საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კარანტინი მდიდრულ სასტუმროში ჰარემთან ერთად - როგორი იზოლაცია მოიწყო ტაილანდის მეფემ
კარანტინი მდიდრულ სასტუმროში ჰარემთან ერთად - როგორი იზოლაცია მოიწყო ტაილანდის მეფემ

ტა­ი­ლან­დის მეფე, მაჰა ვა­ჩი­რა­ლონგკორ­ნი, კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო, მდიდ­რულ სას­ტუმ­რო­ში იზო­ლა­ცი­ა­შია. მისი იზო­ლი­რე­ბა არა­ვის გა­აკ­ვირ­ვებ­და, რომ არა ერთი გა­რე­მო­ე­ბა - იზო­ლა­ცი­ა­ში ის გერ­მა­ნი­ა­ში, სა­კუ­რორ­ტო ქა­ლაქ გარ­მიშ-პარ­ტენ­კირ­ხე­ნის სას­ტუმ­რო­ში 20 ქალ­თან ერ­თა­დაა. ამის შე­სა­ხებ Independent წერს.

მაჰა ვა­ჩი­რა­ლონგკორ­ნიმ, იგი­ვე რამა X-მ სას­ტუმ­რო Grand Hotel Sonnenbichl მთლი­ა­ნად და­ჯავ­შნა და რო­გორც "ინ­დე­ფენ­დენ­თი“ წერს, 20 ქა­ლი­ა­ნი ჰა­რე­მის გარ­და იქ 67 წლის მე­ფის ათო­ბით მსა­ხუ­რიც იმ­ყო­ფე­ბა.

უც­ნო­ბია, ახ­ლავს თუ არა მე­ფეს თან თა­ვი­სი ოთხი ცოლი.

სა­კუ­რორ­ტო ქა­ლაქ გარ­მიშ-პარ­ტენ­კირ­ხენ­ში, კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო, და­კე­ტი­ლია სას­ტუმ­რო­ე­ბი და თავ­შეყ­რის ადი­ლე­ბი, თუმ­ცა დარ­ჩე­ნი­ლია მხო­ლოდ Grand Hotel Sonnenbichl, რად­გა­ნაც, რო­გორ ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, იქ "გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სტუმ­რე­ბი ცხოვ­რო­ბენ“.

მე­ფის ამ­გვა­რი იზო­ლა­ცი­ის ამ­ბავ­მა ტა­ი­ლან­დე­ლი ხალ­ხი ძა­ლი­ან გა­აბ­რა­ზა. ისი­ნი მე­ფეს აკ­რი­ტი­კე­ბენ და სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში მისი მი­სა­მარ­თით უამ­რავ უარ­ყო­ფით სტა­ტუს­სა და კო­მენ­ტარს წე­რენ.

"რაში გვჭირ­დე­ბა მეფე?“ - ამ ჰეშ­თე­გის გარ­შე­მო Twitter-ზე 24 სა­ათ­ში 1.2 მი­ლი­ო­ნი ტა­ი­ლან­დე­ლი გა­ერ­თი­ან­და. ისი­ნი მე­ფეს სას­ტი­კად აკ­რი­ტი­კე­ბენ.

ტა­ი­ლან­დში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რი­ცხვი 1 388-ს აღ­წევს, გარ­დაც­ვლი­ლია 7 ადა­მი­ა­ნი, ხოლო 97 პა­ცი­ენ­ტი გა­მო­ჯან­მრთელ­და.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
:)
3

ამ მეფეს არ უწერია დიდი დღე. რომ ჩავა თავის ქვეყანაში, იქ დახვდება რაც დახვდება....

ნნკკ
0

ჭკუაზე არაა კაცი 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

კარანტინი მდიდრულ სასტუმროში ჰარემთან ერთად - როგორი იზოლაცია მოიწყო ტაილანდის მეფემ

კარანტინი მდიდრულ სასტუმროში ჰარემთან ერთად - როგორი იზოლაცია მოიწყო ტაილანდის მეფემ

ტაილანდის მეფე, მაჰა ვაჩირალონგკორნი, კორონავირუსის გამო, მდიდრულ სასტუმროში იზოლაციაშია. მისი იზოლირება არავის გააკვირვებდა, რომ არა ერთი გარემოება - იზოლაციაში ის გერმანიაში, საკურორტო ქალაქ გარმიშ-პარტენკირხენის სასტუმროში 20 ქალთან ერთადაა. ამის შესახებ Independent წერს.

მაჰა ვაჩირალონგკორნიმ, იგივე რამა X-მ სასტუმრო Grand Hotel Sonnenbichl მთლიანად დაჯავშნა და როგორც "ინდეფენდენთი“ წერს, 20 ქალიანი ჰარემის გარდა იქ 67 წლის მეფის ათობით მსახურიც იმყოფება.

უცნობია, ახლავს თუ არა მეფეს თან თავისი ოთხი ცოლი.

საკურორტო ქალაქ გარმიშ-პარტენკირხენში, კორონავირუსის გამო, დაკეტილია სასტუმროები და თავშეყრის ადილები, თუმცა დარჩენილია მხოლოდ Grand Hotel Sonnenbichl, რადგანაც, როგორ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, იქ "განსაკუთრებული სტუმრები ცხოვრობენ“.

მეფის ამგვარი იზოლაციის ამბავმა ტაილანდელი ხალხი ძალიან გააბრაზა. ისინი მეფეს აკრიტიკებენ და სოციალურ ქსელებში მისი მისამართით უამრავ უარყოფით სტატუსსა და კომენტარს წერენ.

"რაში გვჭირდება მეფე?“ - ამ ჰეშთეგის გარშემო Twitter-ზე 24 საათში 1.2 მილიონი ტაილანდელი გაერთიანდა. ისინი მეფეს სასტიკად აკრიტიკებენ.

ტაილანდში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1 388-ს აღწევს, გარდაცვლილია 7 ადამიანი, ხოლო 97 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

როგორ ცხოვრობს მსოფლიოში ყველაზე მდიდარი მეფე - გაიცანით სკანდალური და ექსტრავაგანტული რამა X

"გამარჯვების მემკვიდრეებად ყოფნის პრეტენზიები ვერ გაამართლებს დღევანდელ "გამარჯვებებს" უკრაინის და საქართველოს ტერიტორიების ანექსიაში" - ლინას ლინკევიჩუსი რუსეთზე

ინდოეთში COVID-19-ით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა