საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორი იყო ყვავილის ვაქცინაცია საუკუნეების წინ, რომელიც მსოფლიოს წამყვან მეცნიერებს ქართველმა ექიმებმა ასწავლეს
როგორი იყო ყვავილის ვაქცინაცია საუკუნეების წინ, რომელიც მსოფლიოს წამყვან მეცნიერებს ქართველმა ექიმებმა ასწავლეს

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი აცხა­დებს, რომ COVID-19-ის წი­ნა­აღ­მდეგ ოთხი სხვა­დას­ხვა პრე­პა­რა­ტი­სა და ამ პრე­პა­რა­ტე­ბის კომ­ბი­ნა­ცი­ე­ბის ცდის პრო­ცე­დუ­რა იწყე­ბა. მისი თქმით, მსოფ­ლი­ოს ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის ვაქ­ცი­ნამ­დე 12-18 თვე აშო­რებს, ამი­ტომ, ახლა სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არე­ა­ლი კვლე­ვე­ბი და გან­ვი­თა­რე­ბაა.

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია კო­რო­ნა­ვირუ­სის ოთხი ყვე­ლა­ზე იმე­დის­მომ­ცე­მი პრე­პა­რა­ტის უპ­რე­ცე­დენ­ტო მე­გა­ტეს­ტი­რე­ბას იწყებს. ეს ის­ტო­რი­უ­ლი ცდაა, რო­მე­ლიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნად შე­ამ­ცი­რებს დროს, რო­მე­ლიც სა­ჭი­როა იმის­თვის, რომ გა­მოვ­ლინ­დეს, რო­მე­ლი წა­მა­ლი უფრო კარ­გად მუ­შა­ობს ამ ვირუს­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ამ ცდა­ში 45-ზე მეტი ქვე­ყა­ნა მო­ნა­წი­ლე­ობს და მეტ­მა ინ­ტე­რე­სი გა­მოთ­ქვა. ასე­თია მსოფ­ლიო სა­მე­დი­ცი­ნო და სა­მეც­ნი­ე­რო წრე­ე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა დღე­ის­თვის ახალ კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ხოლო რო­გორ იყო საქ­მე სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წინ, რო­დე­საც მსოფ­ლი­ოს ასე­ვე ახა­ლი ვირუ­სი ყვა­ვი­ლი უტევ­და, რას ფიქ­რობ­დნენ მეც­ნი­ე­რე­ბი, რას გვე­უბ­ნე­ბა ამა­ზე მე­დი­ცი­ნის ის­ტო­რია. AMBEBI.GE ესა­უბ­რა აკა­დე­მი­კოს რა­მაზ შენ­გე­ლი­ას, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორს:

- 1796 წელს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ედუ­არდ ჯე­ნე­რის წიგნ­ში - „ყვა­ვი­ლის აც­რის ის­ტო­რია დიდი ბრტა­ნე­თის მე­დი­ცი­ნის ის­ტო­რი­ა­ში“ - კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში ახა­ლი ერა და­ი­წყო. ნაშ­რო­მი ყვა­ვი­ლის აც­რის პრობ­ლე­მას ეხე­ბო­და, რა­მაც სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­უ­ყა­რა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს დარ­გს, იმუ­ნო­ლო­გი­ას.

- რა იყო ეს? აღ­მო­ჩე­ნა, თუ მსოფ­ლი­ოს უძ­ვე­ლეს ხალ­ხებ­ში არ­სე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის მეც­ნი­ე­რუ­ლი გა­აზ­რე­ბა?

- ჯე­ნე­რი ნა­მუშ­ვარ­ში აღ­ნიშ­ნავს მე­თო­დის უცხო­ურ წარ­მო­შო­ბას, რაც კავ­კა­სი­ის ხალ­ხებ­ში, კერ­ძოდ, ქარ­თვე­ლებ­ში ყვა­ვი­ლის აც­რის მე­თო­დის გავ­რცე­ლე­ბა­ზე მი­უ­თი­თებს, რაც პირ­ველ წყა­რო­ში ემა­ნუ­ილ თი­მო­ნის წიგნ­შია აღ­წე­რი­ლი. წიგ­ნი ჯერ კი­დევ კონ­სტან­ტი­ნე­პოლ­ში 1713 წელს გა­მო­ი­ცა. გა­ჩე­ნი­ლი ეპი­დე­მი­ის გამო, ოქსფორ­დის მე­დი­ცი­ნი­სა და ფი­ლო­სო­ფი­ის დოქ­ტო­რი, ინ­გლი­სის სა­მე­ფო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რი, ემა­ნუ­ილ თი­მო­ნი ახალ გზებს ეძებ­და უმ­ძი­მე­სი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან თა­ვის და­საღ­წე­ვად.

მან მი­მარ­თა სა­ქარ­თვე­ლო­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი აც­რის მე­თოდს, რომ­ლის შე­სას­წავ­ლა­დაც სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­აგ­ზავ­ნა ხალ­ხი

თი­მო­ნი პრაქ­ტი­კუ­ლად იყე­ნებ­და ამ მე­თოდს და ამი­ტომ მი­სე­უ­ლი აღ­წე­რი­ლო­ბა მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სოა. თი­მო­ნის თქმით, მა­სა­ლას იღებ­დნენ გა­ზა­ფხულ­ზე ან ზამ­თრის პი­რას მსუ­ბუ­ქად და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის­გან. აღე­ბულ სი­თხეს ინა­ხავ­დნენ სუფ­თა ჭურ­ჭელ­ში, თბილ ად­გი­ლას. სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ სი­თხე მიჰ­ქონ­დათ ავად­მყოფ­თან, მკლავ­ზე ან ნე­ბის­მი­ერ სხვა ად­გი­ლას კაწ­რავ­დნენ კანს და და­აწ­ვე­თებ­დნენ აღ­ნიშ­ნულ სი­თხეს. ამ ად­გილს და­ა­ფა­რებ­დნენ კაკ­ლის ნა­ჭუ­ჭს და შე­ახ­ვევ­დნენ რამ­დე­ნი­მე დღით.

ავად­მყოფს 25 დღე ენიშ­ნე­ბო­და დი­ე­ტა; არ ეჭ­მე­ბო­და ხორ­ცი და ა.შ. ავად­მყოფს აც­რი­დან ერთ კვი­რა­ში ეწყე­ბო­და და­ა­ვა­დე­ბის სრუ­ლი სუ­რა­თი, ოღონდ, ძალ­ზე იოლი ფორ­მით.

- იმა­ზე, რომ სა­ქარ­თვე­ლო იყე­ნებ­და ამ მე­თოდს, მხო­ლოდ თი­მო­ნის შრო­მა მი­უ­თი­თებს?

- 1715 წ. ექიმ­მა ია­კობ პი­ლო­რი­ნიმ ბერ­ძნუ­ლად და­ბეჭ­და წიგ­ნი, სა­დაც ავ­ტო­რი ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს უკავ­ში­რებს აღ­ნიშ­ნულ მე­თოდს. ორი­ვე წიგ­ნი ლონ­დონ­ში გა­მო­ი­ცა. პი­ლო­რი­ნიც ახორ­ცი­ე­ლებ­და ყვა­ვი­ლის აც­რას. სა­ინ­ტე­რე­სოა კონ­სტან­ტი­ნო­პოლ­ში დიდი ბრი­ტა­ნე­თის ელ­ჩის მე­უღ­ლის, მა­რია მონ­ტე­გი­უს, წე­რი­ლი (1 აპ­რი­ლი 1717 წ.) მე­გობ­რი­სად­მი.

იგი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლია გაც­ნო­ბი­ლი მე­თო­დით, რო­მელ­საც დაწ­ვრი­ლე­ბით აღ­წერს და გუ­ლის­ტკი­ვი­ლით სწერს თა­ვის მე­გო­ბარს, რომ ეში­ნია ბრი­ტა­ნე­ლი ექი­მე­ბი­სა, რად­გან ისი­ნი ზედ­მე­ტად კრი­ტი­კუ­ლად უდ­გე­ბი­ან ამ მე­თოდს, რო­მელ­საც ნაკ­ლი არ აქვს. იგი ში­შობს, რომ ად­გი­ლი ექ­ნე­ბა პრო­ფე­სი­ულ ქვე­ნა გრძნო­ბებს. თვი­თონ მას და მისი 5 წლის ვაჟს აუც­რა დოქ­ტორ­მა მეტ­ლან­დმა, რო­მელ­მაც იგი­ვე გზით მი­ი­ღო ეს ინ­ფორ­მა­ცია, რო­გორც თი­მონ­მა და პი­ლო­რი­ნიმ.

- ამ მე­თო­და­მა რო­გორ შე­აღ­წია იმ პე­რი­ოდ­ში იმ ქვეყ­ნებ­ში?

- ყველ­გან აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ინ­გლის­ში თურ­ქე­თი­დან შე­აღ­წია. ფაქ­ტია, რომ კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლი თურ­ქე­თია, ოღონდ, ის ყვა­ვი­ლის აც­რის სამ­შობ­ლო კი არა, არა­მედ ად­გი­ლია, სა­დაც ქარ­თველ­მა სა­ხალ­ხო მკურ­ნა­ლებ­მა უცხო­ელ ექი­მებს თა­ვი­ან­თი ხე­ლოვ­ნე­ბა გა­აც­ნეს. ჰან­ტე­რის ორ­ტო­მი­ან ნაშ­რომ­ში „ყვა­ვი­ლის აც­რის ის­ტო­რია დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში“, რო­მე­ლიც 1796 წელს გა­მო­ვი­და, ნათ­ქვა­მია, რომ არც თურ­ქებს და არც მონ­ღო­ლებს აც­რის შე­სა­ხებ წარ­მოდ­გე­ნა არ ჰქონ­დათ.

