საზოგადოება
პოლიტიკა

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გინახავთ ოდესმე მდგომარეობიდან გამოსული პაატა იმნაძე? გამოიყვანეს..." - ამირან გამყრელიძე
"გინახავთ ოდესმე მდგომარეობიდან გამოსული პაატა იმნაძე? გამოიყვანეს..." - ამირან გამყრელიძე

"პა­ა­ტაც და მეც პო­ლი­ტი­კურ სი­ბინ­ძუ­რე­ში ჩაგ­ვით­რი­ონ. არა ბა­ტო­ნო!" - ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რმა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

იგი მისი მო­ად­გი­ლის გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ არც თვი­თონ და არც პა­ა­ტა იმ­ნა­ძე პო­ლი­ტი­კურ დის­კუ­სი­ებ­ში შეს­ვლას არ აპი­რე­ბენ.

"არც მე და არც პა­ა­ტა, არც პა­ა­ტა და არც მე პო­ლი­ტი­კურ დის­კუ­სი­ებ­ში არ შევ­დი­ვართ. ჩვენ აპო­ლი­ტი­კუ­რი პი­როვ­ნე­ბე­ბი ვართ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სხვა­დას­ხვა მთავ­რო­ბე­ბის დროს გვი­მუ­შა­ვია და ჩვენს მო­ვა­ლე­ო­ბას ხალ­ხი­სა და სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­შე ორი­ვე პა­ტი­ოს­ნად ვას­რუ­ლებთ.

ჩვენც გვაქვს ხო რა­ღა­ცის ზღვა­რი? გი­ნა­ხავთ ოდეს­მე მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მო­სუ­ლი პა­ა­ტა იმ­ნა­ძე? გა­მო­იყ­ვა­ნეს... უნ­დათ, რომ პა­ა­ტაც და მეც პო­ლი­ტი­კურ სი­ბინ­ძუ­რე­ში ჩაგ­ვით­რი­ონ. არა ბა­ტო­ნო! ვინც დღეს ამ სი­ბინ­ძუ­რე­ებს სა­უბ­რობს, მათ­ზე იცით რამ­დე­ნი რამე ვიცი? რამ­დე­ნი ინ­ფორ­მა­ცია მაქვს, თუ რას რო­გორ ვერ აკე­თებ­დნენ თა­ვის დრო­ზე. გა­მოვ­დი­ვარ და ვსა­უბ­რობ? არ არის ახლა ამის დრო!" - ამ­ბობს გამ­ყრე­ლი­ძე.

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლემ პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ დღეს გა­ნა­ცხა­და, რომ მისი პო­ლი­ტი­კა­ში გა­რე­ვა უნ­დათ.

"თავი და­მა­ნე­ბონ! იმ­დე­ნი რამე ვიცი და იმ­დენ ვი­ღა­ცა­ზე, ჭკვი­ა­ნე­ბი ხომ არი­ან იმ ბა­ნაკ­ში?! ხომ იცი­ან მა­თაც, რომ ბევ­რი რამე ვიცი?!. ხელი რა­ტომ ვერ მახ­ლეს, ხომ ახ­სოვთ? რომ ენდი ვე­ბე­რი ჩემი ძმა­კა­ცი იყო, ამე­რი­კის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე.

გა­ჩუმ­დნენ, თო­რემ ავ­ლა­პა­რაკ­დე­ბი... ვაფრ­თხი­ლებ, და­ე­ტი­ონ თა­ვის ად­გი­ლას და სახ­ლში დარ­ჩნენ. ქვე­ყა­ნას დღეს ეს სჭირ­დე­ბა" - აღ­ნიშ­ნა იმ­ნა­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია "პირ­ვე­ლის" ეთერ­ში სა­უბ­რი­სას.

წამ­ყვა­ნის კი­თხვა­ზე, ის პო­ლი­ტი­კო­სებ­ზე ბრა­ზობს თუ არა, იმ­ნა­ძე პა­სუ­ხობს: "იცი­ან კარ­გად, ვი­ზეც ვი­ლა­პა­რა­კე".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"გინახავთ ოდესმე მდგომარეობიდან გამოსული პაატა იმნაძე? გამოიყვანეს..." - ამირან გამყრელიძე

"გინახავთ ოდესმე მდგომარეობიდან გამოსული პაატა იმნაძე? გამოიყვანეს..." - ამირან გამყრელიძე

"პაატაც და მეც პოლიტიკურ სიბინძურეში ჩაგვითრიონ. არა ბატონო!" - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

იგი მისი მოადგილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არც თვითონ და არც პაატა იმნაძე პოლიტიკურ დისკუსიებში შესვლას არ აპირებენ.

"არც მე და არც პაატა, არც პაატა და არც მე პოლიტიკურ დისკუსიებში არ შევდივართ. ჩვენ აპოლიტიკური პიროვნებები ვართ, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა მთავრობების დროს გვიმუშავია და ჩვენს მოვალეობას ხალხისა და სახელმწიფოს წინაშე ორივე პატიოსნად ვასრულებთ.

ჩვენც გვაქვს ხო რაღაცის ზღვარი? გინახავთ ოდესმე მდგომარეობიდან გამოსული პაატა იმნაძე? გამოიყვანეს... უნდათ, რომ პაატაც და მეც პოლიტიკურ სიბინძურეში ჩაგვითრიონ. არა ბატონო! ვინც დღეს ამ სიბინძურეებს საუბრობს, მათზე იცით რამდენი რამე ვიცი? რამდენი ინფორმაცია მაქვს, თუ რას როგორ ვერ აკეთებდნენ თავის დროზე. გამოვდივარ და ვსაუბრობ? არ არის ახლა ამის დრო!" - ამბობს გამყრელიძე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ დღეს განაცხადა, რომ მისი პოლიტიკაში გარევა უნდათ.

"თავი დამანებონ! იმდენი რამე ვიცი და იმდენ ვიღაცაზე, ჭკვიანები ხომ არიან იმ ბანაკში?! ხომ იციან მათაც, რომ ბევრი რამე ვიცი?!. ხელი რატომ ვერ მახლეს, ხომ ახსოვთ? რომ ენდი ვებერი ჩემი ძმაკაცი იყო, ამერიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე.

გაჩუმდნენ, თორემ ავლაპარაკდები... ვაფრთხილებ, დაეტიონ თავის ადგილას და სახლში დარჩნენ. ქვეყანას დღეს ეს სჭირდება" - აღნიშნა იმნაძემ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში საუბრისას.

წამყვანის კითხვაზე, ის პოლიტიკოსებზე ბრაზობს თუ არა, იმნაძე პასუხობს: "იციან კარგად, ვიზეც ვილაპარაკე".

კლინიკაში მოთავსებული 2 ჩვილის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ერთის კი უკეთესი - ლალი ტურძელაძე პაციენტების მდგომარეობაზე

"ერთ-ერთმა მოქალაქემ იყიდა ქლოროქინის განსხვავებული ფორმა და დაიღუპა" - აშშ-ში მცხოვრები ექიმი კორონავირუსის მკურნალობის მითებსა და თვითმკურნალობის მავნებლობაზე

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 18 ადამიანი გამოჯანმრთელდა, მათ შორის 2 ბავშვია - როგორია ახალი მონაცემები