პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაციონალური მოძრაობის" კრიტიკა იყო დამსახურებული - გიგა ბოკერია
"ნაციონალური მოძრაობის" კრიტიკა იყო დამსახურებული - გიგა ბოკერია

“ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერთი ლი­დე­რი, გიგა ბო­კე­რია „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მიერ ზუგ­დიდ­ში პირ­ბა­დე­ე­ბის და­რი­გე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა და მი­იჩ­ნევს, რომ აღ­ნიშ­ნულ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა პარ­ტი­ამ კრი­ტი­კა დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად მი­ი­ღო.

გიგა ბო­კე­რია წუ­ხილს გა­მოთ­ქვამს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ მყოფ­მა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა შეთ­ქმუ­ლე­ბა­სა და პრო­ვო­კა­ცი­ა­ზე და­ი­წყო სა­უ­ბა­რი. ბო­კე­რი­ას გან­მარ­ტე­ბით, ახლა ამის დრო არ არის.

„თქვე­ნი ყუ­რა­დღე­ბა მინ­და მი­ვა­პყრო ზუგ­დიდ­ში გუ­შინ მომ­ხდარ ინ­ცი­დენტს. აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­სა­გე­ბია სხვა­დას­ხვა ჯგუ­ფე­ბის მხრი­დან სურ­ვი­ლი, რომ ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს და­ეხ­მა­რონ, ეს ნორ­მა­ლუ­რი კი არა, სა­ჭი­როც არის. ბუ­ნებ­რი­ვია, ეს დახ­მა­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა იქ­ცეს საფრ­თხედ, ამი­ტომ აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­უშ­ვე­ბე­ლია ის, რო­გო­რი ფორ­მი­თაც ეს ხდე­ბო­და ზუდ­გიდ­ში. ამი­ტომ ეს კრი­ტი­კაც, რო­მე­ლიც შეხ­ვდა ამ ინ­ცი­დენტს და ამ პო­ლი­ტი­კურ ჯგუფს, იყო დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი. კარ­გი იყო, რომ ამ პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის ად­გი­ლობ­რივ­მა ლი­დე­რებ­მა სწრა­ფად­ვე აღი­ა­რეს ეს მძი­მე შეც­დო­მა. ცუ­დია, რომ ქვეყ­ნის ფარ­გლებს გა­რეთ მყოფ­მა ლი­დერ­მა და­ი­წყო რა­ღაც შეთ­ქმუ­ლე­ბა­სა და პრო­ვო­კა­ცი­ა­ზე სა­უ­ბა­რი. არ არის შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რი­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბის დრო, ახლა არის წე­სე­ბის მკაც­რად დაც­ვის დრო. ასე­ვე ცუ­დია რომ, ეს ინ­ცი­დენ­ტი სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო პრო­პა­გან­დამ და მთავ­რო­ბამ გა­მო­ი­ყე­ნა და იყე­ნებს კამ­პა­ნი­ის­თვის ამ პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დის და მთლი­ა­ნად ოპო­ზი­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ. ესეც ცუ­დია, ამის დროც არ არის ახლა. რა თქმა უნდა, მკაც­რი შე­ფა­სე­ბის დრო არის. რად­გან ეს კამ­პა­ნია და­ი­წყეს, ჩავ­თვა­ლე სა­ჭი­როდ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იცო­დეს, რომ „ევ­რო­პულ სა­ქარ­თვე­ლოს“ ჰყავს 50 მო­ხა­ლი­სე, რო­მელ­მაც ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში მკაც­რი ტრე­ნინ­გი გა­ი­ა­რა და ზედ­მი­წევ­ნით იცავს ამ წე­სებს. ამის ილუსტრა­ცი­ას „ფე­ის­ბუ­ზეც’ დავ­დებთ“, - გა­ნა­ცხა­და ბო­კე­რი­ამ.

ცნო­ბის­თვის, „სა­ა­კაშ­ვი­ლის საპ­რე­ზი­დენ­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კამ” 26 მარტს ზუგ­დიდ­ში პირ­ბა­დე­ე­ბი და­ა­რი­გა, რა­მაც ხალ­ხის თავ­ყრი­ლო­ბა გა­მო­იწ­ვია. სა­ქარ­თვე­ლო­ში 21 მარ­ტი­დან სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა მოქ­მე­დებს და კო­რო­ნა­ვირუ­სის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით აკ­რძა­ლუ­ლია 10-ზე მეტი ადა­მი­ა­ნის შეკ­რე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mmm
13

მაინტერესებს რას ნიშნავს "სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა"?

თუ სააკაშვილისაა, როგორ არის საპრეზიდენტო? ის ხომ პრეზიდენტი აღარ არის? 

თუ საპრეზიდენტოა, მაშინ როგორ არის სააკაშვილის?

აი რომ ეწეროს "სააკაშვილის სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა" კიდევ გასაგები იქნებოდა მაგრამ ახლა ეს რას ნიშნავს?

არავითარი პოლიტიკა, უბრალოდ მაინტერესებს სამართლებრივად და გრამატიკულად რამდენად სწორია?

....
25

 ისიც აღნიშნეთ რომ საქართველოს მოქალაქეებს რიგში დგომის კულტურა არ აქვთ. რომელ ორგანიზაციასა არ უნდა დაეტოვებინა ქუჩაში მაინც ასეთ შედეგს მივიღებდით 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ნაციონალური მოძრაობის" კრიტიკა იყო დამსახურებული - გიგა ბოკერია

"ნაციონალური მოძრაობის" კრიტიკა იყო დამსახურებული - გიგა ბოკერია

“ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ზუგდიდში პირბადეების დარიგებას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ აღნიშნულმა პოლიტიკურმა პარტიამ კრიტიკა დამსახურებულად მიიღო.

გიგა ბოკერია წუხილს გამოთქვამს, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა შეთქმულებასა და პროვოკაციაზე დაიწყო საუბარი. ბოკერიას განმარტებით, ახლა ამის დრო არ არის.

„თქვენი ყურადღება მინდა მივაპყრო ზუგდიდში გუშინ მომხდარ ინციდენტს. აბსოლუტურად გასაგებია სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან სურვილი, რომ ჩვენს მოქალაქეებს დაეხმარონ, ეს ნორმალური კი არა, საჭიროც არის. ბუნებრივია, ეს დახმარება არ შეიძლება იქცეს საფრთხედ, ამიტომ აბსოლუტურად დაუშვებელია ის, როგორი ფორმითაც ეს ხდებოდა ზუდგიდში. ამიტომ ეს კრიტიკაც, რომელიც შეხვდა ამ ინციდენტს და ამ პოლიტიკურ ჯგუფს, იყო დამსახურებული. კარგი იყო, რომ ამ პოლიტიკური გაერთიანების ადგილობრივმა ლიდერებმა სწრაფადვე აღიარეს ეს მძიმე შეცდომა. ცუდია, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფმა ლიდერმა დაიწყო რაღაც შეთქმულებასა და პროვოკაციაზე საუბარი. არ არის შეთქმულების თეორიების გავრცელების დრო, ახლა არის წესების მკაცრად დაცვის დრო. ასევე ცუდია რომ, ეს ინციდენტი სახელისუფლებო პროპაგანდამ და მთავრობამ გამოიყენა და იყენებს კამპანიისთვის ამ პოლიტიკური გუნდის და მთლიანად ოპოზიციის წინააღმდეგ. ესეც ცუდია, ამის დროც არ არის ახლა. რა თქმა უნდა, მკაცრი შეფასების დრო არის. რადგან ეს კამპანია დაიწყეს, ჩავთვალე საჭიროდ საზოგადოებამ იცოდეს, რომ „ევროპულ საქართველოს“ ჰყავს 50 მოხალისე, რომელმაც ლუგარის ლაბორატორიაში მკაცრი ტრენინგი გაიარა და ზედმიწევნით იცავს ამ წესებს. ამის ილუსტრაციას „ფეისბუზეც’ დავდებთ“, - განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკამ” 26 მარტს ზუგდიდში პირბადეები დაარიგა, რამაც ხალხის თავყრილობა გამოიწვია. საქართველოში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს და კორონავირუსის პრევენციის მიზნით აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.

LIVE: "360 გრადუსი" - ხატია დეკანოიძე; ზურაბ ჭიაბერაშვილი; გია ვოლსკი

"ჩემი ხელფასი თვეში 10 ათასი დოლარია, ეს სახლი კი სულ 100 კვ.მ-ია" - მიხეილ სააკაშვილი დედის მიმართვას ავრცელებს

"მოსახლეობის უდიდესი ნაწილი შიმშილობს... გამოვედი და ვმათხოვრობ" - ზურაბ ჯაფარიძის აქცია პრეზიდენტის სასახლესთან