მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
საზოგადოება
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ ჩვენი ვარაუდი გამართლდება, შემთხვევათა კლებას ვნახავთ იქ, სადაც ყველაზე დიდი აფეთქებაა" - ექსკლუზიური ინტერვიუ მეცნიერთან, რომელიც COVID-19-ზე კვლევას ატარებს
"თუ ჩვენი ვარაუდი გამართლდება, შემთხვევათა კლებას ვნახავთ იქ, სადაც ყველაზე დიდი აფეთქებაა" - ექსკლუზიური ინტერვიუ მეცნიერთან, რომელიც COVID-19-ზე კვლევას ატარებს

მე­რი­ლენ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­დი­ცი­ნის სკო­ლის მკვლე­ვარ­მა, ვირუ­სო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის პრო­ფე­სორ­მა, მო­ჰა­მედ სა­ჯად­მა რამ­დე­ნი­მე დღის წინ ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის შე­სა­ხებ კვლე­ვა გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც აღ­ნიშ­ნავს, რომ ის გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი არე­ა­ლე­ბი, სა­დაც COVID 19-ის ყვე­ლა­ზე დიდი აფეთ­ქე­ბა შე­ი­ნიშ­ნე­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით ერ­თნა­ი­რი ტემ­პე­რა­ტუ­რი­თა (5-11 გრა­დუ­სი) და ტე­ნი­ა­ნო­ბით (47-84%) ხა­სი­ათ­დე­ბა.

სა­ჯა­დი ვა­რა­უ­დობს, რომ შე­საძ­ლოა, ვირუ­სი სე­ზო­ნუ­რო­ბით ხა­სი­ათ­დე­ბო­დეს და აღ­ნიშ­ნულ არე­ა­ლებ­ში დათ­ბო­ბას­თან ერ­თად შე­სუს­ტდეს. AMBEBI.GE მე­რი­ლენ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორს და­უ­კავ­შირ­და და მას­თან ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რა:

- თქვე­ნი კვლე­ვის თა­ნახ­მად, კო­რო­ნა­ვირუ­სი გან­სა­კუთ­რე­ბით ვრცელ­დე­ბა გარ­კვე­უ­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რი­სა და ტე­ნი­ა­ნო­ბის პი­რო­ბებ­ში. რა პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მო­ყე­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს ამ მიგ­ნე­ბას მეც­ნი­ე­რე­ბის­თვის კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლის გზა­ზე?

- გვჯე­რა, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სებს სე­ზო­ნუ­რო­ბა ახა­სი­ა­თებს. ვი­ცით, რომ სხვა რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ვირუ­სე­ბი სე­ზო­ნუ­რია, რაც ნიშ­ნავს, რომ ისი­ნი კონ­კრე­ტუ­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რი­სა და ტე­ნი­ა­ნო­ბის პი­რო­ბებ­ში, ზო­მი­ე­რი კლი­მა­ტის მქო­ნე არე­ა­ლებ­ში აქ­ტი­ურ­დე­ბი­ან და მათ წლის სხვა დროს, გა­ზა­ფხულ­ზე ან ზა­ფხულ­ზე ტო­ვე­ბენ.

ახალ კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­ვამ­ჩნი­ეთ, რომ სხვა რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ვირუ­სე­ბის მსგავ­სად, მისი გა­და­ცე­მა შე­და­რე­ბით გრილ პი­რო­ბებ­ში ხდე­ბა, 5-11 გრა­დუ­სი­სა და და­ბა­ლი ტე­ნი­ა­ნო­ბის პი­რო­ბებ­ში. ეს ჯერ კი­დევ შე­სა­მოწ­მე­ბე­ლია, თუმ­ცა თუ მარ­თლე­ბი ვართ, შე­იძ­ლე­ბა, ეს დაშ­ვე­ბა სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის გამო იყოს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. მა­გა­ლი­თად, ის მი­გი­თი­თებს, თუ სად უნდა მო­ახ­დი­ნო შენი რე­სურ­სე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა და პო­ტენ­ცი­უ­რად, რო­დის უნდა ელო­დო ვირუსს.