პი­რი­ქით, ამ მე­თო­დის სა­ყო­ველ­თაო გავ­რცე­ლე­ბის შემ­დე­გაც, ისი­ნი დიდ­ხანს უცხო­ელ ექი­მებს იწ­ვევ­დნენ ამ ღო­ნის­ძი­ე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად. მე­ი­ერ შტე­ი­ნე­გი­სა და ზუდ­ჰო­ფის ცნო­ბილ „მე­დი­ცი­ნის ის­ტო­რი­ა­ში“ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლა­დაა აღ­ნიშ­ნუ­ლი თი­მო­ნის 1713 წელს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ცნო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა იმის შე­სა­ხებ,

რომ ქარ­თვე­ლე­ბი ყვა­ვი­ლის აც­რის­თვის იყე­ნებ­დნენ ავად­მყო­ფი­სა­გან აღე­ბულ ჩირ­ქს, რომ­ლი­თაც იწ­ვევ­დნენ და­ა­ვა­დე­ბის მსუ­ბუქ ფორ­მას, რი­თაც თა­ვი­დან აცი­ლებ­დნენ ნამ­დვი­ლი ინ­ფექ­ცი­ით და­ა­ვა­დე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბას

იგი­ვე ავ­ტო­რე­ბი ასე­ვე მე­ტად აფა­სე­ბენ დიდი ბრი­ტა­ნე­თის ელ­ჩის მე­უღ­ლის, მა­რია მონ­ტე­გი­უს წვლილს ამ მე­თო­დის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის საქ­მე­ში.

ბა­ტო­ნი რა­მა­ზის მო­ნა­თხრო­ბი­დან ვი­გებთ, რომ სა­ინ­ტე­რე­სოა ასე­ვე დ-რ რა­სე­ლის მოხ­სე­ნე­ბა (1758 წ.) სა­მე­ფო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე, სა­დაც აღ­ნიშ­ნავს, რომ ყვა­ვი­ლის აც­რის მე­თოდს სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ეც­ნო. ეს მე­თო­დი აქ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ყო­ფი­ლა და ხე­ლის მტე­ვან­ზეც კი აკე­თებ­დნენ. დ-რ რა­სელს ასე­ვე მოჰ­ყავს სა­უბ­რის ში­ნა­არ­სი თურქ ქა­ლებ­თან, რო­მელ­ნიც მე­ტად შეშ­ფო­თე­ბულ­ნი იყ­ვნენ ეპი­დე­მი­ით და აც­რის შე­სა­ხებ არა­ფე­რი სმე­ნო­დათ.

ფრე­გან­გი 1812 წელს წერს: „ძვე­ლი ავ­ტო­რე­ბი ერ­თსუ­ლო­ვან­ნი არი­ან მხო­ლოდ იმა­ში, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვერ ნა­ხავ ქალს, ვი­საც რა­ი­მე კვა­ლი ეტყო­ბო­დეს გა­და­ტა­ნი­ლი ყვა­ვი­ლის... ეს მე­თო­დი ქარ­თვე­ლე­ბის მხრივ სი­ლა­მა­ზის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის სურ­ვი­ლი­თა­აო შექ­მნი­ლი“. პრო­ფე­სო­რის სა­უ­ბა­რი­დან ასე­ვე ვი­გებთ, რომ კურტ შპ­რენ­გე­ლი თა­ვის ნაშ­რომ­ში აღ­ნიშ­ნავს ხალ­ხუ­რი იმუ­ნი­ზა­ცი­ის ამ მე­თო­დის გავ­რცე­ლე­ბას უხ­სო­ვა­რი დრო­ი­დან, ხოლო, დე მოტ­რეს 1712 წელს კი თვი­თონ უნა­ხავს ეს მა­ნი­პუ­ლა­ცია ქარ­თულ სო­ფელ-ძეგ­ლებ­ში.

იო­ჰან ან­ტონ გულ­დენშტე­დტ­მა XVIII სა­უ­კუ­ნე­ში იმოგ­ზა­უ­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში. 1772 წელს აღ­წერს ყვა­ვი­ლის აც­რის პრო­ცესს და იმას, რომ აც­რას დიდ­გვა­როვ­ნებ­საც უკე­თებ­დნენ. ერეკ­ლე მე­ო­რემ მის­ცა უფ­ლე­ბა აეც­რათ მისი მე­სა­მე ვაჟი - იუ­ლო­ნი. ამას­თან, ქარ­თულ ის­ტო­რი­ოგ­რა­ფი­ა­შიც არ­სე­ბობს მო­ნა­ცე­მე­ბი დიდ­გვა­რო­ვან­თა აც­რის შე­სა­ხებ.

რო­გორც აკა­დე­მი­კო­სი გვე­უბ­ნე­ბა, რო­ტი­ზი 1829 წელს თა­ვის დღი­უ­რებ­ში წერ­და, რომ „ქარ­თვე­ლე­ბი უპი­რა­ტე­სო­ბას ყვა­ვი­ლის აც­რის ძველ მე­თო­დებს აძ­ლევ­დნენ“. ისევ თუ და­ვუბ­რუნ­დე­ბით წიგნს - „ყვა­ვი­ლის აც­რის ის­ტო­რია დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში“, ვკი­თხუ­ლობთ: „ერთ-ერთი ავ­ტო­რის - მა­ტას სი­ტყვე­ბით, უნდა ვი­ფიქ­როთ, რომ შავ ზღვა­სა და კას­პი­ის ზღვას შო­რის მოქ­ცე­უ­ლი ქვეყ­ნე­ბი არის ის ცენ­ტრი, სა­ი­და­ნაც გავ­რცელ­და ყვა­ვი­ლის აცრა.

