პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქალებისთვის კარანტინი ღამის კოშმარად იქცა“ - კორონავირუსის გამო ოჯახური ძალადობის შემთხვევები გაიზარდა
"ქალებისთვის კარანტინი ღამის კოშმარად იქცა“ - კორონავირუსის გამო ოჯახური ძალადობის შემთხვევები გაიზარდა

"დარ­ჩი სახ­ლში“ - ეს მთა­ვა­რი მე­სი­ჯია, რო­მე­ლიც უკვე რამ­დე­ნი­მე კვი­რაა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­გან და მე­დი­კო­სე­ბის­გან გვეს­მის. სახ­ლში დარ­ჩე­ნა კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი ტი­პის, COVID-19-ის კი­დევ უფრო გავ­რცე­ლე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად ამ ეტაპ­ზე ერ­თა­დერ­თი გზაა, რად­გა­ნაც ჯერ­ჯე­რო­ბით ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო არც წა­მა­ლი არ­სე­ბობს და არც ვაქ­ცი­ნა.

კო­რო­ნა­ვირუ­სი ამ დრო­ის­თვის მსოფ­ლი­ოს 199 ქვე­ყა­ნა­შია გა­მოვ­ლე­ნი­ლი და ამ ქვეყ­ნებ­ში ადა­მი­ა­ნე­ბი ცხოვ­რე­ბის გან­სხვა­ვე­ბულ წე­სებს ეჩ­ვე­ვი­ან, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ და­წე­სე­ბულ შე­ზღუდ­ვებს ემორ­ჩი­ლე­ბი­ან.

მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი სახ­ლშია გა­მო­კე­ტი­ლი. რა თქმა უნდა, სახ­ლში დარ­ჩე­ნას თან ბევ­რი უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გი ახ­ლავს. რომ არა­ფე­რი ვთქვათ მო­სა­ლოდ­ნელ ეკო­ნო­მი­კურ კრი­ზის­ზე, ყო­ვე­ლი­ვემ მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში უკვე გა­მო­იწ­ვია ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის შემ­თხვე­ვე­ბის გაზ­რდა.

ადა­მი­ა­ნე­ბი სახ­ლებ­ში ოჯა­ხის მო­ძა­ლა­დე წევ­რე­ბის პი­რის­პირ აღ­მოჩ­ნდნენ და კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო, მათ გვერ­დით უფრო მეტი დრო­ის გა­ტა­რე­ბა უწევთ.

საფ­რან­გე­თი

რო­გორც france24.com წერს, ბევ­რი ფრან­გი ქა­ლის­თვის კო­რო­ნა­ვირუ­სი ღა­მის კოშ­მა­რად იქცა, რად­გა­ნაც მთე­ლი დღე­ე­ბის გა­ტა­რე­ბა სახ­ლში, ოჯა­ხის მო­ძა­ლა­დე წევ­რებ­თან ერ­თად უწევთ.

ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის გაზ­რდილ შემ­თხვე­ვებ­ზე სა­უბ­რობს საფ­რან­გე­თის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პა­რიზ­ში ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის შემ­თხვე­ვე­ბი იზო­ლა­ცი­ის წე­სე­ბის შე­მო­ღე­ბის შემ­დეგ 36%-ით გა­ი­ზარ­და.

„ახლა ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი უფრო მეტი ქალი მომ­მარ­თავს, ისი­ნი მე­კი­თხე­ბი­ან რო­გორ მო­იქ­ცნენ, რა გა­ა­კე­თონ, რო­გორ და­აღ­წი­ონ თავი. ერთი ქალი მიყ­ვე­ბა, რომ მისი ქმა­რი სვამს და როცა მთვრა­ლია სა­ში­ნე­ლე­ბებს აკე­თებს. იზო­ლა­ცი­ამ­დე ის ტე­ლე­ფო­ნით მე­სა­უბ­რე­ბო­და ხოლ­მე, როცა ქმა­რი გა­რეთ იყო გა­სუ­ლი. ახლა კი, კაცი სულ სახ­ლშია და და­რეკ­ვას ვე­ღარ ახერ­ხებს. ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში უამ­რა­ვი ქა­ლია“, - სა­უბ­რობს ერთ-ერთი პა­რი­ზე­ლი ფსი­ქო­ლო­გი france24-თან.

დიდი ბრი­ტა­ნე­თი

დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის გაზ­რდილ შემ­თხვე­ვებ­ზე წერს ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა theguardian.com. გა­მო­ცე­მა ყო­ვე­ლი­ვეს კო­რო­ნა­ვირუსს უკავ­ში­რებს.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ბე­ვერ­ლი ჰი­უ­ე­სი ამ­ბობს, რომ თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის წე­სე­ბის შე­მო­ღე­ბის შემ­დეგ ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის შემ­თხვე­ვე­ბი გა­ი­ზარ­და და ასე­თი ფაქ­ტე­ბის კი­დევ უფრო ზრდაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი.

„მე ვფიქ­რობ, რომ ახლა ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის შემ­თხვე­ვე­ბის გაზ­რდის და­სა­წყის­თან ვართ და მსგავ­სი ფაქ­ტე­ბი თან­და­თან კი­დევ მო­ი­მა­ტებს“, - ამ­ბობს ჰი­უ­ე­სი და ყო­ვე­ლი­ვეs უკი­დუ­რე­სად სტრე­სულ გა­რე­მო­ში ცხოვ­რე­ბას უკავ­ში­რებს.

ჩი­ნე­თი

ალ­ბათ, წა­გი­კი­თხავთ, რომ ჩი­ნეთ­ში კა­რან­ტი­ნის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ბევ­რი წყვი­ლი გან­ქორ­წი­ნე­ბას გეგ­მავს. ეს არ არის ხუმ­რო­ბა და რო­გორც სხვა­დას­ხვა გა­მო­ცე­მე­ბი წე­რენ, მოვ­ლე­ნე­ბის სწო­რედ ამ­გვა­რი გან­ვი­თა­რე­ბაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი. იწე­რე­ბა უამ­რავ შემ­თხვე­ვა­ზე, რო­მე­ლიც ოჯა­ხურ ძა­ლა­დო­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

უჰა­ნე­ლი პო­ლი­ცი­ის ოფი­ცე­რი, ჩან ფეი ამ­ბობს, რომ ჰუ­ბე­ის პრო­ვინ­ცი­ის ქა­ლაქ ჯინ­გო­ში, კა­რან­ტი­ნის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის შემ­თხვე­ვე­ბი სამ­ჯერ გა­ი­ზარ­და.

„ეპი­დე­მი­ამ უდი­დე­სი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა ოჯა­ხურ ცხოვ­რე­ბა­ზე. ჩვე­ნი სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით, ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის 90% COVID-19-ს უკავ­შირ­დე­ბა“ - ამ­ბობს პო­ლი­ცი­ის ოფი­ცე­რი.

ის თვლის, რომ კა­რა­ტი­ნით გა­მოწ­ვე­ულ­მა შფოთ­ვამ, ასე­ვე ეკო­ნო­მი­კურ­მა ზა­რალ­მა, რო­მე­ლიც ბევრ ოჯახს და­ა­ტყდა თავს, ადა­მი­ა­ნე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე უარ­ყო­ფი­თი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა.

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი

ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის გაზ­რდილ რა­ო­დე­ნო­ბა­ზე წერს abcnews-იც. სამ­ხრეთ კა­რო­ლი­ნის, ჩარლსტო­ნის ოლ­ქის შე­რი­ფი ამ­ბობს, რომ მას შემ­დეგ, რაც ადა­მი­ა­ნე­ბი სახ­ლში დარ­ჩნენ, ყო­ველ დღე ათით, ან ოცით იზ­რდე­ბა გა­მო­ძა­ხე­ბე­ბის რი­ცხვი, რომ­ლე­ბიც ძა­ლა­დო­ბას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

„ჩვენ ამის­თვის მზად ვი­ყა­ვით. ძა­ლი­ან ბევ­რი ფაქ­ტო­რია, რაც ამ ვი­თა­რე­ბა­ში ძა­ლა­დო­ბის ზრდას გა­ნა­პი­რო­ბებს და ვფიქ­რობთ, რომ მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი კი­დევ უფრო მო­ი­მა­ტებს“, - ამ­ბობს შე­რი­ფი რო­ჯერ ან­ტო­ნიო.

