სამართალი

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემთვის ყველაფერი კი არ შეიცვალა, ვიტყოდი რომ განადგურდა" - რას ყვება აზერბაიჯანელი ჟურნალისტი COVID-19-ის გამო ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე
"ჩემთვის ყველაფერი კი არ შეიცვალა, ვიტყოდი რომ განადგურდა" - რას ყვება აზერბაიჯანელი ჟურნალისტი COVID-19-ის გამო ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე

სა­ქარ­თვე­ლოს მე­ზო­ბელ აზერ­ბა­ი­ჯან­ში ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით 280-მდე ადა­მი­ა­ნია ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, გარ­და­იც­ვა­ლა 4 პა­ცი­ენ­ტი. COVID-19 ქვე­ყა­ნა­ში პირ­ვე­ლად 28 თე­ბერ­ვალს და­დას­ტურ­და, რო­დე­საც ეროვ­ნე­ბით რუსი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პირი აზერ­ბა­ი­ჯან­ში ირა­ნი­დან ჩა­ვი­და.

ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბი­სა და იქა­უ­რი მო­სახ­ლე­ო­ბის გან­წყო­ბე­ბის შე­სა­ხებ აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი, სე­ი­მურ კა­ზი­მო­ვი AMBEBI.GE-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­უბ­რობს.

- რო­გორ აღ­წერ­დით სი­ტუ­ა­ცი­ას აზერ­ბა­ი­ჯან­ში და რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა დე­და­ქა­ლა­ქი ბაქო?

- მე ბა­ქო­ში და­ვი­ბა­დე, მთე­ლი ცხოვ­რე­ბაა, აქ ვცხოვ­რობ. ზო­გა­დად, ბაქო ძა­ლი­ან ხალ­ხმრა­ვა­ლი ქა­ლა­ქია, არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად, აქ 4 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს. თუმ­ცა, დღე­ვან­დე­ლი ბაქო ჩემი ბავ­შვო­ბის, ად­რი­ა­ნი 90-იანი წლე­ბის ქა­ლაქს მახ­სე­ნებს... გზე­ბი სა­ცო­ბე­ბის გა­რე­შე, ცოტა ხალ­ხი. ვფიქ­რობ, ბა­ქომ ცოტა და­ის­ვე­ნა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მინ­და, ეს რა­ი­მე კარგ მი­ზეზს და­ვუ­კავ­ში­რო, სამ­წუ­ხა­როდ, სი­ტუ­ა­ცია სხვაგ­ვა­რია.

- კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ რა შე­ზღუდ­ვე­ბი და ზო­მე­ბია აზერ­ბა­ი­ჯან­ში ამ­ჟა­მად?

- მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის ოპე­რა­ტი­უ­ლი შტა­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კა­რან­ტი­ნის რე­ჟი­მი 29 მარ­ტი­დან და­ი­წყო. ამ რე­ჟი­მის დროს, რა­ი­ო­ნებს და ქა­ლა­ქებს შო­რის გა­და­ად­გი­ლე­ბა უნდა შე­ჩერ­დეს, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ტრან­სპორ­ტის გარ­და, მათ შო­რის, სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის, სა­მაშ­ვე­ლო, სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის და სატ­ვირ­თო მან­ქა­ნე­ბის.

ასე­ვე, მომ­სა­ხუ­რე­ბა შე­ჩე­რე­ბუ­ლია ყველ­გან, სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის, სურ­სა­თის მა­ღა­ზი­ე­ბის და აფ­თი­ა­ქე­ბის გარ­და. თუმ­ცა, სა­ქონ­ლის მი­ტა­ნის სერ­ვი­სი და ონ­ლა­ინ გა­ყიდ­ვე­ბი ული­მი­ტო­დაა დაშ­ვე­ბუ­ლი. ბულ­ვა­რებ­ზე, პარ­კებ­სა და რეკ­რე­ა­ცი­ულ ზო­ნებ­ზე წვდო­მა შე­ზღუ­დუ­ლია, რათა ბევ­რი ხალ­ხის შეკ­რე­ბა თა­ვი­დან იქ­ნას აცი­ლე­ბუ­ლი.

- ვი­ცით რომ აზერ­ბა­ი­ჯან­ში, ბოლო რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვე­ბი საგ­რძნობ­ლად გა­ი­ზარ­და. თქვე­ნი აზ­რით, ამის მი­ზე­ზი რა არის? შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ პიკი ჯერ კი­დევ წი­ნაა?

- ამის მი­ზე­ზია ხალ­ხი. ზოგ­მა უნდა იმუ­შა­ვოს და ანა­ზღა­უ­რე­ბა აი­ღოს, უწევთ სახ­ლი­დან გა­ვიდ­ნენ. ჩემი აზ­რით, მთავ­რო­ბა ამა­ზე უნდა და­ფიქ­რდეს, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, "დარ­ჩი სახ­ლში" უშე­დე­გო იქ­ნე­ბა.

თუმ­ცა, ზო­გა­დად, უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა. მო­სახ­ლე­ო­ბის უმე­ტე­სო­ბა გა­რეთ ყვე­ლა­ნა­ი­რი მი­ზე­ზის გა­რე­შე გა­დის, ბევრ ადა­მი­ან­თან აქვს კონ­ტაქ­ტი. ზოგს მარ­კე­ტებ­ში სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­ის დაც­ვა არ აინ­ტე­რე­სებს... ზოგ ადა­მი­ანს კი­დევ სჯე­რა შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რი­ე­ბის იმა­ზე მე­ტად, ვიდ­რე - ნამ­დვი­ლი პრობ­ლე­მე­ბის.

პირ­ველ რიგ­ში, ზო­მე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბის მთა­ვა­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად უნდა იქ­ნას მი­ღე­ბუ­ლი. თუ ეს ხორ­ცი­ელ­დე­ბა, მა­შინ შე­იძ­ლე­ბა სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა. აზერ­ბა­ი­ჯან­ში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა მხო­ლოდ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პარ­ლა­მენტს აქვს. უც­ნო­ბია, რო­დის ექ­ნე­ბა პარ­ლა­მენტს ამა­ზე დის­კუ­სია, რად­გან ამ­ჟა­მად, 10 კაც­ზე მე­ტის თავ­შეყ­რა შე­ზღუ­დუ­ლია.

- აზერ­ბა­ი­ჯან­ში ვაქ­ცი­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბენ. რო­გორ მი­დის პრო­ცე­სი?

- დიახ, ამის შე­სა­ხებ გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია, თუმ­ცა გულ­წრფე­ლად რომ გი­თხრათ, დი­დად ოპ­ტი­მის­ტუ­რად არ ვუ­ყუ­რებ. თა­ნაც, სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნო­ე­ბი ამ თე­მას ბოლო ხა­ნებ­ში არ შე­ხე­ბი­ან.

- თქვენ ჟურ­ნა­ლის­ტი ბრძან­დე­ბით. შე­გიძ­ლი­ათ, გვი­თხრათ, რა შე­იც­ვა­ლა პი­რა­დად თქვენ­თვის - დის­ტან­ცი­უ­რად თუ ახერ­ხებთ მუ­შა­ო­ბას?

- ჩემ­თვის ყვე­ლა­ფე­რი კი არ შე­იც­ვა­ლა, ვი­ტყო­დი, რომ გა­ნად­გურ­და. ყვე­ლა ჩემი გეგ­მა გა­ნად­გურ­და, გა­დავ­დე იმ ის­ტო­რი­ე­ბის მო­ყო­ლა, რაც უნდა მო­მე­ყო­ლა; გა­დავ­დე ჩემი რამ­დე­ნი­მე მოგ­ზა­უ­რო­ბა, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­ში. რაც არ უნდა იყოს, ვცდი­ლობ, ჩემს სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­მო­ვად­გე, ვწერ სტა­ტი­ებს ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მე­დი­ის სტრა­ტე­გი­ის შე­სა­ხებ, ჩემი კო­ლე­გე­ბის კი­თხვებს ვპა­სუ­ხობ და დის­კუ­სი­ებ­ში ვი­ღებ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას...

- რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ბრძო­ლა კო­რო­ნა­ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ თქვე­ნი ქვეყ­ნი­დან?

