პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბავშვობიდან მიცნობთ, არასდროს პირად საკითხზე არ შემიწუხებიხართ - გევედრებით..." - რა მიმართვას უგზავნის გიგი უგულავა პატრიარქს ციხიდან
"ბავშვობიდან მიცნობთ, არასდროს პირად საკითხზე არ შემიწუხებიხართ - გევედრებით..." - რა მიმართვას უგზავნის გიგი უგულავა პატრიარქს ციხიდან

"ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ერთ-ერთი ლი­დე­რი გიგი უგუ­ლა­ვა სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქს მი­მარ­თავს. უგუ­ლა­ვა სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ზე" წე­რილს აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­შიც სთხოვს პატ­რი­არ­ქს, რომ მო­უ­წო­დოს მრევლს დარ­ჩეს სახ­ლში.

რო­გორც უგუ­ლა­ვა წერს, ქვე­ყა­ნა ბეწ­ვის ხიდ­ზე გა­დის. სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ავად თუ კარ­გად, ექი­მებ­თან ერ­თად, უმკლავ­დე­ბა ვირუსს, მაგ­რამ ძა­ლა­უფ­ლე­ბის შერ­ყე­ვის ში­შით "ისი­ნი ვერ გე­ტყვი­ან სი­მარ­თლეს. სი­მარ­თლეს უმე­ტე­სო­ბა არც სი­ნოდ­ში გე­ტყვით, სამ­წუ­ხა­როდ."

"თქვე­ნო უწ­მინ­დე­სო­ბავ, სა­შიშ­რო­ე­ბა რე­ა­ლუ­რია - ეს იყო თქვე­ნი სი­ტყვე­ბი წლე­ბის წინ, 1989 წლის 9 აპ­რილს და სა­შიშ­რო­ე­ბა მარ­თლაც რე­ა­ლუ­რი იყო. სა­შიშ­რო­ე­ბა რე­ა­ლუ­რია დღეს და თქვენს სი­ტყვებს ექ­ნე­ბა გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა.

მოგ­მარ­თავთ თხოვ­ნით ცი­ხი­დან. თქვენ მე პრაქ­ტი­კუ­ლად ბავ­შვო­ბი­დან მიც­ნობთ, არას­დროს პი­რად სა­კი­თხზე არ შე­მი­წუ­ხე­ბი­ხართ. არც მა­შინ როცა თქვე­ნი მო­წა­ფე ვი­ყა­ვი, არც მა­შინ როცა ძა­ლა­უფ­ლე­ბა მქონ­და და არც ახლა როცა ცი­ხე­ში ვარ. არც პირ­ფე­რო­ბა მჩვე­ვია და ბევ­რი მწა­რე სი­ტყვე­ბი მით­ქვამს. ამას ახლა არა­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს.

გე­ვედ­რე­ბით შე­ა­ჩე­რეთ ეს კა­ტას­ტრო­ფა, სა­შიშ­რო­ე­ბა მარ­თლაც რე­ა­ლუ­რია, მო­უ­წო­დეთ მრევლს დარ­ჩეს სახ­ლში, ილო­ცოს სახ­ლში, სჯობს და­ინ­თოს ასი ათა­სი სან­თე­ლი ეკ­ლე­სი­ებ­ში, ნაც­ვლად ასი ათა­სი ადა­მი­ა­ნის შეკ­რე­ბი­სა. ნუ გავ­წი­რავთ მათ სნე­უ­ლე­ბის­თვის. დღეს ეს თქვენს ხელ­შია.

ქვე­ყა­ნა ბეწ­ვის ხიდ­ზე გა­დის. სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ავად თუ კარ­გად, ექი­მებ­თან ერ­თად, უმკლავ­დე­ბა ვირუსს, მაგ­რამ ძა­ლა­უფ­ლე­ბის შერ­ყე­ვის ში­შით ისი­ნი ვერ გე­ტყვი­ან სი­მარ­თლეს. სი­მარ­თლეს უმე­ტე­სო­ბა არც სი­ნოდ­ში გე­ტყვით, სამ­წუ­ხა­როდ.

სი­მარ­თლე კი ისაა, რომ ქვე­ყა­ნა ახლა შე­დის ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის კრი­ზი­სულ ფა­ზა­ში. ეს ემ­თხვე­ვა წი­ნა­სა­აღ­დგო­მო პე­რი­ოდს. წინ ხა­რე­ბა, ბზო­ბა, შვიდგზის ზე­თის­ცხე­ბა და ბო­ლოს ბრწყინ­ვა­ლე აღ­დგო­მაა. მო­უ­წო­დეთ მრევლს დარ­ჩნენ სახ­ლში.

ნუ და­ვან­თებთ აპო­კა­ლიპ­ტურ ცე­ცხლს სა­აღ­დგო­მოდ. დიახ, სა­შიშ­რო­ე­ბა რე­ა­ლუ­რია და მეც­ნი­ე­რე­ბას ჯიბრში არ უნდა ჩა­ვუდ­გეთ.

ვე­რა­ნა­ი­რი სქო­სას­ტი­კუ­რი არ­გუ­მენ­ტი ვერ შეც­ვლის იმ ფაქტს, რომ დღე­ი­დან აღ­დგო­მამ­დე სწო­რედ ჩვენ ტაძ­რე­ბი შე­საძ­ლოა გახ­დეს მთა­ვა­რი რის­კის არე­ა­ლი.

ამან შე­იძ­ლე­ბა უბე­დუ­რე­ბამ­დე მიგ­ვიყ­ვა­ნოს. თქვენ გვას­წავ­ლი­დით, რომ ადა­მი­ა­ნია ღვთის სახ­ლი. ვერ­ცერ­თი დი­ა­დი ტაძ­რის გუმ­ბა­თი, ვერ მივა თუნ­დაც ცოდ­ვე­ბით დამ­ძი­მე­ბულ ღვთის ქმნი­ლე­ბა­თა გვირ­გვინ­თან - ადა­მი­ან­თან.

ნუ გა­და­ვაქ­ცევთ ეკ­ლე­სი­ებს სა­სიკ­ვდი­ლო საფრ­თხის კე­რად. არ მივ­ცეთ ამ­პარ­ტავ­ნე­ბას სა­შუ­ა­ლე­ბა, ყვე­ლა სათ­ნო­ე­ბა შთან­თქას.ყო­ველ დღეს აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, ყო­ველ სა­ათს. დამ­ნა­შა­ვე­თა ძი­ე­ბას აზრი აღარ ექ­ნე­ბა. დღეს თქვენ სი­ტყვას შე­უძ­ლია ადა­მი­ან­თა გა­დარ­ჩე­ნაც და მათი საფრ­თხე­ში ჩაგ­დე­ბაც.

დღეს, სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკ­ლე­სია და პი­რა­დად თქვენ, იე­სოს მსგავ­სად ტაძ­რის გუმ­ბათ­ზეა და მინ­და მჯე­რო­დეს, რომ ეშ­მაკს სწორ პა­სუხს გავ­ცემთ - ნათ­ქვა­მია: არ გა­მოს­ცა­დო უფა­ლი ღმერ­თი შენი (ლუკა 4:12)

გთხოვთ, მო­უ­წო­დოთ მრევლს დარ­ჩეს სახ­ლში."მო­დით, ჩემო ხალ­ხო, შე­დით თქვენს ოთა­ხებ­ში და გა­მო­ი­კე­ტეთ კარი, მცი­რე ხნით შე­ა­ფა­რეთ თავი, ვიდ­რე რის­ხვა გა­და­ივ­ლი­დეს".

პა­ტი­მა­რი გიგი უგუ­ლა­ვა", - წერს "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ერთ-ერთი ლი­დე­რი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

მკითხველის კომენტარები / 44 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სიმართლე!
93

რაო გიგილო, სინდისმა გაიღვიძა შენში თუ შიშმა აგიტანა ციხეში?.. იმ ცხრა წლის განმავლობაში კი უყვიროდი პატრიარქს და არ გაინტერესებდა და ეხლა ახსენებ პატრიარქს რომ თურმე ბავშვობიდან გიცნობდა?..

anakonda
298

ეს წერილი ზუგდიდში გაეგზავნა პირბადეების გამო ლამის მიტინგი რომ მოაწყვეს ამისმა თანამოაზრეებმა..გამომივიდა ესეც წმინდანი და ხალხზე მხრუნველი..ვერ ეღირსებით ეკლესიების დაკეტვას.ვისაც არ უნდა წასვლა კიდე დაჯდეს სახლში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"ბავშვობიდან მიცნობთ, არასდროს პირად საკითხზე არ შემიწუხებიხართ - გევედრებით..." - რა მიმართვას უგზავნის გიგი უგულავა პატრიარქს ციხიდან

"ბავშვობიდან მიცნობთ, არასდროს პირად საკითხზე არ შემიწუხებიხართ - გევედრებით..." - რა მიმართვას უგზავნის გიგი უგულავა პატრიარქს ციხიდან

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა საქართველოს პატრიარქს მიმართავს. უგულავა სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" წერილს აქვეყნებს, რომელშიც სთხოვს პატრიარქს, რომ მოუწოდოს მრევლს დარჩეს სახლში.

როგორც უგულავა წერს, ქვეყანა ბეწვის ხიდზე გადის. საზოგადოება და ხელისუფლება ავად თუ კარგად, ექიმებთან ერთად, უმკლავდება ვირუსს, მაგრამ ძალაუფლების შერყევის შიშით "ისინი ვერ გეტყვიან სიმართლეს. სიმართლეს უმეტესობა არც სინოდში გეტყვით, სამწუხაროდ."

