მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ნიშნავს PCR ტესტი, რომელსაც საქართველოში კორონავირუსის დასადგენად იყენებენ და როგორია სწრაფი ტესტები მსოფლიოს სხვა ქვეყნებში
რას ნიშნავს PCR ტესტი, რომელსაც საქართველოში კორონავირუსის დასადგენად იყენებენ და როგორია სწრაფი ტესტები მსოფლიოს სხვა ქვეყნებში

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია (WHO), მას შემ­დეგ, რაც ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბა და­ი­წყო, ქვეყ­ნებს ტეს­ტი­რე­ბის სტრა­ტე­გი­ის ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი და­ნერგვის­კენ მო­უ­წო­დებს.

სა­ქარ­თვე­ლო­ში სწრა­ფი ტეს­ტე­ბის სა­კი­თხი ბოლო პე­რი­ოდ­ში პო­ლი­ტი­კუ­რი სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბის სა­გა­ნიც კი გახ­და, ქვე­ყა­ნა­ში რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი ტეს­ტი უკვე შე­მო­ვი­და და ის ძი­რი­თა­დად სა­კა­რან­ტი­ნე ზო­ნებ­ში გა­და­ნა­წილ­და ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა სწრა­ფად გა­მო­სავ­ლე­ნად.

AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და, ტეს­ტი­რე­ბის რა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი არ­სე­ბობს სხვა ქვეყ­ნებ­ში და რო­გორ იყე­ნე­ბენ მათ მსოფ­ლი­ო­ში.

COVID-19-ის და­სად­გე­ნი ტეს­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბა ამ­ჟა­მად, გე­ნე­ტი­კუ­რი მა­სა­ლის ცხვი­რი­დან ან ყე­ლი­დან ნა­ცხის აღე­ბის მეშ­ვე­ო­ბით კეთ­დე­ბა. ასეთ, მო­ლე­კუ­ლუ­რი დი­აგ­ნოს­ტი­კის ტესტს პო­ლი­მე­რა­ზუ­ლი ჯაჭ­ვუ­რი რე­აქ­ცი­ის (Polymerase chain reaction - PCR) ტეს­ტი ეწო­დე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში სწო­რედ ამ ტი­პის სწრა­ფი ტეს­ტე­ბი უტარ­დე­ბათ სიმპტო­მე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს. რო­გორც ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­სა და და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრში ამ­ბო­ბენ, 1000 ცალი ტეს­ტი, რო­მე­ლიც ჩი­ნეთ­მა სა­ჩუქ­რად გა­მოგ­ზავ­ნა და მათ უკვე იყე­ნე­ბენ სა­კა­რან­ტი­ნე ზო­ნებ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად, PCR ტექ­ნო­ლო­გი­ა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი მა­ღა­ლი სან­დო­ო­ბის ტეს­ტე­ბია.

ჩი­ნე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ჩუქ­რად გა­მოგ­ზავ­ნი­ლი ტეს­ტე­ბი PCR ტექ­ნო­ლო­გი­ა­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი

  • რო­გორ მუ­შა­ობს PCR-ტეს­ტი?

PCR ტესტს შე­უძ­ლია, აღიქ­ვას ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში არ­სე­ბუ­ლი ვირუ­სი, მაგ­რამ უკვე გა­და­ტა­ნილ ინ­ფექ­ცი­ა­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას არ იძ­ლე­ვა. ტესტს „სა­მუ­შა­ოს და­სას­რუ­ლებ­ლად“ 4-დან 6 სა­ა­თამ­დე სჭირ­დე­ბა, თუმ­ცა, ნი­მუ­შე­ბის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში გაგ­ზავ­ნის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის გამო, პა­სუ­ხის­თვის სა­ჭი­რო დრო 24 სა­ა­თამ­დე იზ­რდე­ბა.