სა­ყუ­რა­დღე­ბოა „Московские Ведомости“-ს პუბ­ლი­კა­ცია, რო­მე­ლიც ჯე­ნე­რის აღ­მო­ჩე­ნის ფიქ­სი­რე­ბამ­დე 3 წლით ადრე, 1793 წელს აუ­წყებს მკი­თხველს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­სა და ჩერ­ქე­ზეთ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ყო­ფი­ლა: „ყვა­ვი­ლის აცრა, აქე­დან გავ­რცელ­და ინ­გლის­ში, შემ­დეგ გერ­მა­ნი­ა­ში, საფ­რან­გეთ­ში, იტა­ლი­ა­სა და სხვა­გან“. ხოლო 1823 წელს ბრო­ნევ­სკი თა­ვის შრო­მა­ში: „უახ­ლე­სი გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი და ის­ტო­რი­უ­ლი ცნო­ბე­ბი კავ­კა­სი­ის შე­სა­ხებ“ წერ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვა­ვი­ლის აც­რას უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან მის­დევ­დნენ. ინო­კუ­ლა­ცი­აც (რო­მე­ლიც ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ფაქ­ტობ­რი­ვი სა­ფუძ­ვე­ლია) სა­ქარ­თვე­ლო­ში ცნო­ბი­ლი იყო უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან.

მა­გა­ლი­თად, ხევ­სუ­რეთ­ში ცხოვ­რობ­და ცნო­ბი­ლი მკურ­ნა­ლი, რო­მე­ლიც ასაც­რელ მა­სა­ლას ძრო­ხე­ბი­დან და ცხვრე­ბი­დან იღებ­და. მსგავ­სი ფაქ­ტე­ბი აღ­ნუს­ხუ­ლია სვა­ნეთ­ში და სა­ქარ­თვე­ლოს სხვა მთი­ან რე­გი­ონ­ში. ამ მხრივ ყუ­რა­დღე­ბას იმ­სა­ხუ­რებს ზ. ჭი­ჭი­ნა­ძის და ი. მა­ი­სუ­რა­ძის მო­ნა­ცე­მე­ბი, რო­მე­ლიც ეთ­ნოგ­რა­ფი­ულ მა­სა­ლას ეყ­რდნო­ბო­და და კერ­ძოდ, მეს­ხეთ­ში გავ­რცე­ლე­ბულ გვარს - ხა­რის­ჭი­რაშ­ვილს ეხე­ბა. ავ­ტო­რე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ გვა­რი (ხარი-ჭირი-შვი­ლი) პრო­ფე­სი­უ­ლია და მი­უ­თი­თებს იმ ფაქტს, რომ ამ გვა­რის მა­ტა­რე­ბე­ლი ხალ­ხი ყვა­ვილ­შეყ­რი­ლი ხა­რი­დან (ძრო­ხი­დან) იღებ­დნენ ასაც­რელ მა­სა­ლას.

ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ნაკ­ლე­ბად გავ­რცე­ლე­ბის მი­ზე­ზი მე­თო­დი­კის სირ­თუ­ლე­ში მდგო­მა­რე­ობ­და. ძნე­ლი მო­სა­ძებ­ნი იყო ყვა­ვი­ლი­ა­ნი ცხო­ვე­ლი. რო­გორც რეს­პონ­დენ­ტი რა­მაზ შენ­გე­ლია აღ­ნიშ­ნავს, მა­რია მონ­ტე­გიუ, სამ­წუ­ხა­როდ, მარ­თა­ლი აღ­მოჩ­ნდა: მეც­ნი­ერ­მა ექი­მებ­მა არ მი­ი­ღეს მე­თო­დი. მხო­ლოდ ედუ­არდ ჯე­ნე­რის ავ­ტო­რი­ტე­ტი, მისი მეც­ნი­ე­რუ­ლი ანა­ლი­ზი და წვდო­მა, ლო­გი­კა გახ­და აუ­ცი­ლე­ბე­ლი, რათა მსოფ­ლი­ოს ვა­რი­ო­ლა­ცია და ვაქ­ცი­ნა­ცია მხსნე­ლად მოვ­ლე­ნო­და.

ქარ­თველ ხალ­ხში ემ­პი­რი­უ­ლად არ­სე­ბუ­ლი, ინ­ტუ­ი­ცი­ით მიგ­ნე­ბუ­ლი გე­ნი­ა­ლუ­რი აზრი ედუ­არდ ჯე­ნე­რის კონ­გე­ნი­ა­ლურ­მა გო­ნე­ბამ მეც­ნი­ე­რულ და პრაქ­ტი­კულ ღი­რე­ბუ­ლე­ბად აქ­ცია

ჯე­ნე­რის აღ­მო­ჩე­ნის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში XIX სა­ა­უ­კი­ე­ნის და­სა­წყის­ში გა­მო­ვი­და ორი წიგ­ნი. პირ­ვე­ლი მათ­გა­ნი 1808 წელს მ. ფი­რა­ლიშ­ვი­ლის - „ღო­ნეი და შე­წევ­ნი­ლო­ბა, რომ­ლი­თაც იხ­სე­ნე­ბის ერთი ყვა­ვი­ლის სნე­უ­ლე­ბის სვრი­სა­გან, რათა აუც­რიდ­ნენ სა­ზო­გა­დოდ ყო­ველ­თა ძრო­ხის ყვა­ვი­ლი­სა“. მე­ო­რე და­წე­რი­ლია გ. ელი­ო­ზაშ­ვი­ლის მიერ 1815 წელს და გა­მო­ცე­მუ­ლია სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გში - „სწავ­ლა აც­რის­თვის წინა დამ­ცვე­ლი­სა ყვა­ვი­ლი­სა“ აქ გად­მო­ცე­მუ­ლია იმ­დრო­ინ­დე­ლი წარ­მოდ­გე­ნე­ბი ამ პრობ­ლე­მის გარ­შე­მო, მოკ­ლე­დაა მი­მო­ხი­ლუ­ლი ყვა­ვი­ლის აც­რის ის­ტო­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში, აღ­წე­რი­ლია აც­რის მე­თო­დი, ტექ­ნი­კა, გარ­თუ­ლე­ბის კლი­ნი­კუ­რი სუ­რა­თი და სხვა.

აქვე მო­წო­დე­ბუ­ლია ჯე­ნე­რის მე­თო­დის მო­დი­ფი­კა­ცია ე.წ. „ჰუ­მა­ნი­ზი­რე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნით“, მაგ­რამ ეს ახა­ლი მე­თო­დიც დიდ სირ­თუ­ლე­ებ­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და შე­უძ­ლე­ბელს ხდი­და მა­სი­ურ აც­რებს. მხო­ლოდ ნეგ­რის მიგ­ნე­ბამ 1842 წელს ხე­ლოვ­ნუ­რად ყვა­ვილ­შეყ­რი­ლი ხბო­სა­გან ვაქ­ცი­ნის მი­ღე­ბი­სა, შე­საძ­ლე­ბე­ლი გა­ხა­და აც­რე­ბი სა­ყო­ველ­თაო გამ­ხდა­რი­ყო. ამ მხრივ, სა­ინ­ტე­რე­სოა ექიმ ვო­რონ­ჩენ­კო­ვის ასე­თი ცნო­ბა: 1814-1815 წ. ყვა­ვი­ლის აცრა სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­უ­კეთ­და 2495 ბავ­შვს. თბი­ლის­ში - 1615, გორ­ში - 360, სხვა სოფ­ლებ­ში - 420. აქე­დან და­დე­ბი­თი რე­აქ­ცი­ით - 2402, რე­აქ­ცი­ის გა­რე­შე 93 (ცენ­ტრ. არ­ქი­ვის ფ. 16 საქ­მე #1785). ასე­თი მას­შტა­ბუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი იმ დრო­ი­სათ­ვის უეჭ­ველ მიღ­წე­ვად უნდა ჩა­ით­ვა­ლოს.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინი
30

დასაფასებელია ჩვენი წინაპრების გაბედულება და ჭკუა.

თაკო
32

S.O.S არ დაიჯეროთ .მე გეტყვით რატომაც.ეს სტატია მიზანმიმართულად დაიბეჭდა რომ შეგამზადონ აცრებისთვის.სინამდვილეში შეიძლება ხელოვნურად შექმნილი ყვავილი არ დაგემართოთ მაგრამ მაგ აცრას მოყვება სერიოზული კარდიო ვასკულარული გართულებები.კაცმა არ იცის ვის რა დაავადება გამოუვლინდება.ახლახანს იყო იმაზე საუბარი რომ ეგ აცრა რომელიც დიდ კვალს ტოვებს მხარზე სასიკვდილოა. არ დაღპოთ შვილები და აცრა არ გაუკეთოთ. მერე მოგიწევთ აცრიდან ათ წელწადში ექიმებთან სირბილი და წამლების სმა.ყველაფერს აცრა იწვევს .საერთოდ ვირუსებზე ყველაფერი მოგონილია ერთადერთი გზა რითაც ვრცელდება დაავადება არის სისხლთან უშუალო შეხება .სისხლში მოხვედრა.ყოველ საუკუნეში ტეხავენ როთშილდები რომლებიც ელიტისთვის გასაიდუმლოებული ნარკოტიკის დილერები არიან და ცრიან ხალხს რომ მერე დიდი ფარმაცევტული კომპანოები გამდიდრდენ .მოხდეს გენდერული აღრევა და ჰორმონალური დისბალანსი.გარემო და გენმოდიფიცირებული საკვები ასრულებს ამ ყველაფერს.ეხლა თუ ამ აცრას გაუკეთებთ.ერთი 40 წელიწადში აუტისტ და ჰორომნებ აღრეულ თაობას მიიღებთ. ასევე ბავშვებს რომლებსაც გონიათ რომ ღმერთია დამნაშავე მათ ჰორმონალურ პრობლემებში და არა სრულყოფილი შექმმა ვურჩევ დაფიქრდენ ვის აწყობს მათი სტერილიზაცია უფრო...ჰმიდიან ბავშვები ჰორმონალური პრობლემებით და ეს ენდოკრინოლოგები არც ეუბნებიან რახდება. ჯერ კიდევ არარი ბოლომდე ცნობილი რა მანქანებით ტირობენ დედას ენდოკრინულ სისტემას. აცრებინარ გაიკეთოთ და ეს კომენტარი არ დამიბლოკო მოდერატორომიმიტორო ყველამ იცის ბლოკავთ

