ავტორი:

მოსკოვში სავალდებულო თვითიზოლაციის რეჟიმი გამოცხადდა

მოსკოვში სავალდებულო თვითიზოლაციის რეჟიმი გამოცხადდა

მოსკოვში სრული თვითიზოლაციის რეჟიმი გამოცხადდა. რუსული მედიის ინფორმაციით, აღნიშნული რეჟიმი გულისხმობს ქალაქის ყველა მცხოვრებლისთვის სავალდებულო თვითიზოლაციას. აკრძალულია საცხოვრებელი სახლის დატოვება გარდა იმ სამედიცინო აუცილებლობის შემთხვევებისა, ან/და თუ კონკრეტული პირის სიცოცხლეს საფრთხე ექმნება.

ნებადართულია ასევე უახლოეს მაღაზიასა თუ აფთიაქში წასვლა, ცხოველის გასეირნება და ნაგვის გადაყრა. დანარჩენ შემთხვევაში მოქალაქეებს ქუჩაში გასვლის უფლება მხოლოდ სპეციალური საშვით ექნებათ.

“მომდევნო კვირაში მოხდება ჭკვიანი სისტემების დამონტაჟება, რომელიც აკონტროლებს მოქალაქეების მიერ რეჟიმის შესრულებას და მოქალაქეების გადაადგილების დადგენილ წესებს“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის, რუსეთში ახალი კორონავირუსის 1 534 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.

იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 756 ადამიანი დაიღუპა

ათონის მთის მონაზონი კორონავირუსით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მონასტერი კი მომლოცველებისთვის დაიხურა

პატრიარქი კირილი მრევლს - "თავი შეიკავეთ ტაძრებში სიარულისგან"