Bloomberg-ის სტა­ტი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ PCR-მა კო­რო­ნა­ვირუ­სის 470 000 შემ­თხვე­ვა­ზე მეტი და­ად­გი­ნა - აღ­ნიშ­ნუ­ლი ტეს­ტი ოქ­როს სტან­დარ­ტია, თუმ­ცა მისი მა­რა­გე­ბი შე­ზღუ­დუ­ლია, რის გა­მოც სხვა­დას­ხვა სა­ხელ­მწი­ფოს მთავ­რო­ბა ცდი­ლობს, ის მხო­ლოდ იმ ადა­მი­ა­ნებ­ზე გა­მო­ი­ყე­ნოს, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ზე მე­ტად იმ­ყო­ფე­ბი­ან რისკ-ჯგუ­ფებ­ში.

ის ძა­ლი­ან მგრძნო­ბი­ა­რეა, ეძებს ვირუ­სის რნმ-ს (რი­ბო­ნუკ­ლე­ი­ნის მჟა­ვა) და აღე­ბულ ნა­ცხში ვირუ­სის ერთი ნა­წი­ლა­კის აღ­ქმაც კი შე­უძ­ლია. ხოლო თუ რა­ტომ იღე­ბენ ნა­ცხს მა­ინ­ცდა­მა­ინც ცხვი­რი­დან ან ყე­ლი­დან, ეს იმის გამო ხდე­ბა, რომ ვირუ­სი ამ ად­გი­ლებ­ში მრავ­ლდე­ბა. PCR ადი­დებს გე­ნე­ტი­კურ მა­სა­ლას, რაც ვირუ­სის აღ­მო­ჩე­ნას უფრო ამარ­ტი­ვებს.

  • რა ტი­პის სწრაფ ტეს­ტებს იყე­ნე­ბენ მსოფ­ლი­ოს სხვა ქვეყ­ნე­ბი?

ზო­გი­ერ­თი ქვე­ყა­ნა ტეს­ტი­რე­ბის სხვა, სწრაფ მე­თოდ­ზე ცდი­ლობს გა­დას­ვლას, რომ­ლე­ბიც ძი­რი­თა­დად სის­ხლის აღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით კეთ­დე­ბა. მა­გა­ლი­თად, ირ­ლან­დია მუ­შა­ობს იმგვარ სწრაფ ტესტზე, რო­მე­ლიც SARS-CoV-2-ზე ანუ კო­რო­ნა­ვირუს­ზე პა­სუხს და­ახ­ლო­ე­ბით 15 წუთ­ში, სის­ხლის 0.01 მი­ლი­ლიტ­რის სა­ფუძ­ველ­ზე იძ­ლე­ვა.

და­ახ­ლო­ე­ბით ამ­გვა­რი ტეს­ტის გა­ჩე­ნა შე­იძ­ლე­ბა, მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყოს ავ­სტრა­ლი­ა­შიც, სა­დაც 30-წუ­თი­ა­ნი ტეს­ტე­ბი უკვე არ­სე­ბობს. თუმ­ცა, რო­გორც Guardian-ზე ვკი­თხუ­ლობთ, ავ­სტრა­ლი­ა­ში (სა­დაც ყო­ველ­დღი­უ­რად ათა­სო­ბით ადა­მი­ანს უტარ­დე­ბა ტეს­ტი­რე­ბა) მი­უ­თი­თე­ბენ, რომ PCR ტესტთან შე­და­რე­ბით, 15-წუ­თი­ა­ნი სწრა­ფი ტეს­ტის სი­ზუს­ტე ნაკ­ლე­ბია, რად­გან ის ვირუ­სის ნაც­ვლად, ან­ტის­ხე­უ­ლებს აღიქ­ვამს, რის გა­მოც შე­იძ­ლე­ბა, ავად­მყო­ფო­ბის რო­მე­ლი­მე, შე­უ­სა­ბა­მო ფა­ზა­ში გა­კე­თე­ბულ­მა ტეს­ტმა პა­სუ­ხად "ყალ­ბი უარ­ყო­ფი­თი" აჩ­ვე­ნოს.

