ხომ შეიძლება ევლოთ კარდაკარ და ჩამოერიგებინა ვიღაც 1-2 ადამიანს და არ გამოეწვიათ მოსახლეობის შეკრება? - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ზუგდიდში “ნაციონალური მოძრაობის” მიერ პირბადეების დარიგებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ახლა არ არის პიარისა და ქულების დაწერის დრო.
“არ არის ახლა პიარის დრო და არ არის ახლა ვიღაცამ, რომ ქულები დაიწეროს, ამის დრო. ხომ შეიძლება ევლოთ კარდაკარ და ჩამოერიგებინა ვიღაც 1-2 ადამიანს და არ გამოეწვიათ ასეთი მოსახლეობის შეკრება? ამდენი შეგნება და ტვინი ხომ ყველას უნდა ჰქონდეს?!” - განაცხადა იმნაძემ.
ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში "სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის" და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების მიერ ორგანიზებულ აქციას, სადაც პირბადეებს, სადეზინფექციო ხსნარებს და ხელთათმანებს არიგებდნენ, ინციდენტი მოჰყვა. იმ პირობებში, როცა ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ, ბულვარში სამედიცინო აღჭურვილობის მისაღებად ასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა.
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ზუგდიდში პირბადეების დარიგების აქციას ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გამოეხმაურა.
როგორც ეკატერინე ტიკარაძემ ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა, რეკომენდაციების დაცვა აუცილებელია.
„COVID 19-ის ინფექცია დღესდღეობით არის ძალიან გლობალური გამოწვევა და ჩვენ უფლება არ გვაქვს ამით ვისარგებლოთ და ამასთან დაკავშირებით გვქონდეს გარკვეული პოლიტიკური მესიჯები. ძალიან კარგია ქველმოქმედბა, თუმცა აუცილებელია გათვალისწინებული იყოს ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ამ აქციის ჩატარების შემთხვევაში მკაფიოდ იყო დარღვეული. შესაბამისად, ეს რა თქმა უნდა, გარკვეულ პრობლემებს და საფრთხეს უქმნის იმ ადამიანებს, რომლებზეც სახელმწიფო ასე ზრუნავს. მინდა დავამშვიდო ზუგდიდის მოსახლეობა, ვინაიდან მეც ვნახე ეს ვიდეოჩართვა - სახელმწიფო მათზეც ზრუნავს. ეს ზრუნვა პირბადეების გარდა გამოიხატება იმაში, რომ ჩვენი მხრიდან რამდენიმე დღეა მიმდინარეობს რუხის საავადმყოფოს მობილიზაცია, რომელსაც რამდენიმე დღეში მე პირადად, ადგილზე ვნახავ. იქ მობილიზებული იქნება, საკარანტინო სივრცე, ასევე სტაციონარში გარკვეული საწოლების მობილიზაცია მოხდება. სამეგრელო, ზუგდიდი, ისევე, როგორც აფხაზეთი, არის ის მხარე, რომელზეც სამინისტრო, სახელმწიფო თანაბრად ზრუნავს, როგორც მის სხვა მოქალაქეებზე“, - განაცხადა ტიკარაძემ.
ყველაფრის მკადრებელი ხალხი!!! მოღალატეები!!!
tuki martlac politikur saxes mivcemt pirbandebis darigebas magaze meti samarcxvino kceva ra unda ikves am droshi kargi ikneboda gana sheekribat mosaxleoba aramed tviton daerigebinat kvela saxlis cin karebze an shishkrebze chamoekidat xalshekrebis kceva danashaulia dgevandel dges kanonit vetkodi mosaxleobas aravis ar daujeron aravis natkvami ar gaaketon dgevandel dges gvkavs sami pirovneba dziritadi kvekanashi eseni arian **cercvadze ,imnadze .gamkrelidze**** romlebic gzas gvikvalaven tu rogor ra gavaketot da rogor movikcet ekimebic ki mat ekrdnobian mati azri darigeba da kcevebi unda gavaketot dzalian cudi rodesac idzaxis es sami pirovneba isev cveni kveknis da cven sasargeblod rom unda moveridot garet gasvlas tavshekras da unda vijdet saxlshi da amis mere isev vikribebit raga vtkva uchkuo da xistavianebi gicodot uxeshad gamomiva magram egre chanxart erti pirbandis gulistvis sicocxles moiklavt da pirbadeebis gulistvis ki gavavrcelebt epidemias ar girs pirbade unda gaiketos da xeltatmanebi tuki avad xar janmrtels ar esachiroeba esec unda vicodet gvkondet shedzenili magram ara egre tavshekris adgilebidan nutu sul gavgizdit da chkua goneba davkarget