"ვართ ფართომასშტაბიანი ეპიდემიის ზღვარზე და შეიძლება ეს უმართავ პროცესებში გადავიდეს" - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, განსაკუთრებით საშიში პერიოდი მომავალი ერთი თვის განმავლობაში იქნება, ამიტომ, გამყრელიძე მოუწოდებს ყველას, დაიცვან სახელმწიფოს და ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები.
"ეს ოთხი კვირა, მომავალი ერთი თვე ემთხვევა ყველაზე დიდ დღესასწაულს ქვეყანაში. იცით, რაზეც ვსაუბრობ. მიუხედავად ყველაფრისა, მე ახლა ამის თქმა მოსახლეობისთვის მიჭირს, მაგრამ იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა, უნდა დავემორჩილოთ მოწოდებებს და უნდა მივყვეთ რეკომენდაციებს.
კიდევ ვამბობ, მომავალი ოთხი კვირის განმავლობაში დიდი საფრთხეა ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ეპიდემიის განვითარების. მე ვუყურებ, რომ მოეშვა ცოტა მოსახლეობა, დაბრძანდებიან ქუჩებში. ისევ არის ქუჩებში სიარული - იქნება ეს მანქანით, თუ ფეხით. ისევ არის თავშეყრა...
ვართ ფართომასშტაბიანი ეპიდემიის ზღვარზე, შეიძლება ეს უმართავ პროცესებში გადავიდეს, როგორც ეს მოხდა იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში.
ამის რეალური საშიშროება ქვეყანაში არის. ამიტომ ვთხოვ ყველას, დავიცვათ ის რეჟიმი, რასაც სახელმწიფო და ჯანდაცვის სფერო გვეუბნება. უნდა გავიჭირვოთ, მინიმუმ, ორი თვე მაინც, უნდა ვიყოთ სახლებში" - აღნიშნა გამყრელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 90-მდე გაიზარდა. მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, კარანტინის რეჟიმშია 4534 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 276 პირი. 90 ადამიანიდან 16 გამოჯანმრთელებულია.
რა თქმა უნდა ყველა რეკომენდაციას გავითვალისწინებთ და ვიჯდებით შინ. ოღონდ იქნებ მედიკოსთა გარდა სხვამაც ამოიღოს ხმა და იმის რეკომენდაციებიც მოგვცენ, რით გადავიხადოთ კომუნალური გადასახადები და ბავშვებს რა ვაჭამოთ? გერმანიის სტატისტიკას თუ დავუჯერებთ, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 80 წელია, გარდაცვლილთა საშუალო ასაკი 82 წელი.. ყველა დიდხანს აცოცხლოს ღმერთმა, მოხუცებსაც უნდა მოვუფრთხილდეთ, მაგრამ ისე არ მოხდეს, მომავალი თაობა შიმშილით სიკვდილისთვის გავწიროთ.
სად დავუშვიტ შეცდომა იცით? საზღვრები რომ არ ჩააკეტინეთ ბოლოწამამდე და შემდგ მთელი სიმკაცრით რომ არ გააკონტროლეს ერი და ბერი, ეხლა მოგინდა კარანტინი დღისით და კომენდატი ღამით ძილის დროს კარგით რააა