მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ციხეების 780 თანამშრომელი საპატიმროების შენობებში იცხოვრებს
ციხეების 780 თანამშრომელი საპატიმროების შენობებში იცხოვრებს

იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის, თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, სა­მი­ნის­ტრომ უპ­რე­ცე­დენ­ტო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო და 780 თა­ნაშ­რო­მე­ლი შემ­დე­გი კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­პა­ტიმ­რო­ე­ბის შე­ნო­ბებ­ში იცხოვ­რებს.

რო­გორც წუ­ლუ­კი­ან­მა მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში, ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იმის გამო მი­ი­ღეს, რომ სა­პა­ტიმ­რო­ებ­ში გა­რე­დან ვირუ­სის შე­ტა­ნა თა­ვი­დან იქ­ნას აცი­ლე­ბუ­ლი.

"სა­ქარ­თვე­ლოს სა­პა­ტიმ­რო­ე­ბი გა­და­დის მარ­თვის ახალ ეტაპ­ზე. კერ­ძოდ, ჩვენ ის მო­დე­ლი შე­ვი­მუ­შა­ვეთ, რაც სა­პა­ტიმ­რო­ე­ბის სის­ტე­მის­თვის ჩვე­უ­ლებ­რივ დროს არ არის ბუ­ნებ­რი­ვი. შერ­ჩე­უ­ლი იქნა 780 თა­ნამ­შრო­მე­ლი, რო­მე­ლიც გუ­შინ გა­მო­ცხად­და სამ­სა­ხურ­ში, სა­პა­ტიმ­რო­ე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც ისი­ნი ჩვე­უ­ლებ­რივ დროს მუ­შა­ო­ბენ და ისი­ნი მომ­დევ­ნო კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­აბ­ში არ წავ­ლენ შინ.

780 თა­ნამ­შრო­მელ იცხოვ­რებს სა­პა­ტიმ­რო­ე­ბის შე­ნო­ბებ­ში და ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ტე­რი­ტო­რი­ის და­ტო­ვე­ბის გა­რე­შე იმი­სათ­ვის, რომ არც ჩვენ და არც პა­ტიმ­რებს არ ჰქონ­დეთ იმის გან­ცდა, რომ გა­რე­დან რო­მე­ლი­მე ინ­სპექ­ტორ-კონ­ტრო­ლი­ო­რი მო­ახ­დენს ვირუ­სის შიგ­ნით შე­ტა­ნას.

პირ­ველ რიგ­ში, მინ­და ამ 780 თა­ამ­შრო­მელს ვუ­თხრა მად­ლო­ბა, რად­გან მათ ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით მი­ი­ღეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, დრო­ე­ბით და­ტო­ვონ ოჯა­ხე­ბი და 24-სა­ა­თი­ან მო­რი­გე­ო­ბა­ზე გა­და­ვიდ­ნენ, ანუ 400-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი იქ­ნე­ბა თითო ცვლა­ში, შემ­დეგ და­ის­ვე­ნე­ბენ სა­პა­ტიმ­როს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მათ­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რად შექ­მნილ ყა­ზარ­მულ სივ­რცე­ში.

მათ ექ­ნე­ბათ სამ­ჯე­რა­დი უფა­სო კვე­ბა და რა თქმა უნდა, ის უფ­ლე­ბე­ბი, რაც პა­ტი­მარს არ აქვს, რად­გან ისი­ნი რა თქმა უნდა, თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ღ­კვე­თი­ლი პი­რე­ბი არ არი­ან. მათ გა­ე­წე­ვათ შე­სა­ბა­მი­სი ფი­ნან­სუ­რი შე­ღა­ვა­თი იმის­თვის, რომ ამ­გვარ გან­სა­კუთ­რე­ბულ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბა და­კომ­პენ­სირ­დეს.

ასე­ვე მად­ლო­ბა მინ­და ვუ­თხრა პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას, რად­გან სულ 2 დღე­ში წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ტემ­პით მოხ­და სა­ყა­ზარ­მე სივ­რცე­ე­ბის აღ­ჭურ­ვა და სა­ძი­ნებ­ლე­ბის მო­წყო­ბა ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და წუ­ლუ­კი­ან­მა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თემო
5

ძალიან მძიმე გადაწყვეტილება თანამშრომლებისათვის მათი ოჯახის წევრებისათვის მაგრამ ძალიან სწორი გადაწყვეტილება ქვეყნისთვის პატიმრებისთვის და ისევ თანამშრომლებისათვის.

ხვიჩა
1

ციხე შიგნიდანაც ვიცი და გარედანაც და ისრაც კონტროლიორებმა გადაწყვიტეს ჩემი აზრით გმირობაა,რაძნელია სმენას როგადააბარებ და სახლში ვერ მიდიხარ.ყოჩაღ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

ციხეების 780 თანამშრომელი საპატიმროების შენობებში იცხოვრებს

ციხეების 780 თანამშრომელი საპატიმროების შენობებში იცხოვრებს

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, სამინისტრომ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და 780 თანაშრომელი შემდეგი კვირების განმავლობაში საპატიმროების შენობებში იცხოვრებს.

როგორც წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება იმის გამო მიიღეს, რომ საპატიმროებში გარედან ვირუსის შეტანა თავიდან იქნას აცილებული.

"საქართველოს საპატიმროები გადადის მართვის ახალ ეტაპზე. კერძოდ, ჩვენ ის მოდელი შევიმუშავეთ, რაც საპატიმროების სისტემისთვის ჩვეულებრივ დროს არ არის ბუნებრივი. შერჩეული იქნა 780 თანამშრომელი, რომელიც გუშინ გამოცხადდა სამსახურში, საპატიმროების ტერიტორიაზე, სადაც ისინი ჩვეულებრივ დროს მუშაობენ და ისინი მომდევნო კვირების განმავლოაბში არ წავლენ შინ.

780 თანამშრომელ იცხოვრებს საპატიმროების შენობებში და ამ ტერიტორიაზე ტერიტორიის დატოვების გარეშე იმისათვის, რომ არც ჩვენ და არც პატიმრებს არ ჰქონდეთ იმის განცდა, რომ გარედან რომელიმე ინსპექტორ-კონტროლიორი მოახდენს ვირუსის შიგნით შეტანას.

პირველ რიგში, მინდა ამ 780 თაამშრომელს ვუთხრა მადლობა, რადგან მათ ნებაყოფლობით მიიღეს გადაწყვეტილება, დროებით დატოვონ ოჯახები და 24-საათიან მორიგეობაზე გადავიდნენ, ანუ 400-ზე მეტი ადამიანი იქნება თითო ცვლაში, შემდეგ დაისვენებენ საპატიმროს ტერიტორიაზე მათთვის სპეციალურად შექმნილ ყაზარმულ სივრცეში.

მათ ექნებათ სამჯერადი უფასო კვება და რა თქმა უნდა, ის უფლებები, რაც პატიმარს არ აქვს, რადგან ისინი რა თქმა უნდა, თავისუფლებაღკვეთილი პირები არ არიან. მათ გაეწევათ შესაბამისი ფინანსური შეღავათი იმისთვის, რომ ამგვარ განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობა დაკომპენსირდეს.

ასევე მადლობა მინდა ვუთხრა პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელობას, რადგან სულ 2 დღეში წარმოუდგენელი ტემპით მოხდა საყაზარმე სივრცეების აღჭურვა და საძინებლების მოწყობა ჩვენი თანამშრომლებისთვის“, - განაცხადა წულუკიანმა.

"ვიდეოში გულის ტკივილს გამოხატავდა, რომ ნიკა უყვარდა და ეს ცალმხრივი სიყვარული იყო" - დეა კაპანაძე ჩანაწერზე, რომელმაც ბაჩალიაშვილი შეყვარებულს დააშორა

"ამირხანაშვილი არ საუბრობდა ჩანთაზე, მდინარეზე და ხევზე, სადაც გამომძიებელი ჩავიდა, ის საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებს გასცდა" - ადვოკატი

იმ სისხლჩაქცევების გათვალისწინებით, რაც შაქარაშვილს ჰქონდა, ტკივილი განუვითარდებოდა, რაც მას დამოუკიდებლად მოძრაობაში ხელს შეუშლიდა - ექსპერტი