ასკეტი, ჩაკეტილი, მკაცრი, კარგი კრიზის-მენეჯერი - ასე მოიხსენიებდნენ გიორგი გახარიას "ოცნების" გუნდში. ის პირადი ცხოვრების აფიშირებით არასოდეს გამოირჩეოდა, როგორც ხელისუფლების სხვა წევრები. საზოგადოებაში გახარია მეუღლესთან და 11 წლის ქალიშვილთან ერთად, სულ რამდენჯერმე გამოჩნდა.
ამჯერად AMBEBI.GE გიორგი გახარიას დას და დედას გაგაცნობთ, რომელთა შესახებაც მედიაში არასოდეს არაფერი დაწერილა. თამუნა პრემიერის ერთადერთი დაა.
ის მედიცინის მუშაკია და ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობს. თამუნა გახარია დაოჯახებული გახლდათ თბილისელ ანდრეი ტოლსტოიზე, რომელიც რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა.
თამუნა გახარიას ერთი ვაჟი ალექსანდრე ტოლსტოი ჰყავს, რომელიც დედასთან იზრდება. ახალგაზრდა ქალი შვილთან ერთად თბილისში ცხოვრობს და ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მასზე განსაკუთრებულად ზრუნავს უფროსი ძმა.
გიორგი გახარიას დედა - მზია ლეჟავა წლების მანძილზე საქართველოს ეროვნულ არქივში მუშაობდა.
პრემიერის მშობლები ეროვნული მოძრაობის დროს ზვიად გამსახურდიას განსაკუთრებული მხარდამჭერები იყვნენ და მიტინგებზეც ხშირად დადიოდნენ. გახარიას ოჯახს კი "ზვიადისტებადაც" მოიხსენიებდნენ.