პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯაბა სამუშია - ჟურნალი “ისტორიანი” მადლობას უხდის ყველას, ვინც ჩართულია კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში
ჯაბა სამუშია - ჟურნალი “ისტორიანი” მადლობას უხდის ყველას, ვინც ჩართულია კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში

ჟურ­ნა­ლი “ის­ტო­რი­ა­ნი” მად­ლო­ბას უხ­დის ყვე­ლას, ვინც ჩარ­თუ­ლია კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლის საქ­მე­ში, - ამის შე­სა­ხებ "ის­ტო­რი­ა­ნის" რე­დაქ­ტო­რი ჯაბა სა­მუ­შია ჟურ­ნა­ლის ბოლო ნომ­რის რე­დაქ­ტო­რის სვეტ­ში წერს.

ჟურ­ნა­ლი „ის­ტო­რი­ა­ნის“ ბოლო ნო­მე­რი გა­ყიდ­ვა­ში მარ­ტის ბო­ლოს გა­მო­ვა.

"დღე­ვან­დე­ლი ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო დიდი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდა. კო­რო­ნა­ვირუს­მა მთე­ლი მსოფ­ლიო მო­იც­ვა. და­ა­ვა­დე­ბულ­თა რი­ცხვი უკვე 450 ათასს გა­დას­ცდა, ხოლო გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბა – 20 ათასს. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის, ჯან­მრთე­ლო­ბის სექ­ტო­რი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერ­თობ­ლი­ვი მოქ­მე­დე­ბით, ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა მაქ­სი­მა­ლუ­რი მო­ბი­ლი­ზე­ბით დახ­ვდა ამ პრობ­ლე­მას.

დრო­უ­ლი იყო ქარ­თველ მე­დი­კოს­თა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფოს მიერ მი­ღე­ბუ­ლი ზო­მე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით 7-14 დღით უს­წრებ­და და­სავ­ლეთ და ცენ­ტრა­ლურ ევ­რო­პულ ქვეყ­ნებ­ში მი­ღე­ბულ მსგავს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს. ჟურ­ნა­ლი “ის­ტო­რი­ა­ნი” მად­ლო­ბას უხ­დის ყვე­ლას, ვინც ჩარ­თუ­ლია კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლის საქ­მე­ში. წი­ნამ­დე­ბა­რე ნო­მერ­ში კი შე­ვე­ცა­დეთ, რამ­დე­ნი­მე სტა­ტი­ა­ში გვეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, რო­გორ ებ­რძო­და კა­ცობ­რი­ო­ბა ეპი­დე­მი­ებს, რა მას­შტა­ბის მსხვერ­პლი მოჰ­ყვა მთელ მსოფ­ლი­ო­ში გავ­რცე­ლე­ბულ გა­დამ­დებ და­ა­ვა­დე­ბებს.

“რო­გორც ევ­რო­პა­ში, ისე სა­ქარ­თვე­ლოს ქა­ლა­ქებ­სა და სოფ­ლებ­ში მო­დე­ბუ­ლია სენი, რო­მელ­მაც თა­ვი­სი სწრა­ფი გავ­რცე­ლე­ბით ყვე­ლას თავ­ზა­რი დას­ცა. ეს ცნო­ბი­ლი სენი-ინფლუ­ენ­ცია მო­ნათ­ლუ­ლია “ის­პან­კის” სა­ხე­ლით. ტფი­ლი­სის სა­ე­ქი­მო-სა­სა­ნი­ტა­რო გან­ყო­ფი­ლე­ბამ მო­იწ­ვია ტფი­ლი­სის ექიმ­თა თათ­ბი­რი ეპი­დე­მი­ის წი­ნა­აღ­მდეგ საბ­რძოლ­ველ ზო­მე­ბის მი­სა­ღე­ბად. ექიმ­თა თათ­ბი­რის დას­კვნით საქ­მე არა გვაქვს ახალ სენ­თან, არა­მედ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ავად­მყო­ფო­ბა არის ცნო­ბი­ლი ინფლუ­ენ­ცია, მხო­ლოდ მი­უ­ღია ეპი­დე­მი­უ­რი ხა­სი­ა­თი”, - წერ­დნენ ქარ­თულ პრე­სა­ში 1918 წელს.

ამ წლის იან­ვარ­ში გა­მო­ჩე­ნილ­მა გრი­პის ვირუს­მა “სას­წა­უ­ლებ­რი­ვად მოკ­ლე დრო­ში გა­და­უ­ა­რა მსოფ­ლი­ოს და I მსოფ­ლიო ომის­გან ისე­დაც შე­თხე­ლე­ბუ­ლი და დაკ­ნი­ნე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა კი­დევ უფრო გა­ა­მე­ჩხრა. რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი შე­ი­წი­რა ახალ­მა გრიპ­მა, ამის და­ზუს­ტე­ბით დად­გე­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­და, თუმ­ცა ნამ­დვი­ლად უფრო მეტი, ვიდ­რე ომმა”.