"ვებ­რძვით კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ას და იზო­ლა­ცი­ა­ში უნდა ვი­ყოთ, ეს ზრდის შიშს და სტრესს, პან­დე­მია და თან იზო­ლა­ცია ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თო მიქ­სია, რო­მე­ლიც მო­ძა­ლა­დის ოჯა­ხის წევ­რებს წარ­მო­უდ­გენ­ლად რთულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აგ­დებს. წარ­მო­იდ­გი­ნეთ - არ არის უსაფრ­თხო სახ­ლი­დან გას­ვლა და არ არის უსაფრ­თხო სახ­ლში დარ­ჩე­ნა“, - ამ­ბობს ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი ქა­ლე­ბის დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის FreeFrom-ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი, სო­ნია პასი.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რომელი ჯობია?
24

წარმომიდგენია აქ რა ხდება, იმათ ფული და საჭმელი მაინც აქვთ--ექნებათ!

გიორგი
3

ძალიან სამწუხაროა, რომ მოძალადის გაქანებას თანამედროვე განსაცდელიც ემატება. ძალადობის მსხვერპლმა კი უნდა გაიაზროს, რომ მოთმინება დამღუპველია და დროზე მიმართოს სათანადო ორგანოებს. ეს ეხება ქალსაც, კაცსაც და ძაღლსაც! ძალადობას სქესი არ აქვს, ეხება ადამიანსაც და დანარჩენ ცოცხალსაც. ძალადობის მსხვერპლი ცხოველი თავად ვერ მიმართავს, ამიტომ ეს მოწოდება საზოგადოებისადმია, ვინც ფაქტის მომსწრე გახდება.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?
ავტორი:

"ქალებისთვის კარანტინი ღამის კოშმარად იქცა“ - კორონავირუსის გამო ოჯახური ძალადობის შემთხვევები გაიზარდა

"ქალებისთვის კარანტინი ღამის კოშმარად იქცა“ - კორონავირუსის გამო ოჯახური ძალადობის შემთხვევები გაიზარდა

"დარჩი სახლში“ - ეს მთავარი მესიჯია, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა ხელისუფლების წარმომადგენლებისგან და მედიკოსებისგან გვესმის. სახლში დარჩენა კორონავირუსის ახალი ტიპის, COVID-19-ის კიდევ უფრო გავრცელების თავიდან ასაცილებლად ამ ეტაპზე ერთადერთი გზაა, რადგანაც ჯერჯერობით ვირუსის საწინააღმდეგო არც წამალი არსებობს და არც ვაქცინა.

კორონავირუსი ამ დროისთვის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გამოვლენილი და ამ ქვეყნებში ადამიანები ცხოვრების განსხვავებულ წესებს ეჩვევიან, ხელისუფლების მიერ დაწესებულ შეზღუდვებს ემორჩილებიან.

მილიონობით ადამიანი სახლშია გამოკეტილი. რა თქმა უნდა, სახლში დარჩენას თან ბევრი უარყოფითი შედეგი ახლავს. რომ არაფერი ვთქვათ მოსალოდნელ ეკონომიკურ კრიზისზე, ყოველივემ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უკვე გამოიწვია ოჯახური ძალადობის შემთხვევების გაზრდა.

ადამიანები სახლებში ოჯახის მოძალადე წევრების პირისპირ აღმოჩნდნენ და კორონავირუსის გამო, მათ გვერდით უფრო მეტი დროის გატარება უწევთ.

საფრანგეთი

როგორც france24.com წერს, ბევრი ფრანგი ქალისთვის კორონავირუსი ღამის კოშმარად იქცა, რადგანაც მთელი დღეების გატარება სახლში, ოჯახის მოძალადე წევრებთან ერთად უწევთ.

ოჯახური ძალადობის გაზრდილ შემთხვევებზე საუბრობს საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი. მისი ინფორმაციით, პარიზში ოჯახური ძალადობის შემთხვევები იზოლაციის წესების შემოღების შემდეგ 36%-ით გაიზარდა.

„ახლა ძალადობის მსხვერპლი უფრო მეტი ქალი მომმართავს, ისინი მეკითხებიან როგორ მოიქცნენ, რა გააკეთონ, როგორ დააღწიონ თავი. ერთი ქალი მიყვება, რომ მისი ქმარი სვამს და როცა მთვრალია საშინელებებს აკეთებს. იზოლაციამდე ის ტელეფონით მესაუბრებოდა ხოლმე, როცა ქმარი გარეთ იყო გასული. ახლა კი, კაცი სულ სახლშია და დარეკვას ვეღარ ახერხებს. ასეთ მდგომარეობაში უამრავი ქალია“, - საუბრობს ერთ-ერთი პარიზელი ფსიქოლოგი france24-თან.

