ჰოლანდიის მთავრობა ჩინეთიდან შეძენილ 600 000 პირბადეს საავადმყოფოებიდან გამოიწვევს, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც ინსპექტირების შედეგად აღმოჩნდა, რომ ჩინეთიდან შეძენილი 1,3 მილიონი ოდენობის FFP2 ტიპის სამედიცინო პირბადე ხარისხის საჭირო ნორმებს ვერ აკმაყოფილებს. კერძოდ, შემოწმებამ აჩვენა, რომ პირბადეებს ფილტრის მემბრანები დაზიანებული აქვთ, შესაბამისად, ისინი ადამიანის ვირუსისგან დაცვას ვერ უზრუნველყოფენ.
მთავრობა შეძენილი პარტიიდან ნაწილს, 600 000 პირბადეს, რომლებიც საავადმყოფოებში უკვე დარიგებულია, უკან გამოიწვევს, დანარჩენს კი აღარ გამოიყენებს.