სპორტი
Faceამბები

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსით გარდაცვლილთა დაკრძალვის რეკომენდაციები შეიმუშავა
ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსით გარდაცვლილთა დაკრძალვის რეკომენდაციები შეიმუშავა

სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ და და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტრმა, კო­რო­ნა­ვირუ­სის დი­აგ­ნო­ზით გარ­დაც­ვლი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის დაკ­რძალ­ვის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი შე­ი­მუ­შა­ვა. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს, რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი კო­რო­ნა­ვირუ­სის დი­აგ­ნო­ზით გარ­დაც­ვლი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გვა­მი­დან, ვირუ­სის გა­და­დე­ბის რის­კე­ბის შე­სამ­ცი­რებ­ლად შე­იქ­მნა.

დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, კო­რო­ნა­ვირუ­სის ეპი­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში პა­ცი­ენ­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვის მარ­თვის დროს და­ცუ­ლი უნდა იყოს ინ­ფექ­ცი­ის კონ­ტრო­ლის კონ­კრე­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

"COVID-19-ით და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, ან სა­ეჭ­ვო პა­ცი­ენ­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, გვა­მი უნდა და­ფა­როს ზეწ­რით და მო­თავ­სდეს წყალ­გა­უმ­ტარ გვა­მის ჩან­თა­ში, მა­ჯა­ზე გა­უ­კეთ­დეს სა­ი­დენ­ტი­ფი­კა­ციო ინ­ფორ­მა­ცი­ის შემ­ცვე­ლი მი­ნიშ­ნე­ბა, შემ­დგომ ჩან­თა შე­იკ­რას მჭიდ­როდ თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ელვა-შე­საკ­რა­ვის სა­შუ­ა­ლე­ბით, ისე, რომ გა­მო­ი­რი­ცხოს გვა­მის სი­თხე­ე­ბის გა­მო­ჟონ­ვის შე­საძ­ლე­ბე­ლო­ბა;

გვა­მის მა­ი­დენ­ტი­ფი­რე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცია (მა­ჯა­ზე გა­კე­თე­ბუ­ლის იდენ­ტუ­რი) უნდა და­ერ­თოს (სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­მაგ­რით, ან ჯი­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით) გვა­მის ჩან­თას გა­რე­დან. გვა­მის ჩან­თა­ში ჩა­დე­ბის წინ სა­ჭი­როა და­ცუ­ლი იქ­ნეს შემ­დე­გი წე­სე­ბი: გვა­მი­დან ფრთხი­ლად უნდა იქ­ნეს მო­შო­რე­ბუ­ლი კა­თე­ტე­რე­ბი, მი­ლე­ბი და დრე­ნა­ჟე­ბი; მათი ამო­ღე­ბის ად­გილს უნდა ჩა­უ­ტარ­დეს დე­ზინ­ფი­ცი­რე­ბა 1%-იანი ჰი­პოქ­ლო­რი­ტით; გვა­მი­დან მო­ცი­ლე­ბუ­ლი ბას­რი საგ­ნე­ბი (მაგ. სის­ხლძარ­ღვში­გა კა­თე­ტე­რე­ბი) უნდა მო­თავ­სდეს ბას­რი საგ­ნე­ბის კონ­ტე­ი­ნერ­ში;

ბი­ო­ლო­გი­უ­რი სი­თხე­ე­ბის გა­ჟონ­ვის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით დახ­შულ უნდა უნდა იქ­ნეს პი­რის ღრუ და ცხვი­რის ნეს­ტო­ე­ბი; გვა­მის და­მუ­შა­ვე­ბის დროს წარ­მოქ­მნი­ლი ყვე­ლა ნარ­ჩე­ნი უნდა გან­თავ­სდეს ინ­ფექ­ცი­უ­რი ნარ­ჩე­ნე­ბის კონ­ტე­ი­ნერ­ში. შემ­დგომ ხდე­ბა გვა­მის ჩან­თის ტრან­სპორ­ტი­რე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში არ­სე­ბულ გვა­მის დრო­ე­ბი­თი და­ყოვ­ნე­ბის სა­თავსში, სა­დაც ჩან­თას გა­რე­დან უკეთ­დე­ბა ინ­ფექ­ცი­უ­რი საფრ­თხის მი­მა­ნიშ­ნე­ბე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სიმ­ბო­ლო. გვა­მის დრო­ე­ბი­თი და­ყოვ­ნე­ბის სა­თავსში უნდა მოხ­დეს გვა­მის ჩან­თის გარე ზე­და­პი­რის დე­ზინ­ფი­ცი­რე­ბა. დრო­ე­ბი­თი და­ყოვ­ნე­ბის სა­თავსში გვა­მის გან­თავ­სე­ბი­დან არა­უ­მე­ტეს 1 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა ეც­ნო­ბოს შე­სა­ბა­მის სა­რი­ტუ­ა­ლო/დამ­კრძა­ლავ სამ­სა­ხურ­სა და ოჯა­ხის წევ­რებს გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტის დად­გო­მა­სა და დრო­უ­ლი გა­დას­ვე­ნე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის თა­ო­ბა­ზე“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია დო­კუ­მენ­ტში.

