სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ირლანდია უშვებს ტესტს, რომლითაც 15 წუთში დგინდება კორონავირუსი... უმუშევრად დარჩენილებს აქ დახმარება ენიშნებათ" - რას ყვება ქართველი ემიგრანტი
"ირლანდია უშვებს ტესტს, რომლითაც 15 წუთში დგინდება კორონავირუსი... უმუშევრად დარჩენილებს აქ დახმარება ენიშნებათ" - რას ყვება ქართველი ემიგრანტი

COVID-19-ის პან­დე­მი­ას მსოფ­ლი­ო­ში სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი გავ­რცე­ლე­ბის მას­შტა­ბი აქვს. ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბი კი თით­ქმის ყვე­ლა იმ ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რო­ბენ, სა­დაც ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია.

ინ­ფი­ცი­რე­ბის საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ფიქ­სირ­დე­ბა ირ­ლან­დი­ა­შიც, სა­დაც ასო­ბით ქარ­თვე­ლი ცხოვ­რობს - ქვე­ყა­ნა­ში 1600-მდე და­ა­ვა­დე­ბუ­ლია აღ­რი­ცხუ­ლი, ცხრა გარ­დაც­ვლი­ლია, ხოლო 4000 ადა­მი­ა­ნი ტეს­ტის პა­სუ­ხებს ელო­დე­ბა.

AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და იმ ქარ­თვე­ლე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბით, რომ­ლე­ბიც ირ­ლან­დი­ა­ში ცხოვ­რო­ბენ. ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი თა­მარ სამ­ქა­ნა 24 წე­ლია ირ­ლან­დი­ა­ში ცხოვ­რობს. მისი თქმით, ქვე­ყა­ნა პან­დე­მი­ით გა­მოწ­ვე­ულ სო­ცი­ა­ლურ გა­მოწ­ვე­ვებს კარ­გად უკ­ლავ­დე­ბა, თუმ­ცა მო­ი­კოჭ­ლებს ჯან­დაც­ვის კუ­თხით.

"შე­იძ­ლე­ბა ვთქვათ, რომ ქვე­ყა­ნა­ში ვირუს­თან ბრძო­ლა არც ისე­თი ეფექ­ტუ­რი აღ­მოჩ­ნდა. რაც გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია შემ­დე­გი მი­ზე­ზე­ბით: სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი და­კე­ტეს ქვე­ყა­ნა­ში ვირუ­სის შემ­თხვე­ვე­ბის აღ­მო­ჩე­ნი­დან 3 კვი­რის შემ­დეგ; სა­ჰა­ე­რო მი­მოს­ვლა დღე­საც არ შე­უ­წყვე­ტი­ათ დუბ­ლი­ნის აე­რო­პორ­ტში, მხო­ლოდ შე­ზღუ­დეს 24 მარ­ტი­დან;

რაც შე­ე­ხე­ბა ტეს­ტი­რე­ბის გავ­ლას, მი­მარ­თვაა სა­ჭი­რო ოჯა­ხის ექი­მის და გა­ი­ცე­მა, რო­დე­საც პა­ცი­ენტს აქვს მა­ღა­ლი სი­ცხე, ხვე­ლე­ბა ან უჭირს სუნ­თქვა, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში შე­ფერ­ხე­ბე­ბია; ტეს­ტი­რე­ბის გავ­ლის შემ­დგომ კი, პა­სუ­ხის მი­ღე­ბის ვადა გა­ი­ზარ­და 2 დან 5 დღემ­დე, რად­გან ტეს­ტე­ბი ად­გილ­ზე არ აქვთ და ანა­ლი­ზის­თვის იგ­ზავ­ნე­ბა ინ­გლის­ში" - გვე­უბ­ნე­ბა რეს­პონ­დენ­ტი.

ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი ამ­ბობს, რომ ბოლო 70 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ირ­ლან­დი­ა­ში მსგავ­სი ფორ­სმა­ჟო­რუ­ლი სი­ტუ­ა­ცია არ ყო­ფი­ლა. რო­გორც თა­მარ სამ­ქა­ნა გვიყ­ვე­ბა, ტეს­ტი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ქვე­ყა­ნა­ში სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბია. მისი თქმით, იყო შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ქარ­თველ პა­ცი­ენტს კო­რო­ნა­ვირუს­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ტეს­ტის პა­სუ­ხე­ბი და­უ­კარ­გეს.

