ინფექცია კორონავირუსმა არ იცის, ვინ არის პოზიცია და ვინ - ოპოზიცია, ვინ ვისი მამაა, ვინ ვისი შვილია, ყველას თანაბრად ეხება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, კარგი საქმის კეთებას სიჩუმე უყვარს და შექმნილი ვითარების გამო, დღეს ადამიანები უნდა გაერთიანდნენ.
"კარგი საქმის კეთებას ყოველთვის სიჩუმე უყვარს. ყველამ კარგი საქმე ვაკეთოთ, ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ, მაგრამ ეს ჩუმად და წესების დაცვით ვაკეთოთ. ამ დროს ჩვენ უკვე არავითარი პოლიტიკური საფუძველი არ უნდა გვქონდეს.
დღეს ყველა ერთი ვართ, ოპოზიციაც, ოპოზიციაც. ინფექცია კორონავირუსმა არ იცის, ვინ არის პოზიცია და ვინ ოპოზიცია, ვინ ვისი მამაა, ვინ ვისი შვილია, ყველას თანაბრად ეხება და ვიყოთ ყველა ერთნი. კარგია, რომ დღეს ქვეყანა რაღაცამ გააერთიანა და ამას სხვა დანიშნულებით ნუ გამოვიყენებთ“, - განაცხადა გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, ფონდ „მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ზუგდიდში პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარები და ხელთათმანები დაარიგეს. ინიციატივა ექსპრეზიდენტს ეკუთვნის. ადგილზე ათობით ადამიანი იყო შეკრებილი.
ყველგან ყველაფერი ორგანიზებულად და მაქსიმალურად პროფესიონალურად მიმდინარეობს. ქვეყანა და მთელი საზოგადოება გაერთიანებულია იმ მიზნის ირგვლივ, რომ უბედურება, რომელიც მსოფლიოს თავს დაატყდა, ჩვენს ქვეყანას მაქსიმალურად ავარიდოთ და დავიცვათ მისგან ჩვენი მოქალაქეები. ე.წ. ოპოზიციის ნამუსგარეცხილი სუბიექტები, რომელთა მთავარი მიზანი განსაკუთრებით ბოლო პერიოდის განმავლობაში იყო რაც შეიძლება მეტი ხმაური და წივილ-კივილი, ლანძღვა და გინება, არ არსებული პრობლემების გამოგონება და თითიდან გამოწოვა(თითქოსდა არსებული გვაკლდა), ქვეყანაში არეულობის, წინარევოლუციური სიტუაციის და ქაოსის არსებობის იმიტაცია, ხაზინის ქურდების და მოძალადეების(უგულავამ- 47. 000.000 მოტეხა ხაზინიდან თავის დროზე საკუთარი და პარტიული ინტერესების დასაკმაყოფილებლად და ამ თანხაში ხელის ფათურს თვითონაც არ უარყოფს, მოძალადეების, რომლებიც პოლიციელებს თავყბას ამტვრებდნენ პარლამენტის კიბეებზე მთელი ქვეყნის თვალწინ და ქვებს უშენდნენ, ამ დღეებში 20 ივნისის მოვლენების გამო დაკავებული ვინმე თუ არ ვცდები თამლიანი გამოუშვეს საპატიმროდან(პოლიციელზე რომ ძალადობს და პარლამენტში შევარდნა რომ უნდა, თურმე მოსულა, რა არის თურმე ამაში უკანონო? და კიდევ აქეთ იქნევს თითს) პოლიტპატიმრებად შერაცხვა და ა.შ. ბოლო პერიოდში ამათი უნამუსო სახეები რომ გაქრა ტელეეკრანებიდან და ნაკლებად იყეფებიან, ილანძღებიან, იდორბლებიან და იგესლებიან არსებული ვითარების გამო, მთავრობამაც ჩემდა გასაკვირად სწორი და პროფესიონალური ნაბიჯები გადადგა და ე.წ. ოპოზიციას სალაპარაკო არ დაუტოვა, მეტიც ქართული საზოგადოებისგან დადებით შეფასებას, პატივისცემას, და ოვაციებს იმსახურებს(მხურვალე ტაში და მადლობა ჩვენს ექიმებს ქართველი ხალხისგან) ეს ვითარება როგორც ჩანს ნერვებს უშლის ე.წ. "ოპოზიციას" და შეძლებისდაგვარად ისეთი სპექტაკლების დადგმას ცდილობენ, როგორიც ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში მოხდა. მე თქვენ გეტყვით და გაუჭირდებათ თუ სინდისი შეაწუხებთ. სიტუაცია მათ სასარგებლოდ არ ვითარდება მათი გადმოსახედიდან, მათი სცენარით არ მიდის და რაღაცა უნდა "იღონონ". სწორედ ასეთი იაფფასიანი ხრიკებით ცდილობენ ამის გაკეთებას, ეგაა და ეგ. რა დაგვავიწყდა ვისთან გვაქვს საქმე?!
პირბადე და იდეები არ კმარა. დიდი თანხებია საჭირო და ყველამ უნდა გაიღოს.