მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 18 ადამიანი გამოჯანმრთელდა, მათ შორის 2 ბავშვია - როგორია ახალი მონაცემები
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 18 ადამიანი გამოჯანმრთელდა, მათ შორის 2 ბავშვია - როგორია ახალი მონაცემები

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან უკვე 18 ადა­მი­ა­ნი გა­მო­ჯან­მრთელ­და, მათ შო­რის 2 ბავ­შვია. ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტორ­მა, მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ამ გა­ნუ­ცხა­და.

„რო­გორც იცით, ქვე­ყა­ნა­ში იყო 16 გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი, აქე­დან 15 იყო ჩვე­ნი. ამ 15 ადა­მი­ანს და­ე­მა­ტე­ბა ორი და იქ­ნე­ბა 17 გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი ჩვენს ცენ­ტრში, ჯამ­ში კი 18. გა­გი­ხარ­დე­ბათ, 17 გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი­დან ორი ბავ­შვია. 5 ბავ­შვი, რო­მე­ლიც ჩვენ­თან იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი, მათ­გან ერ­თმა კლი­ნი­კა და­ტო­ვა და სულ გა­მოგ­ვი­ვა, რომ 5 ბავ­შვი­დან ორი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი ბი­ნა­ზე გა­და­ვა და სამი დარ­ჩე­ბა. მათ ჯან­მრთე­ლო­ბას საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა “, - გა­ნა­ცხა­და ეზუგ­ბა­ი­ამ.

ეზუგ­ბა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის 5 ახა­ლი შემ­თხვე­ვი­დან არ­ცერ­თი თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში არ იმ­ყო­ფე­ბა. რო­გორც ეზუგ­ბა­ი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, მის კლი­ნი­კა­ში გუ­შინ სულ 14 ტეს­ტი ჩა­ტარ­და და ყვე­ლა მათ­გან­ზე პა­სუ­ხი ნე­გა­ტი­უ­რი იყო.

„დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით ქვე­ყა­ნა­ში და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი გვაქვს 90 შემ­თხვე­ვა გუ­შინ­დელს შემ­დეგ დაგ­ვე­მა­ტა 5. ამ 5-დან ჩვენს ცენ­ტრში არ­ცერ­თი არაა. ჩვენ­თან გუ­შინ გა­კეთ­და 14 პა­ცი­ენტზე ტეს­ტი­რე­ბა. თო­თხმე­ტი­ვე იყო უარ­ყო­ფი­თი“, - გა­ნა­ცხა­და ეზუგ­ბა­ი­ამ.

მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს 6 თა­ნამ­შრომ­ლის, რო­მელ­თაც კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­დათ, კონ­ტაქ­ტე­ბის მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს და ვირუ­სის პირ­ველ­წყა­რო დად­გე­ნი­ლი არ არის.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, პა­ცი­ენ­ტე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მე არ არის.

"თავ­და­პირ­ვე­ლად იყო ერთი პა­ცი­ენ­ტი და და­ე­მა­ტა ხუთი. ამ ერ­თზე და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი იყო ვირუ­სი. არ­ცერ­თი არ არის სამ­ხედ­რო პირი. ექ­ვსი­ვე არის სა­მო­ქა­ლა­ქო. ეს არის ჯგუ­ფი, რო­მელ­საც სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი რა­ღაც და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ. ეს კონ­ტაქ­ტე­ბია, მაგ­რამ პირ­ველ­წყა­როს მო­ძი­ე­ბა ჯერ მიმ­დი­ნა­რე­ობს. არ არის ბო­ლომ­დე და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი პირ­ველ­წყა­რო. ასე რომ, კა­ტე­გო­რი­უ­ლად ვერ ვი­ტყვით აქ რა სი­ტუ­ა­ცი­აა. მხო­ლოდ ის შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ გო­რის ჰოს­პი­ტალ­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი ეს ექ­ვსი­ვე პა­ცი­ენ­ტი, მათი მდგო­მა­რე­ო­ბა არ არის მძი­მე. მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა გრძელ­დე­ბა და ალ­ბათ, გა­მო­სა­ვა­ლი არ უნდა იყოს სე­რი­ო­ზუ­ლი. ჯერ­ჯე­რო­ბით ასე­თი მდგო­მა­რე­ო­ბაა და ვნა­ხოთ დი­ნა­მი­კა­ში რა სი­ტუ­ა­ცია იქ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ეზუგ­ბა­ი­ამ.

