სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ღონისძიებები მკაცრდება - გუბერნატორი
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ღონისძიებები მკაცრდება - გუბერნატორი

სა­მეგ­რე­ლო -ზემო სვა­ნეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის­თვის გა­სა­ტა­რე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი მკაცრ­დე­ბა, ჩერ­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი, მუ­შა­ო­ბას იწყე­ბენ პო­ლი­ცი­ის, სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის და ჯან­დაც­ვის სფე­როს ერ­თობ­ლი­ვი ჯგუ­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც იმ მო­ქა­ლა­ქე­ებს გა­ა­კონ­ტრო­ლე­ბენ ვინც რე­კო­მენ­და­ცი­ებს არა ას­რუ­ლებს, გა­და­უ­დე­ბე­ლი შემ­თხვე­ვის გარ­და არა­ვინ არ უნდა მოძ­რა­ობ­დეს ქა­ლაქ­სა და სოფ­ლებ­ში, - ამის შე­სა­ხებ სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბულ­მა ალექ­სან­დრე მო­წე­რე­ლი­ამ გა­ნა­ცხა­და.

"29 მარ­ტი­დან ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი, რო­მე­ლიც მოძ­რა­ობ­და ჩვენს რე­გი­ონ­ში მთლი­ა­ნად შე­წყვეტს მოძ­რა­ო­ბას. შე­იქ­მნე­ბა მო­ბი­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბი­ან ჯან­დაც­ვის სფე­როს, პო­ლი­ცი­ის და სამ­ხედ­რო ძა­ლის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბით. ჯგუ­ფე­ბი მუ­შა­ო­ბას და­ი­წყე­ბენ უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში, შე­იქ­მნე­ბა ბლოკ-პოს­ტე­ბი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის შე­სას­ვლელ-გა­სას­ვლე­ლებ­თან.

ყვე­ლა ავ­ტო­მო­ბი­ლი, სა­დაც იქ­ნე­ბა 3 პი­როვ­ნე­ბა­ზე მეტი აუ­ცი­ლებ­ლად შე­ჩე­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. მან­ქა­ნებ­ში ყვე­ლა უნდა იჯ­დეს პირ­ბა­დით, ჩვენ ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს გა­ვაც­ნობთ რე­კო­მენ­და­ცი­ებს. ჯგუ­ფე­ბი გა­ა­კონ­ტრო­ლე­ბენ იმ მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლე­ბიც არ იცა­ვენ რე­კო­მენ­და­ცი­ებს, გა­და­უ­დე­ბე­ლი შემ­თხვე­ვის გარ­და არა­ვინ არ უნდა მოძ­რა­ობ­დეს ქა­ლაქ­სა თუ სოფ­ლად!

ჩვენ ამ ზო­მებს ვი­ღებთ იმის გამო, რომ არ­სე­ბობს მო­სა­ლოდ­ნე­ლი რის­კე­ბი. ჩვენ გვყავს ერთი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტი ზუგ­დიდ­ში, თუმ­ცა ყო­ველ­დღე, ყო­ველ წუთს ჩვენ ვე­ლო­დე­ბით სხვა ახალ შემ­თხვე­ვებს, იმ­დე­ნად რამ­დე­ნა­დაც ფაქ­ტი­უ­რად იმ, ინ­ფორ­მა­ცი­ის ფლო­ბა თუ ვინ არის და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, სხვას ვის გა­დას­დებს - ამის პროგ­ნო­ზი­რე­ბა ამ წუთს რთუ­ლია. ამ­დე­ნად, ერ­თა­დერ­თი ძლი­ე­რი ინ­სტრუ­მენ­ტი ვირუს­თან საბ­რძოლ­ვე­ლად, რომ არ გავ­რცელ­დეს ეპი­დე­მია სწრა­ფი ტემ­პით არის ის, რომ და­იც­ვან ჩვენ­მა მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა ყვე­ლა ის მო­წო­დე­ბა და რე­კო­მენ­და­ცია რაც გა­ვე­ცით, აქე­დან უმ­თავ­რე­სია ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი დარ­ჩნენ სახ­ლში და გა­და­უ­დე­ბე­ლი შემ­თხვე­ვის გარ­და არ გა­მო­ვიდ­ნენ სახ­ლი­დან.

არ­სე­ბობს საფრ­თხე­ე­ბი, ეს საფრ­თხე­ე­ბი ძა­ლი­ან დი­დია, ამა­ვე დროს არ დაგ­ვა­ვი­წყდეს, ჩვენ ვართ სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­თან ძა­ლი­ან ახ­ლოს. სამ­წუ­ხა­როდ ის ინ­ფორ­მა­ცია რაც ჩვენ იქი­დან გვქვს არ არის სა­ხარ­ბი­ე­ლო, მო­სა­ლოდ­ნე­ლია ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ვინც აფხა­ზეთ­ში ცხოვ­რობს ჩვენს რე­გი­ონ­ში სამ­კურ­ნა­ლოდ გად­მოს­ვლა, ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს შე­სა­ბა­მი­სი დახ­მა­რე­ბა გა­ე­წე­ვა. ამი­სათ­ვის მზად უნდა იყოს ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, ასე­ვე მთლი­ა­ნად გა­მარ­თუ­ლად უნდა მუ­შა­ობ­დეს ყვე­ლა სამ­სა­ხუ­რი.

