ავტორი:

მარნეულში 15 000 ადამიანს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა, ხოლო ბოლნისში 3 400 ადამიანი შემოწმდა - როგორია შედეგები?

მარნეულში 15 000 ადამიანს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა, ხოლო ბოლნისში 3 400 ადამიანი შემოწმდა - როგორია შედეგები?

მარნეულში 15 000 ადამიანს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა, ხოლო ბოლნისში 3 400 ადამიანი შემოწმდა, - ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი ინფორმაციით, ამ ორ მუნიციპალიტეტში ჯერჯერობით არცერთ ადამიანს არ დაუდასტურდა კორონავირუსი.

„რაც შეეხება ტესტირებებს, საველე ჰოსპიტალიდან აღებული ნაცხების პასუხები ნაცვლად 6 საათისა, გვექნება საათ-ნახევარში, რაც აადვილებს საქმიანობას და თვითონ ჰოსპიტალის პერსონალისთვის ზრდის კომფორტს. ამიტომ, რიგები არ არის. მომართვიანობა ჩვეულებრივ რეჟიმშია და კორონავირუსთან დაკავშირებით სიახლე არ გვაქვს. საკარანტინო ცხოვრება ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება.

დღეს ჩვენი მობილური ჯგუფები ორივე მუნიციპალიტეტში აგრძელებენ ტესტირებას. მარნეულში 15 ათასი ადამიანი შემოწმდა. მათგან მხოლოდ ოთხს ჰქონდა ტემპერატურა, თუმცა არავითარი სიმპტომატიკა გამოხატული არ ჰქონდათ და გამორიცხული იყო კორონავირუსთან კავშირი. ბოლნისში შემოწმდა 3 400 ადამიანი და იქაც არავითარი გართულება არ ყოფილა. ამდენად რამე ცუდი მოლოდინი დღეს არ გვაქვს,“ - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, დღეს 10 000 პირბადე და სხვა აუცილებელი აქსესუარები იმ ადამიანებს დაურიგდებათ, რომლებსაც საკარანტინო ზონაში უწევთ საქმიანობა.

„ამ ეტაპისთვის მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებაში პროდუქტი, საწვავი და მედიკამენტები არის. დღეს მივიღეთ 10 000 ნიღაბი და საჭირო აქსესუარები, რომლებიც მუნიციპალიტეტებში განაწილდა და პირველ რიგში, იმ ადამიანებს დაურიგდა, ვისაც ამ პროცესებში აქტიური ჩართულობა უწევს“, - განაცხადა რეხვიაშვილმა.

მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, თამაზ ნავერიანმა ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.

"გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკა და სპეციალისტთა ჯგუფები აწარმოებდნენ სადეზინფექციო სამუშაოებს ქალაქ მარნეულის ქუჩებსა და ახლო მდებარე სოფლებში. აღნიშნული სამუშაოები მუნიციპალიტეტის მასშტაბით მომავალ დღეებშიც გაგრძელდება“, - განაცხადა ნავერიანმა.

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი.

„დროებით გამშვებ პუნქტთან გამართულ თათბირზე გაიწერა გეგმა, მომდევნო დღეებში, მუნიციპალიტეტებში საკვები პროდუქტის შემოტანის შესახებ. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საგანგებო რეჟიმის პირობებში, მუნიციპალიტეტის წინაშე არსებულ გამოწვევებს მყისიერი რეაგირებით და ეფექტური ნაბიჯებით ვპასუხობთ, რათა დავიცვათ მოქალაქეების ჯანმრთელობა და ავიცილოთ ვირუსის მასშტაბური გავრცელება“, - აღნიშნა ნავერიანმა.

"მიცვალებულთა შაბათი მოდის და გთხოვთ, საკურთხს აქ ნუ მოიტანთ, მეზობლებს დაურიგეთ" - მამა შალვა მრევლს მიმართავს

ქალი, რომელიც პირბადეებს კერავს და უფასოდ არიგებს - "და სიმსივნით გარდამეცვალა, ამიტომ პირველი რაც გავაკეთე, სიმსივნით დაავადებულებს გავუგზავნე"

ქუთაისში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევა დადასტურდა