საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დამეწყო სახსრების ტკივილით, არც სურდო მქონდა, არც მახველებდა" - რას ჰყვება კორონავირუსით ინფიცირებული, რომელიც ინფექციურში დედასთან და შვილებთან ერთად მკურნალობს
"დამეწყო სახსრების ტკივილით, არც სურდო მქონდა, არც მახველებდა" - რას ჰყვება კორონავირუსით ინფიცირებული, რომელიც ინფექციურში დედასთან და შვილებთან ერთად მკურნალობს

მსოფ­ლიო კო­რო­ნა­ვირუ­სის მას­შტა­ბურ გავ­რცე­ლე­ბას გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ძა­ლე­ბით ებ­რძვის, ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის მკურ­ნა­ლო­ბას გა­დის, შინ დარ­ჩე­ნი­ლე­ბი კი გა­მუდ­მე­ბით ელი­ან ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის შე­სა­ხებ. kvirispalitra.ge-მ მო­ა­ხერ­ხა ექ­სკლუ­ზი­უ­რად ჩა­ე­წე­რა ინ­ტერ­ვიუ ახალ­გაზ­რდა ქალ­თან, რო­მე­ლიც ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ის და შიდსის ცენ­ტრში კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­ულ ინ­ფექ­ცი­ას ებ­რძვის. უპირ­ვე­ლე­სად მად­ლო­ბას გა­და­ვუხ­დით მას, რომ ამ ვი­თა­რე­ბა­ში ინ­ტერ­ვი­უ­ზე დაგ­ვთან­ხმდა და სწრაფ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას ვუ­სურ­ვებთ მა­საც და კორ­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ ყვე­ლა პა­ცი­ენ­ტსაც. ის მო­გიყ­ვე­ბათ ახალ კო­რო­ნა­ვირუ­სულ ინ­ფექ­ცი­ას რა სიმპტო­მე­ბი ჰქონ­და უშუ­ა­ლოდ მის შემ­თხვე­ვა­ში, რო­გორ მი­დის მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი, რას გრძნობს და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი და ასე­ვე ქარ­თვე­ლი ექი­მე­ბის გმი­რო­ბის ამ­ბებს. რეს­პონ­დენ­ტის კონ­ფი­დენ­ცი­უ­რო­ბა და­ცუ­ლია, სა­ხე­ლი კი - შეც­ვლი­ლი:

მა­რი­ა­მი:

- და­ა­ვა­დე­ბა და­მე­წყო უეც­რად სახ­სრე­ბის და კუნ­თე­ბის ტკი­ვი­ლით, ტემ­პე­რა­ტუ­რის მო­მა­ტე­ბით, არც ყელი მტკი­ო­და, არც მახ­ვე­ლებ­და, არც სურ­დო მქონ­და, მაგ­რამ დავ­კარ­გე ყნოს­ვი­სა და გე­მოს შეგ­რძნე­ბე­ბი, რო­გორც ამ­ბო­ბენ, ეს არის კო­რო­ნა­ვირუ­სის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სიმპტო­მი. ეს და­ა­ვა­დე­ბა ტალ­ღი­სე­ბუ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს - ორი დღე გაქვს და­ბა­ლი სი­ცხე, შემ­დე­გი ორი დღე არ გაქვს სა­ერ­თოდ, შემ­დე­გი ორი დღე მა­ღა­ლი სი­ცხით მი­დის, შემ­დე­გი დღე­ე­ბი პი­რა­დად მე უსი­ცხოდ მქონ­და, მაგ­რამ ამ ყვე­ლა­ფერს სჭირ­დე­ბა ძლი­ე­რი ნერ­ვე­ბი და ეს ხალ­ხი, ჩვე­ნი ექი­მე­ბი მა­რი­ნა ენ­დე­ლა­ძე, ბა­ტო­ნი თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე და ის ახალ­გაზ­რდე­ბი, ვინც გუნდში ჰყავთ, ნამ­დვი­ლად უნი­კა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, მე დე­დაც ავად მყავს, ისიც აქ გა­დის მკურ­ნა­ლო­ბას და ეს არის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რამ, რა­საც ჩვე­ნი ექი­მე­ბი აკე­თე­ბენ.

- პა­ცი­ენ­ტი სრუ­ლი­ად მარ­ტოა ბოქ­სი­რე­ბულ პა­ლა­ტა­ში?

- სა­ერ­თოდ კი, მაგ­რამ ჩემს შემ­თხვე­ვა­ში მე და ჩემი შვი­ლი - გო­გო­ნა ერ­თად ვი­ყა­ვით. ცენ­ტრში რე­ა­ნი­მა­ცია ამ­ჟა­მად გან­კუთ­ვნი­ლია მხო­ლოდ კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იმ პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის, ვინც ამას სა­ჭი­რო­ებს. ამ­ჟა­მად იქ ჰყავთ 2 პა­ცი­ენ­ტი, აქე­დან ერთ-ერთი დე­და­ჩე­მია.

- ახ­სე­ნეთ, რომ ექი­მე­ბი მო­რა­ლუ­რა­დაც ძა­ლი­ან უდ­გა­ნან პა­ცი­ენ­ტებს გვერ­დში...

- ნამ­დვი­ლად ასეა, ექი­მებ­ზე მინ­და და­წე­როთ, იმი­ტომ რომ ესე­თი ექი­მე­ბი არი­ან ძა­ლი­ან ცო­ტა­ნი, დე­და­ჩე­მი ამ­ჟა­მად წევს რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში და გან­ყო­ფი­ლე­ბის გამ­გე ანა ლა­ღი­ძე­დან და­წყე­ბუ­ლი, დე­და­ჩე­მის პი­რა­დი ექი­მით ბა­ტო­ნი სერ­გო კვა­რა­ცხე­ლი­ა­თი ყუ­რებ­ზე დგა­ნან, ასე­თი ყუ­რა­დღე­ბა არ­სად მი­ნა­ხავს, უფა­სოდ თუ ვინ­მე რა­მეს აკე­თებ­და, არც მე­გო­ნა, ექთ­ნე­ბიც ასე­თე­ბი ჰყავთ. დედ­ჩე­მი შე­მო­ვი­და რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში წინა ორ­შა­ბათს, უკვე მე­ო­რე კვი­რაა მკურ­ნა­ლო­ბას გავ­დი­ვართ. მე ბა­ტონ­მა თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ და მა­რი­ნა ენ­დე­ლა­ძემ მომ­ცეს უფ­ლე­ბა, რომ ბოქ­სი­რე­ბუ­ლი პა­ლა­ტი­დან რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში გად­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი, მათ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს დე­და­ჩე­მის ნევ­რო­ლო­გი­უ­რი სტა­ტუ­სი, ასა­კობ­რი­ვი პრობ­ლე­მე­ბი, - შენ­თან ერ­თად იქ­ნებ უფრო გა­მო­ჯან­მრთელ­დე­სო, ამი­ტომ მომ­ცეს უფ­ლე­ბა, რომ დე­დას­თან ერ­თად ვიყო. რამ­დე­ნი­მე დღის წინ თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე წა­ვი­და და თა­ვის სახ­სრე­ბით უყი­და დე­დას წა­მა­ლი, ვიდ­რე წა­მალს შე­მოგ­ვიგ­ზავ­ნიდ­ნენ... წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, - არ დაგ­ვიგ­ვი­ან­დე­სო და თა­ვის ფე­ხით წა­ვი­და სა­ყიდ­ლად, ასე უვ­ლის ყვე­ლა თა­ვის პა­ცი­ენტს, ზედ ჰყვე­ბა... სა­ოც­რად თავ­და­დე­ბუ­ლი ექი­მე­ბი გვყავს და სამ­წუ­ხა­რო იცით რა არის? ეს ყვე­ლა შე­ნო­ბა, რაც ე.წ. ინ­ფექ­ცი­უ­რის ტე­რი­ტო­რა­ზე დგას, გა­ყი­დუ­ლია, ამ ხალ­ხს - ინ­ფექ­ცი­უ­რის უნი­კა­ლურ ექი­მებს ქუ­ჩა­ში დარ­ჩე­ნა ემუქ­რე­ბათ, ამის დაშ­ვე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა! წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
korona
3

თუ ცუდად გრძნობ თავს მაშინვე მიიღე ლიმონი კანიანად და 1 სთ არაფერი დალიო და ჭამო! შველის კორონას დასაწყისში ო! პ.ს.ლიმონი ისე ბევრ რამეს შველის !წნევას, ქოლესტერონს შაქარს დაბლა აგდებს! გაააზიარეთ და იყავით ჯანმრთელები!

კიკი
0

ვაიმე, იმდენს ლიმონს ვჭამ ეს დღეები, მეშინია კუჭი არ გავიხვრიტო :)

ავტორი:

"დამეწყო სახსრების ტკივილით, არც სურდო მქონდა, არც მახველებდა" - რას ჰყვება კორონავირუსით ინფიცირებული, რომელიც ინფექციურში დედასთან და შვილებთან ერთად მკურნალობს

"დამეწყო სახსრების ტკივილით, არც სურდო მქონდა, არც მახველებდა" - რას ჰყვება კორონავირუსით ინფიცირებული, რომელიც ინფექციურში დედასთან და შვილებთან ერთად მკურნალობს

მსოფლიო კორონავირუსის მასშტაბურ გავრცელებას გაერთიანებული ძალებით ებრძვის, ათასობით ადამიანის მკურნალობას გადის, შინ დარჩენილები კი გამუდმებით ელიან ინფორმაციას გამოჯანმრთელებული პაციენტების შესახებ. kvirispalitra.ge-მ მოახერხა ექსკლუზიურად ჩაეწერა ინტერვიუ ახალგაზრდა ქალთან, რომელიც ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრში კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციას ებრძვის. უპირველესად მადლობას გადავუხდით მას, რომ ამ ვითარებაში ინტერვიუზე დაგვთანხმდა და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ მასაც და კორნავირუსით დაინფიცირებულ ყველა პაციენტსაც. ის მოგიყვებათ ახალ კორონავირუსულ ინფექციას რა სიმპტომები ჰქონდა უშუალოდ მის შემთხვევაში, როგორ მიდის მკურნალობის კურსი, რას გრძნობს დაინფიცირებული ადამიანი და ასევე ქართველი ექიმების გმირობის ამბებს. რესპონდენტის კონფიდენციურობა დაცულია, სახელი კი - შეცვლილი:

მარიამი:

- დაავადება დამეწყო უეცრად სახსრების და კუნთების ტკივილით, ტემპერატურის მომატებით, არც ყელი მტკიოდა, არც მახველებდა, არც სურდო მქონდა, მაგრამ დავკარგე ყნოსვისა და გემოს შეგრძნებები, როგორც ამბობენ, ეს არის კორონავირუსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმპტომი. ეს დაავადება ტალღისებურად მიმდინარეობს - ორი დღე გაქვს დაბალი სიცხე, შემდეგი ორი დღე არ გაქვს საერთოდ, შემდეგი ორი დღე მაღალი სიცხით მიდის, შემდეგი დღეები პირადად მე უსიცხოდ მქონდა, მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება ძლიერი ნერვები და ეს ხალხი, ჩვენი ექიმები მარინა ენდელაძე, ბატონი თენგიზ ცერცვაძე და ის ახალგაზრდები, ვინც გუნდში ჰყავთ, ნამდვილად უნიკალური ადამიანები არიან, მე დედაც ავად მყავს, ისიც აქ გადის მკურნალობას და ეს არის წარმოუდგენელი რამ, რასაც ჩვენი ექიმები აკეთებენ.

- პაციენტი სრულიად მარტოა ბოქსირებულ პალატაში?

- საერთოდ კი, მაგრამ ჩემს შემთხვევაში მე და ჩემი შვილი - გოგონა ერთად ვიყავით. ცენტრში რეანიმაცია ამჟამად განკუთვნილია მხოლოდ კორონავირუსით ინფიცირებული იმ პაციენტებისთვის, ვინც ამას საჭიროებს. ამჟამად იქ ჰყავთ 2 პაციენტი, აქედან ერთ-ერთი დედაჩემია.

- ახსენეთ, რომ ექიმები მორალურადაც ძალიან უდგანან პაციენტებს გვერდში...

- ნამდვილად ასეა, ექიმებზე მინდა დაწეროთ, იმიტომ რომ ესეთი ექიმები არიან ძალიან ცოტანი, დედაჩემი ამჟამად წევს რეანიმაციაში და განყოფილების გამგე ანა ლაღიძედან დაწყებული, დედაჩემის პირადი ექიმით ბატონი სერგო კვარაცხელიათი ყურებზე დგანან, ასეთი ყურადღება არსად მინახავს, უფასოდ თუ ვინმე რამეს აკეთებდა, არც მეგონა, ექთნებიც ასეთები ჰყავთ. დედჩემი შემოვიდა რეანიმაციაში წინა ორშაბათს, უკვე მეორე კვირაა მკურნალობას გავდივართ. მე ბატონმა თენგიზ ცერცვაძემ და მარინა ენდელაძემ მომცეს უფლება, რომ ბოქსირებული პალატიდან რეანიმაციაში გადმოვსულიყავი, მათ გაითვალისწინეს დედაჩემის ნევროლოგიური სტატუსი, ასაკობრივი პრობლემები, - შენთან ერთად იქნებ უფრო გამოჯანმრთელდესო, ამიტომ მომცეს უფლება, რომ დედასთან ერთად ვიყო. რამდენიმე დღის წინ თენგიზ ცერცვაძე წავიდა და თავის სახსრებით უყიდა დედას წამალი, ვიდრე წამალს შემოგვიგზავნიდნენ... წარმოგიდგენიათ, - არ დაგვიგვიანდესო და თავის ფეხით წავიდა საყიდლად, ასე უვლის ყველა თავის პაციენტს, ზედ ჰყვება... საოცრად თავდადებული ექიმები გვყავს და სამწუხარო იცით რა არის? ეს ყველა შენობა, რაც ე.წ. ინფექციურის ტერიტორაზე დგას, გაყიდულია, ამ ხალხს - ინფექციურის უნიკალურ ექიმებს ქუჩაში დარჩენა ემუქრებათ, ამის დაშვება არ შეიძლება! წაიკითხეთ სრულად

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 83-მდე გაიზარდა

"სენდვიჩების ონლაინ შეკვეთაზე ვმუშაობთ" - ცნობილი წყვილი თვითიზოლაციასა და "ჩიკას" ორსულობაზე

ქუთაისში დაკარგული 23 წლის ტურისტის ცხედარი იპოვეს