სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქალი, რომელიც პირბადეებს კერავს და უფასოდ არიგებს - "და სიმსივნით გარდამეცვალა, ამიტომ პირველი რაც გავაკეთე, სიმსივნით დაავადებულებს გავუგზავნე"
ქალი, რომელიც პირბადეებს კერავს და უფასოდ არიგებს - "და სიმსივნით გარდამეცვალა, ამიტომ პირველი რაც გავაკეთე, სიმსივნით დაავადებულებს გავუგზავნე"

ლია კა­პა­ნა­ძე მკე­რა­ვია, სა­კუ­თა­რი სამ­კერ­ვა­ლო აქვს და ჰყავს მოს­წავ­ლე­ე­ბი, რო­მელ­თაც კერ­ვას ას­წავ­ლის.

მას შემ­დეგ, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით პირ­ვე­ლი პა­ცი­ენ­ტი და­ინ­ფი­ცირ­და და აფ­თი­ა­ქებ­ში პირ­ბა­დე­ე­ბის დე­ფი­ცი­ტი შე­იქ­მნა, ჩვენ­მა რეს­პონ­დენ­ტმა გა­და­წყვი­ტა, პირ­ბა­დე­ე­ბი სა­კუ­თა­რი ხე­ლით შე­ე­კე­რა და გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის უსას­ყიდ­ლოდ და­ე­რი­გე­ბი­ნა.

ქველ­მოქ­მე­დი ქალ­ბა­ტო­ნი AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარს ასე იწყებს:

"სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა რომ და­ფიქ­სირ­და, ხალ­ხი ძა­ლი­ან შე­შინ­და. შე­ში­ნე­ბულ თვა­ლებს რომ ვუ­ყუ­რებ­დი, აზრი გა­მიჩ­ნდა, პა­ტა­რა ქველ­მოქ­მე­დე­ბა მეც გა­მე­კე­თე­ბი­ნა - ჩემი სახ­სრე­ბით პირ­ბა­დე­ე­ბი შე­მე­კე­რა. სიმ­სივ­ნით და გარ­და­მეც­ვა­ლა ახ­ლა­ხანს, რი­თაც გულ­მოკ­ლუ­ლი ვარ და პირ­ვე­ლი რაც გა­ვა­კე­თე, ჩემი ნა­ხე­ლა­ვის პირ­ვე­ლი პარ­ტია სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბულ ქალ­ბა­ტო­ნებს გა­და­ვე­ცი.

მე­კი­თხე­ბი­ან, არ ყი­დი­თო? ამა­ში ფულს რო­გორ ავი­ღებ?! როცა ამ­დენ ადა­მი­ანს უჭირს, ამ დროს ფუ­ლის გა­კე­თე­ბა ჩემ­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია! მინ­დო­და, ჩემი შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში, ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბის საქ­მე­ში წვლი­ლი შე­მე­ტა­ნა.

და­ახ­ლო­ე­ბით, 1000 ცა­ლამ­დე მაქვს შე­კე­რი­ლი. ჩემი პირ­ბა­დე­ე­ბი მო­ხუც­თა თავ­შე­სა­ფარს და იმუ­ნი­ზა­ცი­ის ცენ­ტრსაც გა­და­ვე­ცი, ასე ცოტ-ცო­ტა­ო­ბით ყვე­ლა გა­ჭირ­ვე­ბულ ადა­მი­ანს შე­ვახ­ვედ­რე" - გვიყ­ვე­ბა ლია კა­პა­ნა­ძე.

მკე­რა­ვი პირ­ბა­დე­ე­ბის­თვის მა­სა­ლად აფ­თი­აქ­ში შე­ძე­ნილ სტე­რი­ლურ მარ­ლას იყე­ნებს, რამ­დე­ნი­მე ფე­ნას აფენს და ისე კე­რავს.

"მერე აფ­თი­აქ­ში მარ­ლის დე­ფი­ცი­ტიც გაჩ­ნდა და მიტ­კა­ლი შე­ვაშ­ვე­ლე, რად­გა­ნაც ადრე მიტ­კალს სა­მე­დი­ცი­ნო თვალ­საზ­რი­სი­თაც იყე­ნებ­დნენ. თან, ასე­თი პირ­ბა­დის მრა­ვალ­ჯე­რა­დი გა­მო­ყე­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა. ირე­ცხე­ბა, იხარ­შე­ბა და გა­უ­თო­ვე­ბით კი ყვე­ლა­ნა­ი­რი ბაქ­ტე­რია და მიკ­რო­ბი ნად­გურ­დე­ბა...

მოკ­ლედ, ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, აქამ­დე ასე მო­ვე­დი, ახლა ცოტა შევ­ფერ­ხდი, მა­ღა­ზი­ე­ბი და­ი­კე­ტა, არა­ფე­რი მუ­შა­ობს, ძაფს და მიტ­კალს ვე­ღარ ვყი­დუ­ლობ. თუმ­ცა, ცოტ-ცოტა კერ­ვას მა­ინც ვა­ხერ­ხებ. მე­ზო­ბელ­მა ძაფი შე­მო­მაშ­ვე­ლა... ასე რომ, ვაგ­რძე­ლებ ქველ­მოქ­მე­დე­ბას.

- შე­უძ­ლი­ათ ადა­მი­ა­ნებს თქვე­ნი მე­თო­დით პირ­ბა­დე­ე­ბის გა­კე­თე­ბა?