"მე პი­რა­დად მქონ­და ვირუ­სუ­ლი სიმპტო­მე­ბი, გამ­სინ­ჯეს და და­მი­ნიშ­ნეს ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი. არ ჩათ­ვა­ლეს სა­ჭი­როდ ტეს­ტი­რე­ბის და­ნიშ­ვნა. იყო შემ­თხვე­ვა რომ ტეს­ტი­რე­ბის ცენ­ტრმა ერთ-ერთი ქარ­თვე­ლის ტეს­ტის პა­სუ­ხე­ბი და­კარ­გა და მან დი­აგ­ნო­ზი სა­ერ­თოდ ვერ მი­ი­ღო. ასე­ვე ძა­ლი­ან გა­საკ­ვი­რია რა­ტომ არის ტეს­ტი­რე­ბის ცენ­ტრი გან­თავ­სე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო ბა­ზის კა­რავ­ში, მა­შინ რო­დე­საც ამ­დე­ნი შე­ნო­ბა და­ცა­რი­ელ­და.

თუმ­ცა, იმე­დის­მომ­ცე­მი ცნო­ბე­ბიც ვრცელ­დე­ბა. მე­დი­ა­ში იწე­რე­ბა, რომ ირ­ლან­დია ამ დღე­ებ­ში გა­მო­უშ­ვებს ტესტს რი­თაც შე­იძ­ლე­ბა 15 წუთ­ში დად­გინ­დეს კო­რო­ნა­ვირუ­სი, ორ­სუ­ლო­ბის ტეს­ტის მსგავ­სია, პა­ცი­ენ­ტის ერთი წვე­თი სის­ხლი დას­ჭირ­დე­ბა და არა შარ­დი. მა­ნამ­დე კი ტეს­ტი­რე­ბის ცენ­ტრე­ბის იმედ­ზე ვართ.

ირ­ლან­დი­ა­ში არის სა­თაო ოფი­სე­ბი მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი ფარ­მა­კო­ლო­გი­უ­რი გი­გან­ტე­ბის და აქე­დან ხდე­ბა ახა­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის შექ­მნა და ესეც დღის წეს­რიგ­შია, რომ შექ­მნან და და­ი­ნერ­გოს ასე­თი ტეს­ტი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბი.

ვინც უმუ­შე­ვა­რი დარ­ჩა პან­დე­მი­ის გამო ყვე­ლას ენიშ­ნე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა. სო­ცი­ა­ლუ­რი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა ბრწყინ­ვა­ლე­დაა, რა­საც ვერ ვი­ტყვით კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბას­თან ბრძო­ლა­ზე" - ამ­ბობს სამ­ქა­ნა.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ჰა­ე­რო მი­მოს­ვლის აკ­რძალ­ვას, AMBEBI.GE-ს რეს­პონ­დენ­ტის თქმით, ფრე­ნე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­ი­ზღუ­და:

და­ცა­რი­ე­ლე­ბუ­ლი დუბ­ლი­ნი

"სა­ე­მიგ­რა­ციო სამ­სა­ხუ­რი გა­და­ვი­და ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში მწვა­ნე ბა­რა­თე­ბის ვა­დის გაგ­რძე­ლე­ბის პრო­ცე­სის­თვის და ვი­ზე­ბის მო­თხოვ­ნე­ბის გან­ხილ­ვა შე­წყვე­ტი­ლია, ტუ­რის­ტუ­ლი ვი­ზე­ბი იგუ­ლის­ხმე­ბა. სამ­გზავ­რო რე­ი­სე­ბი მი­ნი­მუ­მამ­დეა დაყ­ვა­ნი­ლი, არ გა­მო­რი­ცხა­ვენ უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში ყვე­ლა სამ­გზავ­რო რე­ი­სის გა­უქ­მე­ბას.

რაც შე­ე­ხე­ბა სატ­ვირ­თო რე­ი­სებს ვერ გა­უქ­მდე­ბა, ვი­ნა­ი­დან სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და გა­მო­იწ­ვევს ქვეყ­ნის პა­რა­ლი­ზე­ბას, სახ­მე­ლე­თო კავ­ში­რი არ გა­აჩ­ნია ქვე­ყა­ნას და სა­ჰა­ე­როს სრუ­ლი­ად შე­წყვე­ტა გა­მო­იწ­ვევს კრი­ზისს და პა­რა­ლი­ზე­ბას. სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ტვირ­თე­ბი შე­მო­ვა სა­ჰა­ე­რო გზით.

