საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:28-ზე, მთვარე ტყუპშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. კარგი დღეა ქორწინების, ნიშნობისა და სექსუალურისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საგარეო უწყების გაფრთხილება უცხოეთში მყოფ მოქალაქეებს - კერძო პირებისა და პოლიტიკური ჯგუფების დაპირებებს არ ენდოთ
საგარეო უწყების გაფრთხილება უცხოეთში მყოფ მოქალაქეებს - კერძო პირებისა და პოლიტიკური ჯგუფების დაპირებებს არ ენდოთ

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო სა­ზღვარ­გა­რეთ მყოფ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს აფრ­თხი­ლებს, გა­და­ად­გი­ლე­ბებ­ზე კერ­ძო პი­რე­ბი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფე­ბის მიერ გა­ცე­მულ და­პი­რე­ბებს არ ენ­დონ.

რო­გორც სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში კერ­ძო პი­რე­ბი და გარ­კვე­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას ჰპირ­დე­ბი­ან.

სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო სა­ზღვარ­გა­რეთ მყოფ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს მო­უ­წო­დებს, სიფრ­თხი­ლით მო­ე­კი­დონ მსგავ­სი სა­ხის შე­მო­თა­ვა­ზე­ბებს და მგზავ­რო­ბის მარ­შრუ­ტი და­გეგ­მონ მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბე­ბის დახ­მა­რე­ბით.

„სა­ზღვარ­გა­რეთ მყო­ფი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სა­ყუ­რა­დღე­ბოდ ბოლო პე­რი­ოდ­ში, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გა­აქ­ტი­ურ­დნენ კერ­ძო პი­რე­ბი და გარ­კვე­უ­ლი, მათ შო­რის პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ზღვარ­გა­რეთ მყოფ ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას ჰპირ­დე­ბი­ან და ამის­თვის პი­რად მო­ნა­ცე­მებს და კი­თხვა­რის შევ­სე­ბას სთხო­ვენ. მოგ­მარ­თავთ თხოვ­ნით, რათა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ მსოფ­ლი­ო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის მა­ღალ­მა დო­ნემ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მე­ბი შექ­მნა სა­ერ­თა­შო­რი­სო მგზავ­რო­ბის თვალ­საზ­რი­სით. უმე­ტეს ქვეყ­ნებს ჩა­კე­ტი­ლი აქვს სა­ზღვრე­ბი და შე­წყვე­ტი­ლია ან მკაც­რად შე­ზღუ­დუ­ლია სა­ერ­თა­შო­რი­სო მი­მოს­ვლა რო­გორც სა­ჰა­ე­რო, ასე­ვე სახ­მე­ლე­თო, სარ­კი­ნიგ­ზო თუ სა­ზღვაო გზე­ბით. შე­სა­ბა­მი­სად, კერ­ძო პი­რე­ბის მიერ გა­ცე­მუ­ლი და­პი­რე­ბე­ბი და გა­და­ად­გი­ლე­ბის­თვის დახ­მა­რე­ბის შე­მო­თა­ვა­ზე­ბის მცდე­ლო­ბა მოკ­ლე­ბუ­ლია რე­ა­ლურ სა­ფუძ­ველს, არის რის­კე­ბის შემ­ცვე­ლი და შე­საძ­ლოა კი­დევ უფრო გა­არ­თუ­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა. არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მო­გი­წო­დებთ სიფრ­თხი­ლით მო­ე­კი­დოთ მსგავ­სი სა­ხის შე­მო­თა­ვა­ზე­ბებს და თქვე­ნი მგზავ­რო­ბის მარ­შრუ­ტი და­გეგ­მეთ მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბე­ბის დახ­მა­რე­ბით, რათა თა­ვი­დან აი­ცი­ლოთ შემ­დგო­მი არა­სა­სურ­ვე­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბი. მსოფ­ლიო მას­შტა­ბით კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით მოქ­მე­დი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს მი­თი­თე­ბით, მუ­შა­ო­ბის 24 სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ზე არი­ან გა­და­სუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მი­სი­ე­ბი სა­ზღვარ­გა­რეთ, რათა ოპე­რა­ტი­ულ რე­ჟიმ­ში მო­ახ­დი­ნონ უცხო­ეთ­ში მყო­ფი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დახ­მა­რე­ბა,“ - ნათ­ქვა­მია სა­გა­რეო უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ავტორი:

საგარეო უწყების გაფრთხილება უცხოეთში მყოფ მოქალაქეებს - კერძო პირებისა და პოლიტიკური ჯგუფების დაპირებებს არ ენდოთ

საგარეო უწყების გაფრთხილება უცხოეთში მყოფ მოქალაქეებს - კერძო პირებისა და პოლიტიკური ჯგუფების დაპირებებს არ ენდოთ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს, გადაადგილებებზე კერძო პირებისა და პოლიტიკური ჯგუფების მიერ გაცემულ დაპირებებს არ ენდონ.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სოციალურ ქსელებში კერძო პირები და გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნებას ჰპირდებიან.

საგარეო საქმეთა სამინისტრო საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, სიფრთხილით მოეკიდონ მსგავსი სახის შემოთავაზებებს და მგზავრობის მარშრუტი დაგეგმონ მხოლოდ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების დახმარებით.

„საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელებში გააქტიურდნენ კერძო პირები და გარკვეული, მათ შორის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც საზღვარგარეთ მყოფ ჩვენს მოქალაქეებს საქართველოში დაბრუნებას ჰპირდებიან და ამისთვის პირად მონაცემებს და კითხვარის შევსებას სთხოვენ. მოგმართავთ თხოვნით, რათა გაითვალისწინოთ, რომ მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების მაღალმა დონემ მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა საერთაშორისო მგზავრობის თვალსაზრისით. უმეტეს ქვეყნებს ჩაკეტილი აქვს საზღვრები და შეწყვეტილია ან მკაცრად შეზღუდულია საერთაშორისო მიმოსვლა როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო, სარკინიგზო თუ საზღვაო გზებით. შესაბამისად, კერძო პირების მიერ გაცემული დაპირებები და გადაადგილებისთვის დახმარების შემოთავაზების მცდელობა მოკლებულია რეალურ საფუძველს, არის რისკების შემცველი და შესაძლოა კიდევ უფრო გაართულოს მოქალაქეების მდგომარეობა. არსებული ვითარების გათვალისწინებით, მოგიწოდებთ სიფრთხილით მოეკიდოთ მსგავსი სახის შემოთავაზებებს და თქვენი მგზავრობის მარშრუტი დაგეგმეთ მხოლოდ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების დახმარებით, რათა თავიდან აიცილოთ შემდგომი არასასურველი გართულებები. მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი საკოორდინაციო საბჭოს მითითებით, მუშაობის 24 საათიან რეჟიმზე არიან გადასული საქართველოს მისიები საზღვარგარეთ, რათა ოპერატიულ რეჟიმში მოახდინონ უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარება,“ - ნათქვამია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მონიტორინგი მკაცრდება

"ნაციონალური მოძრაობის" კრიტიკა იყო დამსახურებული - გიგა ბოკერია

საქართველომ ხელშეკრულება გაწყვიტა სწრაფი ტესტების მწარმოებელ ჩინურ კომპანიასთან, რომლის ტესტები სავარაუდოდ, ზუსტ პასუხს არ იძლევა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"