ბი­ო­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი და ტეს­ტი­რე­ბის სტარ­ტა­პე­ბი ყვე­ლა­ზე სწრა­ფი, იაფი და ეფექ­ტუ­რი ტეს­ტე­ბის სა­კუ­თა­რი ვერ­სი­ის შექ­მნას ცდი­ლო­ბენ, რო­მე­ლიც, ასე­ვე სა­სურ­ვე­ლია, რომ კომ­პაქ­ტუ­რი, პორ­ტა­ტუ­ლი იყოს. გა­სულ კვი­რას, ზოგ­მა მათ­გან­მა ისიც გა­მო­ა­ცხა­და, რომ სახ­ლის პი­რო­ბებ­ზე მორ­გე­ბულ ტეს­ტებ­ზე მუ­შა­ო­ბენ. თუმ­ცა, აშშ-სა და გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის თქმით, ამ ტეს­ტებ­მა შე­იძ­ლე­ბა, არა­ზუს­ტი შე­დე­გე­ბი აჩ­ვე­ნოს.

  • ვინ და­წი­ნა­ურ­და ტეს­ტე­ბის და­ნერგვა­ში?

სა­მეც­ნი­ე­რო გა­მო­ცე­მა Nature-ის სტა­ტი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ გარ­კვე­ულ ქვეყ­ნებს, რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი­სა და მზა­ო­ბის კომ­ბი­ნა­ცი­ამ სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა, ასი ათა­სო­ბის ტეს­ტის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა მო­ეხ­დი­ნა - ასე­თე­ბად შე­იძ­ლე­ბა სამ­ხრეთ კო­რეა და სინ­გა­პუ­რი ჩავ­თვა­ლოთ. შე­დე­გად, მათ სხვა ქვეყ­ნე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, იზო­ლა­ცი­ის ზო­მებ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აქ­ცენ­ტის გა­კე­თე­ბა არ მო­უ­წი­ათ. სხვა სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის ჯან­დაც­ვის სის­ტე­მებ­მა ტეს­ტე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბა ასე სწრა­ფად ვერ მო­ა­ხერ­ხეს.

სამ­ხრეთ კო­რე­ამ იან­ვრის ბო­ლოს და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის შემ­დეგ, ეპი­დე­მის გავ­რცე­ლე­ბას საკ­მა­ოდ სწრა­ფად და ეფექ­ტუ­რად უპა­სუ­ხა, ტეს­ტი­რე­ბის მა­ლე­ვე გა­მო­ყე­ნე­ბი­სა და იმ პი­რე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის მეშ­ვე­ო­ბით, რომ­ლე­ბიც და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებ­თან იყ­ვნენ კონ­ტაქ­ტში.

სინ­გა­პუ­რის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის დი­რექ­ტო­რის, ვერ­ნონ ლის თქმით, ქვე­ყა­ნამ ტეს­ტი უკვე მა­შინ შექ­მნა, რო­დე­საც ჩი­ნეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის აფეთ­ქე­ბა იწყე­ბო­და. ასე­ვე, სინ­გა­პუ­რი ტეს­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის მხრივ არ­სე­ბით შემ­თხვე­ვებ­ზე კონ­ცენ­ტრირ­და - ადა­მი­ა­ნებ­ზე, ვი­საც მა­გა­ლი­თად, პნევ­მო­ნია აღე­ნიშ­ნე­ბო­დათ ან სხვა მხრივ უფრო მე­ტად შე­დი­ოდ­ნენ რისკ-ჯგუფ­ში, ვიდ­რე სხვე­ბი. ლის თქმით, სინ­გა­პუ­რი SARS-ის შემ­დეგ მთლი­ა­ნი სის­ტე­მის მომ­ზა­დე­ბა­სა და გაძ­ლი­ე­რე­ბას ცდი­ლობ­და და ეს ყვე­ლა­ფე­რი უშუ­ა­ლოდ COVID-19-ის გამო არ შე­უქ­მნია.

ანა­ლო­გი­უ­რი შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას გერ­მა­ნი­ა­ზეც, სა­დაც ტეს­ტი­რე­ბას თა­ვი­დან­ვე უფრო ფარ­თო და ინ­ტენ­სი­უ­რი ფორ­მა ჰქონ­და, ვიდ­რე - სხვა ქვეყ­ნებ­ში.

  • ვინ და­იგ­ვი­ა­ნა კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლა­ში?