- თქვენს კვლე­ვა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ არის შან­სი, COVID-19-ს სე­ზო­ნუ­რო­ბა ახა­სი­ა­თებ­დეს. თუმ­ცა, თუ ვირუ­სის წარ­მო­შო­ბა ღა­მუ­რას ან პან­გო­ლინს უკავ­შირ­დე­ბა, ამ შემ­თხვე­ვა­ში, მისი და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ ის კვლავ რა გზით შე­მობ­რუნ­დე­ბა?

- ავ­ხსნი, რას ვგუ­ლის­ხმობთ, როცა "სე­ზო­ნუ­რო­ბას" ვახ­სე­ნებთ. ტი­პი­უ­რად, სე­ზო­ნუ­რი ვირუ­სე­ბი შე­მოდ­გო­მა­ზე ან ზამ­თარ­ში, ზო­მი­ე­რი კლი­მა­ტის არე­ა­ლებ­ში გვხვდე­ბა. მსოფ­ლი­ოს გარ­კვე­ულ არე­ა­ლებ­ში ისი­ნი პიკს აღ­წევს, შე­მოდ­გო­მა­ზე ან ზამ­თარ­ში ძა­ლი­ან ბევ­რი შემ­თხვე­ვა ფიქ­სირ­დე­ბა და შემ­დეგ, გა­ზა­ფხულ­სა და ზა­ფხულ­ში იკ­ლებს. თუმ­ცა, მა­შინ, რო­დე­საც ეს ხდე­ბა, მსოფ­ლი­ოს სხვა ნა­წი­ლებ­ში შე­იძ­ლე­ბა ზამ­თა­რი იყოს და იქ ბევ­რი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­დეს.

ტრო­პი­კე­ბი­სა და სუბტ­რო­პი­კე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­იძ­ლე­ბა რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ვირუ­სე­ბი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იყოს, მაგ­რამ შემ­თხვე­ვა­თა რა­ო­დე­ნო­ბა შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბია. ასე რომ, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნე­ბი სე­ზო­ნუ­რო­ბა­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ, უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ ჩვენ ვსა­უბ­რობთ იმა­ზე, თუ რო­გორ იქ­ცე­ვა ვირუ­სი კონ­კრე­ტულ ად­გი­ლებ­ში.

VIDEO: ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვიუ მე­რი­ლენ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მკვლე­ვარ­თან, რო­მელ­მაც ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის შე­სა­ხებ კვლე­ვა გა­მო­აქ­ვეყ­ნა

მა­შინ, როცა ვირუ­სი ყო­ველ­წლი­უ­რად ან რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში ერთხელ ცირ­კუ­ლი­რებს, შე­გიძ­ლია, მის ქცე­ვა­ზე ვა­რა­უ­დე­ბი გა­ა­კე­თო, მაგ­რამ და­სა­წყის­ში, რო­დე­საც იმუ­ნი­ტე­ტი არა­ვის აქვს, შე­საძ­ლოა, ვირუ­სის ქცე­ვა არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი იყოს, მისი აფეთ­ქე­ბე­ბი იმის გა­რეთ მოხ­დეს, რა­საც სე­ზო­ნუ­რად ვთვლით. ეს 10 წლის წინ, H1N1-ის შე­თხვე­ვა­ში ვი­ხი­ლეთ.

თუმ­ცა, თუ სე­ზო­ნუ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩვე­ნი ვა­რა­უ­დი მარ­თა­ლი აღ­მოჩ­ნდე­ბა, შემ­თხვე­ვა­თა კლე­ბა უნდა ვი­ხი­ლოთ იმ არე­ა­ლებ­ში, სა­დაც ამ­ჟა­მად ყვე­ლა­ზე დიდი აფეთ­ქე­ბაა. ვნა­ხოთ, რა მოხ­დე­ბა ზა­ფხულ­ში, თუმ­ცა იმა­საც ვვა­რა­უ­დობთ, რომ შე­იძ­ლე­ბა, COVID 19-მა დაბ­რუ­ნე­ბა შეძ­ლოს.

- ვი­ცით, რომ ამ ეტაპ­ზე იტა­ლი­ა­ში ყვე­ლა­ზე რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა. რა შე­იძ­ლე­ბა იყოს იტა­ლი­ის­თვის გა­მო­სა­ვა­ლი, რომ იქ გავ­რცე­ლე­ბა შემ­ცირ­დეს და რო­გორ უნდა აი­რი­დონ ქვეყ­ნებ­მა თა­ვი­დან მსგავ­სი ვი­თა­რე­ბა?

- სამ­წუ­ხა­როდ, იტა­ლი­ას ამ­ჟა­მად ძა­ლი­ან დიდი პრობ­ლე­მა აქვს. ეს ბევ­რი ფაქ­ტო­რი­სა და რე­სურ­სე­ბის კომ­ბი­ნა­ცი­ა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ტეს­ტი­რე­ბის­თვის - უპირ­ვე­ლე­სი და ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლის­თვის, უნდა იცო­დე, ვინ ინ­ფი­ცირ­დე­ბა, რა რი­ცხვე­ბი გაქვს. ადეკ­ვა­ტუ­რი ტეს­ტი­რე­ბის სა­კი­თხი აქ, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­შიც დგას. ასე­ვე, უნდა გქონ­დეს ადეკ­ვა­ტუ­რი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა და რე­სურ­სე­ბი, ვგუ­ლის­ხმობ სა­ა­ვად­მყო­ფო­ებს, სა­ჭი­როა სე­რი­ო­ზუ­ლი მომ­ზა­დე­ბა იმის­თვის, რომ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი "COVID ჰოს­პიტ­ლე­ბად" გა­და­კეთ­დეს...

ასე რომ, ეს შე­იძ­ლე­ბა დიდი პრობ­ლე­მა იყოს და ვფიქ­რობ, სა­უ­კე­თე­სო რამ, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­უძ­ლია გა­ა­კე­თოს, ჯან­დაც­ვის ექ­სპერ­ტე­ბის მოს­მე­ნა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის რჩე­ვე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბაა.

- შე­იძ­ლე­ბა თუ არა, კო­რო­ნა­ვირუ­სის მკურ­ნა­ლო­ბა­ში ეფექ­ტუ­რი იყოს გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის სის­ხლის გა­დას­ხმა ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლის­თვის?

- კარ­გი თემა წა­მო­წი­ეთ. რო­დე­საც სის­ხლზეა სა­უ­ბა­რი, დრო­ის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი იმ ან­ტის­ხე­უ­ლებ­ზე ფიქ­რს ეთ­მო­ბა, რო­მე­ლიც პა­ცი­ენ­ტებ­ში ჩნდე­ბა, რო­დე­საც ისი­ნი ჯან­მრთელ­დე­ბი­ან და დიახ, არ­სე­ბობს პო­ტენ­ცი­ა­ლი, რომ ამან იმუ­შა­ვოს - რომ სის­ხლი, პა­ცი­ენ­ტის შრა­ტი ან დაწ­მენ­დი­ლი ან­ტის­ხე­უ­ლი სხვა პა­ცი­ენტს მივ­ცეთ. ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია და ასე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლია, გა­მო­ა­ცალ­კე­ვო ან­ტის­ხე­უ­ლი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და ის აწარ­მოო.

სწო­რედ ესაა ერთ-ერთი, რა­ზეც ჩვე­ნი კვლე­ვის ცენ­ტრში, ჩემს ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ვმუ­შა­ობთ. მაგ­რამ უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ ზოგ ინ­ფექ­ცი­ას­თან მი­მარ­თე­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა, ან­ტის­ხე­უ­ლებ­მა უა­რე­სი შე­დე­გი მო­ი­ტა­ნოს. ბო­ლომ­დე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი არ ვართ, ამ ინ­ფექ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით რა მოხ­დე­ბა, კონ­კრე­ტუ­ლი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა თუ - უსარ­გებ­ლო, ან მე­ტიც, ზი­ა­ნის მომ­ტა­ნი. ჩვე­ნი ჩათ­ვლით, მას ბევ­რი ჯგუ­ფი სწავ­ლობს.

- რა იქ­ნე­ბა თქვე­ნი მთა­ვა­რი რჩე­ვა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, სა­დაც ჯერ­ჯე­რო­ბით 80 შემ­თხვე­ვაა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი და სწო­რედ ამ დღე­ებ­ში და­ი­წყო ახა­ლი ეტა­პი - შიდა გა­და­ცე­მა?

- დიახ, გა­და­ვა­მოწ­მე მო­ნა­ცე­მე­ბი და ვნა­ხე, თქვენ­თან რამ­დე­ნი შემ­თხვე­ვაა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ამ­ჟა­მად ეს რი­ცხვი მსოფ­ლი­ოს სხვა ად­გი­ლებ­თან შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბია, რაც კარ­გია. ჩემი რჩე­ვა იქ­ნე­ბა, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა, ბევ­რი ტეს­ტი იყოს ხელ­მი­საწ­ვდო­მი. უნდა იცო­დეთ პა­სუ­ხი კი­თხვა­ზე, სა­ბო­ლო­ოდ სა­დამ­დე ახ­ვალთ - ამის ცოდ­ნა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია.

მე­ო­რე სა­კი­თხი, რაც მო­სახ­ლე­ო­ბას შე­ე­ხე­ბა, ისაა, რომ მათ რე­ა­ლუ­რად უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ ჯან­დაც­ვის თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­თა რჩე­ვე­ბი, რად­გან მა­ში­ნაც კი, თუ სე­ზო­ნუ­რო­ბა­ზე ჩვე­ნი ვა­რა­უ­დი და­დას­ტურ­დე­ბა და ვთქვათ, შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა შემ­ცირ­დე­ბა, სა­კი­თხა­ვია, რამ­დე­ნად შემ­ცირ­დე­ბა ისი­ნი. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის ჩა­რე­ვი­სა და იმ ქმე­დე­ბე­ბის გარ­და, რა­საც ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის გა­სა­ჩე­რებ­ლად ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ, ამან შე­იძ­ლე­ბა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სხვა­ო­ბა მო­ი­ტა­ნოს იმ კუ­თხით, თუ რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Simartle
43

4 თვე გავიდა და ეგ ვერ დაუდგენიათ რა!!!!ბიზნესია ეგ თემა!!!რით ვერ დაადგინეთ ეგ რა კაი რა ხალხს ხოცავთ რის გამო ნ.ჭ.ბო!!!!!

ტოტო
26

ძალიან საინტერესო ანალიზია გარემოს ტემპერატურასთან და ტენიანობასთან დაკავშირებით,მაგრამ ადამიანის ორგანიზმი,რომელიც ფაქტიურად ვირუსისათვის გასამრავლებელ ინკუბატორს წარმოადგენს,მუდმივი ტემპერატურა,რომ აქვს 36.6 გრადუსი აქვს,ამასთან გარემოს გარეთა ტემპერატურა რა კორელაციაშია ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"თუ ჩვენი ვარაუდი გამართლდება, შემთხვევათა კლებას ვნახავთ იქ, სადაც ყველაზე დიდი აფეთქებაა" - ექსკლუზიური ინტერვიუ მეცნიერთან, რომელიც COVID-19-ზე კვლევას ატარებს

"თუ ჩვენი ვარაუდი გამართლდება, შემთხვევათა კლებას ვნახავთ იქ, სადაც ყველაზე დიდი აფეთქებაა" - ექსკლუზიური ინტერვიუ მეცნიერთან, რომელიც COVID-19-ზე კვლევას ატარებს

მერილენდის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მკვლევარმა, ვირუსოლოგიის ინსტიტუტის პროფესორმა, მოჰამედ საჯადმა რამდენიმე დღის წინ ახალი კორონავირუსის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნავს, რომ ის გეოგრაფიული არეალები, სადაც COVID 19-ის ყველაზე დიდი აფეთქება შეინიშნება, დაახლოებით ერთნაირი ტემპერატურითა (5-11 გრადუსი) და ტენიანობით (47-84%) ხასიათდება.

საჯადი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ვირუსი სეზონურობით ხასიათდებოდეს და აღნიშნულ არეალებში დათბობასთან ერთად შესუსტდეს. AMBEBI.GE მერილენდის უნივერსიტეტის პროფესორს დაუკავშირდა და მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა:

- თქვენი კვლევის თანახმად, კორონავირუსი განსაკუთრებით ვრცელდება გარკვეული ტემპერატურისა და ტენიანობის პირობებში. რა პრაქტიკული გამოყენება შეიძლება ჰქონდეს ამ მიგნებას მეცნიერებისთვის კორონავირუსთან ბრძოლის გზაზე?

- გვჯერა, რომ კორონავირუსებს სეზონურობა ახასიათებს. ვიცით, რომ სხვა რესპირატორული ვირუსები სეზონურია, რაც ნიშნავს, რომ ისინი კონკრეტული ტემპერატურისა და ტენიანობის პირობებში, ზომიერი კლიმატის მქონე არეალებში აქტიურდებიან და მათ წლის სხვა დროს, გაზაფხულზე ან ზაფხულზე ტოვებენ.

ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შევამჩნიეთ, რომ სხვა რესპირატორული ვირუსების მსგავსად, მისი გადაცემა შედარებით გრილ პირობებში ხდება, 5-11 გრადუსისა და დაბალი ტენიანობის პირობებში. ეს ჯერ კიდევ შესამოწმებელია, თუმცა თუ მართლები ვართ, შეიძლება, ეს დაშვება სხვადასხვა მიზეზის გამო იყოს მნიშვნელოვანი. მაგალითად, ის მიგითითებს, თუ სად უნდა მოახდინო შენი რესურსების მობილიზება და პოტენციურად, როდის უნდა ელოდო ვირუსს.

- თქვენს კვლევაში აღნიშნულია, რომ არის შანსი, COVID-19-ს სეზონურობა ახასიათებდეს. თუმცა, თუ ვირუსის წარმოშობა ღამურას ან პანგოლინს უკავშირდება, ამ შემთხვევაში, მისი დამარცხების შემდეგ ის კვლავ რა გზით შემობრუნდება?

- ავხსნი, რას ვგულისხმობთ, როცა "სეზონურობას" ვახსენებთ. ტიპიურად, სეზონური ვირუსები შემოდგომაზე ან ზამთარში, ზომიერი კლიმატის არეალებში გვხვდება. მსოფლიოს გარკვეულ არეალებში ისინი პიკს აღწევს, შემოდგომაზე ან ზამთარში ძალიან ბევრი შემთხვევა ფიქსირდება და შემდეგ, გაზაფხულსა და ზაფხულში იკლებს. თუმცა, მაშინ, როდესაც ეს ხდება, მსოფლიოს სხვა ნაწილებში შეიძლება ზამთარი იყოს და იქ ბევრი შემთხვევა დაფიქსირდეს.

ტროპიკებისა და სუბტროპიკების ტერიტორიაზე შეიძლება რესპირატორული ვირუსები წლის განმავლობაში იყოს, მაგრამ შემთხვევათა რაოდენობა შედარებით ნაკლებია. ასე რომ, როდესაც ადამიანები სეზონურობაზე ლაპარაკობენ, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ იქცევა ვირუსი კონკრეტულ ადგილებში.

VIDEO: ექსკლუზიური ინტერვიუ მერილენდის უნივერსიტეტის მკვლევართან, რომელმაც ახალი კორონავირუსის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა

მაშინ, როცა ვირუსი ყოველწლიურად ან რამდენიმე წელიწადში ერთხელ ცირკულირებს, შეგიძლია, მის ქცევაზე ვარაუდები გააკეთო, მაგრამ დასაწყისში, როდესაც იმუნიტეტი არავის აქვს, შესაძლოა, ვირუსის ქცევა არაპროგნოზირებადი იყოს, მისი აფეთქებები იმის გარეთ მოხდეს, რასაც სეზონურად ვთვლით. ეს 10 წლის წინ, H1N1-ის შეთხვევაში ვიხილეთ.

თუმცა, თუ სეზონურობასთან დაკავშირებით ჩვენი ვარაუდი მართალი აღმოჩნდება, შემთხვევათა კლება უნდა ვიხილოთ იმ არეალებში, სადაც ამჟამად ყველაზე დიდი აფეთქებაა. ვნახოთ, რა მოხდება ზაფხულში, თუმცა იმასაც ვვარაუდობთ, რომ შეიძლება, COVID 19-მა დაბრუნება შეძლოს.

- ვიცით, რომ ამ ეტაპზე იტალიაში ყველაზე რთული მდგომარეობაა. რა შეიძლება იყოს იტალიისთვის გამოსავალი, რომ იქ გავრცელება შემცირდეს და როგორ უნდა აირიდონ ქვეყნებმა თავიდან მსგავსი ვითარება?

- სამწუხაროდ, იტალიას ამჟამად ძალიან დიდი პრობლემა აქვს. ეს ბევრი ფაქტორისა და რესურსების კომბინაციაზეა დამოკიდებული. ტესტირებისთვის - უპირველესი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილისთვის, უნდა იცოდე, ვინ ინფიცირდება, რა რიცხვები გაქვს. ადეკვატური ტესტირების საკითხი აქ, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც დგას. ასევე, უნდა გქონდეს ადეკვატური ინფრასტრუქტურა და რესურსები, ვგულისხმობ საავადმყოფოებს, საჭიროა სერიოზული მომზადება იმისთვის, რომ ჩვეულებრივი საავადმყოფოები "COVID ჰოსპიტლებად" გადაკეთდეს...

ასე რომ, ეს შეიძლება დიდი პრობლემა იყოს და ვფიქრობ, საუკეთესო რამ, რაც საზოგადოებას შეუძლია გააკეთოს, ჯანდაცვის ექსპერტების მოსმენა და პროფესიონალების რჩევების გათვალისწინებაა.

- შეიძლება თუ არა, კორონავირუსის მკურნალობაში ეფექტური იყოს გამოჯანმრთელებული ადამიანის სისხლის გადასხმა ინფიცირებულისთვის?

- კარგი თემა წამოწიეთ. როდესაც სისხლზეა საუბარი, დროის უმეტესი ნაწილი იმ ანტისხეულებზე ფიქრს ეთმობა, რომელიც პაციენტებში ჩნდება, როდესაც ისინი ჯანმრთელდებიან და დიახ, არსებობს პოტენციალი, რომ ამან იმუშავოს - რომ სისხლი, პაციენტის შრატი ან დაწმენდილი ანტისხეული სხვა პაციენტს მივცეთ. ეს შესაძლებელია და ასევე შესაძლებელია, გამოაცალკევო ანტისხეული, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია და ის აწარმოო.

სწორედ ესაა ერთ-ერთი, რაზეც ჩვენი კვლევის ცენტრში, ჩემს ლაბორატორიაში ვმუშაობთ. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ზოგ ინფექციასთან მიმართებაში შეიძლება, ანტისხეულებმა უარესი შედეგი მოიტანოს. ბოლომდე დარწმუნებული არ ვართ, ამ ინფექციასთან დაკავშირებით რა მოხდება, კონკრეტული ანტისხეულები სასარგებლო იქნება თუ - უსარგებლო, ან მეტიც, ზიანის მომტანი. ჩვენი ჩათვლით, მას ბევრი ჯგუფი სწავლობს.

- რა იქნება თქვენი მთავარი რჩევა საქართველოსთვის, სადაც ჯერჯერობით 80 შემთხვევაა დაფიქსირებული და სწორედ ამ დღეებში დაიწყო ახალი ეტაპი - შიდა გადაცემა?

- დიახ, გადავამოწმე მონაცემები და ვნახე, თქვენთან რამდენი შემთხვევაა დაფიქსირებული, საბედნიეროდ, ამჟამად ეს რიცხვი მსოფლიოს სხვა ადგილებთან შედარებით ნაკლებია, რაც კარგია. ჩემი რჩევა იქნება, რომ რაც შეიძლება, ბევრი ტესტი იყოს ხელმისაწვდომი. უნდა იცოდეთ პასუხი კითხვაზე, საბოლოოდ სადამდე ახვალთ - ამის ცოდნა უმნიშვნელოვანესია.

მეორე საკითხი, რაც მოსახლეობას შეეხება, ისაა, რომ მათ რეალურად უნდა გაითვალისწინონ ჯანდაცვის თანამდებობის პირთა რჩევები, რადგან მაშინაც კი, თუ სეზონურობაზე ჩვენი ვარაუდი დადასტურდება და ვთქვათ, შემთხვევების რაოდენობა შემცირდება, საკითხავია, რამდენად შემცირდება ისინი. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის ჩარევისა და იმ ქმედებების გარდა, რასაც ვირუსის გავრცელების გასაჩერებლად ვახორციელებთ, ამან შეიძლება, მნიშვნელოვანი სხვაობა მოიტანოს იმ კუთხით, თუ რამდენი ადამიანი დაინფიცირდება.

კენო!  - #დარჩისახლში და მოიგე 250 000 ლარი!

ადამიანთა რა კატეგორიას გაუკეთდება კორონავირუსზე ტესტირება - თამარ გაბუნიას განმარტება სწრაფ ტესტებზე

თუ ეს ჰიპოთეზები მართალია, ჩვენ სხვებზე დაცულები ვიქნებით - პაატა იმნაძე ბცჟ-ს ვაქცინის ეფექტურობაზე