ასე­ვე, რო­გორც იცით, აქ მსოფ­ლიო წამ­ყვა­ნი გი­გან­ტი კორ­პო­რა­ცი­ე­ბის, ევ­რო­პუ­ლი სა­თაო ოფი­სე­ბია ბა­ზი­რე­ბუ­ლი: Google, Facebook, DELL, Yahoo! და უამ­რა­ვი სხვა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე რე­ი­სე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და ფი­ნან­სუ­რი დატ­ვირ­თვა იმ­დე­ნად დი­დია, რომ გა­ცი­ლე­ბით უფრო ძნე­ლია მკაც­რად აღ­კვე­თა სა­ჰა­ე­რო მი­მოს­ვლის, ვიდ­რე, ვთქვათ სა­ქარ­თვე­ლო­ში" - გვიყ­ვე­ბა დუბ­ლინ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
7

ირლანდიის მთავრობას და ჩვენს მთავრობას, პურისჭამაში ადარებთ?

სტატუს ქუო
8

სამქანა გვარია თუ ფსევდონიმი? თუ გვარია,რომელი კუთხიდანაა,ან სადოური გვარია ეს?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ირლანდია უშვებს ტესტს, რომლითაც 15 წუთში დგინდება კორონავირუსი... უმუშევრად დარჩენილებს აქ დახმარება ენიშნებათ" - რას ყვება ქართველი ემიგრანტი

"ირლანდია უშვებს ტესტს, რომლითაც 15 წუთში დგინდება კორონავირუსი... უმუშევრად დარჩენილებს აქ დახმარება ენიშნებათ" - რას ყვება ქართველი ემიგრანტი

COVID-19-ის პანდემიას მსოფლიოში სხვადასხვანაირი გავრცელების მასშტაბი აქვს. ქართველი ემიგრანტები კი თითქმის ყველა იმ ქვეყანაში ცხოვრობენ, სადაც ვირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებელია.

ინფიცირების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება ირლანდიაშიც, სადაც ასობით ქართველი ცხოვრობს - ქვეყანაში 1600-მდე დაავადებულია აღრიცხული, ცხრა გარდაცვლილია, ხოლო 4000 ადამიანი ტესტის პასუხებს ელოდება.

AMBEBI.GE დაინტერესდა იმ ქართველების მდგომარეობით, რომლებიც ირლანდიაში ცხოვრობენ. ჩვენი რესპონდენტი თამარ სამქანა 24 წელია ირლანდიაში ცხოვრობს. მისი თქმით, ქვეყანა პანდემიით გამოწვეულ სოციალურ გამოწვევებს კარგად უკლავდება, თუმცა მოიკოჭლებს ჯანდაცვის კუთხით.

"შეიძლება ვთქვათ, რომ ქვეყანაში ვირუსთან ბრძოლა არც ისეთი ეფექტური აღმოჩნდა. რაც განპირობებულია შემდეგი მიზეზებით: სასწავლო დაწესებულებები დაკეტეს ქვეყანაში ვირუსის შემთხვევების აღმოჩენიდან 3 კვირის შემდეგ; საჰაერო მიმოსვლა დღესაც არ შეუწყვეტიათ დუბლინის აეროპორტში, მხოლოდ შეზღუდეს 24 მარტიდან;

რაც შეეხება ტესტირების გავლას, მიმართვაა საჭირო ოჯახის ექიმის და გაიცემა, როდესაც პაციენტს აქვს მაღალი სიცხე, ხველება ან უჭირს სუნთქვა, წინააღმდეგ შემთხვევაში შეფერხებებია; ტესტირების გავლის შემდგომ კი, პასუხის მიღების ვადა გაიზარდა 2 დან 5 დღემდე, რადგან ტესტები ადგილზე არ აქვთ და ანალიზისთვის იგზავნება ინგლისში" - გვეუბნება რესპონდენტი.

ქართველი ემიგრანტი ამბობს, რომ ბოლო 70 წლის განმავლობაში ირლანდიაში მსგავსი ფორსმაჟორული სიტუაცია არ ყოფილა. როგორც თამარ სამქანა გვიყვება, ტესტირებასთან დაკავშირებით ქვეყანაში სერიოზული პრობლემებია. მისი თქმით, იყო შემთხვევა, როდესაც ქართველ პაციენტს კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის პასუხები დაუკარგეს.

"მე პირადად მქონდა ვირუსული სიმპტომები, გამსინჯეს და დამინიშნეს ანტიბიოტიკები. არ ჩათვალეს საჭიროდ ტესტირების დანიშვნა. იყო შემთხვევა რომ ტესტირების ცენტრმა ერთ-ერთი ქართველის ტესტის პასუხები დაკარგა და მან დიაგნოზი საერთოდ ვერ მიიღო. ასევე ძალიან გასაკვირია რატომ არის ტესტირების ცენტრი განთავსებული სამხედრო ბაზის კარავში, მაშინ როდესაც ამდენი შენობა დაცარიელდა.

თუმცა, იმედისმომცემი ცნობებიც ვრცელდება. მედიაში იწერება, რომ ირლანდია ამ დღეებში გამოუშვებს ტესტს რითაც შეიძლება 15 წუთში დადგინდეს კორონავირუსი, ორსულობის ტესტის მსგავსია, პაციენტის ერთი წვეთი სისხლი დასჭირდება და არა შარდი. მანამდე კი ტესტირების ცენტრების იმედზე ვართ.

ირლანდიაში არის სათაო ოფისები მსოფლიოს წამყვანი ფარმაკოლოგიური გიგანტების და აქედან ხდება ახალი მედიკამენტების შექმნა და ესეც დღის წესრიგშია, რომ შექმნან და დაინერგოს ასეთი ტესტირების მექანიზმები.

ვინც უმუშევარი დარჩა პანდემიის გამო ყველას ენიშნება სოციალური დახმარება. სოციალური საკითხების მოგვარება ბრწყინვალედაა, რასაც ვერ ვიტყვით კორონავირუსის პანდემიის გავრცელებასთან ბრძოლაზე" - ამბობს სამქანა.

რაც შეეხება საჰაერო მიმოსვლის აკრძალვას, AMBEBI.GE-ს რესპონდენტის თქმით, ფრენები მნიშვნელოვნად შეიზღუდა:

დაცარიელებული დუბლინი

"საემიგრაციო სამსახური გადავიდა ონლაინ რეჟიმში მწვანე ბარათების ვადის გაგრძელების პროცესისთვის და ვიზების მოთხოვნების განხილვა შეწყვეტილია, ტურისტული ვიზები იგულისხმება. სამგზავრო რეისები მინიმუმამდეა დაყვანილი, არ გამორიცხავენ უახლოეს დღეებში ყველა სამგზავრო რეისის გაუქმებას.

რაც შეეხება სატვირთო რეისებს ვერ გაუქმდება, ვინაიდან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და გამოიწვევს ქვეყნის პარალიზებას, სახმელეთო კავშირი არ გააჩნია ქვეყანას და საჰაეროს სრულიად შეწყვეტა გამოიწვევს კრიზისს და პარალიზებას. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ტვირთები შემოვა საჰაერო გზით.

ასევე, როგორც იცით, აქ მსოფლიო წამყვანი გიგანტი კორპორაციების, ევროპული სათაო ოფისებია ბაზირებული: Google, Facebook, DELL, Yahoo! და უამრავი სხვა. აქედან გამომდინარე რეისების რაოდენობა და ფინანსური დატვირთვა იმდენად დიდია, რომ გაცილებით უფრო ძნელია მკაცრად აღკვეთა საჰაერო მიმოსვლის, ვიდრე, ვთქვათ საქართველოში" - გვიყვება დუბლინში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი.

რა საფრთხეს შეიცავს ტორტზე ყუნწიანი მარწყვი - ინფექციონისტი მოსახლეობას აფრთხილებს

რატომ დაასახლეს თბილისის ზოოპარკში დათვები და მგლები ერთად - ადმინისტრაცია განმარტებას აკეთებს

"ნიღბები და სოციალური დისტანცირება..." - პაატა იმნაძე განმარტავს, რა მოეთხოვებათ მოქალაქეებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში