მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 125 ფაქტი გამოვლინდა, დაჯარიმდა 96 მოქალაქე - ბრიფინგი შსს-ში
ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 125 ფაქტი გამოვლინდა, დაჯარიმდა 96 მოქალაქე - ბრიფინგი შსს-ში

ბოლო 24 სა­ათ­ში სა­ჯა­რო სივ­რცე­ში 10-ზე მეტი პი­რის შეკ­რე­ბის გამო 96 მო­ქა­ლა­ქე და­ჯა­რიმ­და, - ამის შე­სა­ხებ შსს-ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ ვლა­დი­მერ ბორ­ცვა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, მთლი­ა­ნო­ბა­ში ბოლო 24 სა­ათ­ში ქვე­ყა­ნა­ში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის რე­ჟი­მის დარ­ღვე­ვის 125 ფაქ­ტია გა­მოვ­ლე­ნი­ლი.

„შსს-ის მიერ გა­ტა­რე­ბუ­ლი მკაც­რი მო­ნი­ტო­რინ­გის შე­დე­გად ბოლო 24 სა­ათ­ში ქვეყ­ნის მას­შტა­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა რე­გი­ონ­ში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის რე­ჟი­მის დარ­ღვე­ვის 125 ფაქ­ტი გა­მოვ­ლინ­და.

96 მო­ქა­ლა­ქე და­ჯა­რიმ­და სა­ჯა­რო სივ­რცე­ში 10-ზე მეტი პი­რის შეკ­რე­ბის გამო. 3 იუ­რი­დი­უ­ლი ხოლო 8 ფი­ზი­კუ­რი პირი და­ჯა­რიმ­და ეკო­ნო­მი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის დარ­ღვე­ვის გამო. მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სით მგზავ­რე­ბის სა­ქა­ლაქთ­რა­შო­რი­სო გა­დაყ­ვა­ნის ფაქ­ტზე და­ჯა­რიმ­და 5 პირი, ხოლო იზო­ლა­ცი­ი­სა და კა­რან­ტი­ნის წე­სის დარ­ღვე­ვა­ზე 13 მო­ქა­ლა­ქე და­ჯა­რიმ­და.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მო­უ­წო­დებს მო­ქა­ლა­ქე­ებს, და­იც­ვან სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბით და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ზო­მე­ბი. კი­დევ ერთხელ შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის რე­ჟი­მის დარ­ღვე­ვა იწ­ვევს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას – ფი­ზი­კუ­რი პი­რის და­ჯა­რი­მე­ბას 3 000 ლა­რით, ხოლო იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის - 15 000 ლა­რით. გან­მე­ო­რე­ბით სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის რე­ჟი­მის დარ­ღვე­ვა წარ­მო­ად­გენს სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­ულს და ით­ვა­ლის­წი­ნებს 3 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას,“- გა­ნა­ცხა­და ბოც­ვა­ძემ.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით გა­ნაგ­რძობს 24 - სა­ა­თი­ან სა­გან­გე­ბო რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბას.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის დეკ­რე­ტი­სა და მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბით, სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის ვა­დით, და­წე­სე­ბუ­ლია სხვა­დას­ხვა შე­ზღუდ­ვე­ბი, მათ შო­რის: აიკ­რძა­ლა სა­ჯა­რო სივ­რცე­ში 10 პირ­ზე მეტი ადა­მი­ა­ნის შეკ­რე­ბა; იმ ობი­ექ­ტებ­ში, რო­მელ­თა მუ­შა­ო­ბაც არ შე­ჩე­რე­ბუ­ლა, დად­გინ­და 2-მეტ­რი­ა­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­ის დაც­ვის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა; მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით შე­ჩერ­და ავ­ტო­ბუ­სე­ბი­თა და მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბით მგზავ­რთა სა­ქა­ლაქთა­შო­რი­სო გა­დაყ­ვა­ნა; და­წეს­და შე­ზღუდ­ვე­ბი ეკო­ნო­მი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე; აიკ­რძა­ლა სა­კა­რან­ტი­ნო ზო­ნე­ბის თვით­ნე­ბუ­რი და­ტო­ვე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
stalini
48

ამათ ფულის შონის კარგი გზა იპოვეს.....

გიო
11

არჩევნები იქნება ამ ქვეყანაში და ვინ დაჯარიმდება მერე ვნახოთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 125 ფაქტი გამოვლინდა, დაჯარიმდა 96 მოქალაქე - ბრიფინგი შსს-ში

ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 125 ფაქტი გამოვლინდა, დაჯარიმდა 96 მოქალაქე - ბრიფინგი შსს-ში

ბოლო 24 საათში საჯარო სივრცეში 10-ზე მეტი პირის შეკრების გამო 96 მოქალაქე დაჯარიმდა, - ამის შესახებ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მთლიანობაში ბოლო 24 საათში ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 125 ფაქტია გამოვლენილი.

„შსს-ის მიერ გატარებული მკაცრი მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით საქართველოს ყველა რეგიონში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 125 ფაქტი გამოვლინდა.

96 მოქალაქე დაჯარიმდა საჯარო სივრცეში 10-ზე მეტი პირის შეკრების გამო. 3 იურიდიული ხოლო 8 ფიზიკური პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის გამო. მიკროავტობუსით მგზავრების საქალაქთრაშორისო გადაყვანის ფაქტზე დაჯარიმდა 5 პირი, ხოლო იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევაზე 13 მოქალაქე დაჯარიმდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის - 15 000 ლარით. განმეორებით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ითვალისწინებს 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას,“- განაცხადა ბოცვაძემ.

შსს-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით განაგრძობს 24 - საათიან საგანგებო რეჟიმში მუშაობას.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტისა და მთავრობის დადგენილებით, საგანგებო მდგომარეობის ვადით, დაწესებულია სხვადასხვა შეზღუდვები, მათ შორის: აიკრძალა საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტი ადამიანის შეკრება; იმ ობიექტებში, რომელთა მუშაობაც არ შეჩერებულა, დადგინდა 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვის ვალდებულება; მთელი ქვეყნის მასშტაბით შეჩერდა ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანა; დაწესდა შეზღუდვები ეკონომიკურ საქმიანობაზე; აიკრძალა საკარანტინო ზონების თვითნებური დატოვება.

როგორ ვმართოთ სტრესი თვითიზოლაციის დროს და დავიცვათ თავი ძალადობისგან - ფსიქიატრის რეკომენდაციები

შსს-ს სახელით მოქალაქეებს მესიჯები მიუვიდათ - რა განცხადებას ავრცელებს სამინისტრო

"პატიმარი ერთვება ციხიდან, ადვოკატი ოფისიდან, მოსამართლე დარბაზიდან" - როგორ აფასებენ დისტანციურ სასამართლო პროცესებს უფლებადამცველები