მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ხდებოდა მსოფლიოში "ისპანკას" დროს - ფოტოები, სადაც ჩანს, რომ 100 წლის შემდეგ პანდემიას იმავე მეთოდებით ვებრძვით
რა ხდებოდა მსოფლიოში "ისპანკას" დროს - ფოტოები, სადაც ჩანს, რომ 100 წლის შემდეგ პანდემიას იმავე მეთოდებით ვებრძვით

და­კე­ტი­ლი მა­ღა­ზი­ე­ბი, შე­ჩე­რე­ბუ­ლი სას­წავ­ლო პრო­ცე­სი, პირ­ბა­დე­ე­ბი, კა­რან­ტი­ნი, თვი­თი­ზო­ლა­ცია, სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცია - ის, რაც ახლა ხდე­ბა, მსოფ­ლი­ომ უკვე გა­მოს­ცა­და, 1918 წელს, რო­დე­საც ე.წ. ეს­პა­ნურ­მა გრიპ­მა, „ის­პან­კამ“ იფეთ­ქა.

უც­ნა­უ­რია, მაგ­რამ 100 წლის შემ­დეგ, "ეს­პა­ნუ­რი ვირუ­სის­გან" გან­სხვა­ვე­ბულ ვირუსს, იმა­ვე მე­თო­დე­ბით ვებ­რძვით.

პან­დე­მი­ე­ბი ყო­ველ 30-40 წე­ლი­წად­ში მე­ორ­დე­ბა. ექ­სპერ­ტე­ბი აფრ­თხი­ლე­ბენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბებს, ჯან­დაც­ვის სის­ტე­მებს, რომ მზად უნდა შეხ­ვდნენ გა­მოწ­ვე­ვას, თუმ­ცა, მსოფ­ლიო ისე­თი­ვე მო­უმ­ზა­დე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა ახა­ლი პან­დე­მი­ის­თვის, რო­გორც 100 წლის წინ იყო.

და­ლა­ქი ოჰა­ი­ო­დან, რო­მე­ლიც წვერს პარ­სავს მა­მა­კაცს, თავ­დაც­ვის მიზ­ნით კი პირ­ბა­დე უკე­თია

Insider.com ის­ტო­რი­კო­სებ­ზე დაყ­რდნო­ბით აქ­ვეყ­ნებს იმ მსგავ­სე­ბებს და სა­ერ­თო მა­ხა­სი­ა­თებ­ლებს, რომ­ლე­ბიც ეს­პა­ნურ გრიპ­სა და კო­რო­ნა­ვირუსს შო­რი­საა.

  • სკო­ლე­ბის, სხვა სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის, მა­ღა­ზი­ე­ბის და­ხურ­ვა
ასევე დაგაინტერესებთ
20:57 / 12-03-2020

საუკუნის პანდემიები, რომლებიც მსოფლიომ დაამარცხა და რომლებსაც დღესაც ებრძვის

13:03 / 02-04-2020

რა წერია 1981 წელს გამოცემულ რომანში, რომელსაც კორონავირუსზე წინასწარმეტყველებად მიიჩნევენ?

14:34 / 08-04-2020

როგორია კორონავირუსის გავრცელების დინამიკა შვედეთში, სადაც ვირუსის გამო მკაცრი რეგულაციები არ მოქმედებს

17:11 / 16-04-2020

ვინ იყო ქალი, რომელმაც 55 წლის წინ პირველმა აღმოაჩინა ადამიანში კორონავირუსი

10:21 / 22-06-2020

რას ნიშნავს კორონავირუსის მეორე ტალღა და იქნება თუ არა ის პირველივით საშიში? - რა ვარაუდები აქვთ მეცნიერებს

12:17 / 12-11-2020

როდის დასრულდება კორონავირუსის პანდემია და რას გვიჩვენებს ისტორია - ყველაზე მომაკვდინებელი პანდემიების ხანგრძლივობები

1918 წელს მსოფ­ლი­ო­ში ბევ­რი სკო­ლა და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და­ი­ხუ­რა. ასეა დღე­საც, თუმ­ცა ჩვენს დრო­ში მოს­წავ­ლე­ე­ბის ნა­წილს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს დის­ტან­ცი­უ­რად გა­აგ­რძე­ლოს სწავ­ლა. წარ­სულ­ში, ცხა­დია, ასე არ იყო. რო­გორც "ინ­სა­ი­დე­რი" წერს, სკო­ლე­ბის და­ხურ­ვას მა­შინ დიდი პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა.

