ავტორი:

100 წლის წინ შექმნილი ვაქცინა, რომელიც შესაძლოა, კორონავირუსისგან იცავს - ის ქართველების უმეტესობას გაკეთებული აქვს

100 წლის წინ შექმნილი ვაქცინა, რომელიც შესაძლოა, კორონავირუსისგან იცავს - ის ქართველების უმეტესობას გაკეთებული აქვს

ვაქცინას, რომელიც 100 წლის წინ შეიქმნა და ტუბერკულოზის საწინააღმდეგოდ გამოიყენება, მელბურნელი მედიკოსები ახლა კორონავირუსის წინააღმდეგ ცდიან. მკვლევარები მიიჩნევენ, რომ, შესაძლოა, ის ადამიანს COVID-19-ის წინააღმდეგ იმუნიტეტს უმუშავებს. ამის შესახებ Bloomberg წერს.

ვაქცინა სახელად bacillus Calmette-Guerin, იგივე BCG (რომელსაც ჩვენთან „ბეცეჟეს“ უწოდებენ) პირველად 1921 წელს გამოიყენეს მედიცინაში და მას ბევრ სასარგებლო თვისებას მიაწერენ. რაც მთავარია, სპეციალისტების თქმით, ის ორგანიზმს ინფექციებთან ბრძოლის იმუნიტეტს უმუშავებს.

"ამ ვაქცინას შეუძლია იმუნური სისტემის გაძლიერება. ორგანიზმს უკეთესად მებრძოლს ხდის უამრავი განსხვავებული ინფექციის ბაქტერიისა და ვირუსის წინააღმდეგ“, - ამბობს მელბურნის ბავშვთა კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ნაიჯელ კურტისი.

BCG (Bacillus Calmette–Guérin) ვაქცინა ავსტრალიის კლინიკებში მომუშავე 4000 მედიკოსზე გამოიცდება. მკლევარები ამით დაადგენენ, რამდენად ეფექტური იქნება COVID-19-თან საბრძოლველად. ვაქცინაცია დღეს იწყება.

ანალოგიური კვლევა მიმდინარეობს ნიდერლანდებშიც. ვაქცინა ყოველწლიურად მსოფლიოში დაახლოებით 130 მილიონი ახალშობილის იმუნიზაციისთვის გამოიყენება და თუ კვლევა წარმატებული აღმოჩნდება, მას ადამიანთა უფრო ფართო ჯგუფებს შესთავაზებენ. თავდაპირველად კი მათ, ვინც მაღალი რისკის ქვეშ არიან. ესენი არიან, რა თქმა უნდა, ექიმები, რომლებსაც ინფიცირებულ პაციენტებთან კონტაქტი აქვთ და მათი ინფიცირების საფრთხე დიდია.

"ჩვენ უნდა ვიფიქროთ ყველა შესაძლო გზაზე ჯანდაცვის წარმომადგენლების დასაცავად“, - ამბობს ნაიჯელ კურტისი.

მისივე ინფორმაციით, მონაცემთა მონიტორინგის კომიტეტი შედეგებს სამი თვის განმავლობაში განიხილავს და სავარაუდოდ, სამ თვეში გვეცოდინება მუშაობს თუ არა ეს მიდგომა.

"ჩვენ არ შეგვიძლია გარანტია მივცეთ ადამიანებს, რომ ეს ეფექტური იქნება, მაგრამ დიდია ალბათობა იმისა, რომ სწორი გზით მივდივართ“, - ამბობს კურტისი.

მისივე თქმით, ტესტირების მიზანია COVID-19-ის წინააღმდეგ ადამიანის იმუნიტეტის გაძლიერება, რაც ამ ინფექციის საწინააღმდეგო კონკრეტული ვაქცინის შექმნისთვის დროის მოგების საშუალებას იძლევა. კორონავირუსის საწინააღმდეგო ახალი ვაქცინის შექმნას კი დიდი დრო სჭირდება და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით განხორციელდება და მეცნიერებს შეფერხება არ ექნებათ, ვარაუდობენ, რომ ამას ერთი წელი დასჭირდება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში "ბეცეჟე“ წლების განმავლობაში უტარდებოდათ ადამიანებს და დღესაც აცრების ეროვნულ კალენდარშია. მკლავზე ბევრ ჩვენგანს ჯერ კიდევ ეტყობა ამ აცრის კვალი...

BCG ვაქცინის კორონავირუსთან მედეგობასთან დაკავშირებით მოსაზრებები გაუჩნდათ ქართველ სპეციალისტებსაც. მაგალითად, ექიმი-პედიატრი ინგა მამუჩიშვილი წერს, რომ მაშინ როცა იტალიაში უამრავი ქართველი ემიგრანტი მუშაობს მოხუცებთან, რომლებიც კორონავირუსით ავადდებიან, ემიგრანტი ქალების ინფიცირების შემთხვევები ძალიან მცირეა, რაც შესაძლოა სწორედ საბჭოთა პერიოდში მასობრივი ვაქცინაციის ჩატარებას და განსაკუთრებით ბცჟ-ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინას უკავშირდებოდეს. თუმცა, მისივე თქმით, ამაზე უფრო ღრმა კვლევების ჩატარებაა აუცილებელი.

"პუტინი შეხვედრისას ხელს აღარავის ჩამოართმევს - მთავრობის სხდომას ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართავს"

ხედ გადაცმული მამაკაცი კორონავირუსის კარანტინის გამო არ დაუკავებიათ - რეალურად, ეს ფოტო 2016 წელსაა გადაღებული

როგორ გაიმართება წელს წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალი - ისრაელში უცხოეთიდან ჩასულებს წმინდა ცეცხლს თვითმფრინავის ბორტზე მიაწვდიან