ავტორი:

როგორი იყო ყვავილის ვაქცინაცია საუკუნეების წინ, რომელიც მსოფლიოს წამყვან მეცნიერებს ქართველმა ექიმებმა ასწავლეს

როგორი იყო ყვავილის ვაქცინაცია საუკუნეების წინ, რომელიც მსოფლიოს წამყვან მეცნიერებს ქართველმა ექიმებმა ასწავლეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტი აცხადებს, რომ COVID-19-ის წინააღმდეგ ოთხი სხვადასხვა პრეპარატისა და ამ პრეპარატების კომბინაციების ცდის პროცედურა იწყება. მისი თქმით, მსოფლიოს ახალი კორონავირუსის ვაქცინამდე 12-18 თვე აშორებს, ამიტომ, ახლა საერთაშორისო თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არეალი კვლევები და განვითარებაა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის ოთხი ყველაზე იმედისმომცემი პრეპარატის უპრეცედენტო მეგატესტირებას იწყებს. ეს ისტორიული ცდაა, რომელიც მნიშვნელოვანად შეამცირებს დროს, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ გამოვლინდეს, რომელი წამალი უფრო კარგად მუშაობს ამ ვირუსთან მიმართებაში. ამ ცდაში 45-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს და მეტმა ინტერესი გამოთქვა. ასეთია მსოფლიო სამედიცინო და სამეცნიერო წრეების დამოკიდებულება დღეისთვის ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით.

ხოლო როგორ იყო საქმე საუკუნეების წინ, როდესაც მსოფლიოს ასევე ახალი ვირუსი ყვავილი უტევდა, რას ფიქრობდნენ მეცნიერები, რას გვეუბნება ამაზე მედიცინის ისტორია. AMBEBI.GE ესაუბრა აკადემიკოს რამაზ შენგელიას, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორს:

- 1796 წელს გამოქვეყნებულ ედუარდ ჯენერის წიგნში - „ყვავილის აცრის ისტორია დიდი ბრტანეთის მედიცინის ისტორიაში“ - კაცობრიობის ისტორიაში ახალი ერა დაიწყო. ნაშრომი ყვავილის აცრის პრობლემას ეხებოდა, რამაც საფუძველი ჩაუყარა უმნიშვნელოვანეს დარგს, იმუნოლოგიას.

- რა იყო ეს? აღმოჩენა, თუ მსოფლიოს უძველეს ხალხებში არსებული გამოცდილების მეცნიერული გააზრება?

- ჯენერი ნამუშვარში აღნიშნავს მეთოდის უცხოურ წარმოშობას, რაც კავკასიის ხალხებში, კერძოდ, ქართველებში ყვავილის აცრის მეთოდის გავრცელებაზე მიუთითებს, რაც პირველ წყაროში ემანუილ თიმონის წიგნშია აღწერილი. წიგნი ჯერ კიდევ კონსტანტინეპოლში 1713 წელს გამოიცა. გაჩენილი ეპიდემიის გამო, ოქსფორდის მედიცინისა და ფილოსოფიის დოქტორი, ინგლისის სამეფო საზოგადოების წევრი, ემანუილ თიმონი ახალ გზებს ეძებდა უმძიმესი მდგომარეობიდან თავის დასაღწევად.

მან მიმართა საქართველოში გავრცელებული აცრის მეთოდს, რომლის შესასწავლადაც სპეციალურად გამოაგზავნა ხალხი

თიმონი პრაქტიკულად იყენებდა ამ მეთოდს და ამიტომ მისეული აღწერილობა მეტად საინტერესოა. თიმონის თქმით, მასალას იღებდნენ გაზაფხულზე ან ზამთრის პირას მსუბუქად დაავადებული ადამიანისგან. აღებულ სითხეს ინახავდნენ სუფთა ჭურჭელში, თბილ ადგილას. საჭიროებისამებრ სითხე მიჰქონდათ ავადმყოფთან, მკლავზე ან ნებისმიერ სხვა ადგილას კაწრავდნენ კანს და დააწვეთებდნენ აღნიშნულ სითხეს. ამ ადგილს დააფარებდნენ კაკლის ნაჭუჭს და შეახვევდნენ რამდენიმე დღით.

ავადმყოფს 25 დღე ენიშნებოდა დიეტა; არ ეჭმებოდა ხორცი და ა.შ. ავადმყოფს აცრიდან ერთ კვირაში ეწყებოდა დაავადების სრული სურათი, ოღონდ, ძალზე იოლი ფორმით.

- იმაზე, რომ საქართველო იყენებდა ამ მეთოდს, მხოლოდ თიმონის შრომა მიუთითებს?

- 1715 წ. ექიმმა იაკობ პილორინიმ ბერძნულად დაბეჭდა წიგნი, სადაც ავტორი ასევე საქართველოს უკავშირებს აღნიშნულ მეთოდს. ორივე წიგნი ლონდონში გამოიცა. პილორინიც ახორციელებდა ყვავილის აცრას. საინტერესოა კონსტანტინოპოლში დიდი ბრიტანეთის ელჩის მეუღლის, მარია მონტეგიუს, წერილი (1 აპრილი 1717 წ.) მეგობრისადმი.

იგი აღფრთოვანებულია გაცნობილი მეთოდით, რომელსაც დაწვრილებით აღწერს და გულისტკივილით სწერს თავის მეგობარს, რომ ეშინია ბრიტანელი ექიმებისა, რადგან ისინი ზედმეტად კრიტიკულად უდგებიან ამ მეთოდს, რომელსაც ნაკლი არ აქვს. იგი შიშობს, რომ ადგილი ექნება პროფესიულ ქვენა გრძნობებს. თვითონ მას და მისი 5 წლის ვაჟს აუცრა დოქტორმა მეტლანდმა, რომელმაც იგივე გზით მიიღო ეს ინფორმაცია, როგორც თიმონმა და პილორინიმ.

- ამ მეთოდამა როგორ შეაღწია იმ პერიოდში იმ ქვეყნებში?

- ყველგან აღნიშნულია, რომ ინგლისში თურქეთიდან შეაღწია. ფაქტია, რომ კონსტანტინოპოლი თურქეთია, ოღონდ, ის ყვავილის აცრის სამშობლო კი არა, არამედ ადგილია, სადაც ქართველმა სახალხო მკურნალებმა უცხოელ ექიმებს თავიანთი ხელოვნება გააცნეს. ჰანტერის ორტომიან ნაშრომში „ყვავილის აცრის ისტორია დიდ ბრიტანეთში“, რომელიც 1796 წელს გამოვიდა, ნათქვამია, რომ არც თურქებს და არც მონღოლებს აცრის შესახებ წარმოდგენა არ ჰქონდათ.

პირიქით, ამ მეთოდის საყოველთაო გავრცელების შემდეგაც, ისინი დიდხანს უცხოელ ექიმებს იწვევდნენ ამ ღონისძიების ჩასატარებლად. მეიერ შტეინეგისა და ზუდჰოფის ცნობილ „მედიცინის ისტორიაში“ განსაკუთრებულადაა აღნიშნული თიმონის 1713 წელს გამოქვეყნებული ცნობის მნიშვნელობა იმის შესახებ,

რომ ქართველები ყვავილის აცრისთვის იყენებდნენ ავადმყოფისაგან აღებულ ჩირქს, რომლითაც იწვევდნენ დაავადების მსუბუქ ფორმას, რითაც თავიდან აცილებდნენ ნამდვილი ინფექციით დაავადების საშიშროებას

იგივე ავტორები ასევე მეტად აფასებენ დიდი ბრიტანეთის ელჩის მეუღლის, მარია მონტეგიუს წვლილს ამ მეთოდის პოპულარიზაციის საქმეში.

ბატონი რამაზის მონათხრობიდან ვიგებთ, რომ საინტერესოა ასევე დ-რ რასელის მოხსენება (1758 წ.) სამეფო საზოგადოების წინაშე, სადაც აღნიშნავს, რომ ყვავილის აცრის მეთოდს საქართველოში გაეცნო. ეს მეთოდი აქ გავრცელებული ყოფილა და ხელის მტევანზეც კი აკეთებდნენ. დ-რ რასელს ასევე მოჰყავს საუბრის შინაარსი თურქ ქალებთან, რომელნიც მეტად შეშფოთებულნი იყვნენ ეპიდემიით და აცრის შესახებ არაფერი სმენოდათ.

ფრეგანგი 1812 წელს წერს: „ძველი ავტორები ერთსულოვანნი არიან მხოლოდ იმაში, რომ საქართველოში ვერ ნახავ ქალს, ვისაც რაიმე კვალი ეტყობოდეს გადატანილი ყვავილის... ეს მეთოდი ქართველების მხრივ სილამაზის შენარჩუნების სურვილითააო შექმნილი“. პროფესორის საუბარიდან ასევე ვიგებთ, რომ კურტ შპრენგელი თავის ნაშრომში აღნიშნავს ხალხური იმუნიზაციის ამ მეთოდის გავრცელებას უხსოვარი დროიდან, ხოლო, დე მოტრეს 1712 წელს კი თვითონ უნახავს ეს მანიპულაცია ქართულ სოფელ-ძეგლებში.

იოჰან ანტონ გულდენშტედტმა XVIII საუკუნეში იმოგზაურა საქართველოში. 1772 წელს აღწერს ყვავილის აცრის პროცესს და იმას, რომ აცრას დიდგვაროვნებსაც უკეთებდნენ. ერეკლე მეორემ მისცა უფლება აეცრათ მისი მესამე ვაჟი - იულონი. ამასთან, ქართულ ისტორიოგრაფიაშიც არსებობს მონაცემები დიდგვაროვანთა აცრის შესახებ.

როგორც აკადემიკოსი გვეუბნება, როტიზი 1829 წელს თავის დღიურებში წერდა, რომ „ქართველები უპირატესობას ყვავილის აცრის ძველ მეთოდებს აძლევდნენ“. ისევ თუ დავუბრუნდებით წიგნს - „ყვავილის აცრის ისტორია დიდ ბრიტანეთში“, ვკითხულობთ: „ერთ-ერთი ავტორის - მატას სიტყვებით, უნდა ვიფიქროთ, რომ შავ ზღვასა და კასპიის ზღვას შორის მოქცეული ქვეყნები არის ის ცენტრი, საიდანაც გავრცელდა ყვავილის აცრა.

საყურადღებოა „Московские Ведомости“-ს პუბლიკაცია, რომელიც ჯენერის აღმოჩენის ფიქსირებამდე 3 წლით ადრე, 1793 წელს აუწყებს მკითხველს, რომ საქართველოსა და ჩერქეზეთში გავრცელებული ყოფილა: „ყვავილის აცრა, აქედან გავრცელდა ინგლისში, შემდეგ გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიასა და სხვაგან“. ხოლო 1823 წელს ბრონევსკი თავის შრომაში: „უახლესი გეოგრაფიული და ისტორიული ცნობები კავკასიის შესახებ“ წერდა, რომ საქართველოში ყვავილის აცრას უძველესი დროიდან მისდევდნენ. ინოკულაციაც (რომელიც ვაქცინაციის ფაქტობრივი საფუძველია) საქართველოში ცნობილი იყო უძველესი დროიდან.

მაგალითად, ხევსურეთში ცხოვრობდა ცნობილი მკურნალი, რომელიც ასაცრელ მასალას ძროხებიდან და ცხვრებიდან იღებდა. მსგავსი ფაქტები აღნუსხულია სვანეთში და საქართველოს სხვა მთიან რეგიონში. ამ მხრივ ყურადღებას იმსახურებს ზ. ჭიჭინაძის და ი. მაისურაძის მონაცემები, რომელიც ეთნოგრაფიულ მასალას ეყრდნობოდა და კერძოდ, მესხეთში გავრცელებულ გვარს - ხარისჭირაშვილს ეხება. ავტორები ამტკიცებენ, რომ გვარი (ხარი-ჭირი-შვილი) პროფესიულია და მიუთითებს იმ ფაქტს, რომ ამ გვარის მატარებელი ხალხი ყვავილშეყრილი ხარიდან (ძროხიდან) იღებდნენ ასაცრელ მასალას.

ვაქცინაციის ნაკლებად გავრცელების მიზეზი მეთოდიკის სირთულეში მდგომარეობდა. ძნელი მოსაძებნი იყო ყვავილიანი ცხოველი. როგორც რესპონდენტი რამაზ შენგელია აღნიშნავს, მარია მონტეგიუ, სამწუხაროდ, მართალი აღმოჩნდა: მეცნიერმა ექიმებმა არ მიიღეს მეთოდი. მხოლოდ ედუარდ ჯენერის ავტორიტეტი, მისი მეცნიერული ანალიზი და წვდომა, ლოგიკა გახდა აუცილებელი, რათა მსოფლიოს ვარიოლაცია და ვაქცინაცია მხსნელად მოვლენოდა.

ქართველ ხალხში ემპირიულად არსებული, ინტუიციით მიგნებული გენიალური აზრი ედუარდ ჯენერის კონგენიალურმა გონებამ მეცნიერულ და პრაქტიკულ ღირებულებად აქცია

ჯენერის აღმოჩენის შემდეგ საქართველოში XIX სააუკიენის დასაწყისში გამოვიდა ორი წიგნი. პირველი მათგანი 1808 წელს მ. ფირალიშვილის - „ღონეი და შეწევნილობა, რომლითაც იხსენების ერთი ყვავილის სნეულების სვრისაგან, რათა აუცრიდნენ საზოგადოდ ყოველთა ძროხის ყვავილისა“. მეორე დაწერილია გ. ელიოზაშვილის მიერ 1815 წელს და გამოცემულია სანკტ-პეტერბურგში - „სწავლა აცრისთვის წინა დამცველისა ყვავილისა“ აქ გადმოცემულია იმდროინდელი წარმოდგენები ამ პრობლემის გარშემო, მოკლედაა მიმოხილული ყვავილის აცრის ისტორია საქართველოში, აღწერილია აცრის მეთოდი, ტექნიკა, გართულების კლინიკური სურათი და სხვა.

აქვე მოწოდებულია ჯენერის მეთოდის მოდიფიკაცია ე.წ. „ჰუმანიზირებული ვაქცინით“, მაგრამ ეს ახალი მეთოდიც დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული და შეუძლებელს ხდიდა მასიურ აცრებს. მხოლოდ ნეგრის მიგნებამ 1842 წელს ხელოვნურად ყვავილშეყრილი ხბოსაგან ვაქცინის მიღებისა, შესაძლებელი გახადა აცრები საყოველთაო გამხდარიყო. ამ მხრივ, საინტერესოა ექიმ ვორონჩენკოვის ასეთი ცნობა: 1814-1815 წ. ყვავილის აცრა საქართველოში გაუკეთდა 2495 ბავშვს. თბილისში - 1615, გორში - 360, სხვა სოფლებში - 420. აქედან დადებითი რეაქციით - 2402, რეაქციის გარეშე 93 (ცენტრ. არქივის ფ. 16 საქმე #1785). ასეთი მასშტაბური მონაცემები იმ დროისათვის უეჭველ მიღწევად უნდა ჩაითვალოს.