ფილიპინებზე ავიაკომპანია Lion Air-ის კუთვნილმა თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, რომელიც ტოკიოს მიმართულებით ასრულებდა რეისს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
მათი ცნობით, თვითმფრინავს მანილას აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზე ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც ის აფეთქდა.
ბორტზე ექვსი მგზავრი და ეკიპაჟის ორი წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა.
აღსანიშნავია, რომ თვითმფრინავში იყო კანადის მოქალაქე, რომელსაც მკურნალობა ესაჭიროებოდა.