მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლოს ანჯელესის პორტში 1000 საწოლიანი გემი-ჰოსპიტალი შევიდა - ნახეთ ფოტოები, სად უმკურნალებენ პაციენტებს
ლოს ანჯელესის პორტში 1000 საწოლიანი გემი-ჰოსპიტალი შევიდა - ნახეთ ფოტოები, სად უმკურნალებენ პაციენტებს

ლოს ან­ჯე­ლე­სის პორ­ტში 27 მარტს 1000 სა­წო­ლი­ა­ნი გემი -ჰოს­პი­ტა­ლი შე­ვი­და, რო­მე­ლიც მალე პირ­ველ პა­ცი­ენ­ტებს მი­ი­ღებს. ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის თავ­დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის გან­ცხა­დე­ბით, ეს გემი სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს ად­გი­ლობ­რივ კლი­ნი­კებს კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის­თვის ად­გი­ლე­ბი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლონ და ყვე­ლა რე­სურ­სი COVID-19-ით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის­კენ მი­მარ­თონ.

რო­გორც Business Insider წერს, მცუ­რავ ჰოს­პი­ტალს ჰყავს 800 ადა­მი­ა­ნის­გან შემ­დგა­რი სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მისი იდენ­ტუ­რი გემი ნიუ იორ­კის სა­ნა­პი­რო­ზეც გა­ჩერ­და და პა­ცი­ენ­ტე­ბის მი­სა­ღე­ბად ემ­ზა­დე­ბა.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, კა­ლი­ფორ­ნი­ის შტა­ტის 416 სა­ა­ვად­მყო­ფო­ში 75 000 სა­წო­ლია, თუმ­ცა, კი­დევ არის და­მა­ტე­ბით 30 000 სა­წო­ლის სა­ჭი­რო­ე­ბა - წერს "ლოს ან­ჯე­ლეს თა­იმ­სი". შტა­ტი გა­მო­ი­ყე­ნებს მო­ბი­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ებს, სა­დაც ჯამ­ში 3000 სა­წო­ლია. ამ ეტაპ­ზე კი, ახა­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბის გან­სა­თავ­სებ­ლად შე­სა­ბა­მის სას­ტუმ­რო­ებ­საც ეძე­ბენ.

რაც შე­ე­ხე­ბა სამ­ხედ­რო გემ-ჰოს­პი­ტალს, ის 1980 წელს აიგო და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის­თვი­საა გათ­ვლი­ლი. გან­სა­კუთ­რე­ბულ შემ­თხვე­ვად კი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი აქამ­დე ომებს მო­ი­აზ­რებ­დნენ.

და­ვათ­ვა­ლი­ე­როთ გე­მის ფო­ტო­ე­ბი, სა­დაც სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე და არა COVID-19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებს მი­ი­ღე­ბენ:

გემ-ჰოს­პი­ტალს აქვს სა­კა­რან­ტი­ნე ოთა­ხე­ბიც

აშშ-ში მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე მეტი ადა­მი­ა­ნია კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით ქვე­ყა­ნა­ში COVID-19-ით 142 746 ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და, მათ­გან 2 489 გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო 4 562 პა­ცი­ენ­ტი გა­მო­ჯან­მრთელ­და.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
20

მშვიდობის მოყვარულებს, აუხდათ ოცნება, გამოადგათ.

სიმართლე
10

აი ამერიკელები ყოჩაღ

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

ლოს ანჯელესის პორტში 1000 საწოლიანი გემი-ჰოსპიტალი შევიდა - ნახეთ ფოტოები, სად უმკურნალებენ პაციენტებს

ლოს ანჯელესის პორტში 1000 საწოლიანი გემი-ჰოსპიტალი შევიდა - ნახეთ ფოტოები, სად უმკურნალებენ პაციენტებს

ლოს ანჯელესის პორტში 27 მარტს 1000 საწოლიანი გემი -ჰოსპიტალი შევიდა, რომელიც მალე პირველ პაციენტებს მიიღებს. ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, ეს გემი საშუალებას მისცემს ადგილობრივ კლინიკებს კორონავირუსით ინფიცირებულებისთვის ადგილები გაათავისუფლონ და ყველა რესურსი COVID-19-ით დაავადებული პაციენტებისკენ მიმართონ.

როგორც Business Insider წერს, მცურავ ჰოსპიტალს ჰყავს 800 ადამიანისგან შემდგარი სამედიცინო პერსონალი. აღსანიშნავია, რომ მისი იდენტური გემი ნიუ იორკის სანაპიროზეც გაჩერდა და პაციენტების მისაღებად ემზადება.

ოფიციალური პირების განცხადებით, კალიფორნიის შტატის 416 საავადმყოფოში 75 000 საწოლია, თუმცა, კიდევ არის დამატებით 30 000 საწოლის საჭიროება - წერს "ლოს ანჯელეს თაიმსი". შტატი გამოიყენებს მობილურ საავადმყოფოებს, სადაც ჯამში 3000 საწოლია. ამ ეტაპზე კი, ახალი საავადმყოფოების განსათავსებლად შესაბამის სასტუმროებსაც ეძებენ.

რაც შეეხება სამხედრო გემ-ჰოსპიტალს, ის 1980 წელს აიგო და განსაკუთრებული შემთხვევებისთვისაა გათვლილი. განსაკუთრებულ შემთხვევად კი სპეციალისტები აქამდე ომებს მოიაზრებდნენ.

დავათვალიეროთ გემის ფოტოები, სადაც სხვადასხვა დაავადებების მქონე და არა COVID-19-ით ინფიცირებულებს მიიღებენ:

გემ-ჰოსპიტალს აქვს საკარანტინე ოთახებიც

აშშ-ში მსოფლიოში ყველაზე მეტი ადამიანია კორონავირუსით დაინფიცირებული. ბოლო მონაცემებით ქვეყანაში COVID-19-ით 142 746 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 2 489 გარდაიცვალა, ხოლო 4 562 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

როგორია კორონავირუსით ინფიცირებისა და დაღუპულთა უახლესი ცნობები საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან?

ექიმს, რომელსაც გასულ კვირას ვლადიმერ პუტინი ესტუმრა, კორონავირუსი დაუდგინდა

"არსენალის" მწვრთნელის რჩევები, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა