Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მარნეულში მცხოვრებ ქალთან კომუნიკაციაში მყოფი 13 ადამიანიდან დადებითი პასუხი აჩვენა ერთმა, ინფიცირებულია ახალგაზრდა ქალი"
"მარნეულში მცხოვრებ ქალთან კომუნიკაციაში მყოფი 13 ადამიანიდან დადებითი პასუხი აჩვენა ერთმა, ინფიცირებულია ახალგაზრდა ქალი"

ბოლ­ნი­სის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტის, გოგი მეშ­ვე­ლი­ა­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის პე­რი­მეტ­რი სრუ­ლად გა­და­კე­ტი­ლია ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­სურ­სა­თო და სა­მე­დი­ცი­ნო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა მიმ­დი­ნა­რე­ობს გეგ­მუ­რად. სა­მე­დი­ცი­ნო ჯგუ­ფე­ბი ყვე­ლა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ერ­თე­ულ­ში ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბენ, შე­დი­ან ყვე­ლა ოჯახ­ში და ამოწ­მე­ბენ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას.

„გუ­შინ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტრმა სპე­ცი­ა­ლუ­რი ტეს­ტე­ბით 13 ადა­მი­ანს აუღო ნა­ცხი. ეს ის ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში იყ­ვნენ მარ­ნე­ულ­ში მცხოვ­რებ ქალ­თან, რო­მე­ლიც ერთ-ერთი პირ­ვე­ლი იქნა გა­მოვ­ლე­ნი­ლი. ამ 13 ადა­მი­ა­ნი­დან ერ­თზე ჩა­ტა­რე­ბულ­მა ტეს­ტი­რე­ბამ აჩ­ვე­ნა და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი. ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი გახ­ლავთ ახალ­გაზ­რდა ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მელ­საც პრაქ­ტი­კუ­ლად არა­ნა­ი­რი სიმპტო­მი არ გა­აჩ­ნდა და რომ არა ეს გა­მოკ­ვლე­ვა, შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და ვირუ­სის არ­სე­ბო­ბის და­დას­ტუ­რე­ბა. თუმ­ცა ეს ქალ­ბა­ტო­ნიც და და­ნარ­ჩე­ნი 12 იყ­ვნენ თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში და შე­ზღუ­დუ­ლი ჰქონ­დათ კონ­ტაქ­ტი გარე სამ­ყა­როს­თან და შე­სა­ბა­მის რე­კო­მენ­და­ცი­ებს იცავ­დნენ. ეს ქალ­ბა­ტო­ნი გა­დაყ­ვა­ნილ იქნა სპე­ცი­ა­ლურ სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, სა­დაც რეგ­ლა­მენ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბი ჩა­უ­ტარ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ბოლ­ნი­სის მა­ჟო­რი­ტარ­მა დე­პუ­ტატ­მა.

გოგი მეშ­ვე­ლი­ა­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მე­რი­ას­თან შექ­მნი­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფი მუ­შა­ობს სხვა­დას­ხვა სა­კი­თხებ­ზე, რო­მე­ლიც მო­სახ­ლე­ო­ბას აწუ­ხებს.

„გვაქვს ცხე­ლი ხაზი, რო­მე­ლიც 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში იღებს მო­ქა­ლა­ქე­თა ზა­რებს და ხდე­ბა მყი­სი­ე­რი რე­ა­გი­რე­ბა რო­გორც სო­ცი­ა­ლურ, ისე გა­და­ად­გი­ლე­ბას­თან და სა­მე­დი­ცი­ნო სა­ჭი­რო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებ­ზე. ჩვე­ნი თვით­მმარ­თვე­ლო­ბა მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია ისე­ვე, რო­გორც ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ორ­გა­ნო­ე­ბი არი­ან მო­ბი­ლი­ზე­ბულ­ნი. ყვე­ლა­ფე­რი მაქ­სი­მა­ლუ­რად კეთ­დე­ბა იმი­სათ­ვის, რომ ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და უსაფრ­თხო­ე­ბა იყოს და­ცუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და გოგი მეშ­ვე­ლი­ან­მა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ბოლ­ნი­სი­სა და მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში სა­კა­რან­ტი­ნო ზო­ნის გაძ­ლი­ე­რე­ბულ კონ­ტროლს აგ­რძე­ლებს. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს, სა­კა­რან­ტი­ნო შე­ზღუდ­ვე­ბის ამოქ­მე­დე­ბის­თა­ნა­ვე, ძი­რი­თად გზებ­ზე სა­კონ­ტრო­ლო გამ­შვე­ბი სა­გუ­შა­გო­ე­ბია გან­თავ­სე­ბუ­ლი, ხოლო მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი გზე­ბი მო­ბი­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბის მიერ კონ­ტროლ­დე­ბა. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბის და­სა­ცა­ვად მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის ქა­ლა­ქებ­სა და სოფ­ლებ­ში ინ­ტენ­სი­უ­რად პატ­რუ­ლი­რე­ბენ.

„ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას რე­გუ­ლა­რუ­ლად, დე­ტა­ლუ­რად უხ­სნი­ან სა­კა­რან­ტი­ნო ზო­ნა­ში მოქ­მედ წე­სებს. გარ­და ცო­ცხა­ლი ძა­ლი­სა, სა­კა­რან­ტი­ნო პე­რი­მეტ­რის მუდ­მი­ვი მო­ნი­ტო­რინ­გის პრო­ცეს­ში პო­ლი­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სი და­ნა­ყო­ფე­ბის მიერ სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის დრო­ნე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. ბოლ­ნი­სი­სა და მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში ამ დრო­ის­თვის ვი­თა­რე­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია და კონ­ტროლს სრუ­ლად ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. სა­კა­რან­ტი­ნო შე­ზღუდ­ვებს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­თან კო­ორ­დი­ნა­ცი­ით, თავ­დაც­ვის ძა­ლებ­თან ერ­თად, სა­გან­გე­ბო რე­ჟიმ­ში აკონ­ტრო­ლე­ბენ,“ - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში. ნა­ხეთ ფო­ტო­ე­ბი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

"მარნეულში მცხოვრებ ქალთან კომუნიკაციაში მყოფი 13 ადამიანიდან დადებითი პასუხი აჩვენა ერთმა, ინფიცირებულია ახალგაზრდა ქალი"

"მარნეულში მცხოვრებ ქალთან კომუნიკაციაში მყოფი 13 ადამიანიდან დადებითი პასუხი აჩვენა ერთმა, ინფიცირებულია ახალგაზრდა ქალი"

ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატის, გოგი მეშველიანის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის პერიმეტრი სრულად გადაკეტილია შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს მიერ. მისივე ინფორმაციით, სასურსათო და სამედიცინო საშუალებებით უზრუნველყოფა მიმდინარეობს გეგმურად. სამედიცინო ჯგუფები ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ, შედიან ყველა ოჯახში და ამოწმებენ მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობას.

„გუშინ დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა სპეციალური ტესტებით 13 ადამიანს აუღო ნაცხი. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც კომუნიკაციაში იყვნენ მარნეულში მცხოვრებ ქალთან, რომელიც ერთ-ერთი პირველი იქნა გამოვლენილი. ამ 13 ადამიანიდან ერთზე ჩატარებულმა ტესტირებამ აჩვენა დადებითი პასუხი. ინფიცირებული გახლავთ ახალგაზრდა ქალბატონი, რომელსაც პრაქტიკულად არანაირი სიმპტომი არ გააჩნდა და რომ არა ეს გამოკვლევა, შეუძლებელი იქნებოდა ვირუსის არსებობის დადასტურება. თუმცა ეს ქალბატონიც და დანარჩენი 12 იყვნენ თვითიზოლაციაში და შეზღუდული ჰქონდათ კონტაქტი გარე სამყაროსთან და შესაბამის რეკომენდაციებს იცავდნენ. ეს ქალბატონი გადაყვანილ იქნა სპეციალურ სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურები ჩაუტარდება“, - განაცხადა ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა.

გოგი მეშველიანის ინფორმაციით, მერიასთან შექმნილი სპეციალური ჯგუფი მუშაობს სხვადასხვა საკითხებზე, რომელიც მოსახლეობას აწუხებს.

„გვაქვს ცხელი ხაზი, რომელიც 24-საათიან რეჟიმში იღებს მოქალაქეთა ზარებს და ხდება მყისიერი რეაგირება როგორც სოციალურ, ისე გადაადგილებასთან და სამედიცინო საჭიროებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ჩვენი თვითმმართველობა მობილიზებულია ისევე, როგორც ცენტრალური ხელისუფლების ორგანოები არიან მობილიზებულნი. ყველაფერი მაქსიმალურად კეთდება იმისათვის, რომ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა და უსაფრთხოება იყოს დაცული“, - განაცხადა გოგი მეშველიანმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში საკარანტინო ზონის გაძლიერებულ კონტროლს აგრძელებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, საკარანტინო შეზღუდვების ამოქმედებისთანავე, ძირითად გზებზე საკონტროლო გამშვები საგუშაგოებია განთავსებული, ხოლო მეორეხარისხოვანი გზები მობილური ჯგუფების მიერ კონტროლდება. მათი ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლები საზოგადოებრივი უსაფრთხოების დასაცავად მუნიციპალიტეტების ქალაქებსა და სოფლებში ინტენსიურად პატრულირებენ.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ადგილობრივ მოსახლეობას რეგულარულად, დეტალურად უხსნიან საკარანტინო ზონაში მოქმედ წესებს. გარდა ცოცხალი ძალისა, საკარანტინო პერიმეტრის მუდმივი მონიტორინგის პროცესში პოლიციის შესაბამისი დანაყოფების მიერ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დრონები გამოიყენება. ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში ამ დროისთვის ვითარება დამაკმაყოფილებელია და კონტროლს სრულად ექვემდებარება. საკარანტინო შეზღუდვებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, 24 საათის განმავლობაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციით, თავდაცვის ძალებთან ერთად, საგანგებო რეჟიმში აკონტროლებენ,“ - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში. ნახეთ ფოტოები

ჯაბა სამუშია - ჟურნალი “ისტორიანი” მადლობას უხდის ყველას, ვინც ჩართულია კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში

LIVE: გადაცემა "სპორტალი" - გიორგი ლორია

მეუფე იაკობმა ვერტმფრენით შემოუფრინა თბილისს და ღვთისმშობლის ხატით დალოცა ქალაქი - საპატრიარქო ფოტოებს ავრცელებს