პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 00:21-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული აჩქარება, აქტიურობა. ხელშეკრულებების და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. დღე ხელსაყრელია მოგზაურობისა და მივლინებისთვის. დღე შესაფერისია ორგანიზმის გასაწმენდად. არ არის რეკომენდებული სოკოსა და ნესვის ჭამა.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მესამე შვილი შემეძინა, თუმცა ჯერ არ მინახავს..." - რას ჰყვება პოლიციელი ქვეყნის ყველაზე ცხელი წერტილიდან
"მესამე შვილი შემეძინა, თუმცა ჯერ არ მინახავს..." - რას ჰყვება პოლიციელი ქვეყნის ყველაზე ცხელი წერტილიდან

მარ­ნე­ულ­სა და ბოლ­ნის­ში რამ­დე­ნი­მე დღეა კა­რან­ტი­ნის რე­ჟი­მი მოქ­მე­დებს. ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბა მკაც­რად კონ­ტროლ­დე­ბა და გახ­სნი­ლია სა­კონ­ტრო­ლო გამ­შვე­ბი სა­გუ­შა­გო. ში­ნა­გან საქ­მე­თა და თავ­დაც­ვი­სის სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის მიერ ასე­ვე, კონ­ტროლ­დე­ბა მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი გზე­ბი, სა­დაც გან­თავ­სე­ბუ­ლია მო­ბი­ლუ­რი სა­გუ­შა­გო­ე­ბი. მუდ­მი­ვი კონ­ტრო­ლი ხორ­ცი­ელ­დე­ბა მო­ბი­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბის მეშ­ვე­ო­ბი­თაც.

სა­კა­რან­ტი­ნო პი­რო­ბე­ბი მარ­ნე­უ­ლის და ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში, მათ შო­რის, მო­ქა­ლა­ქე­თა შეს­ვლი­სა და გა­მოს­ვლის შე­ზღუდ­ვას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ქა­ლაქ­ში შემსვლელ და გამ­სვლელ სა­გან­გე­ბოდ მო­წყო­ბილ სპე­ცი­ა­ლურ გამ­შვებ პუნ­ქტებ­ზე კონ­ტროლს პო­ლი­ცია და თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბი 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ახორ­ცი­ე­ლე­ბენ.

ერთ-ერთი მათ­გა­ნი, რო­მე­ლიც ცხელ წერ­ტილ­ში მუ­შა­ობს, გარ­დაბ­ნის პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე გიგა ბზიშ­ვი­ლია. მან სა­კა­რან­ტი­ნო ზო­ნა­ში შე­ი­ტყო, რომ 22 მარტს მე­სა­მე შვი­ლი შე­ე­ძი­ნა, თუმ­ცა და­ძა­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პა­ტა­რა გო­გო­ნას ნახ­ვა ამ დრომ­დე ვერ მო­ა­ხერ­ხა. რო­გო­რია ვი­თა­რე­ბა ად­გილ­ზე და რა შე­იც­ვლა პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რე­ობ­რივ დღის წეს­რიგ­ში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის შემ­დეგ, ამის შე­სა­ხებ AMBEBI.GE გიგა ბზიშ­ვილს ესა­უბ­რა:

- მას შემ­დეგ რაც მარ­ნე­უ­ლი კა­რან­ტი­ნის რე­ჟიმ­ზე გა­და­ვი­და, ყვე­ლა დე­პარ­ტა­მენ­ტი­დან აქ გად­მო­ვე­დით. თით­ქმის სულ აქ ვართ. ვცდი­ლობთ, ვა­კონ­ტრო­ლოთ ყვე­ლა­ფე­რი და ყვე­ლა წე­სის დაც­ვა ვუზ­რუნ­ველ­ვყოთ. აქ ბევ­რი შე­მოვ­ლი­თი გზაა, გზე­ბი გა­დის სა­ძო­ვარ მინ­დვ­რებ­ზე. ჩვენ გვაქვს დრო­ნე­ბი, რო­მელ­თა მეშ­ვე­ო­ბი­თაც სრუ­ლი პე­რი­მეტ­რის კონ­ტროლს ვა­ხერ­ხებთ.