ამა­ვე დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, ოჯა­ხის წევ­რე­ბი და სა­რი­ტუ­ა­ლო/დამ­კრძა­ლა­ვი სამ­სა­ხუ­რი ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი უნდა იყ­ვნენ ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის საფრ­თხი­სა და სა­ჭი­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის თა­ო­ბა­ზე.

„გვა­მის გა­დას­ვე­ნე­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­სახ­ლით, რო­მელ­შიც იგი თავ­სდე­ბა გვა­მის ჩან­თით, რომ­ლის გახ­სნა მიც­ვა­ლე­ბუ­ლის გა­დას­ვე­ნე­ბი­სა და დაკ­რძალ­ვის ნე­ბის­მი­ერ ეტაპ­ზე აკ­რძა­ლუ­ლია; სა­ჭი­როა მიც­ვა­ლე­ბუ­ლის დრო­უ­ლად (არა­უ­მე­ტეს 72 სთ-ის გან­მავ­ლო­ბა­ში) და­მარ­ხვის ორ­გა­ნი­ზე­ბა და ხალ­ხმრა­ვა­ლი პა­ნაშ­ვი­დე­ბის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბა. COVID-19-ის და­დას­ტუ­რე­ბულ, ან სა­ვა­რა­უ­დო შემ­თხვე­ვა­ში, უნდა გა­მო­ი­რი­ცხოს გვა­მის ბალ­ზა­მი­ე­რე­ბა და ნე­ბის­მი­ე­რი და­მა­ტე­ბი­თი კონ­ტაქ­ტი, მათ შო­რის პა­თო­ლოგ-ანა­ტო­მი­უ­რი გაკ­ვე­თა; ამ უკა­ნას­კნე­ლის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მკაც­რად უნდა იქ­ნეს და­ცუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის მო­თხოვ­ნე­ბი“, - ნათ­ქვა­მია დო­კუ­მენ­ტში.

კონ­კრე­ტულ მო­თხოვ­ნებს უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს გვა­მის დრო­ე­ბი­თი და­ყოვ­ნე­ბის სა­თავ­სიც. კერ­ძოდ, შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, გვა­მის დრო­ე­ბი­თი და­ყოვ­ნე­ბის სა­თავ­სი გან­თავ­სე­ბუ­ლი უნდა იყოს და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სხვა სივ­რცე­ე­ბის­გან იზო­ლი­რე­ბულ და ტრან­სპორ­ტის­თვის ად­ვი­ლად მი­სად­გომ სივ­რცე­ში;.

„სა­თავ­სის კედ­ლე­ბი და ია­ტა­კი და­ფა­რუ­ლი უნდა იყოს რე­ცხვი­სა და დე­ზინ­ფექ­ცი­ი­სად­მი გამ­ძლე მა­სა­ლით; გვა­მის დრო­ე­ბი­თი და­ყოვ­ნე­ბის სა­თავ­სი აღ­ჭურ­ვილ უნდა იყოს გა­მარ­თუ­ლად მო­ფუნ­ქცი­ო­ნი­რე ვენ­ტი­ლა­ცი­ით; გა­მო­რი­ცხუ­ლი უნდა იყოს გვა­მის დრო­ე­ბი­თი და­ყოვ­ნე­ბის სა­თავსში იმ პი­რე­ბის (მათ შო­რის სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის) და­მო­უ­კი­დებ­ლად მოხ­ვედ­რა, რო­მელ­თა საქ­მი­ა­ნო­ბა პირ­და­პირ არ უკავ­შირ­დე­ბა სა­თავ­სის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას; თი­თო­ე­უ­ლი მიც­ვა­ლე­ბუ­ლის გა­დას­ვე­ნე­ბის შემ­დგომ ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­თავ­სის, აგ­რეთ­ვე გვა­მის სატ­რან­სპორ­ტო ან გან­სა­თავ­სე­ბე­ლი ური­კე­ბი­სა და ზე­და­პი­რე­ბის და­სუფ­თა­ვე­ბა და დე­ზინ­ფექ­ცია“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია დო­კუ­მენ­ტში.

რაც შე­ე­ხე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბებს, დო­კუ­მენ­ტში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის, პრო­ზექ­ტუ­რის, დამ­კრძა­ლა­ვი/სა­რი­ტუ­ა­ლო სამ­სა­ხუ­რე­ბის ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მე­ლი, რო­მელ­საც შე­ხე­ბა შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს COVID-19-ის და­დას­ტუ­რე­ბულ, ან სა­ვა­რა­უ­დო შემ­თხვე­ვის გამო გარ­დაც­ვლი­ლის გვამ­თან აღ­ჭურ­ვი­ლი უნდა იყოს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით.

„ორ­მა­გი ქი­რურ­გი­უ­ლი ხელ­თათ­მა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც და­ფა­რუ­ლია გაჭ­რის მი­მართ მდგრა­დი ბა­დი­სებ­რი ხელ­თათ­მა­ნე­ბის ფე­ნით, ან სა­მე­ურ­ნეო/სქე­ლი ხელ­თათ­მა­ნი; სი­თხე­გა­უმ­ტა­რი ერთჯე­რა­დი ხა­ლა­თი; ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი დაც­ვის სათ­ვა­ლე და სა­ხის დამ­ცა­ვი ფარი; ქი­რურ­გი­უ­ლი ნი­ღა­ბი, ან რეს­პი­რა­ტო­რი; ბა­ხი­ლე­ბი; სა­მე­დი­ცი­ნო ჩაჩი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის სრუ­ლი ნაკ­რე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა გვა­მის მარ­თვის ყო­ველ ეტაპ­ზე; გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის სივ­რცე­ებ­ში (პა­ლა­ტა, დარ­ბა­ზი) გვა­მის სპე­ცი­ა­ლურ ჩან­თა­ში მო­თავ­სე­ბი­სა და ტრან­სპორ­ტი­რე­ბის ეტაპ­ზე მათ სწო­რად გა­მო­ყე­ნე­ბა­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სა­თა­ნა­დო ზო­მე­ბის დაც­ვას. პრო­ზექ­ტუ­რი­დან გას­ვლამ­დე მო­იხ­სე­ნით ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი და და­ი­ცა­ვით უტი­ლი­ზა­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სი მო­თხოვ­ნე­ბი. შე­საძ­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მოხ­სნის შემ­დეგ ხე­ლე­ბი ყო­ველ­თვის საპ­ნით და წყლით და­ი­ბა­ნეთ. უზ­რუნ­ველ­ყა­ვით, რომ ხე­ლის ჰი­გი­ე­ნუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი (მაგ. ნი­ჟა­რა, თხე­ვა­დი სა­პო­ნი, ხე­ლის გა­სამ­შრა­ლე­ბე­ლი ერთჯე­რა­დი ქა­ღალ­დი, ალ­კოჰოლ­ზე დამ­ზა­დე­ბუ­ლი ხე­ლის სა­ნი­ტა­ი­ზე­რი) ხელ­მი­საწ­ვდო­მი იყოს გა­მო­ყე­ნე­ბის ად­გილ­ზე (მაგ. ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მოხ­სნის ად­გილ­ზე ან მის სი­ახ­ლო­ვეს)“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია დო­კუ­მენ­ტში, რო­მე­ლიც ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის, ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძის 25 მარტს ხელ­მო­წე­რი­ლი ბრძა­ნე­ბით ძა­ლა­ში უკვე შე­ვი­და.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მუმლი მუხასაო
17

საჭირო ინფორმაციაა, სწავლა სიკვლიმდე შენიაო რომ ითქმება, ეგაა.... 

xxx
6

ო ღმერთო! თავი სიზმარში მგონია(((( ბავშვები მეცოდება თორე ჯანდაბას ჩემი თავი!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსით გარდაცვლილთა დაკრძალვის რეკომენდაციები შეიმუშავა

ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსით გარდაცვლილთა დაკრძალვის რეკომენდაციები შეიმუშავა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა, კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი ადამიანების დაკრძალვის რეკომენდაციები შეიმუშავა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, რეკომენდაციები კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი ადამიანების გვამიდან, ვირუსის გადადების რისკების შესამცირებლად შეიქმნა.

დოკუმენტის თანახმად, კორონავირუსის ეპიდემიის პირობებში სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტის გარდაცვალების შემთხვევის მართვის დროს დაცული უნდა იყოს ინფექციის კონტროლის კონკრეტული ღონისძიებები.

"COVID-19-ით დაინფიცირებული, ან საეჭვო პაციენტის გარდაცვალების შემთხვევაში, გვამი უნდა დაფაროს ზეწრით და მოთავსდეს წყალგაუმტარ გვამის ჩანთაში, მაჯაზე გაუკეთდეს საიდენტიფიკაციო ინფორმაციის შემცველი მინიშნება, შემდგომ ჩანთა შეიკრას მჭიდროდ თავიდან ბოლომდე ელვა-შესაკრავის საშუალებით, ისე, რომ გამოირიცხოს გვამის სითხეების გამოჟონვის შესაძლებელობა;

გვამის მაიდენტიფირებელი ინფორმაცია (მაჯაზე გაკეთებულის იდენტური) უნდა დაერთოს (სპეციალური სამაგრით, ან ჯიბის საშუალებით) გვამის ჩანთას გარედან. გვამის ჩანთაში ჩადების წინ საჭიროა დაცული იქნეს შემდეგი წესები: გვამიდან ფრთხილად უნდა იქნეს მოშორებული კათეტერები, მილები და დრენაჟები; მათი ამოღების ადგილს უნდა ჩაუტარდეს დეზინფიცირება 1%-იანი ჰიპოქლორიტით; გვამიდან მოცილებული ბასრი საგნები (მაგ. სისხლძარღვშიგა კათეტერები) უნდა მოთავსდეს ბასრი საგნების კონტეინერში;

ბიოლოგიური სითხეების გაჟონვის თავიდან აცილების მიზნით დახშულ უნდა უნდა იქნეს პირის ღრუ და ცხვირის ნესტოები; გვამის დამუშავების დროს წარმოქმნილი ყველა ნარჩენი უნდა განთავსდეს ინფექციური ნარჩენების კონტეინერში. შემდგომ ხდება გვამის ჩანთის ტრანსპორტირება სამედიცინო დაწესებულებაში არსებულ გვამის დროებითი დაყოვნების სათავსში, სადაც ჩანთას გარედან უკეთდება ინფექციური საფრთხის მიმანიშნებელი საერთაშორისო სიმბოლო. გვამის დროებითი დაყოვნების სათავსში უნდა მოხდეს გვამის ჩანთის გარე ზედაპირის დეზინფიცირება. დროებითი დაყოვნების სათავსში გვამის განთავსებიდან არაუმეტეს 1 საათის განმავლობაში უნდა ეცნობოს შესაბამის სარიტუალო/დამკრძალავ სამსახურსა და ოჯახის წევრებს გარდაცვალების ფაქტის დადგომასა და დროული გადასვენების აუცილებლობის თაობაზე“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ამავე დოკუმენტის თანახმად, ოჯახის წევრები და სარიტუალო/დამკრძალავი სამსახური ინფორმირებული უნდა იყვნენ ინფექციის გავრცელების საფრთხისა და საჭირო ღონისძიებების თაობაზე.

„გვამის გადასვენება ხორციელდება სასახლით, რომელშიც იგი თავსდება გვამის ჩანთით, რომლის გახსნა მიცვალებულის გადასვენებისა და დაკრძალვის ნებისმიერ ეტაპზე აკრძალულია; საჭიროა მიცვალებულის დროულად (არაუმეტეს 72 სთ-ის განმავლობაში) დამარხვის ორგანიზება და ხალხმრავალი პანაშვიდებისგან თავის შეკავება. COVID-19-ის დადასტურებულ, ან სავარაუდო შემთხვევაში, უნდა გამოირიცხოს გვამის ბალზამიერება და ნებისმიერი დამატებითი კონტაქტი, მათ შორის პათოლოგ-ანატომიური გაკვეთა; ამ უკანასკნელის აუცილებლობის შემთხვევაში, მკაცრად უნდა იქნეს დაცული უსაფრთხოების მოთხოვნები“, - ნათქვამია დოკუმენტში.

კონკრეტულ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს გვამის დროებითი დაყოვნების სათავსიც. კერძოდ, შემუშავებული დოკუმენტის თანახმად, გვამის დროებითი დაყოვნების სათავსი განთავსებული უნდა იყოს დაწესებულების სხვა სივრცეებისგან იზოლირებულ და ტრანსპორტისთვის ადვილად მისადგომ სივრცეში;.

„სათავსის კედლები და იატაკი დაფარული უნდა იყოს რეცხვისა და დეზინფექციისადმი გამძლე მასალით; გვამის დროებითი დაყოვნების სათავსი აღჭურვილ უნდა იყოს გამართულად მოფუნქციონირე ვენტილაციით; გამორიცხული უნდა იყოს გვამის დროებითი დაყოვნების სათავსში იმ პირების (მათ შორის სამედიცინო პერსონალის) დამოუკიდებლად მოხვედრა, რომელთა საქმიანობა პირდაპირ არ უკავშირდება სათავსის ფუნქციონირებას; თითოეული მიცვალებულის გადასვენების შემდგომ ხორციელდება სათავსის, აგრეთვე გვამის სატრანსპორტო ან განსათავსებელი ურიკებისა და ზედაპირების დასუფთავება და დეზინფექცია“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

რაც შეეხება ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სამედიცინო დაწესებულების, პროზექტურის, დამკრძალავი/სარიტუალო სამსახურების ყველა თანამშრომელი, რომელსაც შეხება შეიძლება ჰქონდეს COVID-19-ის დადასტურებულ, ან სავარაუდო შემთხვევის გამო გარდაცვლილის გვამთან აღჭურვილი უნდა იყოს ინდივიდუალური დაცვის სპეციალური საშუალებებით.

„ორმაგი ქირურგიული ხელთათმანები, რომლებიც დაფარულია გაჭრის მიმართ მდგრადი ბადისებრი ხელთათმანების ფენით, ან სამეურნეო/სქელი ხელთათმანი; სითხეგაუმტარი ერთჯერადი ხალათი; ინდივიდუალური დაცვის სათვალე და სახის დამცავი ფარი; ქირურგიული ნიღაბი, ან რესპირატორი; ბახილები; სამედიცინო ჩაჩი ინდივიდუალური დაცვის საშუალებების სრული ნაკრები გამოიყენება გვამის მართვის ყოველ ეტაპზე; განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამედიცინო მომსახურების სივრცეებში (პალატა, დარბაზი) გვამის სპეციალურ ჩანთაში მოთავსებისა და ტრანსპორტირების ეტაპზე მათ სწორად გამოყენებასა და უსაფრთხოების სათანადო ზომების დაცვას. პროზექტურიდან გასვლამდე მოიხსენით ინდივიდუალური დაცვის საშუალებები და დაიცავით უტილიზაციის შესაბამისი მოთხოვნები. შესაძლებლობის შემთხვევაში, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მოხსნის შემდეგ ხელები ყოველთვის საპნით და წყლით დაიბანეთ. უზრუნველყავით, რომ ხელის ჰიგიენური საშუალებები (მაგ. ნიჟარა, თხევადი საპონი, ხელის გასამშრალებელი ერთჯერადი ქაღალდი, ალკოჰოლზე დამზადებული ხელის სანიტაიზერი) ხელმისაწვდომი იყოს გამოყენების ადგილზე (მაგ. ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მოხსნის ადგილზე ან მის სიახლოვეს)“, - აღნიშნულია დოკუმენტში, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის 25 მარტს ხელმოწერილი ბრძანებით ძალაში უკვე შევიდა.

ძლიერი ქარი და მთაში თოვლი - როგორია უახლოესი დღეების პროგნოზი

ეროვნული გვარდიის დასუფთავების სამსახურის 6 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

პრემიერ გახარიას საზოგადოებისთვის უცნობი და და მშობლები, რომლებსაც "ზვიადისტებად" მოიხსენიებდნენ (ფოტო)