ნიუ-იორ­კე­ლი მბეჭ­და­ვი სა­მუ­შაო მა­გი­დას­თან პირ­ბა­დით
  • და­ი­ხუ­რა ეკ­ლე­სი­ე­ბი და შე­ჩერ­და რი­ტუ­ა­ლე­ბი, რა­მაც მრევ­ლის დიდი ნა­წი­ლის აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია

ამე­რი­კულ გა­ზე­თებ­ში იწე­რე­ბო­და სტა­ტი­ე­ბი, სა­დაც პას­ტო­რე­ბი ამ­ბობ­დნენ, რომ გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბის ზრდა სწო­რედ იმის ბრა­ლი იყო, რომ ღვთის­მსა­ხუ­რე­ბას ვე­ღარ აღავ­ლენ­დნენ და მრევ­ლი ეკ­ლე­სი­ა­ში ვე­ღარ და­დი­ო­და.

მსგავ­სი რამ ხდე­ბა ახ­ლაც 2020 წელს. სა­ქარ­თვე­ლო­ში ეკ­ლე­სი­ა­ში წას­ვლა და ღვთის­მსა­ხუ­რე­ბა­ზე დას­წრე­ბა აკ­რძა­ლუ­ლი არ არის, თუმ­ცა ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ბევრ ქვე­ყა­ნა­ში მი­ი­ღეს, მათ შო­რის, იტა­ლი­ა­შიც, რა­მაც იტა­ლი­ე­ლი მორ­წმუ­ნე­ე­ბი გა­ა­ნა­წყე­ნა.

ირან­ში ში­ი­ტი მუს­ლი­მე­ბი მე­ჩე­თე­ბის გა­ღე­ბას ითხო­ვენ. ამე­რი­კა­ში, ასე­ვე იტა­ლი­ა­ში სხვა­დას­ხვა კონ­ფე­ცი­ე­ბის ზო­გი­ერ­თი მო­ძღვა­რი ციფ­რულ მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე გა­და­ვი­და და პირ­და­პი­რი ეთე­რის სა­შუ­ა­ლე­ბით ესა­უბ­რე­ბი­ან ადა­მი­ა­ნებს. მათ შო­რის არი­ან იმა­მე­ბი, ასე­ვე კა­თო­ლი­კუ­რი ეკ­ლე­სი­ის მღვდლე­ბი.

  • ადა­მი­ა­ნებ­მა შე­მო­სავ­ლის წყა­რო და­კარ­გეს

"ის­პან­კას" დროს უამ­რა­ვი სა­წარ­მო და­ი­ხუ­რა და ადა­მი­ა­ნე­ბი უმუ­შევ­რად, შე­მო­სავ­ლის გა­რე­შე დარ­ჩნენ. ზუს­ტად ისე­თი­ვე რამ ხდე­ბო­და, რო­გორც ახლა.

მო­ხა­ლი­სე­ებს ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებ­თან წი­თე­ლი ჯვრის ოფი­სი­დან სა­ჭი­რო ნივ­თე­ბი მი­აქვთ

  • სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის ჯან­დაც­ვის სის­ტე­მებს გა­უ­ჭირ­დათ გა­მოწ­ვე­ვას­თან გამ­კლა­ვე­ბა

არ იყო საკ­მა­რი­სი ექი­მე­ბი, სა­წო­ლე­ბი, შე­სა­ბა­მი­სი რა­ო­დე­ნო­ბის სა­მე­დი­ცი­ნო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი და თან ისეთ ქვე­ყა­ნა­შიც, რო­გო­რიც ამე­რი­კაა. და­ა­ვად­და მედ­დე­ბის და ექი­მე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი. ამი­ტო­მაც ვირუს­თან ბრძო­ლა­ში უამ­რა­ვი მო­ხა­ლი­სე ჩა­ერ­თო. მათ უტარ­დე­ბო­დათ ტრე­ნინ­გი, ხოლო შემ­დეგ კლი­ნი­კებ­ში ანა­წი­ლებ­დნენ.

სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი პა­ცი­ენ­ტებს ვერ იტევ­და, არ იყო საკ­მა­რი­სი სა­წო­ლე­ბი, ამი­ტო­მაც ზო­გი­ერ­თი სკო­ლა კლი­ნი­კად გა­და­კეთ­და.

1918 წელს ოკ­ლენდში მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი აუ­დი­ტო­რია სა­ა­ვად­მყო­ფოდ გა­და­კეთ­და

2020 წელ­საც, კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლის პი­რო­ბებ­ში, მსგავ­სი რამ ხდე­ბა, ეპი­და­ფეთ­ქე­ბის ზო­ნებ­ში სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი სავ­სეა ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბით. ჩი­ნეთ­ში ახა­ლი სა­ა­ვად­მყო­ფოს აშე­ნე­ბა გახ­და სა­ჭი­რო, ეს­პა­ნეთ­ში, მად­რიდ­ში ყვე­ლა­ზე დიდი სა­გა­მო­ფე­ნო დარ­ბა­ზი სა­ვე­ლე ჰოს­პი­ტა­ლად გა­და­ა­კე­თეს. ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში კი სპორ­ტულ მო­ედ­ნებ­ზე გეგ­მა­ვენ სა­ვე­ლე ჰოს­პი­ტა­ლის მო­წყო­ბას.

