მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

1

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პირველი ივლისი, სამშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 12:13-ზე, მთვარე ქალწულშია – სიტყვას დღეს განსაკუთრებული ძალა აქვს, ტყუილად ლაპარაკი არ შეიძლება. კარგია ლოცვა, სიმღერა და წმინდა ტექსტების კითხვა. ფილტვები დაუცველია. ადვილია გაცივება. არ არის რეკომენდებული კბილების ამოღება. არ მიირთვათ ქათამი და კვერცხი. მიირთვით ხილი, შეგიძლიათ დალიოთ მწვანე ან მცენარეული ჩაი. რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღის ფოტო - ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დროს წიგნების "ეპიდემიაა"
დღის ფოტო - ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დროს წიგნების "ეპიდემიაა"

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ­დე­ბა ემო­ცი­უ­რი ფოტო, რო­მე­ლიც ვა­კის "ბიბ­ლუ­სის" შე­სას­ვლელ­თან არის გა­და­ღე­ბუ­ლი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქვე­ყა­ნა­ში გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გამო და­კე­ტი­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში წიგ­ნის მა­ღა­ზი­ის უდი­დე­სი ქსე­ლი, სახ­ლში დარ­ჩე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, ყო­ველ­დღი­უ­რად იწე­რენ წიგ­ნებს და "გლო­ვოს" კუ­რი­ე­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით "ბიბ­ლუსს" მათ­თან სა­სურ­ვე­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა სახ­ლში მი­აქვს.

"ბიბ­ლუ­სის" კო­მერ­ცი­უ­ლი დი­რექ­ტო­რი თიკო ფე­იქ­რიშ­ვი­ლი ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ მას შემ­დეგ, რაც ქვე­ყა­ნა­ში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ცხად­და და მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლი და­ი­კე­ტა, მკი­თხვე­ლის­გან წიგ­ნე­ბის მი­მართ ინ­ტე­რე­სი არ შე­ნე­ლე­ბუ­ლა და ისი­ნი ონ­ლა­ინ შეს­ყიდ­ვა­ზე გა­და­ვიდ­ნენ.

"მთავ­რო­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ის შემ­დეგ "ბიბ­ლუ­სის" მენე­ჯმენ­ტმა მი­ი­ღო გა­და­წყბე­ტი­ლე­ბა, თა­ნამ­შრომ­ლე­ბი­სა და მო­სახ­ლე­ო­ბის და­სა­ცა­ვად დაგ­ვე­კე­ტა ყვე­ლა ფი­ლი­ა­ლი. ამის შემ­დეგ ჩვე­ნი ვებგ­ვერ­დის დახ­მა­რე­ბით გა­და­ვე­დით ონ­ლა­ინ­გა­ყიდ­ვებ­ზე. ჩვე­ნი მკი­თხვე­ლე­ბი სის­ტე­მა­ტი­უ­რად გვწერ­დნენ, რომ წიგ­ნე­ბის მი­წო­დე­ბა არ შეგ­ვე­ფერ­ხე­ბი­ნა და ეს იყო კომ­პა­ნი­ის მთა­ვა­რი მო­ტი­ვიც.

მიგ­ვაჩ­ნია, რომ თუნ­დაც ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ადა­მი­ა­ნებს არ უნდა მო­ვაკ­ლოთ წიგ­ნე­ბი და სახ­ლში ყოფ­ნა უფრო სა­ინ­ტე­რე­სო და სა­სარ­გებ­ლო უნდა გავ­ხა­დოთ. ახლა გან­სა­კუთ­რე­ბით ბევ­რი დრო გვაქვს იმის­თვის, რომ ვი­კი­თხოთ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ჩვე­ნი გუნ­დი გა­და­ერ­თო ონ­ლა­ინ­გა­ყიდ­ვებ­ზე.

