თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 62 და 80 წლის პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
რაც შეეხება ახალშობილს, რომელსაც კორონავურისი არ დაუდასტურდა, ლალი ტურძელაძის თმით, მისი მდგომარეობა გაცილებით გაუმჯობესებულია.
"ახლა, ამ წუთში ჩვენს კლინიკაში არის 58 პაციენტი, ინფიცირებულია 13. ერთი ჩვილი ბავშვი გვყავს, რომელსაც არ დაუდასტურდა, მაგრამ ჩვილია და ამიტომ გახსენებთ.
62 და 80 წლის ქალბატონების მდგომარეობა მძიმეა. აპარატულ სუნთქვაზე რჩებიან, მაგრამ ვიტალური ფუნქციები შენარჩუნებულია და ჩვენ იმედი გვაქვს მათი გამოჯანმრთელების.
რაც შეეხება ახალშობილს, მისი მდგომარეობა სტაბილურია და გაცილებით უკეთესია", - განაცხადა ლალი ტურძელაძემ.