Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეგვძლებია ერთმანეთის სიყვარულიც, გატანაც, გაჭირვებულის დახმარებაც..." - გიორგი კვირიკაშვილი განცხადებას ავრცელებს
"შეგვძლებია ერთმანეთის სიყვარულიც, გატანაც, გაჭირვებულის დახმარებაც..." - გიორგი კვირიკაშვილი განცხადებას ავრცელებს

მსურს გა­მოვ­ხა­ტო აღ­ტა­ცე­ბა, პა­ტი­ვის­ცე­მა და დიდი მად­ლი­ე­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის სფე­რო­ში მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ - მთავ­რო­ბა აკე­თებს შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში ყვე­ლა­ფერს, რათა მძი­მე შე­დე­გე­ბი თა­ვი­დან იქ­ნას აცი­ლე­ბუ­ლი,- ამის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი წერს.

მისი გან­ცხა­დე­ბით, ასეთ დროს ჩნდე­ბა სურ­ვი­ლი, რომ ერთი რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქის და ჯა­რის­კა­ცის პო­ზი­ცი­ი­დან, "შე­საძ­ლოა არა უაზ­რო, მაგ­რამ უკონ­ტექ­სტო და სი­ტუ­ა­ცი­ის­თვის უად­გი­ლო კრი­ტი­კით, მი­ნი­მუმ ხელი არ შე­უ­შა­ლო იმას, რა­მაც ქვე­ყა­ნა მი­ნი­მა­ლუ­რი და­ნა­კარ­გე­ბით და რაც შე­იძ­ლე­ბა მალე უნდა გა­მო­იყ­ვა­ნოს ამ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან."

"მსურს გა­მოვ­ხა­ტო აღ­ტა­ცე­ბა, პა­ტი­ვის­ცე­მა და დიდი მად­ლი­ე­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის სფე­რო­ში მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ, თავ­და­დე­ბის, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი ბრწყინ­ვა­ლე­ბის და მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი ტვირ­თის უზა­დოდ ტა­რე­ბის­თვის. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად იმ ადა­მი­ა­ნებს მად­ლო­ბა, ვინც სწო­რი და დრო­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა მის­ცეს ქვეყ­ნის ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის რე­ა­გი­რე­ბას ამ ურ­თუ­ლეს გა­მოწ­ვე­ვა­ზე, რო­მელ­საც ბევ­რმა, გა­ცი­ლე­ბით უკეთ და­ფი­ნან­სე­ბულ­მა სის­ტე­მამ სამ­წუ­ხა­როდ ვერ გა­არ­თვა თავი. ქედს ვიხ­რი თქვენს წი­ნა­შე.

მინ­და ასე­ვე მად­ლი­ე­რე­ბა გა­მოვ­ხა­ტო პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის, მე­სა­ზღვრე­ე­ბის, სამ­ხედ­რო­ე­ბის, ტრას­პორ­ტის თუ სა­ვაჭ­რო სფე­რო­ში მო­მუ­შა­ვე, და სხვა უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის მი­მართ, ვინც სი­ცო­ცხლის რის­კის ფა­სად აგ­რძე­ლებს ურ­თუ­ლეს პი­რო­ბებ­ში მუ­შა­ო­ბას და ქვეყ­ნის სამ­სა­ხურს.

ასე­ვე მინ­და ვთქვა, რომ მთავ­რო­ბა აკე­თებს შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში ყვე­ლა­ფერს, რათა მძი­მე შე­დე­გე­ბი თა­ვი­დან იქ­ნას აცი­ლე­ბუ­ლი. ასეთ დროს ჩნდე­ბა სურ­ვი­ლი, რომ ერთი რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქის და ჯა­რის­კა­ცის პო­ზი­ცი­ი­დან, შე­საძ­ლოა არა უაზ­რო, მაგ­რამ უკონ­ტექ­სტო და სი­ტუ­ა­ცი­ის­თვის უად­გი­ლო კრი­ტი­კით, მი­ნი­მუმ ხელი არ შე­უ­შა­ლო იმას, რა­მაც ქვე­ყა­ნა მი­ნი­მა­ლუ­რი და­ნა­კარ­გე­ბით და რაც შე­იძ­ლე­ბა მალე უნდა გა­მო­იყ­ვა­ნოს ამ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან.