საკ­მა­ოდ გა­ი­ზარ­და მო­თხოვ­ნა გა­მო­წე­რებ­ზე, "ბიბ­ლუ­სე­ლე­ბი" ძა­ლის­ხმე­ვას არ იშუ­რე­ბენ, რომ წიგ­ნე­ბი მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით გა­იგ­ზავ­ნოს, რის­თვი­საც დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო მათ. აქ­ტი­უ­რად ვთა­ნამ­შრომ­ლობთ "გლო­ვოს­თან", დიდი რი­გია ხოლ­მე ჩვენს ერთ-ერთ ფი­ლი­ალ­თან წიგ­ნე­ბის გა­ცე­მა­ზე. გვი­ხა­რია, რომ ასე­თი მო­თხოვ­ნაა წიგ­ნებ­ზე, გვი­ხა­რია რომ ასეთ რთულ სი­ტუ­ა­ცი­ა­შიც ხალ­ხი წიგ­ნებს კი­თხუ­ლობს, ეს ჩვენ­თვის დიდი მო­ტი­ვა­ცი­აა".

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოჩა
2

რაღაც დადებითიც ჰქონია,რომ დავამარცხებთ და დავამარცხებთ კიდევაც ამ უბედურებას,წელიწადში ერთჯერ გამოვაცხადოთ საგანგებო და ხალხი წიგნებს წაიკითხავენ მაინც,ვხუმრობ რა თქმა უნდა,ერთიანობას და ჯანმრთელობას გისურვებთ.

ეე
0

ვინ არის ახლა გამოთაყვანებული )))

ავტორი:

დღის ფოტო - ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დროს წიგნების "ეპიდემიაა"

დღის ფოტო - ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დროს წიგნების "ეპიდემიაა"

სოციალურ ქსელში ვრცელდება ემოციური ფოტო, რომელიც ვაკის "ბიბლუსის" შესასვლელთან არის გადაღებული. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო დაკეტილია საქართველოში წიგნის მაღაზიის უდიდესი ქსელი, სახლში დარჩენილი ადამიანები, ყოველდღიურად იწერენ წიგნებს და "გლოვოს" კურიერების საშუალებით "ბიბლუსს" მათთან სასურველი ლიტერატურა სახლში მიაქვს.

"ბიბლუსის" კომერციული დირექტორი თიკო ფეიქრიშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და მაღაზიათა ქსელი დაიკეტა, მკითხველისგან წიგნების მიმართ ინტერესი არ შენელებულა და ისინი ონლაინ შესყიდვაზე გადავიდნენ.

"მთავრობის რეკომენდაციის შემდეგ "ბიბლუსის" მენეჯმენტმა მიიღო გადაწყბეტილება, თანამშრომლებისა და მოსახლეობის დასაცავად დაგვეკეტა ყველა ფილიალი. ამის შემდეგ ჩვენი ვებგვერდის დახმარებით გადავედით ონლაინგაყიდვებზე. ჩვენი მკითხველები სისტემატიურად გვწერდნენ, რომ წიგნების მიწოდება არ შეგვეფერხებინა და ეს იყო კომპანიის მთავარი მოტივიც.

მიგვაჩნია, რომ თუნდაც ასეთ სიტუაციაში ადამიანებს არ უნდა მოვაკლოთ წიგნები და სახლში ყოფნა უფრო საინტერესო და სასარგებლო უნდა გავხადოთ. ახლა განსაკუთრებით ბევრი დრო გვაქვს იმისთვის, რომ ვიკითხოთ. აქედან გამომდინარე ჩვენი გუნდი გადაერთო ონლაინგაყიდვებზე.

საკმაოდ გაიზარდა მოთხოვნა გამოწერებზე, "ბიბლუსელები" ძალისხმევას არ იშურებენ, რომ წიგნები მთელი საქართველოს მასშტაბით გაიგზავნოს, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ. აქტიურად ვთანამშრომლობთ "გლოვოსთან", დიდი რიგია ხოლმე ჩვენს ერთ-ერთ ფილიალთან წიგნების გაცემაზე. გვიხარია, რომ ასეთი მოთხოვნაა წიგნებზე, გვიხარია რომ ასეთ რთულ სიტუაციაშიც ხალხი წიგნებს კითხულობს, ეს ჩვენთვის დიდი მოტივაციაა".

როგორ ეხმარება პატრული "კომენდანტის საათის" დროს ქუჩაში დარჩენილებს (ვიდეო)

წვიმა, მაღალმთაში ძლიერი თოვლი და ქარი - როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

"დიდი ეკლესიურობით სამწუხაროდ, არ გამოვირჩევი... ბოლოს როდის ვარ ნამყოფი სააღდგომო ლიტურგიაზე, არ მახსოვს"