დიდი ბრიტანეთი

დიდ ბრიტანეთში ოჯახური ძალადობის გაზრდილ შემთხვევებზე წერს ბრიტანული გამოცემა theguardian.com. გამოცემა ყოველივეს კორონავირუსს უკავშირებს.

ხელისუფლების წარმომადგენელი ბევერლი ჰიუესი ამბობს, რომ თვითიზოლაციის წესების შემოღების შემდეგ ოჯახური ძალადობის შემთხვევები გაიზარდა და ასეთი ფაქტების კიდევ უფრო ზრდაა მოსალოდნელი.

„მე ვფიქრობ, რომ ახლა ოჯახური ძალადობის შემთხვევების გაზრდის დასაწყისთან ვართ და მსგავსი ფაქტები თანდათან კიდევ მოიმატებს“, - ამბობს ჰიუესი და ყოველივეs უკიდურესად სტრესულ გარემოში ცხოვრებას უკავშირებს.

ჩინეთი

ალბათ, წაგიკითხავთ, რომ ჩინეთში კარანტინის დასრულების შემდეგ, ბევრი წყვილი განქორწინებას გეგმავს. ეს არ არის ხუმრობა და როგორც სხვადასხვა გამოცემები წერენ, მოვლენების სწორედ ამგვარი განვითარებაა მოსალოდნელი. იწერება უამრავ შემთხვევაზე, რომელიც ოჯახურ ძალადობას უკავშირდება.

უჰანელი პოლიციის ოფიცერი, ჩან ფეი ამბობს, რომ ჰუბეის პროვინციის ქალაქ ჯინგოში, კარანტინის გამოცხადების შემდეგ, ოჯახური ძალადობის შემთხვევები სამჯერ გაიზარდა.

„ეპიდემიამ უდიდესი გავლენა მოახდინა ოჯახურ ცხოვრებაზე. ჩვენი სტატისტიკის მიხედვით, ოჯახური ძალადობის 90% COVID-19-ს უკავშირდება“ - ამბობს პოლიციის ოფიცერი.

ის თვლის, რომ კარატინით გამოწვეულმა შფოთვამ, ასევე ეკონომიკურმა ზარალმა, რომელიც ბევრ ოჯახს დაატყდა თავს, ადამიანების ურთიერთობაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა.

ამერიკის შეერთებული შტატები

ოჯახური ძალადობის გაზრდილ რაოდენობაზე წერს abcnews-იც. სამხრეთ კაროლინის, ჩარლსტონის ოლქის შერიფი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ადამიანები სახლში დარჩნენ, ყოველ დღე ათით, ან ოცით იზრდება გამოძახებების რიცხვი, რომლებიც ძალადობასთანაა დაკავშირებული.

„ჩვენ ამისთვის მზად ვიყავით. ძალიან ბევრი ფაქტორია, რაც ამ ვითარებაში ძალადობის ზრდას განაპირობებს და ვფიქრობთ, რომ მსგავსი შემთხვევები კიდევ უფრო მოიმატებს“, - ამბობს შერიფი როჯერ ანტონიო.

"ვებრძვით კორონავირუსის პანდემიას და იზოლაციაში უნდა ვიყოთ, ეს ზრდის შიშს და სტრესს, პანდემია და თან იზოლაცია ძალიან სახიფათო მიქსია, რომელიც მოძალადის ოჯახის წევრებს წარმოუდგენლად რთულ სიტუაციაში აგდებს. წარმოიდგინეთ - არ არის უსაფრთხო სახლიდან გასვლა და არ არის უსაფრთხო სახლში დარჩენა“, - ამბობს ძალადობის მსხვერპლი ქალების დამცველი ორგანიზაციის FreeFrom-ის აღმასრულებელი დირექტორი, სონია პასი.

კაშკაშა "კოცონები“ და გრანულოვანი ფენა - მზის ზედაპირის ფოტოები ყველაზე ახლო ხედით

ზაფხული მსოფლიოსთვის სახიფათოდ ცხელი ხდება - "სიცხის სტრესი" მილიარდზე მეტ ადამიანზე იმოქმედებს

3 ქვეყანა, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა