საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბოლნისში, სწრაფი ტესტით კორონავირუსი ფეხმძიმეს დაუდასტურდა
ბოლნისში, სწრაფი ტესტით კორონავირუსი ფეხმძიმეს დაუდასტურდა

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის კლი­ნი­კუ­რი დი­რექ­ტო­რის, ლალი ტუ­რძე­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ბოლ­ნი­სი­დან თბი­ლის­ში გად­მოყ­ვა­ნილ, 24-25 კვი­რის ორ­სულს სწრა­ფი ტეს­ტის ჩა­ტა­რე­ბის შე­დე­გად, კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და.

რო­გორც ლალი ტუ­რძე­ლა­ძე აცხა­დებს, ორ­სუ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა ძა­ლი­ან სა­ყუ­რა­დღე­ბოა.

„ამ წუთ­ში ვე­სა­უბ­რე­ბო­დი ბოლ­ნი­სი­დან გად­მოყ­ვა­ნი­ლი ორ­სუ­ლი ქა­ლის მკურ­ნალ ექიმს, სა­მე­ა­ნო გან­ყო­ფი­ლე­ბის გამ­გეს, რო­მელ­მაც მი­თხრა, რომ პა­ცი­ენ­ტი ძა­ლი­ან სა­ყუ­რა­დღე­ბოა, არის 24-25 კვი­რის ორ­სუ­ლი. ამ წამს შე­მო­ვი­და და ჯერ გა­მოკ­ვლე­ვე­ბი არ არის ჩა­ტა­რე­ბუ­ლი. მას აღე­ნიშ­ნე­ბა ტემ­პე­რა­ტუ­რა.

სწრა­ფი ტეს­ტე­ბით დად­გინ­და, რომ პა­ცი­ენტს აქვს კო­რო­ნა­ვირუ­სი და ახლა ჩვენ მას აუ­ცი­ლებ­ლად გა­და­ვა­მოწ­მებთ ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში,“ - გა­ნა­ცხა­და ლალი ტუ­რძე­ლა­ძემ.

მან ასე­ვე გან­მარ­ტა, რომ პა­ცი­ენ­ტთან ენის ბა­რი­ე­რია, რის გა­მოც კონ­ტაქ­ტე­ბის ის­ტო­რი­ის დად­გე­ნა ჯერ ვერ მო­ხერ­ხდა.

„ცოტა ენის ბა­რი­ე­რია, ვერ სა­უბ­რობს პა­ცი­ენ­ტი ქარ­თუ­ლად, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლია და ჩვენ გა­დავ­ლა­ხავთ ამ ბა­რი­ერს და ყვე­ლა­ფერს გა­მოვ­კი­თხავთ. უბ­რა­ლოდ ცოტა დრო გვჭირ­დე­ბა. ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბი უკვე იმუ­შა­ვე­ბენ ამ თე­მა­ზე და და­ვად­გენთ კონ­ტაქ­ტის კონ­ტაქტს და თუ რამე შეძ­ლე­ბა, რომ დად­გინ­დეს, და­ვად­გენთ,“ - გა­ნა­ცხა­და ლალი ტუ­რძე­ლა­ძემ „მთა­ვარ­თან“ სა­უბ­რი­სას.

ექი­მის გან­ცხა­დე­ბით, მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ორ­სუ­ლის და­ინ­ფი­ცი­რე­ბის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

ბოლნისში, სწრაფი ტესტით კორონავირუსი ფეხმძიმეს დაუდასტურდა

ბოლნისში, სწრაფი ტესტით კორონავირუსი ფეხმძიმეს დაუდასტურდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, ბოლნისიდან თბილისში გადმოყვანილ, 24-25 კვირის ორსულს სწრაფი ტესტის ჩატარების შედეგად, კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც ლალი ტურძელაძე აცხადებს, ორსულის მდგომარეობა ძალიან საყურადღებოა.

„ამ წუთში ვესაუბრებოდი ბოლნისიდან გადმოყვანილი ორსული ქალის მკურნალ ექიმს, სამეანო განყოფილების გამგეს, რომელმაც მითხრა, რომ პაციენტი ძალიან საყურადღებოა, არის 24-25 კვირის ორსული. ამ წამს შემოვიდა და ჯერ გამოკვლევები არ არის ჩატარებული. მას აღენიშნება ტემპერატურა.

სწრაფი ტესტებით დადგინდა, რომ პაციენტს აქვს კორონავირუსი და ახლა ჩვენ მას აუცილებლად გადავამოწმებთ ლუგარის ლაბორატორიაში,“ - განაცხადა ლალი ტურძელაძემ.

მან ასევე განმარტა, რომ პაციენტთან ენის ბარიერია, რის გამოც კონტაქტების ისტორიის დადგენა ჯერ ვერ მოხერხდა.

„ცოტა ენის ბარიერია, ვერ საუბრობს პაციენტი ქართულად, აზერბაიჯანელია და ჩვენ გადავლახავთ ამ ბარიერს და ყველაფერს გამოვკითხავთ. უბრალოდ ცოტა დრო გვჭირდება. ეპიდემიოლოგები უკვე იმუშავებენ ამ თემაზე და დავადგენთ კონტაქტის კონტაქტს და თუ რამე შეძლება, რომ დადგინდეს, დავადგენთ,“ - განაცხადა ლალი ტურძელაძემ „მთავართან“ საუბრისას.

ექიმის განცხადებით, მისი ინფორმაციით, ეს საქართველოში კორონავირუსით ორსულის დაინფიცირების პირველი შემთხვევაა.

"ჩემს თანამშრომლებს ავადმყოფები სახეში ახველებენ და მათ არ ეშინიათ! აცადეთ ამ ადამიანებს" - პაატა იმნაძე

მარნეულიდან გადმოყვანილი ორსული ქალი 62 წლის მარნეულელი პაციენტის ახლო ნათესავია - ეკატერინე ტიკარაძე

პაატა იმნაძე ზუგდიდში პირბადეების დარიგებაზე - ახლა ქულების დაწერის დრო არ არის - ამდენი შეგნება და ტვინი ხომ ყველას უნდა ჰქონდეს?!