- ხში­რად გაქვთ კა­ნონ­დარ­ღვე­ვის ფაქ­ტე­ბი?

- სა­ერ­თოდ, რთუ­ლია ადა­მი­ანს აღუკ­ვე­თო გა­და­ად­გი­ლე­ბა. მოს­თხო­ვო, რომ არ წა­ვი­დეს სხვა ქა­ლაქ­ში - სა­კუ­თარ ნა­თე­სა­ვებ­თან, მე­გობ­რებ­თან. ამის გა­გე­ბა ცოტა რთუ­ლია, თუმ­ცა ხალ­ხი ნელ-ნელა იაზ­რებს, რომ ეს აკ­რძალ­ვე­ბი ისევ მათ უსაფრ­თხო­ე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა. პი­რა­დად მე, სა­დაც მო­მი­წია პატ­რუ­ლი­რე­ბა, ჯა­რი­მა ჯერ არ გა­მო­მი­წე­რია, თუმ­ცა სა­მი­ნის­ტროს მხრი­დან გავ­რცელ­და კი­დეც ინ­ფორ­მა­ცია და­ჯა­რი­მე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის შე­სა­ხებ.

- რო­მე­ლი სექ­ტო­რე­ბი მუ­შა­ობს ახლა მარ­ნე­ულ­ში? დის­ტრი­ბუ­ცია ჩვე­უ­ლებ­რივ ხორ­ცი­ელ­დე­ბა ხომ?

- აქ ყვე­ლა­ფე­რი და­კე­ტი­ლია, გარ­და სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშვვე­ლო­ვა­ნი ობი­ექ­ტე­ბი­სა. მუ­შა­ობს პუ­რის ქარ­ხნე­ბი, სა­სურ­სა­თო მა­ღა­ზი­ე­ბი, აფ­თი­ა­ქე­ბი... ყველ­გან ვა­კონ­ტრო­ლებთ სი­ტუ­ა­ცი­ას. მა­ღა­ზი­ებ­ში ჩვე­ნი ჯგუ­ფე­ბი უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ იმას, რომ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი არ შე­ვი­დეს შიგ­ნით და სა­კუ­თარ რიგს გა­რეთ და­ე­ლო­დონ.

რაც შე­ე­ხე­ბა დის­ტრი­ბუ­ცი­ას, ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ხორ­ცი­ელ­დე­ბა. არა­ნა­ი­რი შე­ფერ­ხე­ბა არ აქვთ. ჩვენ გვაქვს სპე­ცი­ა­ლუ­რი სი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც მოგ­ვა­წო­და ად­გი­ლობ­რივ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ. გად­მოგ­ზავ­ნი­ლია მან­ქა­ნი­სა და მძღო­ლის ნომ­რე­ბი. შე­მო­დი­ან, ამ­რა­გე­ბენ მა­ღა­ზი­ებს და მი­დი­ან ისევ უკან. მათ არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვთ ხალ­ხთან. უკე­თი­ათ პირ­ბა­დე­ე­ბი, ხელ­თათ­მა­ნე­ბი, სათ­ვა­ლე­ე­ბი და იცა­ვენ ყვე­ლა წესს.

- და ბო­ლოს, რო­გორც ვიცი, ამ დღე­ებ­ში შვი­ლი შე­გე­ძი­ნათ. ალ­ბათ ძნე­ლია ასეთ სა­მუ­შაო რე­ჟიმ­ში ამ სი­ხა­რუ­ლის სრულ­ყო­ფი­ლად აღ­ქმა...

- კი, ორი ბიჭი მყავს და მე­სა­მე შე­მე­ძი­ნა. დღეს გა­მო­წე­რენ მე­უღ­ლე­სა და ბავ­შვს. ძნე­ლია, რა თქმა უნდა. ჯერ არც მი­ნა­ხავს, ერთი სული მაქვს, ჩემი გო­გო­ნა ვნა­ხო. მხო­ლოდ ვირ­ტუ­ა­ლუ­რად ვკონ­ტაქ­ტობ მათ­თან. იმე­დი მაქვს, მალე ყვე­ლა­ფე­რი გა­და­ივ­ლის და მშვი­დო­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში იცხოვ­რე­ბენ ბავ­შვე­ბი.