ასე­ვე მო­გახ­სე­ნებთ, იმ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ, რაც ზუგ­დიდ­ში გვაქვს - მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­როვ­ნე­ბა თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, ჩვენ ვერ დავ­რჩე­ბით ამის იმე­დად. ყვე­ლა მისი გა­და­ად­გი­ლე­ბა თურ­ქე­თი­დან სახ­ლამ­დე არ იყო უსაფრ­თხო, შე­სა­ბა­მი­სად ყვე­ლა ის მო­ქა­ლა­ქე, ვის­თა­ნაც მას კონ­ტაქ­ტი ჰქონ­და ვიკ­ვლევთ. ჩვენ მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობთ მი­ვი­ღოთ ყვე­ლა ის ზო­მე­ბი, რომ შე­ვა­ნე­ლოთ ეპი­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბა. მინ­და გან­ვმარ­ტო, ეს ზო­მე­ბი არ არის ანა­ლო­გი­უ­რი მარ­ნე­უ­ლის ვი­თა­რე­ბი­სა. მარ­ნე­ულ­ში კო­მენ­დან­ტის სა­ა­თია, პრაქ­ტი­კუ­ლად და­კე­ტი­ლია მთლი­ა­ნად ქა­ლა­ქი, ჩვენ ამ ზო­მას არ მივ­მარ­თავთ, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ იმე­დი­ა­ნად ვი­ყოთ, რო­გორც ეს მოხ­და დღეს, რო­დე­საც გა­ირ­კვა, რომ სა­ბედ­ნი­ე­როდ ოთხ ადა­მი­ანს არ და­უ­დას­ტურ­და ვირუ­სი - ამ ფაქ­ტის შემ­დეგ ჩვენ დღეს ვნა­ხეთ, რომ ქა­ლაქ­ში და რა­ი­ონ­ში მოძ­რა­ო­ბამ მო­ი­მა­ტა.

ჩვენ, იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი ვართ, გა­ვა­ტა­როთ ეს ზო­მე­ბი, ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ამას გა­ი­გე­ბენ. ჯო­ბია ახლა გა­ვამ­კაც­როთ და მი­ვი­ღოთ მაქ­სი­მა­ლუ­რი ზო­მე­ბი, და­ვიც­ვათ სიფრ­თხი­ლე, ვიდ­რე ხვალ და ზეგ გვქონ­დეს უმარ­თა­ვი პრო­ცე­სე­ბი", - გა­ნა­ცხა­და სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბულ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტროს" პირ­და­პირ ეთერ­ში.

სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლი ასე­ვე მო­უ­წო­დებს მე­დი­კო­სებ­სა და შე­სა­ბა­მი­სი პრო­ფი­ლის სტუ­დენ­ტებს დახ­მა­რე­ბის­თვის. "ჩვენ გვჭირ­დე­ბა თქვე­ნი დახ­მა­რე­ბა“ - მი­მარ­თა სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბულ­მა მა­ესტროს პირ­და­პირ ეთერ­ში სა­მე­დი­ცი­ნო სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებს.

აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლის პრეს­სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ღონისძიებები მკაცრდება - გუბერნატორი

სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ღონისძიებები მკაცრდება - გუბერნატორი

სამეგრელო -ზემო სვანეთში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის გასატარებელი ღონისძიებები მკაცრდება, ჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მუშაობას იწყებენ პოლიციის, სამხედრო ძალების და ჯანდაცვის სფეროს ერთობლივი ჯგუფები, რომლებიც იმ მოქალაქეებს გააკონტროლებენ ვინც რეკომენდაციებს არა ასრულებს, გადაუდებელი შემთხვევის გარდა არავინ არ უნდა მოძრაობდეს ქალაქსა და სოფლებში, - ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა.

"29 მარტიდან ყველანაირი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც მოძრაობდა ჩვენს რეგიონში მთლიანად შეწყვეტს მოძრაობას. შეიქმნება მობილური ჯგუფები, რომლებიც წარმოდგენილი იქნებიან ჯანდაცვის სფეროს, პოლიციის და სამხედრო ძალის წარმომადგენლებით. ჯგუფები მუშაობას დაიწყებენ უახლოეს დღეებში, შეიქმნება ბლოკ-პოსტები მუნიციპალიტეტების შესასვლელ-გასასვლელებთან.

ყველა ავტომობილი, სადაც იქნება 3 პიროვნებაზე მეტი აუცილებლად შეჩერებული იქნება. მანქანებში ყველა უნდა იჯდეს პირბადით, ჩვენ ყველა მოქალაქეს გავაცნობთ რეკომენდაციებს. ჯგუფები გააკონტროლებენ იმ მოქალაქეებს, რომლებიც არ იცავენ რეკომენდაციებს, გადაუდებელი შემთხვევის გარდა არავინ არ უნდა მოძრაობდეს ქალაქსა თუ სოფლად!

ჩვენ ამ ზომებს ვიღებთ იმის გამო, რომ არსებობს მოსალოდნელი რისკები. ჩვენ გვყავს ერთი დადასტურებული პაციენტი ზუგდიდში, თუმცა ყოველდღე, ყოველ წუთს ჩვენ ველოდებით სხვა ახალ შემთხვევებს, იმდენად რამდენადაც ფაქტიურად იმ, ინფორმაციის ფლობა თუ ვინ არის დაინფიცირებული, სხვას ვის გადასდებს - ამის პროგნოზირება ამ წუთს რთულია. ამდენად, ერთადერთი ძლიერი ინსტრუმენტი ვირუსთან საბრძოლველად, რომ არ გავრცელდეს ეპიდემია სწრაფი ტემპით არის ის, რომ დაიცვან ჩვენმა მოქალაქეებმა ყველა ის მოწოდება და რეკომენდაცია რაც გავეცით, აქედან უმთავრესია ჩვენი მოქალაქეები დარჩნენ სახლში და გადაუდებელი შემთხვევის გარდა არ გამოვიდნენ სახლიდან.

არსებობს საფრთხეები, ეს საფრთხეები ძალიან დიდია, ამავე დროს არ დაგვავიწყდეს, ჩვენ ვართ საოკუპაციო ხაზთან ძალიან ახლოს. სამწუხაროდ ის ინფორმაცია რაც ჩვენ იქიდან გვქვს არ არის სახარბიელო, მოსალოდნელია ჩვენი თანამოქალაქეების ვინც აფხაზეთში ცხოვრობს ჩვენს რეგიონში სამკურნალოდ გადმოსვლა, ყველა მოქალაქეს შესაბამისი დახმარება გაეწევა. ამისათვის მზად უნდა იყოს ინფრასტრუქტურა, ასევე მთლიანად გამართულად უნდა მუშაობდეს ყველა სამსახური.

ასევე მოგახსენებთ, იმ დადასტურებული შემთხვევის შესახებ, რაც ზუგდიდში გვაქვს - მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პიროვნება თვითიზოლაციის პირობებში იმყოფებოდა, ჩვენ ვერ დავრჩებით ამის იმედად. ყველა მისი გადაადგილება თურქეთიდან სახლამდე არ იყო უსაფრთხო, შესაბამისად ყველა ის მოქალაქე, ვისთანაც მას კონტაქტი ჰქონდა ვიკვლევთ. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მივიღოთ ყველა ის ზომები, რომ შევანელოთ ეპიდემიის გავრცელება. მინდა განვმარტო, ეს ზომები არ არის ანალოგიური მარნეულის ვითარებისა. მარნეულში კომენდანტის საათია, პრაქტიკულად დაკეტილია მთლიანად ქალაქი, ჩვენ ამ ზომას არ მივმართავთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმედიანად ვიყოთ, როგორც ეს მოხდა დღეს, როდესაც გაირკვა, რომ საბედნიეროდ ოთხ ადამიანს არ დაუდასტურდა ვირუსი - ამ ფაქტის შემდეგ ჩვენ დღეს ვნახეთ, რომ ქალაქში და რაიონში მოძრაობამ მოიმატა.

ჩვენ, იძულებულები ვართ, გავატაროთ ეს ზომები, ჩვენი თანამოქალაქეები ამას გაიგებენ. ჯობია ახლა გავამკაცროთ და მივიღოთ მაქსიმალური ზომები, დავიცვათ სიფრთხილე, ვიდრე ხვალ და ზეგ გვქონდეს უმართავი პროცესები", - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა ტელეკომპანია "მაესტროს" პირდაპირ ეთერში.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ასევე მოუწოდებს მედიკოსებსა და შესაბამისი პროფილის სტუდენტებს დახმარებისთვის. ,,ჩვენ გვჭირდება თქვენი დახმარება“ - მიმართა სახელმწიფო რწმუნებულმა მაესტროს პირდაპირ ეთერში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს.

აღნიშნულ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი გახარიას თქმით, ემიგრანტების ჩამოყვანაში მიხეილ სააკაშვილის დახმარება არ სჭირდება

"ბოკერიას და სხვა ოპოზიციონერებს მოვუწოდებ, ამბიციებს ნუ გადააყოლებენ რეალობას" - მიხეილ სააკაშვილი

"შეგვძლებია ერთმანეთის სიყვარულიც, გატანაც, გაჭირვებულის დახმარებაც..." - გიორგი კვირიკაშვილი განცხადებას ავრცელებს