სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უსაფრთხოა თუ არა სექსი კორონავირუსის პანდემიის დროს და რისი ცოდნაა აუცილებელი? - სექსოლოგების რჩევები
უსაფრთხოა თუ არა სექსი კორონავირუსის პანდემიის დროს და რისი ცოდნაა აუცილებელი? - სექსოლოგების რჩევები

თუ სექ­სით დავ­კავ­დე­ბი, კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ვინ­ფი­ცირ­დე­ბით? - მთელ მსოფ­ლი­ო­ში მსგავ­სი კი­თხვით მე­დი­კო­სებს უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მი­მარ­თავს, ზოგ­საც აინ­ტე­რე­სებს, მაგ­რამ ამ კი­თხვას ხმა­მაღ­ლა ვერ სვამს.

კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა სა­კი­თხი­სად­მი უამ­რა­ვი მცდა­რი ინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბა. მი­თე­ბი­სა და რე­ა­ლუ­რი ფაქ­ტე­ბის გარ­ჩე­ვა რომ შევ­ძლოთ, პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა რჩე­ვე­ბი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია.

სწო­რედ ამი­ტომ, BBC აქ­ვეყ­ნებს სტა­ტი­ას, სა­დაც კო­რო­ნა­ვირუს­სა და სექსთან და­კავ­ში­რე­ბულ კი­თხვებს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი პა­სუ­ხო­ბენ - ექი­მი, სექ­სო­ლო­გი, ალექს ჯორ­ჯი და ჟურ­ნა­ლის­ტი, ალიქს ფოქ­სი, რომ­ლის ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის სფე­რო სექსთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბია.

  • არის თუ არა უსაფრ­თხო კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის დროს სექ­სით და­კა­ვე­ბა?

ალექს ჯორ­ჯი: თუ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ხართ და კონ­კრე­ტულ ადა­მი­ან­თან ერ­თად, ერ­თსა და იმა­ვე გა­რე­მო­ში ცხოვ­რობთ, ეს არ ცვლის თქვენს სი­ტუ­ა­ცი­ას და რა თქმა უნდა, უსაფრ­თხოა, მაგ­რამ თუ ერთ-ერთი თქვენ­გა­ნი სხვა გა­რე­მო­ში იყო და კო­რო­ნა­ვირუ­სის სიმპტო­მე­ბი აქვს, უნდა და­იც­ვათ სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცია, იზო­ლა­ცი­ის წე­სე­ბი.

იდე­ა­ლუ­რია ორ მეტ­რი­ა­ნი დის­ტან­ცი­ის დაც­ვა, მაგ­რამ ისიც ვთქვათ, რომ სა­კუ­თარ სახ­ლში ეს არ არის რე­ა­ლის­ტუ­რი, ასე­თი დის­ტან­ცი­რე­ბა ოჯა­ხის წევ­რე­ბის­გან ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ძა­ლი­ან რთუ­ლია.

ალიქს ფოქ­სი: უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, რომ არ უგუ­ლე­ბელ­ყოთ უმ­ცი­რე­სი სიმპტო­მიც კი. თუ რა­ი­მე სიმპტომს შე­ამ­ჩნევთ, თავი შე­ი­კა­ვეთ საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან კონ­ტაქ­ტის­გან.

  • უსაფრ­თხოა თუ არა სექ­სი, ახალ პარტნი­ორ­თან?

ექი­მი ალექ­სი: რა თქმა უნდა, ახალ პარტნი­ორ­თან, პან­დე­მი­ის დროს გაც­ნო­ბილ ადა­მი­ან­თან სექსს ამ მო­მენ­ტში არა­ვის ვურ­ჩევ, რად­გა­ნაც რის­კი იმი­სა, რომ ის, ან თქვენ ვირუ­სის მა­ტა­რე­ბე­ლი იყოთ, ერ­თმა­ნეთს გა­დას­დოთ და ვირუ­სი კი­დევ უფრო გა­ავ­რცე­ლოთ, დი­დია.

ალიქს ფოქ­სი: არ და­გა­ვი­წყდეთ, რომ ვირუ­სის მა­ტა­რე­ბელ ადა­მი­ა­ნებს, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, არა­ნა­ი­რი გა­მო­ხა­ტუ­ლი სიმპტო­მი არ აქვთ. ასე რომ, თუ თავს კარ­გად გრძნობთ, ეს არ ნიშ­ნავს, რომ ვირუ­სის მა­ტა­რე­ბე­ლი არ ხართ და ახლო კონ­ტაქ­ტში მყოფ ადა­მი­ანს შე­საძ­ლოა ის გა­დას­დოთ.

  • ვა­კო­ცე ადა­მი­ანს, რო­მელ­საც ახ­ლა­ხანს შევ­ხვდი და მას კო­რო­ნა­ვირუ­სის სიმპტო­მე­ბი გა­ნუ­ვი­თარ­და, რა უნდა გა­ვა­კე­თო?

ექი­მი ალექ­სი: თუ აკო­ცეთ, ან კონ­ტაქ­ტი გქონ­დათ ადა­მი­ან­თან, რო­მელ­საც კო­რო­ნა­ვირუ­სის სიმპტო­მე­ბი გა­ნუ­ვი­თარ­და, აუ­ცი­ლებ­ლად გა­და­დით თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში. და­აკ­ვირ­დით თქვენს სიმპტო­მებს. თუ სიმპტო­მე­ბი იჩენს თავს, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­მარ­თოთ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს.

ალიქს ფოქ­სი: ჩვენ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უნდა გა­მო­ვი­ჩი­ნოთ ერ­თმა­ნე­თის მი­მართ. თუ ის ადა­მი­ა­ნი ხართ, ვი­საც კო­რო­ნა­ვირუ­სის სიმპტო­მე­ბი აქვს და იცით, რომ ცოტა ხნის წინ კონ­კრე­ტულ ადა­მი­ანს აკო­ცეთ, სექ­სით და­კავ­დით, ან უბ­რა­ლოდ კონ­ტაქ­ტი გქონ­დათ, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აც­ნო­ბოთ მას ამის შე­სა­ხებ. მა­ში­ნაც კი, თუ თქვენ აკო­ცეთ ადა­მი­ანს და მას სიმპტო­მე­ბი აქვს, ხოლო თქვენ არა, აუ­ცი­ლებ­ლად იზო­ლი­რე­ბუ­ლად უნდა იცხოვ­როთ ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში.

  • თუ HIV ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ვარ, უფრო მეტი რის­კის ქვეშ ვარ, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ვინ­ფი­ცირ­დე­ბი?

ალიქს ფოქ­სი: თუ რე­გუ­ლა­რუ­ლად იღებთ HIV ინ­ფექ­ცი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო წამ­ლებს, არ ხართ რის­კის ქვეშ. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა მდგრა­დია. თუ მკურ­ნა­ლობთ, და­მა­ტე­ბით რის­კის ქვეშ არ ხართ. თუ HIV ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ხართ, გა­აგ­რძე­ლეთ მი­დი­კა­მენ­ტე­ბის მი­ღე­ბა ისე, რო­გორც აქამ­დე, და­ი­ცა­ვით ის წე­სე­ბი, რა­საც და­ნარ­ჩე­ნე­ბი იცა­ვენ.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურაბ
0

უმჯობესია დარჩეთ სახლში და ორი მეტრის მანძილიდან დატკბეთ ერთმანეთით, შექსისაგან თავი შეიკავეთ და წარმოიდგინეთ პანდემიის დასრულების შემდეგ როგორი მონატრებული, გადარეული სექსი გექნებათ. ღირს თავშეკავება.

mmm
5

სეხის დროს 2 მეტრიანი დისტანცია როგორ უნდა დაიცვა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

უსაფრთხოა თუ არა სექსი კორონავირუსის პანდემიის დროს და რისი ცოდნაა აუცილებელი? - სექსოლოგების რჩევები

უსაფრთხოა თუ არა სექსი კორონავირუსის პანდემიის დროს და რისი ცოდნაა აუცილებელი? - სექსოლოგების რჩევები

თუ სექსით დავკავდები, კორონავირუსით დავინფიცირდებით? - მთელ მსოფლიოში მსგავსი კითხვით მედიკოსებს უამრავი ადამიანი მიმართავს, ზოგსაც აინტერესებს, მაგრამ ამ კითხვას ხმამაღლა ვერ სვამს.

კორონავირუსთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხისადმი უამრავი მცდარი ინფორმაცია ვრცელდება. მითებისა და რეალური ფაქტების გარჩევა რომ შევძლოთ, პროფესიონალთა რჩევები უმნიშვნელოვანესია.

სწორედ ამიტომ, BBC აქვეყნებს სტატიას, სადაც კორონავირუსსა და სექსთან დაკავშირებულ კითხვებს პროფესიონალები პასუხობენ - ექიმი, სექსოლოგი, ალექს ჯორჯი და ჟურნალისტი, ალიქს ფოქსი, რომლის ჟურნალისტური საქმიანობის სფერო სექსთან დაკავშირებული საკითხებია.

  • არის თუ არა უსაფრთხო კორონავირუსის პანდემიის დროს სექსით დაკავება?

