პოლიტიკა
სამხედრო

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრემიერი: "როგორც რიგით ადამიანს, რიგით ქრისტიანს, ვერ წარმომიდგენია რა შეიძლება იყოს ადამიანის სიცოცხლეზე მაღალი ფასეულობა მთავრობისა და ეკლესიისთვის"
პრემიერი: "როგორც რიგით ადამიანს, რიგით ქრისტიანს, ვერ წარმომიდგენია რა შეიძლება იყოს ადამიანის სიცოცხლეზე მაღალი ფასეულობა მთავრობისა და ეკლესიისთვის"

"გა­ვა­კე­თებთ ყვე­ლა­ფერს იმის­თვის, რომ სა­აღ­დგო­მო დღე­სას­წა­უ­ლე­ბამ­დე გა­ვუმკლავ­დეთ, თუმ­ცა ამის გა­რან­ტია არა თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში, გლო­ბა­ლუ­რად მსოფ­ლი­ო­ში არ არ­სე­ბობს" - ასე უპა­სუ­ხა ჟურ­ნა­ლის­ტის შე­კი­თხვას პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ, ეხე­ბა თუ არა სა­ყო­ველ­თაო კა­რან­ტი­ნის შე­ზღუდ­ვე­ბი სა­აღ­დგო­მო ლი­ტურ­გი­ას.

"ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი ჩვენ და­ვი­წყეთ დღეს იმი­ტომ, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად სწრა­ფად გა­ვუმკლავ­დეთ ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის ახალ ეტაპს - შიდა გავ­რცე­ლე­ბის ეტაპს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს იმე­დი და ვცდი­ლობთ, ვა­კე­თებთ ყვე­ლა­ფერს იმის­თვის და ვმოქ­მე­დებთ ასე სწრა­ფად, ზოგ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა ხის­ტა­დაც იმის­თვის, რომ მსგავ­სი დის­კომ­ფორ­ტი და უხერ­ხუ­ლო­ბა არ შე­ვუქ­მნათ არც ჩვენს მრევლს, არც ეკ­ლე­სი­ას და არც რი­გით მო­ქა­ლა­ქე­ებს.

ჩვენ გა­ვა­კე­თებთ ყვე­ლა­ფერს იმის­თვის, რომ აქამ­დე არ მი­ვი­დეთ და სა­აღ­დგო­მო დღე­სას­წა­უ­ლე­ბამ­დე გა­ვუმკლავ­დეთ, თუმ­ცა ამის გა­რან­ტია არა თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში, გლო­ბა­ლუ­რად მსოფ­ლი­ო­ში არ არ­სე­ბობს. იმე­დია, რომ ჩვე­ნი დღე­ვან­დე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი და ის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რომ­ლი­თაც ამ ნა­ბი­ჯებ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი გვი­პა­სუ­ხე­ბენ, მოგ­ვცემს იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ უმოკ­ლეს ვა­დებ­ში ეს პრობ­ლე­მა შე­და­რე­ბით ასე თუ ისე მო­ვაგ­ვა­როთ“, - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

ამას­თან პრე­მი­ერ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ მთავ­რო­ბა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რო­დე­საც სა­კი­თხი ეხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის სი­ცო­ცხლეს და ჯან­მრთე­ლო­ბას, შე­სა­ბა­მის კომ­პრო­მისს ეკ­ლე­სი­ას­თან ყო­ველ­თვის იპო­ვი­ან.

"ბევ­რმა ეკ­ლე­სი­ამ და­ა­წე­სა სპე­ცი­ა­ლუ­რი წე­სე­ბი, ბევ­რმა ეკ­ლე­სი­ამ მო­ა­ხერ­ხა და მო­ახ­დი­ნა ეკ­ლე­სი­ის ეზო­ე­ბის ხმის შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნი­კით აღ­ჭურ­ვა, რომ მრევლს შე­ეძ­ლოს გა­რეთ იმ­ყო­ფე­ბო­დეს. ჩვენ ამას გა­ვაგ­რძე­ლებთ, მაგ­რამ ერთი რამ უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, ჩვე­ნი, მთავ­რო­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არის ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა.

მე ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია ისე­ვე, რო­გორც რი­გით ადა­მი­ანს, რი­გით მო­ქა­ლა­ქეს, რი­გით მრევლს, რი­გით ქრის­ტი­ანს, რა შე­იძ­ლე­ბა იყოს ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე­ზე უფრო მა­ღა­ლი ფა­სე­უ­ლო­ბა რო­გორც მთავ­რო­ბის­თვის, ასე­ვე ეკ­ლე­სი­ის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მამაო აზიარეთ რააა...
165

ოღონდ გარანტია რო გვქონდეს ჯერ ინფექციურში მოატარეთ საზიარო კოვზი და მერე სინოდის არცერთი წევრი არ გამოტოვოთ მფრინავი-ჯიპოსანი მღვდლებიანად და აერქიფო ქვეყნის დამაქცევრის თამადობით... ყველა ვიხილავთ საოცარ სასწაულს - ვინც გადარჩება ხო გამოჩნდება ვინ-ვინაა...

ხელი ხელს ბანს
101

აი ნაბანი ხელის ჭუჭყი გამოგადგებათ რომელიმეს?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

პრემიერი: "როგორც რიგით ადამიანს, რიგით ქრისტიანს, ვერ წარმომიდგენია რა შეიძლება იყოს ადამიანის სიცოცხლეზე მაღალი ფასეულობა მთავრობისა და ეკლესიისთვის"

პრემიერი: "როგორც რიგით ადამიანს, რიგით ქრისტიანს, ვერ წარმომიდგენია რა შეიძლება იყოს ადამიანის სიცოცხლეზე მაღალი ფასეულობა მთავრობისა და ეკლესიისთვის"

"გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ სააღდგომო დღესასწაულებამდე გავუმკლავდეთ, თუმცა ამის გარანტია არა თუ საქართველოში, გლობალურად მსოფლიოში არ არსებობს" - ასე უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ეხება თუ არა საყოველთაო კარანტინის შეზღუდვები სააღდგომო ლიტურგიას.

"ეს გადაწყვეტილებები ჩვენ დავიწყეთ დღეს იმიტომ, რომ მაქსიმალურად სწრაფად გავუმკლავდეთ ვირუსის გავრცელების ახალ ეტაპს - შიდა გავრცელების ეტაპს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს იმედი და ვცდილობთ, ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის და ვმოქმედებთ ასე სწრაფად, ზოგ შემთხვევაში შეიძლება ხისტადაც იმისთვის, რომ მსგავსი დისკომფორტი და უხერხულობა არ შევუქმნათ არც ჩვენს მრევლს, არც ეკლესიას და არც რიგით მოქალაქეებს.

ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ აქამდე არ მივიდეთ და სააღდგომო დღესასწაულებამდე გავუმკლავდეთ, თუმცა ამის გარანტია არა თუ საქართველოში, გლობალურად მსოფლიოში არ არსებობს. იმედია, რომ ჩვენი დღევანდელი ნაბიჯები და ის დამოკიდებულება, რომლითაც ამ ნაბიჯებზე საქართველოს მოქალაქეები გვიპასუხებენ, მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უმოკლეს ვადებში ეს პრობლემა შედარებით ასე თუ ისე მოვაგვაროთ“, - განაცხადა გახარიამ.

ამასთან პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობა დარწმუნებულია, როდესაც საკითხი ეხება საქართველოს მოქალაქის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, შესაბამის კომპრომისს ეკლესიასთან ყოველთვის იპოვიან.

"ბევრმა ეკლესიამ დააწესა სპეციალური წესები, ბევრმა ეკლესიამ მოახერხა და მოახდინა ეკლესიის ეზოების ხმის შესაბამისი ტექნიკით აღჭურვა, რომ მრევლს შეეძლოს გარეთ იმყოფებოდეს. ჩვენ ამას გავაგრძელებთ, მაგრამ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, ჩვენი, მთავრობის პასუხისმგებლობა არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა.

მე ვერ წარმომიდგენია ისევე, როგორც რიგით ადამიანს, რიგით მოქალაქეს, რიგით მრევლს, რიგით ქრისტიანს, რა შეიძლება იყოს ადამიანის სიცოცხლეზე უფრო მაღალი ფასეულობა როგორც მთავრობისთვის, ასევე ეკლესიისთვის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

რას წერს The Guardian-ი კორონავირუსთან საქართველოს წარმატებით ბრძოლის შესახებ წერს

"შევდივართ ე.წ. "ტალღის აზვირთების" პერიოდში, პაციენტების რაოდენობა მნიშვნელოვნად მოიმატებს" - აკაკი ზოიძე

LIVE: "360 გრადუსი" - ბიძინა კულუმბეგოვი, მომღერალი სოფო ბედია