"თქვენო უწმინდესობავ, საშიშროება რეალურია - ეს იყო თქვენი სიტყვები წლების წინ, 1989 წლის 9 აპრილს და საშიშროება მართლაც რეალური იყო. საშიშროება რეალურია დღეს და თქვენს სიტყვებს ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა.

მოგმართავთ თხოვნით ციხიდან. თქვენ მე პრაქტიკულად ბავშვობიდან მიცნობთ, არასდროს პირად საკითხზე არ შემიწუხებიხართ. არც მაშინ როცა თქვენი მოწაფე ვიყავი, არც მაშინ როცა ძალაუფლება მქონდა და არც ახლა როცა ციხეში ვარ. არც პირფერობა მჩვევია და ბევრი მწარე სიტყვები მითქვამს. ამას ახლა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

გევედრებით შეაჩერეთ ეს კატასტროფა, საშიშროება მართლაც რეალურია, მოუწოდეთ მრევლს დარჩეს სახლში, ილოცოს სახლში, სჯობს დაინთოს ასი ათასი სანთელი ეკლესიებში, ნაცვლად ასი ათასი ადამიანის შეკრებისა. ნუ გავწირავთ მათ სნეულებისთვის. დღეს ეს თქვენს ხელშია.

ქვეყანა ბეწვის ხიდზე გადის. საზოგადოება და ხელისუფლება ავად თუ კარგად, ექიმებთან ერთად, უმკლავდება ვირუსს, მაგრამ ძალაუფლების შერყევის შიშით ისინი ვერ გეტყვიან სიმართლეს. სიმართლეს უმეტესობა არც სინოდში გეტყვით, სამწუხაროდ.

სიმართლე კი ისაა, რომ ქვეყანა ახლა შედის ვირუსის გავრცელების კრიზისულ ფაზაში. ეს ემთხვევა წინასააღდგომო პერიოდს. წინ ხარება, ბზობა, შვიდგზის ზეთისცხება და ბოლოს ბრწყინვალე აღდგომაა. მოუწოდეთ მრევლს დარჩნენ სახლში.

ნუ დავანთებთ აპოკალიპტურ ცეცხლს სააღდგომოდ. დიახ, საშიშროება რეალურია და მეცნიერებას ჯიბრში არ უნდა ჩავუდგეთ.

ვერანაირი სქოსასტიკური არგუმენტი ვერ შეცვლის იმ ფაქტს, რომ დღეიდან აღდგომამდე სწორედ ჩვენ ტაძრები შესაძლოა გახდეს მთავარი რისკის არეალი.

ამან შეიძლება უბედურებამდე მიგვიყვანოს. თქვენ გვასწავლიდით, რომ ადამიანია ღვთის სახლი. ვერცერთი დიადი ტაძრის გუმბათი, ვერ მივა თუნდაც ცოდვებით დამძიმებულ ღვთის ქმნილებათა გვირგვინთან - ადამიანთან.

ნუ გადავაქცევთ ეკლესიებს სასიკვდილო საფრთხის კერად. არ მივცეთ ამპარტავნებას საშუალება, ყველა სათნოება შთანთქას.ყოველ დღეს აქვს მნიშვნელობა, ყოველ საათს. დამნაშავეთა ძიებას აზრი აღარ ექნება. დღეს თქვენ სიტყვას შეუძლია ადამიანთა გადარჩენაც და მათი საფრთხეში ჩაგდებაც.

დღეს, საქართველოს სამოციქულო ეკლესია და პირადად თქვენ, იესოს მსგავსად ტაძრის გუმბათზეა და მინდა მჯეროდეს, რომ ეშმაკს სწორ პასუხს გავცემთ - ნათქვამია: არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი (ლუკა 4:12)

გთხოვთ, მოუწოდოთ მრევლს დარჩეს სახლში."მოდით, ჩემო ხალხო, შედით თქვენს ოთახებში და გამოიკეტეთ კარი, მცირე ხნით შეაფარეთ თავი, ვიდრე რისხვა გადაივლიდეს".

პატიმარი გიგი უგულავა", - წერს "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სოციალურ ქსელში.

"კორონას ამარცხებს სიყვარული და კარგი სიმღერა! წამალი მე არ დამილევია!" - რას წერს ბათუმელი მომღერალი, რომელსაც COVID-19 დაუდგინდა

"შეგვიძლია მსოფლიოს შევთავაზოთ საქართველო, როგორც სამოთხე საცხოვრებლად და საქმის საკეთებლად" - რა შესაძლებლობას უჩენს კრიზისი საქართველოს

"ეცადეთ იძინოთ მუცელზე, ეს წამალზე უკეთესია ფილტვების დასაცავად" - აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმის რჩევები, COVID-19-ის მსუბუქ ფორმასთან საბრძოლველად