასუხი ყველა კითხვაზე, რაც მოქალაქეებს საგანგებო მდგომარეობის შესახებ აინტერესებთ