იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 756-ით გაიზარდა. ქვეყანაში დაინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა კი 5 217 დაფიქსირდა. შესაბამისად, იტალიაში საერთო ჯამში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 97 689-ს შეადგენს, ვირუსით გარდაცვლილია სულ 10 779 ადამიანი.
ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე გამოჯანმრთელდა 13 030 ადამიანი.