მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პატრიარქი კირილი მრევლს - "თავი შეიკავეთ ტაძრებში სიარულისგან"
პატრიარქი კირილი მრევლს - "თავი შეიკავეთ ტაძრებში სიარულისგან"

მოს­კო­ვი­სა და სრუ­ლი­ად რუ­სე­თის პატ­რი­არ­ქი კი­რი­ლი კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის გამო, მრევლს მო­უ­წო­დებს, თავი შე­ი­კა­ვონ ტაძ­რებ­ში სი­ა­რუ­ლის­გან. ამის შე­სა­ხებ რუ­სუ­ლი მე­დია იუ­წყე­ბა.

„თავი შე­ი­კა­ვეთ ტაძ­რებ­ში სი­ა­რუ­ლის­გან. მე ამას არა­სო­დეს ვი­ტყო­დი, რომ არა გა­სა­ო­ცა­რი, წმინ­და მა­გა­ლი­თი მა­რი­ამ მეგ­ვიპ­ტე­ლი­სა“, - გა­ნა­ცხა­და პატ­რი­არ­ქმა მა­ცხოვ­რის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძარ­ში ქა­და­გე­ბი­სას.

მისი თქმით, მა­რი­ამ მეგ­ვიპ­ტე­ლის მა­გა­ლი­თი მოწ­მობს, რომ ტა­ძარ­ში მი­უს­ვლე­ლა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლია ცხონ­დე.

რუ­სე­თის ეკ­ლე­სი­ის მე­თა­ურ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ არ­სე­ბობს ეპი­დე­მი­ის ძა­ლი­ან დიდი საფრ­თხე და სა­ხი­ფა­თო ვირუ­სის პან­დე­მი­აც კი, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა, რუ­სეთ­საც შე­ე­ხოს.

მისი თქმით, რუ­სე­ბი, ჯერ კი­დევ, სრუ­ლად ვერ აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ, რა ხდე­ბა იტა­ლი­ა­ში და სხვა ქვეყ­ნებ­ში, რომ­ლე­ბიც მეტ-ნაკ­ლე­ბად არი­ან კო­რო­ნა­ვირუ­სის ინ­ფექ­ცი­ით და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი.

„ეკ­ლე­სია მო­გი­წო­დებთ, აი­ღოთ სა­კუ­თარ თავ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რომ მკაც­რად შე­ას­რუ­ლოთ ყვე­ლა წესი, რო­მელ­საც გვთა­ვა­ზობს რუ­სე­თის სა­ნი­ტა­რუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. მო­დით, ავი­ღოთ სა­კუ­თარ თავ­ზე გმი­რო­ბა, რომ არ გა­ვი­დეთ სახ­ლე­ბი­დან, რო­გორც ეს გმი­რო­ბა აიღო სა­კუ­თარ თავ­ზე წმინ­და მა­რი­ამ მეგ­ვიპ­ტელ­მა, რო­მე­ლიც არ გა­დი­ო­და უდაბ­ნო­დან მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მას ძა­ლი­ან სწყუ­რო­და“, - გა­ნა­ცხა­და პატ­რი­არ­ქმა კი­რილ­მა.

ცნო­ბის­თვის, რუ­სეთ­ში დღე­ის­თვის კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ა­ვა­დე­ბუ­ლია 1534 ადა­მი­ა­ნი.

Tsiko
28

არ იაროთ ტაძრებში და რაც შეიძლება მეტი მოწიეთ, რომ ბიზნესი არ ჩაუვარდეს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

პატრიარქი კირილი მრევლს - "თავი შეიკავეთ ტაძრებში სიარულისგან"

პატრიარქი კირილი მრევლს - "თავი შეიკავეთ ტაძრებში სიარულისგან"

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო, მრევლს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ტაძრებში სიარულისგან. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

„თავი შეიკავეთ ტაძრებში სიარულისგან. მე ამას არასოდეს ვიტყოდი, რომ არა გასაოცარი, წმინდა მაგალითი მარიამ მეგვიპტელისა“, - განაცხადა პატრიარქმა მაცხოვრის სახელობის ტაძარში ქადაგებისას.

მისი თქმით, მარიამ მეგვიპტელის მაგალითი მოწმობს, რომ ტაძარში მიუსვლელადაც შესაძლებელია ცხონდე.

რუსეთის ეკლესიის მეთაურმა განაცხადა, რომ არსებობს ეპიდემიის ძალიან დიდი საფრთხე და სახიფათო ვირუსის პანდემიაც კი, რომელიც შესაძლოა, რუსეთსაც შეეხოს.

მისი თქმით, რუსები, ჯერ კიდევ, სრულად ვერ აცნობიერებენ, რა ხდება იტალიაში და სხვა ქვეყნებში, რომლებიც მეტ-ნაკლებად არიან კორონავირუსის ინფექციით დაზარალებული.

„ეკლესია მოგიწოდებთ, აიღოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, რომ მკაცრად შეასრულოთ ყველა წესი, რომელსაც გვთავაზობს რუსეთის სანიტარული ხელისუფლება. მოდით, ავიღოთ საკუთარ თავზე გმირობა, რომ არ გავიდეთ სახლებიდან, როგორც ეს გმირობა აიღო საკუთარ თავზე წმინდა მარიამ მეგვიპტელმა, რომელიც არ გადიოდა უდაბნოდან მიუხედავად იმისა, რომ მას ძალიან სწყუროდა“, - განაცხადა პატრიარქმა კირილმა.

ცნობისთვის, რუსეთში დღეისთვის კორონავირუსით დაავადებულია 1534 ადამიანი.

ესპანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 9000 შემთხვევა დაფიქსირდა

ჭარბწონიანობა კორონავირუსის გართულების რისკს ზრდის - მედიკოსების დასკვნა

მალავს თუ არა ჩინეთი COVID-19-ით გარდაცვლილთა რეალურ სტატისტიკას? - "ყოველდღე 3 500 ყუთი სჭირდებოდათ გარდაცვლილთა ფერფლისთვის"