- სა­ქარ­თვე­ლო და აზერ­ბა­ი­ჯა­ნი სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რე­ბი არი­ან. რა თქმა უნდა, მხო­ლოდ სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი არ გვა­კავ­ში­რებს. სა­ქარ­თვე­ლო ჩვე­ნი მე­გო­ბა­რია და ამ ქვე­ყა­ნა­ში COVID-19-ის შე­სა­ხებ სი­ახ­ლე­ებს თვალ­ყურს ვა­დევ­ნებთ. პი­რა­დად მე ბევ­რი ქარ­თვე­ლი მე­გო­ბა­რი მყავს და მათ­ზე ყო­ველ­თვის ვღე­ლავ. ახლა სა­ქარ­თვე­ლო­ში გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვა არაა, აზერ­ბა­ი­ჯან­ში კი 4 შემ­თხვე­ვაა... იმე­დია, ეს მო­ნა­ცე­მე­ბი არ შე­იც­ვლე­ბა და ორი მე­გო­ბა­რი ქვე­ყა­ნა ამ ტრა­გე­დი­ი­დან მი­ნი­მა­ლუ­რი და­ნა­კარ­გე­ბით გა­მო­ვა...

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტოტო
2

ღმერთმა ჯამრთელად გამყოფოთ.

კიოსერა
2

დავით გარეჯი ხომ აზერბაიჯანულად გამოაცხადეთ? ხოდა ილოცეთ ახლა მანდ და გეშველებათ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა
ავტორი:

"ჩემთვის ყველაფერი კი არ შეიცვალა, ვიტყოდი რომ განადგურდა" - რას ყვება აზერბაიჯანელი ჟურნალისტი COVID-19-ის გამო ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე

"ჩემთვის ყველაფერი კი არ შეიცვალა, ვიტყოდი რომ განადგურდა" - რას ყვება აზერბაიჯანელი ჟურნალისტი COVID-19-ის გამო ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე

საქართველოს მეზობელ აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსით 280-მდე ადამიანია ინფიცირებული, გარდაიცვალა 4 პაციენტი. COVID-19 ქვეყანაში პირველად 28 თებერვალს დადასტურდა, როდესაც ეროვნებით რუსი ინფიცირებული პირი აზერბაიჯანში ირანიდან ჩავიდა.

ქვეყანაში არსებული ვითარებისა და იქაური მოსახლეობის განწყობების შესახებ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, სეიმურ კაზიმოვი AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში საუბრობს.

- როგორ აღწერდით სიტუაციას აზერბაიჯანში და როგორ გამოიყურება დედაქალაქი ბაქო?

- მე ბაქოში დავიბადე, მთელი ცხოვრებაა, აქ ვცხოვრობ. ზოგადად, ბაქო ძალიან ხალხმრავალი ქალაქია, არაოფიციალურად, აქ 4 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. თუმცა, დღევანდელი ბაქო ჩემი ბავშვობის, ადრიანი 90-იანი წლების ქალაქს მახსენებს... გზები საცობების გარეშე, ცოტა ხალხი. ვფიქრობ, ბაქომ ცოტა დაისვენა. მიუხედავად იმისა, რომ მინდა, ეს რაიმე კარგ მიზეზს დავუკავშირო, სამწუხაროდ, სიტუაცია სხვაგვარია.

- კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ რა შეზღუდვები და ზომებია აზერბაიჯანში ამჟამად?

- მინისტრთა კაბინეტის ოპერატიული შტაბის გადაწყვეტილებით, განსაკუთრებული კარანტინის რეჟიმი 29 მარტიდან დაიწყო. ამ რეჟიმის დროს, რაიონებს და ქალაქებს შორის გადაადგილება უნდა შეჩერდეს, განსაკუთრებული დანიშნულების ტრანსპორტის გარდა, მათ შორის, სასწრაფო დახმარების, სამაშველო, სოციალური მომსახურების და სატვირთო მანქანების.

ასევე, მომსახურება შეჩერებულია ყველგან, სუპერმარკეტების, სურსათის მაღაზიების და აფთიაქების გარდა. თუმცა, საქონლის მიტანის სერვისი და ონლაინ გაყიდვები ულიმიტოდაა დაშვებული. ბულვარებზე, პარკებსა და რეკრეაციულ ზონებზე წვდომა შეზღუდულია, რათა ბევრი ხალხის შეკრება თავიდან იქნას აცილებული.

- ვიცით რომ აზერბაიჯანში, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევები საგრძნობლად გაიზარდა. თქვენი აზრით, ამის მიზეზი რა არის? შეიძლება ითქვას, რომ პიკი ჯერ კიდევ წინაა?

- ამის მიზეზია ხალხი. ზოგმა უნდა იმუშავოს და ანაზღაურება აიღოს, უწევთ სახლიდან გავიდნენ. ჩემი აზრით, მთავრობა ამაზე უნდა დაფიქრდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, "დარჩი სახლში" უშედეგო იქნება.

თუმცა, ზოგადად, უპასუხისმგებლობაა მთავარი პრობლემა. მოსახლეობის უმეტესობა გარეთ ყველანაირი მიზეზის გარეშე გადის, ბევრ ადამიანთან აქვს კონტაქტი. ზოგს მარკეტებში სოციალური დისტანციის დაცვა არ აინტერესებს... ზოგ ადამიანს კიდევ სჯერა შეთქმულების თეორიების იმაზე მეტად, ვიდრე - ნამდვილი პრობლემების.

პირველ რიგში, ზომები მოსახლეობის მთავარი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად უნდა იქნას მიღებული. თუ ეს ხორციელდება, მაშინ შეიძლება საგანგებო მდგომარეობის შესაძლებლობის გათვალისწინება. აზერბაიჯანში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების უფლებამოსილება მხოლოდ აზერბაიჯანის პარლამენტს აქვს. უცნობია, როდის ექნება პარლამენტს ამაზე დისკუსია, რადგან ამჟამად, 10 კაცზე მეტის თავშეყრა შეზღუდულია.

- აზერბაიჯანში ვაქცინის განვითარებაზე მუშაობენ. როგორ მიდის პროცესი?

- დიახ, ამის შესახებ გვაქვს ინფორმაცია, თუმცა გულწრფელად რომ გითხრათ, დიდად ოპტიმისტურად არ ვუყურებ. თანაც, სახელმწიფო ორგანოები ამ თემას ბოლო ხანებში არ შეხებიან.

- თქვენ ჟურნალისტი ბრძანდებით. შეგიძლიათ, გვითხრათ, რა შეიცვალა პირადად თქვენთვის - დისტანციურად თუ ახერხებთ მუშაობას?

- ჩემთვის ყველაფერი კი არ შეიცვალა, ვიტყოდი, რომ განადგურდა. ყველა ჩემი გეგმა განადგურდა, გადავდე იმ ისტორიების მოყოლა, რაც უნდა მომეყოლა; გადავდე ჩემი რამდენიმე მოგზაურობა, მათ შორის საქართველოში. რაც არ უნდა იყოს, ვცდილობ, ჩემს საზოგადოებას გამოვადგე, ვწერ სტატიებს ამ სიტუაციაში მედიის სტრატეგიის შესახებ, ჩემი კოლეგების კითხვებს ვპასუხობ და დისკუსიებში ვიღებ მონაწილეობას...

- როგორ გამოიყურება საქართველოს ბრძოლა კორონავირუსის წინააღმდეგ თქვენი ქვეყნიდან?

- საქართველო და აზერბაიჯანი სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტრატეგიული პარტნიორები არიან. რა თქმა უნდა, მხოლოდ სავაჭრო ურთიერთობები არ გვაკავშირებს. საქართველო ჩვენი მეგობარია და ამ ქვეყანაში COVID-19-ის შესახებ სიახლეებს თვალყურს ვადევნებთ. პირადად მე ბევრი ქართველი მეგობარი მყავს და მათზე ყოველთვის ვღელავ. ახლა საქართველოში გარდაცვალების შემთხვევა არაა, აზერბაიჯანში კი 4 შემთხვევაა... იმედია, ეს მონაცემები არ შეიცვლება და ორი მეგობარი ქვეყანა ამ ტრაგედიიდან მინიმალური დანაკარგებით გამოვა...

მალაიზიის მთავრობამ ქალებს მოუწოდა, კარანტინის დროს სახლში მაკიაჟით იარონ და ქმრები არ გააღიზიანონ

ფილიპინების პრეზიდენტმა გასცა ბრძანება, დახვრიტონ ყველა, ვინც კარანტინს დაარღვევს - "მე თქვენ დაგმარხავთ“

ავსტრალიელმა მეცნიერებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ორი ვაქცინის გამოცდა დაიწყეს - პირველადი შედეგი ზაფხულში იქნება