ერთი კია, შო­რე­ულ ის­ტო­რი­ას რომ არ და­ვე­სეს­ხო, 9 აპ­რი­ლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ჩვე­ნი ქვეყ­ნის ბოლო 31 წლის­თვის თვა­ლის გა­დავ­ლე­ბი­თაც ცხა­დი ხდე­ბა, რომ შეგვძლე­ბია ერ­თმა­ნე­თის სიყ­ვა­რუ­ლიც, გა­ტა­ნაც, გა­ჭირ­ვე­ბუ­ლის დახ­მა­რე­ბაც, თავ­გან­წირ­ვაც, და­უ­ფა­სე­ბე­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიც ბევ­რი გვყო­ლია, უბ­რა­ლოდ ერთი რამ გვაქვს მეც და ყვე­ლა­საც გა­სა­კე­თე­ბე­ლი, რომ მო­მა­ვალ­ში ყვე­ლა­ფე­რი ეს მო­ვა­ხერ­ხოთ მა­ნამ­დე, სა­ნამ ასე მო­იღ­რუბ­ლე­ბა, რომ ერთხე­ლაც გვი­ა­ნი აღარ იყოს",-წერს კვი­რი­კაშ­ვი­ლი.

ავტორი:

"შეგვძლებია ერთმანეთის სიყვარულიც, გატანაც, გაჭირვებულის დახმარებაც..." - გიორგი კვირიკაშვილი განცხადებას ავრცელებს

"შეგვძლებია ერთმანეთის სიყვარულიც, გატანაც, გაჭირვებულის დახმარებაც..." - გიორგი კვირიკაშვილი განცხადებას ავრცელებს

მსურს გამოვხატო აღტაცება, პატივისცემა და დიდი მადლიერება საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ადამიანების მიმართ - მთავრობა აკეთებს შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს, რათა მძიმე შედეგები თავიდან იქნას აცილებული,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წერს.

მისი განცხადებით, ასეთ დროს ჩნდება სურვილი, რომ ერთი რიგითი მოქალაქის და ჯარისკაცის პოზიციიდან, "შესაძლოა არა უაზრო, მაგრამ უკონტექსტო და სიტუაციისთვის უადგილო კრიტიკით, მინიმუმ ხელი არ შეუშალო იმას, რამაც ქვეყანა მინიმალური დანაკარგებით და რაც შეიძლება მალე უნდა გამოიყვანოს ამ მდგომარეობიდან."

"მსურს გამოვხატო აღტაცება, პატივისცემა და დიდი მადლიერება საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ადამიანების მიმართ, თავდადების, პროფესიონალური ბრწყინვალების და მოქალაქეობრივი ტვირთის უზადოდ ტარებისთვის. განსაკუთრებულად იმ ადამიანებს მადლობა, ვინც სწორი და დროული მიმართულება მისცეს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის რეაგირებას ამ ურთულეს გამოწვევაზე, რომელსაც ბევრმა, გაცილებით უკეთ დაფინანსებულმა სისტემამ სამწუხაროდ ვერ გაართვა თავი. ქედს ვიხრი თქვენს წინაშე.

მინდა ასევე მადლიერება გამოვხატო პოლიციელების, მესაზღვრეების, სამხედროების, ტრასპორტის თუ სავაჭრო სფეროში მომუშავე, და სხვა უამრავი ადამიანის მიმართ, ვინც სიცოცხლის რისკის ფასად აგრძელებს ურთულეს პირობებში მუშაობას და ქვეყნის სამსახურს.

ასევე მინდა ვთქვა, რომ მთავრობა აკეთებს შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს, რათა მძიმე შედეგები თავიდან იქნას აცილებული. ასეთ დროს ჩნდება სურვილი, რომ ერთი რიგითი მოქალაქის და ჯარისკაცის პოზიციიდან, შესაძლოა არა უაზრო, მაგრამ უკონტექსტო და სიტუაციისთვის უადგილო კრიტიკით, მინიმუმ ხელი არ შეუშალო იმას, რამაც ქვეყანა მინიმალური დანაკარგებით და რაც შეიძლება მალე უნდა გამოიყვანოს ამ მდგომარეობიდან.

ერთი კია, შორეულ ისტორიას რომ არ დავესესხო, 9 აპრილიდან მოყოლებული, ჩვენი ქვეყნის ბოლო 31 წლისთვის თვალის გადავლებითაც ცხადი ხდება, რომ შეგვძლებია ერთმანეთის სიყვარულიც, გატანაც, გაჭირვებულის დახმარებაც, თავგანწირვაც, დაუფასებელი პროფესიონალიც ბევრი გვყოლია, უბრალოდ ერთი რამ გვაქვს მეც და ყველასაც გასაკეთებელი, რომ მომავალში ყველაფერი ეს მოვახერხოთ მანამდე, სანამ ასე მოიღრუბლება, რომ ერთხელაც გვიანი აღარ იყოს",-წერს კვირიკაშვილი.

სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ღონისძიებები მკაცრდება - გუბერნატორი

გიორგი გახარიას თქმით, ემიგრანტების ჩამოყვანაში მიხეილ სააკაშვილის დახმარება არ სჭირდება

"ბოკერიას და სხვა ოპოზიციონერებს მოვუწოდებ, ამბიციებს ნუ გადააყოლებენ რეალობას" - მიხეილ სააკაშვილი