ცნო­ბის­თვის, ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბის 90 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა ფიქ­სირ­დე­ბა. მათ­გან 18 გა­მო­ჯან­მრთელ­და. კა­რან­ტი­ნის რე­ჟიმ­ში 4695 ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბა, ხოლო სტა­ცი­ო­ნარ­ში მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ 231.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
11

ერთი გერმანიაში მომუშავე პროფესორი ამბობს კორონა თავად კი არ კლავს ,მითუმეტეს ჯანმრთელ ადამიანს ,ძლიერს, სხვა მძიმე სენს აკვლევინებს სუსტი ჯანმრთელობის ადამიანსო , ამიტომო გაზვიადებულიაო ცნება კორონამ მოკლაო ,ისედაც მოკვდებოდა მოგვიანებითო ,ისეო,100 მილიონი კვდება წელიწადშიო ათასი სხვა მიზეზითო !

გიო
0

ქართველი ქალის განსახიერება . საყვარელი , პროფესიონალი <,თავშეკავებული ქალბატონი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 18 ადამიანი გამოჯანმრთელდა, მათ შორის 2 ბავშვია - როგორია ახალი მონაცემები

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 18 ადამიანი გამოჯანმრთელდა, მათ შორის 2 ბავშვია - როგორია ახალი მონაცემები

საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 18 ადამიანი გამოჯანმრთელდა, მათ შორის 2 ბავშვია. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

„როგორც იცით, ქვეყანაში იყო 16 გამოჯანმრთელებული, აქედან 15 იყო ჩვენი. ამ 15 ადამიანს დაემატება ორი და იქნება 17 გამოჯანმრთელებული ჩვენს ცენტრში, ჯამში კი 18. გაგიხარდებათ, 17 გამოჯანმრთელებულიდან ორი ბავშვია. 5 ბავშვი, რომელიც ჩვენთან იყო მოთავსებული, მათგან ერთმა კლინიკა დატოვა და სულ გამოგვივა, რომ 5 ბავშვიდან ორი გამოჯანმრთელებული ბინაზე გადავა და სამი დარჩება. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება “, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევიდან არცერთი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში არ იმყოფება. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მის კლინიკაში გუშინ სულ 14 ტესტი ჩატარდა და ყველა მათგანზე პასუხი ნეგატიური იყო.

„დღეის მდგომარეობით ქვეყანაში დადასტურებული გვაქვს 90 შემთხვევა გუშინდელს შემდეგ დაგვემატა 5. ამ 5-დან ჩვენს ცენტრში არცერთი არაა. ჩვენთან გუშინ გაკეთდა 14 პაციენტზე ტესტირება. თოთხმეტივე იყო უარყოფითი“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს 6 თანამშრომლის, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს და ვირუსის პირველწყარო დადგენილი არ არის.

მისივე ინფორმაციით, პაციენტების მდგომარეობა მძიმე არ არის.

"თავდაპირველად იყო ერთი პაციენტი და დაემატა ხუთი. ამ ერთზე დადასტურებული იყო ვირუსი. არცერთი არ არის სამხედრო პირი. ექვსივე არის სამოქალაქო. ეს არის ჯგუფი, რომელსაც სამსახურებრივი რაღაც დამოკიდებულება აქვთ. ეს კონტაქტებია, მაგრამ პირველწყაროს მოძიება ჯერ მიმდინარეობს. არ არის ბოლომდე დადასტურებული პირველწყარო. ასე რომ, კატეგორიულად ვერ ვიტყვით აქ რა სიტუაციაა. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ გორის ჰოსპიტალშია გადაყვანილი ეს ექვსივე პაციენტი, მათი მდგომარეობა არ არის მძიმე. მეთვალყურეობა გრძელდება და ალბათ, გამოსავალი არ უნდა იყოს სერიოზული. ჯერჯერობით ასეთი მდგომარეობაა და ვნახოთ დინამიკაში რა სიტუაცია იქნება“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, ამჟამად საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 90 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. მათგან 18 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4695 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 231.

ინდოეთიდან მომავალი ნებისმიერი პირი სავალდებულო 14-დღიან კარანტინს დაექვემდებარება - ქვეყანაში ბოლო დღე-ღამეში COVID 19-ის 200 739 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

1 030 ახალი ინფიცირებული და 7 გარდაცვლილი - როგორია ბოლო დღე-ღამეში ჩატარებული 32 801 ტესტის შედეგები

"მცემა, როდესაც ჩემი შვილი რვა თვის იყო" - ირმა შარიქაძის თქმით, ისიც ყოფილი მეუღლის ძალადობის მსხვერპლი იყო

×
Live: ეთერშია "360 გრადუსი"