ჯან­დაც­ვის ექ­სპერ­ტე­ბის მო­საზ­რე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სის ახალ სა­ხე­ო­ბას­თან ბრძო­ლა­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა და­იგ­ვი­ა­ნა, გან­სა­კუთ­რე­ბით, ტეს­ტი­რე­ბის მი­წო­დე­ბი­სა და მათი სის­წრა­ფის და­ბა­ლი ხა­რის­ხის გამო, რა­მაც ვირუ­სის შემ­თხვე­ვე­ბის დად­გე­ნა გა­არ­თუ­ლა.

სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი გა­და­იტ­ვირ­თა, მწარ­მო­ებ­ლე­ბი კი თა­მაშ­ში რამ­დე­ნი­მე კვი­რით გვი­ან ჩარ­თეს. აშშ-ს და­ა­ვა­დე­ბის კონ­ტრო­ლის ცენ­ტრე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ისი­ნი ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ტეს­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის მა­გივ­რად, სა­კუ­თარ ტეს­ტებს შექ­მნი­ან.

ნიუ იორ­კის სა­ნა­პი­რო­ზე 1000-სა­წო­ლი­ა­ნი გემი-ჰოს­პი­ტა­ლი შე­ვი­და, რო­მე­ლიც კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბით გა­დატ­ვირ­თულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ებს და­ეხ­მა­რე­ბა და სხვა პა­ცი­ენ­ტებს მი­ი­ღებს

ამა­სო­ბა­ში, უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის ლა­ბო­რა­ტო­რი­ებ­მა დი­აგ­ნოს­ტი­კის სა­კუ­თა­რი მე­თო­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე და­ი­წყეს მუ­შა­ო­ბა. მაგ­რამ თა­ვი­დან, კო­მერ­ცი­ულ ლა­ბო­რა­ტო­რი­ებს ტეს­ტებ­ზე მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მი­ე­ცათ - აშშ-ს რე­გუ­ლა­ცი­ებ­მა, მხო­ლოდ 21 მარტს და­ამ­ტკი­ცა სწრა­ფი დი­აგ­ნოს­ტი­კის ტეს­ტე­ბი, რო­მელ­თაც მხო­ლოდ 45 წუთი სჭირ­დე­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სის და­სად­გე­ნად და ის კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში არ­სე­ბულ­მა კომ­პა­ნი­ამ, Cepheid-მა შექ­მნა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი სწრა­ფი ტეს­ტი ჯერ სა­ა­ვად­მყო­ფო­ებს მი­ე­წო­დე­ბა, მწარ­მო­ებ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით კი, მომ­ხმა­რე­ბელს ტეს­ტი­რე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად სპე­ცი­ა­ლუ­რი მომ­ზა­დე­ბა ან ტრე­ნინ­გი არ სჭირ­დე­ბათ. მისი მეშ­ვე­ო­ბით პა­სუ­ხის მი­ღე­ბა სწო­რედ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში უნდა მოხ­დეს (point-of-care diagnostics), რაც ნიშ­ნავს, რომ ნი­მუ­შე­ბის ლა­ბო­რა­ტო­რი­ებ­ში გაგ­ზავ­ნა სა­ჭი­რო არ იქ­ნე­ბა. ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ტეს­ტე­ბის სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბის­თვის მი­წო­დე­ბა 30 მარ­ტის­თვის უნდა მოხ­დეს.

ტეს­ტი­რე­ბის კუ­თხით თავი ვერც იტა­ლი­ამ გა­მო­ი­ჩი­ნა - ეს ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­ზე­ზია, რა­ტო­მაც მოხ­და იტა­ლი­ა­ში ვირუ­სის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აფეთ­ქე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­ქარ­თვე­ლომ გა­წყვი­ტა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­მო­სავ­ლე­ნი სწრა­ფი ტეს­ტე­ბის მწარ­მო­ე­ბელ ჩი­ნურ კომ­პა­ნია Bioeasy-თან, რომ­ლის ტეს­ტე­ბის სან­დო­ო­ბა­ში ეს­პა­ნეთ­მა ეჭვი შე­ი­ტა­ნა და შეს­ყი­დუ­ლი პრო­დუქ­ცია უკან და­აბ­რუ­ნა. ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის, ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძის თქმით, აწარ­მო­ე­ბენ მო­ლა­პა­რა­კე­ბას სხვა კომ­პა­ნი­ას­თან, რო­მე­ლიც გა­მოგ­ზავ­ნის პირ­ველ სა­ტეს­ტო 2 000 ტესტს, რაც შე­მოწ­მდე­ბა და შემ­დეგ და­ე­მა­ტე­ბა ტეს­ტე­ბის ახა­ლი რა­ო­დე­ნო­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