ალექს ჯორჯი: თუ ურთიერთობაში ხართ და კონკრეტულ ადამიანთან ერთად, ერთსა და იმავე გარემოში ცხოვრობთ, ეს არ ცვლის თქვენს სიტუაციას და რა თქმა უნდა, უსაფრთხოა, მაგრამ თუ ერთ-ერთი თქვენგანი სხვა გარემოში იყო და კორონავირუსის სიმპტომები აქვს, უნდა დაიცვათ სოციალური დისტანცია, იზოლაციის წესები.

იდეალურია ორ მეტრიანი დისტანციის დაცვა, მაგრამ ისიც ვთქვათ, რომ საკუთარ სახლში ეს არ არის რეალისტური, ასეთი დისტანცირება ოჯახის წევრებისგან ხშირ შემთხვევაში ძალიან რთულია.

ალიქს ფოქსი: უმნიშვნელოვანესია, რომ არ უგულებელყოთ უმცირესი სიმპტომიც კი. თუ რაიმე სიმპტომს შეამჩნევთ, თავი შეიკავეთ საყვარელ ადამიანთან კონტაქტისგან.

  • უსაფრთხოა თუ არა სექსი, ახალ პარტნიორთან?

ექიმი ალექსი: რა თქმა უნდა, ახალ პარტნიორთან, პანდემიის დროს გაცნობილ ადამიანთან სექსს ამ მომენტში არავის ვურჩევ, რადგანაც რისკი იმისა, რომ ის, ან თქვენ ვირუსის მატარებელი იყოთ, ერთმანეთს გადასდოთ და ვირუსი კიდევ უფრო გაავრცელოთ, დიდია.

ალიქს ფოქსი: არ დაგავიწყდეთ, რომ ვირუსის მატარებელ ადამიანებს, ხშირ შემთხვევაში, არანაირი გამოხატული სიმპტომი არ აქვთ. ასე რომ, თუ თავს კარგად გრძნობთ, ეს არ ნიშნავს, რომ ვირუსის მატარებელი არ ხართ და ახლო კონტაქტში მყოფ ადამიანს შესაძლოა ის გადასდოთ.

  • ვაკოცე ადამიანს, რომელსაც ახლახანს შევხვდი და მას კორონავირუსის სიმპტომები განუვითარდა, რა უნდა გავაკეთო?

ექიმი ალექსი: თუ აკოცეთ, ან კონტაქტი გქონდათ ადამიანთან, რომელსაც კორონავირუსის სიმპტომები განუვითარდა, აუცილებლად გადადით თვითიზოლაციაში. დააკვირდით თქვენს სიმპტომებს. თუ სიმპტომები იჩენს თავს, განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ. ასეთ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ პროფესიონალებს.

ალიქს ფოქსი: ჩვენ პასუხისმგებლობა უნდა გამოვიჩინოთ ერთმანეთის მიმართ. თუ ის ადამიანი ხართ, ვისაც კორონავირუსის სიმპტომები აქვს და იცით, რომ ცოტა ხნის წინ კონკრეტულ ადამიანს აკოცეთ, სექსით დაკავდით, ან უბრალოდ კონტაქტი გქონდათ, აუცილებლად უნდა აცნობოთ მას ამის შესახებ. მაშინაც კი, თუ თქვენ აკოცეთ ადამიანს და მას სიმპტომები აქვს, ხოლო თქვენ არა, აუცილებლად იზოლირებულად უნდა იცხოვროთ ორი კვირის განმავლობაში.

  • თუ HIV ინფიცირებული ვარ, უფრო მეტი რისკის ქვეშ ვარ, რომ კორონავირუსით დავინფიცირდები?

ალიქს ფოქსი: თუ რეგულარულად იღებთ HIV ინფექციის საწინააღმდეგო წამლებს, არ ხართ რისკის ქვეშ. ასეთ შემთხვევაში, იმუნური სისტემა მდგრადია. თუ მკურნალობთ, დამატებით რისკის ქვეშ არ ხართ. თუ HIV ინფიცირებული ხართ, გააგრძელეთ მიდიკამენტების მიღება ისე, როგორც აქამდე, დაიცავით ის წესები, რასაც დანარჩენები იცავენ.

საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიას შორის ერთა ლიგის ფინალი გულშემატკივრის გარეშე ჩატარდება - "ჩვენს ფეხბურთელებს "ვუბალეშჩიკოთ“ სახლებიდან"

"ტეკუმსეს წყევლა", რაც ტრამპს ან ბაიდენს შეიძლება დაემუქროს და პრეზიდენტები, რომლებიც ინდიელთა ბელადის საბედისწერო წინასწარმეტყველებას გადაურჩნენ

ამერიკელმა ვარსკვლავმა "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ნინო ბურჯანაძე ცხვირს პირბადით იწმენდს - რა კომენტარებს წერენ უცხოელები