მოზაიკა
პოლიტიკა
საზოგადოება

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოლიციამ 15 000 ლარით დააჯარიმა ორგანიზაცია, რომელმაც ზუგდიდში პირბადეები დაარიგა
პოლიციამ 15 000 ლარით დააჯარიმა ორგანიზაცია, რომელმაც ზუგდიდში პირბადეები დაარიგა

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნიტ­როს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ამ სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის რე­ჟი­მის დარ­ღვე­ვის გამო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ახა­ლი ლი­დე­რე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვა" და­ა­ჯა­რი­მა. ამის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს შსს-ს პრეს­სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­ცხა­დეს.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნიტ­როს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ამ სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის რე­ჟი­მის დარ­ღვე­ვის გამო ორ­გა­ნი­ზა­ცია „ახა­ლი ლი­დე­რე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვა“ და­ა­ჯა­რი­მა სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის რე­ჟი­მის დარ­ღვე­ვის გამო, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ამ „ახა­ლი ლი­დე­რე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვა“ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის დეკ­რე­ტის სა­ფუძ­ველ­ზე 15 000 ლა­რით და­ა­ჯა­რი­მა, რის შემ­დე­გაც ოქმი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის დი­რექ­ტორს, კრის­ტი­ნა მა­რია კოდი პუ­შო­უს ჩა­ბარ­და.

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის 2020 წლის 23 მარ­ტის №181 დად­გე­ნი­ლე­ბის მე-5 მუხ­ლის მე-2 პუნ­ქტის თა­ნახ­მად, ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის აღ­კვე­თის მიზ­ნით, სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის პე­რი­ოდ­ში სა­ჯა­რო სივ­რცე­ში 10 პირ­ზე მეტი ადა­მი­ა­ნის შეკ­რე­ბა აკ­რძა­ლუ­ლია.

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ „ახა­ლი ლი­დე­რე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვა“ დღეს ზუგ­დიდ­ში, 100 პირ­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი შეკ­რი­ბა. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მო­ქა­ლა­ქე­ებს მო­უ­წო­დებს, და­იც­ვან სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბით და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი" - აცხა­დე­ბენ პრეს­სამ­სა­ხურ­ში.

ცნო­ბის­თვის, დღეს ზუგ­დი­დის ცენ­ტრა­ლურ ბულ­ვარ­ში "სა­ა­კაშ­ვი­ლის საპ­რე­ზი­დენ­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კის" და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბმა პირ­ბა­დე­ე­ბი და სა­დე­ზინ­ფექ­ციო ხსნა­რები და­ა­რი­გეს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბის დროს ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და.

იმ პი­რო­ბებ­ში, როცა ქვეყ­ნის მას­შტა­ბით მო­სახ­ლე­ო­ბას სახ­ლში დარ­ჩე­ნის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ, ბულ­ვარ­ში სა­მე­დი­ცი­ნო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის მი­სა­ღე­ბად ასზე მეტი ადა­მი­ა­ნი შე­იკ­რი­ბა.

რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა "რა­დიო ათი­ნა­თი" იუ­წყე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის ად­გილ­ზე ყოფ­ნი­სა და მო­წო­დე­ბი­სა, მო­ქა­ლა­ქე­ებს დის­ტან­ცია და­ეც­ვათ, ხალ­ხი ერ­თად იყო შეჯ­გუ­ფე­ბუ­ლი და ყვე­ლა ცდი­ლობ­და ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი ნივ­თე­ბი მი­ე­ღო.

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!
18

ჰალალ, ჰალალ...

moqalaqe
33

ძალიან კარგი! მეტი სიმკაცრე საგანგებო მდგომარეობის დამრღვევთ!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები
ავტორი:

პოლიციამ 15 000 ლარით დააჯარიმა ორგანიზაცია, რომელმაც ზუგდიდში პირბადეები დაარიგა

პოლიციამ 15 000 ლარით დააჯარიმა ორგანიზაცია, რომელმაც ზუგდიდში პირბადეები დაარიგა

შინაგან საქმეთა სამინიტროს საპატრულო პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო ორგანიზაცია "ახალი ლიდერების ინიციატივა" დააჯარიმა. ამის შესახებ AMBEBI.GE-ს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს.

"შინაგან საქმეთა სამინიტროს საპატრულო პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო ორგანიზაცია „ახალი ლიდერების ინიციატივა“ დააჯარიმა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო, საპატრულო პოლიციამ „ახალი ლიდერების ინიციატივა“ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტის საფუძველზე 15 000 ლარით დააჯარიმა, რის შემდეგაც ოქმი ორგანიზაციის დირექტორს, კრისტინა მარია კოდი პუშოუს ჩაბარდა.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალულია.

ორგანიზაციამ „ახალი ლიდერების ინიციატივა“ დღეს ზუგდიდში, 100 პირზე მეტი ადამიანი შეკრიბა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები" - აცხადებენ პრესსამსახურში.

ცნობისთვის, დღეს ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში "სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის" და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა პირბადეები და სადეზინფექციო ხსნარები დაარიგეს.

აღნიშნული ქმედების დროს ინციდენტი მოხდა.

იმ პირობებში, როცა ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ, ბულვარში სამედიცინო აღჭურვილობის მისაღებად ასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა.

როგორც ადგილობრივი მედიასაშუალება "რადიო ათინათი" იუწყება, მიუხედავად პოლიციელების ადგილზე ყოფნისა და მოწოდებისა, მოქალაქეებს დისტანცია დაეცვათ, ხალხი ერთად იყო შეჯგუფებული და ყველა ცდილობდა ზემოაღნიშნული ნივთები მიეღო.

ოლიმპიური ჩემპიონი და ექსდეპუტატი ზვიად ზვიადაური დაჭრეს - რა მოხდა ახმეტაში?

ქუთაისში 30 წლის გოგოს განზრახ მკვლელობის ბრალდებით, სამართალდამცველებმა გარდაცვლილის მეგობარი ქალი დააკავეს

გიორგი მარგველაშვილის სიძე, მინდია გოგოჭური დააკავეს - არსებული ინფორმაციით, დაკავება "პარაგრაფში" "საქმის გარჩევას“ მოჰყვა