ავტორი:

რა იკრძალება დღეიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საყოველთაო კარანტინის ფარგლებში

რა იკრძალება დღეიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საყოველთაო კარანტინის ფარგლებში

დღეს, 31 მარტის დილის 08:00 საათიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა.

რა იკრძალება საყოველთაო კარანტინის დროს:

  • კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება;
  • დასაშვებია გადაადგილება მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით, მათ შორის ტაქსით მგზავრობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია და ავტომობილში იქნება მხოლოდ სამი ადამიანი - წინ მძღოლი, ორი მგზავრი კი განთავსდება უკანა სავარძელზე;
  • ასევე, მგზავრთა გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების თანამშრომელთა ორგანიზებული და უსაფრთხო გადაყვანის მიზნით;
  • იკრძალება სამზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა, სადაც სავალდებულოდ დაცული უნდა იყოს ორი მეტრის სოციალური დისტანცია;
  • საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, ნებისმიერ დროს ქალაქში გადაადგილებისას, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • აკრძალულია 70 წელზე ზემოთ მოქალაქეების სახლიდან გასვლა გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიებში, უახლოეს აფთიაქსა და უახლოს სამედიცინო დაწესებულებაში. იმ შემთხვევაში თუ 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები არიან მარტოხელები, ეკონომიკის სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს ვალდებულება აქვთ, რომ მათ დაეხმარონ;
  • ცხადდება ე.წ. საკომენდანტო საათი როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოძრაობაზე. ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება იკრძალება საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.

შეიქმნა მთავრობის ცხელი ხაზი -144, რომელიც იქნება უფასო და სრულ კოორდინაციას გაუწევს მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხება საგანგებო მდგომარეობას.

თბილისის მერია 300 მიკროავტობუსის შესაძენად გამოცხადებულ ტენდერს დროებით აჩერებს

კახეთში გოგონას ხელის სათხოვნელად მისული სასიძო და მისი მეგობრები "კო­მენ­დან­ტის სა­ა­თის" დარღვევისთვის დააჯარიმეს

LIVE: სპეცპროექტი COVID-19 - ბიძინა კულუმბეგოვი