- კი, ყვე­ლას შე­უძ­ლია, არ არის რთუ­ლი. მთა­ვა­რია ჰქონ­დეთ მა­სა­ლა და თუ კარ­გად მო­ი­ძი­ე­ბენ სახ­ლში, რა­ღა­ცას იპო­ვი­ან. ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მი­კავ­შირ­დე­ბა „ფე­ის­ბუქ­ზე“, მწერს, ყვე­ლას ვე­უბ­ნე­ბი, დღის ბო­ლოს რომ მოვ­რჩე­ბი პირ­ბა­დე­ე­ბის კერ­ვას, ლა­ივ­ში ჩა­მერ­თეთ და ყვე­ლას გას­წავ­ლით-მეთ­ქი. მოს­წავ­ლე­ებს კა­ბის კერ­ვას ვას­წავ­ლი და პირ­ბა­დის კერ­ვა რა­ტომ არ უნდა ვას­წავ­ლო?! ყვე­ლას ჯან­მრთე­ლო­ბა მინ­და ვუ­სურ­ვო და ამ კო­რო­ნა­ვირუ­სის მალე გა­ნად­გუ­რე­ბა!

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კკკ
1

გაიხარე, კარგი ადამიანი ხარ, ექიმებზე არანაკლები გმირი ხარ. ჯანმრთელად იყავი

Gaixaret
1

Gaixaret

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

ქალი, რომელიც პირბადეებს კერავს და უფასოდ არიგებს - "და სიმსივნით გარდამეცვალა, ამიტომ პირველი რაც გავაკეთე, სიმსივნით დაავადებულებს გავუგზავნე"

ქალი, რომელიც პირბადეებს კერავს და უფასოდ არიგებს - "და სიმსივნით გარდამეცვალა, ამიტომ პირველი რაც გავაკეთე, სიმსივნით დაავადებულებს გავუგზავნე"

ლია კაპანაძე მკერავია, საკუთარი სამკერვალო აქვს და ჰყავს მოსწავლეები, რომელთაც კერვას ასწავლის.

მას შემდეგ, რაც საქართველოში ახალი კორონავირუსით პირველი პაციენტი დაინფიცირდა და აფთიაქებში პირბადეების დეფიციტი შეიქმნა, ჩვენმა რესპონდენტმა გადაწყვიტა, პირბადეები საკუთარი ხელით შეეკერა და გაჭირვებული ადამიანებისთვის უსასყიდლოდ დაერიგებინა.

ქველმოქმედი ქალბატონი AMBEBI.GE-სთან საუბარს ასე იწყებს:

"საქართველოში კორონა რომ დაფიქსირდა, ხალხი ძალიან შეშინდა. შეშინებულ თვალებს რომ ვუყურებდი, აზრი გამიჩნდა, პატარა ქველმოქმედება მეც გამეკეთებინა - ჩემი სახსრებით პირბადეები შემეკერა. სიმსივნით და გარდამეცვალა ახლახანს, რითაც გულმოკლული ვარ და პირველი რაც გავაკეთე, ჩემი ნახელავის პირველი პარტია სიმსივნით დაავადებულ ქალბატონებს გადავეცი.

მეკითხებიან, არ ყიდითო? ამაში ფულს როგორ ავიღებ?! როცა ამდენ ადამიანს უჭირს, ამ დროს ფულის გაკეთება ჩემთვის წარმოუდგენელია! მინდოდა, ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში, ადამიანების დახმარების საქმეში წვლილი შემეტანა.

დაახლოებით, 1000 ცალამდე მაქვს შეკერილი. ჩემი პირბადეები მოხუცთა თავშესაფარს და იმუნიზაციის ცენტრსაც გადავეცი, ასე ცოტ-ცოტაობით ყველა გაჭირვებულ ადამიანს შევახვედრე" - გვიყვება ლია კაპანაძე.

მკერავი პირბადეებისთვის მასალად აფთიაქში შეძენილ სტერილურ მარლას იყენებს, რამდენიმე ფენას აფენს და ისე კერავს.

"მერე აფთიაქში მარლის დეფიციტიც გაჩნდა და მიტკალი შევაშველე, რადგანაც ადრე მიტკალს სამედიცინო თვალსაზრისითაც იყენებდნენ. თან, ასეთი პირბადის მრავალჯერადი გამოყენება შეიძლება. ირეცხება, იხარშება და გაუთოვებით კი ყველანაირი ბაქტერია და მიკრობი ნადგურდება...

მოკლედ, ერთი თვის განმავლობაში, აქამდე ასე მოვედი, ახლა ცოტა შევფერხდი, მაღაზიები დაიკეტა, არაფერი მუშაობს, ძაფს და მიტკალს ვეღარ ვყიდულობ. თუმცა, ცოტ-ცოტა კერვას მაინც ვახერხებ. მეზობელმა ძაფი შემომაშველა... ასე რომ, ვაგრძელებ ქველმოქმედებას.

- შეუძლიათ ადამიანებს თქვენი მეთოდით პირბადეების გაკეთება?

- კი, ყველას შეუძლია, არ არის რთული. მთავარია ჰქონდეთ მასალა და თუ კარგად მოიძიებენ სახლში, რაღაცას იპოვიან. ბევრი ადამიანი მიკავშირდება „ფეისბუქზე“, მწერს, ყველას ვეუბნები, დღის ბოლოს რომ მოვრჩები პირბადეების კერვას, ლაივში ჩამერთეთ და ყველას გასწავლით-მეთქი. მოსწავლეებს კაბის კერვას ვასწავლი და პირბადის კერვა რატომ არ უნდა ვასწავლო?! ყველას ჯანმრთელობა მინდა ვუსურვო და ამ კორონავირუსის მალე განადგურება!

საქართველო კორონავირუსს ივნისის ბოლოს დაამარცხებს - რა წერია პანდემიის დასრულების სავარაუდო თარიღზე სინგაპურში ჩატარებულ კვლევაში

მოხუცებულთა თავშესაფრებში მცხოვრებთ და შშმ პირებს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდებათ

რესპუბლიკურში ონკოდაავადების მქონე პაციენტი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა