ავტორი:

"სიკვდილიანობის მაჩვენებელი, სავარაუდოდ, პიკს ორ კვირაში მიაღწევს" - ტრამპი კორონავირუსის გამო შეზღუდვებს აპრილის ბოლომდე ახანგრძლივებს

"სიკვდილიანობის მაჩვენებელი, სავარაუდოდ, პიკს ორ კვირაში მიაღწევს" - ტრამპი კორონავირუსის გამო შეზღუდვებს აპრილის ბოლომდე ახანგრძლივებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების 30 აპრილამდე გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო.

„სიკვდილიანობის მაჩვენებელი, სავარაუდოდ, პიკს ორ კვირაში მიაღწევს. ამიტომ გაიდლაინებს ვახანგრძლივებთ, არაფერი იქნება იმაზე უარესი, ვიდრე გამოაცხადო გამარჯვება, ვიდრე ამ გამარჯვებას მიაღწევ,“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა აშშ-ში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად მიღებული ზომები, მათ შორის სოციალური დისტანცირება, ვირუსზე გამარჯვვების გზაა. დონალდ ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ სოციალური დისტანცირების გახანგრძლივების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გაიგო, რომ „თუკი ამ ყველაფერს არ განვახორციელებდით, შესაძლო იყო, 2,2 მილიონი ადამიანი დაღუპულიყო, ახლა კი გაცილებით მცირე რიცხვი გვექნება.“

„რაც უფრო კარგად იმოქმედებთ, მით უფრო მალე დამთავრდება ეს კოშმარი,“ - მიმართა დონალდ ტრამპმა ამერიკელებს.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას სურდა, ქვეყანა აღდგომამდე, ანუ აპრილის შუა რიცხვებამდე გახსნილიყო და ჩვეულ რეჟიმს დაბრუნებოდა. პრეზიდენტის ამ განცხადებას ქვეყანაში მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში ახალი კორონავირუსის 141 000 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 2 460-ია.

ექიმს, რომელსაც გასულ კვირას ვლადიმერ პუტინი ესტუმრა, კორონავირუსი დაუდგინდა

"არსენალის" მწვრთნელის რჩევები, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა

კორონავირუსის ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლი ევროპაში - ბელგიაში 12 წლის გოგონა გარდაიცვალა