რას ნიშნავს PCR ტესტი, რომელსაც საქართველოში კორონავირუსის დასადგენად იყენებენ და როგორია სწრაფი ტესტები მსოფლიოს სხვა ქვეყნებში

რას ნიშნავს PCR ტესტი, რომელსაც საქართველოში კორონავირუსის დასადგენად იყენებენ და როგორია სწრაფი ტესტები მსოფლიოს სხვა ქვეყნებში

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO), მას შემდეგ, რაც ახალი კორონავირუსის გავრცელება დაიწყო, ქვეყნებს ტესტირების სტრატეგიის ფართომასშტაბიანი დანერგვისკენ მოუწოდებს.

საქართველოში სწრაფი ტესტების საკითხი ბოლო პერიოდში პოლიტიკური სპეკულაციების საგანიც კი გახდა, ქვეყანაში რამდენიმე ასეული ტესტი უკვე შემოვიდა და ის ძირითადად საკარანტინე ზონებში გადანაწილდა ინფიცირებულთა სწრაფად გამოსავლენად.

AMBEBI.GE დაინტერესდა, ტესტირების რა საშუალებები არსებობს სხვა ქვეყნებში და როგორ იყენებენ მათ მსოფლიოში.

COVID-19-ის დასადგენი ტესტების უმეტესობა ამჟამად, გენეტიკური მასალის ცხვირიდან ან ყელიდან ნაცხის აღების მეშვეობით კეთდება. ასეთ, მოლეკულური დიაგნოსტიკის ტესტს პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (Polymerase chain reaction - PCR) ტესტი ეწოდება. აღსანიშნავია, რომ საქართველოში სწორედ ამ ტიპის სწრაფი ტესტები უტარდებათ სიმპტომების მქონე ადამიანებს. როგორც ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამბობენ, 1000 ცალი ტესტი, რომელიც ჩინეთმა საჩუქრად გამოგზავნა და მათ უკვე იყენებენ საკარანტინე ზონებში კორონავირუსის შემთხვევების გამოსავლენად, PCR ტექნოლოგიაზე დაფუძნებული მაღალი სანდოობის ტესტებია.

ჩინეთიდან საქართველოში საჩუქრად გამოგზავნილი ტესტები PCR ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული

  • როგორ მუშაობს PCR-ტესტი?

PCR ტესტს შეუძლია, აღიქვას ადამიანის ორგანიზმში არსებული ვირუსი, მაგრამ უკვე გადატანილ ინფექციაზე ინფორმაციას არ იძლევა. ტესტს „სამუშაოს დასასრულებლად“ 4-დან 6 საათამდე სჭირდება, თუმცა, ნიმუშების ლაბორატორიაში გაგზავნის აუცილებლობის გამო, პასუხისთვის საჭირო დრო 24 საათამდე იზრდება.

Bloomberg-ის სტატიაში ვკითხულობთ, რომ PCR-მა კორონავირუსის 470 000 შემთხვევაზე მეტი დაადგინა - აღნიშნული ტესტი ოქროს სტანდარტია, თუმცა მისი მარაგები შეზღუდულია, რის გამოც სხვადასხვა სახელმწიფოს მთავრობა ცდილობს, ის მხოლოდ იმ ადამიანებზე გამოიყენოს, რომლებიც ყველაზე მეტად იმყოფებიან რისკ-ჯგუფებში.

ის ძალიან მგრძნობიარეა, ეძებს ვირუსის რნმ-ს (რიბონუკლეინის მჟავა) და აღებულ ნაცხში ვირუსის ერთი ნაწილაკის აღქმაც კი შეუძლია. ხოლო თუ რატომ იღებენ ნაცხს მაინცდამაინც ცხვირიდან ან ყელიდან, ეს იმის გამო ხდება, რომ ვირუსი ამ ადგილებში მრავლდება. PCR ადიდებს გენეტიკურ მასალას, რაც ვირუსის აღმოჩენას უფრო ამარტივებს.

  • რა ტიპის სწრაფ ტესტებს იყენებენ მსოფლიოს სხვა ქვეყნები?

ზოგიერთი ქვეყანა ტესტირების სხვა, სწრაფ მეთოდზე ცდილობს გადასვლას, რომლებიც ძირითადად სისხლის აღების საშუალებით კეთდება. მაგალითად, ირლანდია მუშაობს იმგვარ სწრაფ ტესტზე, რომელიც SARS-CoV-2-ზე ანუ კორონავირუსზე პასუხს დაახლოებით 15 წუთში, სისხლის 0.01 მილილიტრის საფუძველზე იძლევა.

დაახლოებით ამგვარი ტესტის გაჩენა შეიძლება, მოსალოდნელი იყოს ავსტრალიაშიც, სადაც 30-წუთიანი ტესტები უკვე არსებობს. თუმცა, როგორც Guardian-ზე ვკითხულობთ, ავსტრალიაში (სადაც ყოველდღიურად ათასობით ადამიანს უტარდება ტესტირება) მიუთითებენ, რომ PCR ტესტთან შედარებით, 15-წუთიანი სწრაფი ტესტის სიზუსტე ნაკლებია, რადგან ის ვირუსის ნაცვლად, ანტისხეულებს აღიქვამს, რის გამოც შეიძლება, ავადმყოფობის რომელიმე, შეუსაბამო ფაზაში გაკეთებულმა ტესტმა პასუხად "ყალბი უარყოფითი" აჩვენოს.

ბიოტექნოლოგიური და ტესტირების სტარტაპები ყველაზე სწრაფი, იაფი და ეფექტური ტესტების საკუთარი ვერსიის შექმნას ცდილობენ, რომელიც, ასევე სასურველია, რომ კომპაქტური, პორტატული იყოს. გასულ კვირას, ზოგმა მათგანმა ისიც გამოაცხადა, რომ სახლის პირობებზე მორგებულ ტესტებზე მუშაობენ. თუმცა, აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს თანამდებობის პირების თქმით, ამ ტესტებმა შეიძლება, არაზუსტი შედეგები აჩვენოს.

  • ვინ დაწინაურდა ტესტების დანერგვაში?

სამეცნიერო გამოცემა Nature-ის სტატიაში ვკითხულობთ, რომ გარკვეულ ქვეყნებს, რეგულაციებისა და მზაობის კომბინაციამ საშუალება მისცა, ასი ათასობის ტესტის უზრუნველყოფა მოეხდინა - ასეთებად შეიძლება სამხრეთ კორეა და სინგაპური ჩავთვალოთ. შედეგად, მათ სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, იზოლაციის ზომებზე განსაკუთრებული აქცენტის გაკეთება არ მოუწიათ. სხვა სახელმწიფოების ჯანდაცვის სისტემებმა ტესტების გადანაწილება ასე სწრაფად ვერ მოახერხეს.

სამხრეთ კორეამ იანვრის ბოლოს დაფიქსირებული შემთხვევების შემდეგ, ეპიდემის გავრცელებას საკმაოდ სწრაფად და ეფექტურად უპასუხა, ტესტირების მალევე გამოყენებისა და იმ პირების მონიტორინგის მეშვეობით, რომლებიც დაინფიცირებულებთან იყვნენ კონტაქტში.

სინგაპურის ჯანდაცვის სამინისტროს გადამდები დაავადებების განყოფილების დირექტორის, ვერნონ ლის თქმით, ქვეყანამ ტესტი უკვე მაშინ შექმნა, როდესაც ჩინეთში კორონავირუსის აფეთქება იწყებოდა. ასევე, სინგაპური ტესტების გამოყენების მხრივ არსებით შემთხვევებზე კონცენტრირდა - ადამიანებზე, ვისაც მაგალითად, პნევმონია აღენიშნებოდათ ან სხვა მხრივ უფრო მეტად შედიოდნენ რისკ-ჯგუფში, ვიდრე სხვები. ლის თქმით, სინგაპური SARS-ის შემდეგ მთლიანი სისტემის მომზადებასა და გაძლიერებას ცდილობდა და ეს ყველაფერი უშუალოდ COVID-19-ის გამო არ შეუქმნია.

