ავტორი:

ნენსკრა ჰესის მნიშვნელობა ელექტროენერგიის იმპორტის შემცირებაში

ნენსკრა ჰესის მნიშვნელობა ელექტროენერგიის იმპორტის შემცირებაში

იმპორტდამოკიდებულების შემცირების ერთადერთი გზა ქვეყანაში ელექტროენერგიის ადგილობრივი გენერაციის ზრდაა. სწორედ ამას ემსახურება ისეთი მასშტაბური პროექტები, როგორიც სადღეისოდ ნენსკრა ჰესია.

რა მოცულობის ელექტროენერგიას მოიხმარს დღეს საქართველო, რამდენია აქედან იმპორტირებული და რა მდგომარეობა იქნებოდა, დიდი ჰიდროპროექტები რომ განხორციელებულიყო? – ამ კითხვებზე პასუხს რიცხვები და პროცენტული მაჩვენებლები მოგვცემს, რომლებსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ.

წარმოების კლებამ და მოხმარების ზრდამ იმპორტის ზრდა გამოიწვია. 2019 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ 324 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიის იმპორტი განახორციელა, 2020 წლის იანვარ-თებერვალში კი - 526 მლნ კვტ/სთ, ანუ 62%-ით მეტი. რაც შეეხება იმპორტში გადახდილ ფასს, ის კიდევ უფრო მეტად - $15.4 მლნ-დან $26.4 მლნ-მდე, ანუ 71%-ით გაიზარდა.

2019 წელს საქართველოში სულ 1626.5 მლნ კვტ/სთ ელეექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა. იმპორტის წყარო ორი ქვეყანა იყო – აზერბაიჯანი და რუსეთი. იმპორტის მოცულობის დინამიკას შეგვიძლია, ამ გრაფიკით გავეცნოთ:

გრაფიკული მონაცემები სულ სხვაგვარი იქნებოდა, 2019 წელს რომ ნენსკრა ჰესი ექსპლუატაციაში ყოფილიყო გაშვებული. ჰესის წლიური საპროექტო გენერაცია 1219 მლნ კვტ/საათს შეადგენს. გენერაციის მოცულობა სეზონურია და წყლის ნაკადზეა დამოკიდებული, ისევე, როგორც ყველა ჰიდროელექტროსადგურის შემთხვევაში. ცნობისთვის, საქართველოში ჰიდროენერგეტიკული ზამთარი სექტემბრიდან აპრილის ჩათვლით გრძელდება.

მაშ ასე, პირობითად ჩავანაცვლოთ იმპორტირებული ელენერგია ნენსკრა ჰესის მიერ გენერირებულით და ვნახოთ, რამდენად განსხვავებულ სურათს მივიღებდით. რამდენად შემცირდებოდა საქართველოს იმპორტდამოკიდებულობა 2019 წელს, ნენსკრა ჰესი რომ ექსპლუატაციაში ყოფილიყო ჩაშვებული, კარგად ჩანს გრაფიკზე:

რაც შეეხება წლიურ ჭრილს, 2019 წლის განმავლობაში იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობამ 1626.5 მლნ კვტ.საათი შეადგინა, ნენსკრას გენერაციის შემთხვეევაში კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 785.35 მლნ კვტ/სთ იქნებოდა. ეს ნიშნავს, რომ წლიურად (2019 წლის მაგალითზე) ელექტროენერგიის იმპორტი 48.3%-ით შეამცირებდა.

ჩვენ შევეცადეთ, შეგვექმნა ერთგვარი მოდელირებული სურათი. ამან მკაფიოდ დაგვანახა ისეთი მსხვილი ენერგეტიკული პროექტების განხორციელების აუცილებლობა, როგორიც ნენსკრა ჰესია.

NS

საქართველოს რეგიონებისა და თბილისის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება

"ერთ-ერთი ჩინური ვაქცინა შესაძლოა, სულ მალე შემოვიდეს ქვეყანაში" - ამირან გამყრელიძე

"სალანძღავად ძალიან ცუდი სამიზნე ვარ, რადგან ყველაფერს, რასაც მაბრალებთ, სიმართლესთან საერთო არაფერი აქვს" - თენგიზ ცერცვაძე კრიტიკოსებს