ძვე­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­ო­მა­რი ბრძო­ლა­ში შე­დი­ო­და შე­ძა­ხი­ლით - „ღმერ­თი ჩვენ­თან არს“. უფა­ლი ფა­რავ­დეს ჩვენს სამ­შობ­ლოს ამ ახა­ლი ფორ­მის ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში", - წერს ჯაბა სა­მუ­შია „ის­ტო­რი­ა­ნის“ ბოლო ნომ­რის რე­დაქ­ტო­რის სვეტ­ში.

ავტორი:

ჯაბა სამუშია - ჟურნალი “ისტორიანი” მადლობას უხდის ყველას, ვინც ჩართულია კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში

ჯაბა სამუშია - ჟურნალი “ისტორიანი” მადლობას უხდის ყველას, ვინც ჩართულია კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში

ჟურნალი “ისტორიანი” მადლობას უხდის ყველას, ვინც ჩართულია კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში, - ამის შესახებ "ისტორიანის" რედაქტორი ჯაბა სამუშია ჟურნალის ბოლო ნომრის რედაქტორის სვეტში წერს.

ჟურნალი „ისტორიანის“ ბოლო ნომერი გაყიდვაში მარტის ბოლოს გამოვა.

"დღევანდელი ქართული სახელმწიფო დიდი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. კორონავირუსმა მთელი მსოფლიო მოიცვა. დაავადებულთა რიცხვი უკვე 450 ათასს გადასცდა, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა – 20 ათასს. საქართველოს მთავრობის, ჯანმრთელობის სექტორისა და საზოგადოების ერთობლივი მოქმედებით, ჩვენი ქვეყანა მაქსიმალური მობილიზებით დახვდა ამ პრობლემას.

დროული იყო ქართველ მედიკოსთა რეკომენდაციები, ჩვენი სახელმწიფოს მიერ მიღებული ზომები დაახლოებით 7-14 დღით უსწრებდა დასავლეთ და ცენტრალურ ევროპულ ქვეყნებში მიღებულ მსგავს გადაწყვეტილებებს. ჟურნალი “ისტორიანი” მადლობას უხდის ყველას, ვინც ჩართულია კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში. წინამდებარე ნომერში კი შევეცადეთ, რამდენიმე სტატიაში გვეჩვენებინა, როგორ ებრძოდა კაცობრიობა ეპიდემიებს, რა მასშტაბის მსხვერპლი მოჰყვა მთელ მსოფლიოში გავრცელებულ გადამდებ დაავადებებს.

“როგორც ევროპაში, ისე საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში მოდებულია სენი, რომელმაც თავისი სწრაფი გავრცელებით ყველას თავზარი დასცა. ეს ცნობილი სენი-ინფლუენცია მონათლულია “ისპანკის” სახელით. ტფილისის საექიმო-სასანიტარო განყოფილებამ მოიწვია ტფილისის ექიმთა თათბირი ეპიდემიის წინააღმდეგ საბრძოლველ ზომების მისაღებად. ექიმთა თათბირის დასკვნით საქმე არა გვაქვს ახალ სენთან, არამედ გავრცელებული ავადმყოფობა არის ცნობილი ინფლუენცია, მხოლოდ მიუღია ეპიდემიური ხასიათი”, - წერდნენ ქართულ პრესაში 1918 წელს.

ამ წლის იანვარში გამოჩენილმა გრიპის ვირუსმა “სასწაულებრივად მოკლე დროში გადაუარა მსოფლიოს და I მსოფლიო ომისგან ისედაც შეთხელებული და დაკნინებული მოსახლეობა კიდევ უფრო გაამეჩხრა. რამდენი ადამიანი შეიწირა ახალმა გრიპმა, ამის დაზუსტებით დადგენა შეუძლებელი გახდა, თუმცა ნამდვილად უფრო მეტი, ვიდრე ომმა”.

ძველად საქართველოში მეომარი ბრძოლაში შედიოდა შეძახილით - „ღმერთი ჩვენთან არს“. უფალი ფარავდეს ჩვენს სამშობლოს ამ ახალი ფორმის ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში", - წერს ჯაბა სამუშია „ისტორიანის“ ბოლო ნომრის რედაქტორის სვეტში.

"ჩემს თანამშრომლებს ავადმყოფები სახეში ახველებენ და მათ არ ეშინიათ! აცადეთ ამ ადამიანებს" - პაატა იმნაძე

მარნეულიდან გადმოყვანილი ორსული ქალი 62 წლის მარნეულელი პაციენტის ახლო ნათესავია - ეკატერინე ტიკარაძე

პაატა იმნაძე ზუგდიდში პირბადეების დარიგებაზე - ახლა ქულების დაწერის დრო არ არის - ამდენი შეგნება და ტვინი ხომ ყველას უნდა ჰქონდეს?!