AMBEBI.GE გი­ორ­გის მე­უღ­ლეს ნატო უერ­თაშ­ვილ­საც ესა­უბ­რა:

- მა­რია ქვეყ­ნი­ე­რე­ბას სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის ვი­თა­რე­ბა­ში მო­ევ­ლი­ნა. ჯერ­ჯე­რო­ბით არ გვქო­ნია სა­შუ­ა­ლე­ბა, შევ­ხვედ­რო­დით მა­მი­კოს, რო­მე­ლიც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრო­მე­ლია, ის თა­ვის მო­ვა­ლე­ო­ბას ას­რუ­ლებს 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში, ამ ყვე­ლა­ფერს ჩვენ გა­გე­ბით ვე­კი­დე­ბით. ერთი სული გვაქვს, რო­დის შედ­გე­ბა ჩენი პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა. ვი­ცით, რომ მა­მი­კო თა­ვის კო­ლე­გებ­თან ერ­თად ამ დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­მარ­ტო ჩვე­ნი, არა­მედ ყვე­ლას ჯან­მრთე­ლო­ბის სა­და­რად­ჯო­ზე დგას, გვინ­და, ყვე­ლას ჯან­მრთე­ლო­ბა ვუ­სურ­ვოთ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ირაკლი
0

ღმერთმა დიდი გოგო გაუზარდოს.

!!!
1

გაიზარდე დიდი გოგო

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

"მესამე შვილი შემეძინა, თუმცა ჯერ არ მინახავს..." - რას ჰყვება პოლიციელი ქვეყნის ყველაზე ცხელი წერტილიდან

"მესამე შვილი შემეძინა, თუმცა ჯერ არ მინახავს..." - რას ჰყვება პოლიციელი ქვეყნის ყველაზე ცხელი წერტილიდან

მარნეულსა და ბოლნისში რამდენიმე დღეა კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. ტერიტორიაზე გადაადგილება მკაცრად კონტროლდება და გახსნილია საკონტროლო გამშვები საგუშაგო. შინაგან საქმეთა და თავდაცვისის სამინისტროების მიერ ასევე, კონტროლდება მეორეხარისხოვანი გზები, სადაც განთავსებულია მობილური საგუშაგოები. მუდმივი კონტროლი ხორციელდება მობილური ჯგუფების მეშვეობითაც.

საკარანტინო პირობები მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში, მათ შორის, მოქალაქეთა შესვლისა და გამოსვლის შეზღუდვას ითვალისწინებს. ქალაქში შემსვლელ და გამსვლელ საგანგებოდ მოწყობილ სპეციალურ გამშვებ პუნქტებზე კონტროლს პოლიცია და თავდაცვის ძალები 24 საათის განმავლობაში ახორციელებენ.

ერთ-ერთი მათგანი, რომელიც ცხელ წერტილში მუშაობს, გარდაბნის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე გიგა ბზიშვილია. მან საკარანტინო ზონაში შეიტყო, რომ 22 მარტს მესამე შვილი შეეძინა, თუმცა დაძაბული სამუშაოდან გამომდინარე, პატარა გოგონას ნახვა ამ დრომდე ვერ მოახერხა. როგორია ვითარება ადგილზე და რა შეიცვლა პოლიციელების სამსახურეობრივ დღის წესრიგში საგანგებო მდგომარეობის შემდეგ, ამის შესახებ AMBEBI.GE გიგა ბზიშვილს ესაუბრა:

- მას შემდეგ რაც მარნეული კარანტინის რეჟიმზე გადავიდა, ყველა დეპარტამენტიდან აქ გადმოვედით. თითქმის სულ აქ ვართ. ვცდილობთ, ვაკონტროლოთ ყველაფერი და ყველა წესის დაცვა ვუზრუნველვყოთ. აქ ბევრი შემოვლითი გზაა, გზები გადის საძოვარ მინდვრებზე. ჩვენ გვაქვს დრონები, რომელთა მეშვეობითაც სრული პერიმეტრის კონტროლს ვახერხებთ.

- ხშირად გაქვთ კანონდარღვევის ფაქტები?

- საერთოდ, რთულია ადამიანს აღუკვეთო გადაადგილება. მოსთხოვო, რომ არ წავიდეს სხვა ქალაქში - საკუთარ ნათესავებთან, მეგობრებთან. ამის გაგება ცოტა რთულია, თუმცა ხალხი ნელ-ნელა იაზრებს, რომ ეს აკრძალვები ისევ მათ უსაფრთხოებას ემსახურება. პირადად მე, სადაც მომიწია პატრულირება, ჯარიმა ჯერ არ გამომიწერია, თუმცა სამინისტროს მხრიდან გავრცელდა კიდეც ინფორმაცია დაჯარიმების შემთხვევების შესახებ.

- რომელი სექტორები მუშაობს ახლა მარნეულში? დისტრიბუცია ჩვეულებრივ ხორციელდება ხომ?

- აქ ყველაფერი დაკეტილია, გარდა სასიცოცხლოდ მნიშვველოვანი ობიექტებისა. მუშაობს პურის ქარხნები, სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები... ყველგან ვაკონტროლებთ სიტუაციას. მაღაზიებში ჩვენი ჯგუფები უზრუნველყოფენ იმას, რომ ბევრი ადამიანი არ შევიდეს შიგნით და საკუთარ რიგს გარეთ დაელოდონ.

რაც შეეხება დისტრიბუციას, ეს ჩვეულებრივად ხორციელდება. არანაირი შეფერხება არ აქვთ. ჩვენ გვაქვს სპეციალური სიები, რომლებიც მოგვაწოდა ადგილობრივმა ხელისუფლებამ. გადმოგზავნილია მანქანისა და მძღოლის ნომრები. შემოდიან, ამრაგებენ მაღაზიებს და მიდიან ისევ უკან. მათ არანაირი კავშირი არ აქვთ ხალხთან. უკეთიათ პირბადეები, ხელთათმანები, სათვალეები და იცავენ ყველა წესს.

- და ბოლოს, როგორც ვიცი, ამ დღეებში შვილი შეგეძინათ. ალბათ ძნელია ასეთ სამუშაო რეჟიმში ამ სიხარულის სრულყოფილად აღქმა...

- კი, ორი ბიჭი მყავს და მესამე შემეძინა. დღეს გამოწერენ მეუღლესა და ბავშვს. ძნელია, რა თქმა უნდა. ჯერ არც მინახავს, ერთი სული მაქვს, ჩემი გოგონა ვნახო. მხოლოდ ვირტუალურად ვკონტაქტობ მათთან. იმედი მაქვს, მალე ყველაფერი გადაივლის და მშვიდობიან საქართველოში იცხოვრებენ ბავშვები.

AMBEBI.GE გიორგის მეუღლეს ნატო უერთაშვილსაც ესაუბრა:

- მარია ქვეყნიერებას საგანგებო მდგომარეობის ვითარებაში მოევლინა. ჯერჯერობით არ გვქონია საშუალება, შევხვედროდით მამიკოს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია, ის თავის მოვალეობას ასრულებს 24-საათიან რეჟიმში, ამ ყველაფერს ჩვენ გაგებით ვეკიდებით. ერთი სული გვაქვს, როდის შედგება ჩენი პირველი შეხვედრა. ვიცით, რომ მამიკო თავის კოლეგებთან ერთად ამ დღეების განმავლობაში არამარტო ჩვენი, არამედ ყველას ჯანმრთელობის სადარადჯოზე დგას, გვინდა, ყველას ჯანმრთელობა ვუსურვოთ.

"მეცნიერთა უმრავლესობა ემხრობა აზრს, რომ კორონავირუსმა თბილ სეზონზე უკან უნდა დაიხიოს" - ამირან გამყრელიძე

"ვპროგნოზირებთ, რომ ამ კვირის ბოლოს იქნება კორონავირუსით ინფიცირების 350-დან 400 მდე შემთხვევა" - ამირან გამყრელიძე

"რაც პანდემია დაიწყო, თენგიზი სახლში ღამის 2-3 საათზე ადრე არ დაბრუნებულა" - რას ყვება ცნობილი ინფექციონისტის მეუღლე ოჯახზე