ანალოგიური შეიძლება ითქვას გერმანიაზეც, სადაც ტესტირებას თავიდანვე უფრო ფართო და ინტენსიური ფორმა ჰქონდა, ვიდრე - სხვა ქვეყნებში.

  • ვინ დაიგვიანა კორონავირუსთან ბრძოლაში?

ჯანდაცვის ექსპერტების მოსაზრებით, კორონავირუსის ახალ სახეობასთან ბრძოლაში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაიგვიანა, განსაკუთრებით, ტესტირების მიწოდებისა და მათი სისწრაფის დაბალი ხარისხის გამო, რამაც ვირუსის შემთხვევების დადგენა გაართულა.

საავადმყოფოები გადაიტვირთა, მწარმოებლები კი თამაშში რამდენიმე კვირით გვიან ჩართეს. აშშ-ს დაავადების კონტროლის ცენტრების გადაწყვეტილებით, ისინი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტესტების გამოყენების მაგივრად, საკუთარ ტესტებს შექმნიან.

ნიუ იორკის სანაპიროზე 1000-საწოლიანი გემი-ჰოსპიტალი შევიდა, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებულებით გადატვირთულ საავადმყოფოებს დაეხმარება და სხვა პაციენტებს მიიღებს

ამასობაში, უნივერსიტეტების ლაბორატორიებმა დიაგნოსტიკის საკუთარი მეთოდების განვითარებაზე დაიწყეს მუშაობა. მაგრამ თავიდან, კომერციულ ლაბორატორიებს ტესტებზე მუშაობის საშუალება არ მიეცათ - აშშ-ს რეგულაციებმა, მხოლოდ 21 მარტს დაამტკიცა სწრაფი დიაგნოსტიკის ტესტები, რომელთაც მხოლოდ 45 წუთი სჭირდება კორონავირუსის დასადგენად და ის კალიფორნიაში არსებულმა კომპანიამ, Cepheid-მა შექმნა.

აღნიშნული სწრაფი ტესტი ჯერ საავადმყოფოებს მიეწოდება, მწარმოებლის ინფორმაციით კი, მომხმარებელს ტესტირების ჩასატარებლად სპეციალური მომზადება ან ტრენინგი არ სჭირდებათ. მისი მეშვეობით პასუხის მიღება სწორედ სამედიცინო დაწესებულებებში უნდა მოხდეს (point-of-care diagnostics), რაც ნიშნავს, რომ ნიმუშების ლაბორატორიებში გაგზავნა საჭირო არ იქნება. ვარაუდობენ, რომ ტესტების საავადმყოფოებისთვის მიწოდება 30 მარტისთვის უნდა მოხდეს.

ტესტირების კუთხით თავი ვერც იტალიამ გამოიჩინა - ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია, რატომაც მოხდა იტალიაში ვირუსის განსაკუთრებული აფეთქება.

შეგახსენებთ, საქართველომ გაწყვიტა ხელშეკრულება კორონავირუსის გამოსავლენი სწრაფი ტესტების მწარმოებელ ჩინურ კომპანია Bioeasy-თან, რომლის ტესტების სანდოობაში ესპანეთმა ეჭვი შეიტანა და შესყიდული პროდუქცია უკან დააბრუნა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, აწარმოებენ მოლაპარაკებას სხვა კომპანიასთან, რომელიც გამოგზავნის პირველ სატესტო 2 000 ტესტს, რაც შემოწმდება და შემდეგ დაემატება ტესტების ახალი რაოდენობა.

ლოს ანჯელესის პორტში 1000 საწოლიანი გემი-ჰოსპიტალი შევიდა - ნახეთ ფოტოები, სად უმკურნალებენ პაციენტებს

სერბეთის ერთ-ერთი ეპარქიის ეპისკოპოსი კორონავირუსით დაიღუპა

"არაყი და საუნა კორონავირუსს ამარცხებს“ - ბელორუსის პრეზიდენტის "რეკომენდაციები" COVID-19-თან საბრძოლველად