  • მა­ში­ნაც, ისე­ვე რო­გორც ახლა, არა­ვინ იცო­და თუ რამ­დენ ხანს გას­ტან­და ვირუ­სი

სა­ჯა­რო გა­მოს­ვლებ­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი ამ­ბობ­დნენ, რომ ყვე­ლა­ფე­რი მალე გა­და­ივ­ლი­და, ყო­ვე­ლი ახა­ლი გა­მო­ჩე­ნი­სას კი, ახალ ვა­დებს ასა­ხე­ლებ­დნენ. თავ­და­პირ­ვე­ლად ადა­მი­ა­ნებს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბით მი­მარ­თავ­დნენ, რომ არ ჩა­ვარ­დნი­ლიყ­ვნენ პა­ნი­კა­ში, რომ სა­ში­ში არა­ფე­რი ხდე­ბო­და. მაგ­რამ როცა ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა და გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბა გა­ი­ზარ­და, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბებ­ში სა­გან­გა­შო სიგ­ნა­ლე­ბი იგ­რძნო­ბო­და.

ახ­ლაც მსგავ­სი რამ ხდე­ბა. მა­გა­ლი­თად, 2020 წლის თე­ბერ­ვალ­ში, ამე­რი­კუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბი COVID-19-თან და­კავ­ში­რე­ბით ექ­სპერ­ტებ­ზე დაყ­რდნო­ბით წერ­დნენ, რომ პა­ნი­კის სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობ­და. მათ შო­რის ისე­თი გავ­ლე­ნი­ა­ნი გა­მო­ცე­მე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა the Washington Post, Yahoo Finance და LA Times. სტა­ტი­ე­ბის ავ­ტო­რე­ბი ურ­ჩევ­დნენ ადა­მი­ა­ნებს, რომ არ ყო­ფი­ლიყ­ვნენ პა­ნი­კა­ში, მაგ­რამ მარ­ტში ეს ტონი უკვე შე­იც­ვა­ლა და იგი­ვე გა­მო­ცე­მე­ბის სტა­ტი­ებ­ში სა­გან­გა­შო მე­სი­ჯე­ბია.

ახლა ურ­ჩე­ვენ, რომ დარ­ჩნენ სახ­ლებ­ში, და­იც­ვან სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცია იმის­თვის, რომ არც სა­კუ­თარ თავს და არც სხვებს ავ­ნონ და იმის­თვის, რომ გა­დარ­ჩნენ.

  • სა­მე­დი­ცი­ნო პირ­ბა­დე­ე­ბი არ იყო საკ­მა­რი­სი

ქუ­ჩა­ში პირ­ბა­დის გა­რე­შე ვე­რა­ვის ნა­ხავ­დით, ხოლო თუ ვინ­მე მის გა­რე­შე გა­ვი­დო­და, სა­ხი­ფა­თო ადა­მი­ა­ნად მი­იჩ­ნე­ო­და და მას ყვე­ლა გა­ურ­ბო­და. "ინ­სა­ი­დე­რი“ წერს, რომ ერთ-ერ­თმა კონ­გრეს­მენ­მა იმ პე­რი­ოდ­ში ქორ­წი­ლი გა­და­ი­ხა­და და ყვე­ლა სტუ­მარს პირ­ბა­დე ეკე­თა.

წი­თე­ლი ჯვა­რი - ქა­ლე­ბი ხე­ლით კე­რა­ვენ პირ­ბა­დე­ებს

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის თქმით, პი­რაბ­დე ინ­ფი­ცი­რე­ბის­გან დი­დად ვერ გვი­ცავს, მას­ზე ახლა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნაა და დე­ფი­ცი­ტშია. ამ კუ­თხი­თაც ისე­თი­ვე დე­ფი­ცი­ტი გვაქვს, რო­გო­რიც ასი წლის წინ ჰქონ­დათ.

  • ისე­ვე, რო­გორც ახლა, "ეს­პან­კას“ დრო­საც აკ­რძა­ლუ­ლი იყო ადა­მი­ა­ნე­ბის ერ­თად შეკ­რე­ბა

გან­თავ­სე­ბუ­ლი იყო ბა­ნე­რე­ბი შე­სა­ბა­მი­სი მო­წო­დე­ბით. დღეს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში სხვა­დას­ხვა სიმ­კაც­რის აკ­რძალ­ვა მოქ­მე­დებს. სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ ეტაპ­ზე ათზე მეტი ადა­მი­ა­ნის თავ­შეყ­რაა შე­ზღუ­დუ­ლი. ჩი­ნეთ­ში კი, კა­რან­ტი­ნის პი­რო­ბებ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე ადა­მი­ა­ნებს გა­რეთ გა­მოს­ვლის უფ­ლე­ბა არ ჰქონ­დათ.

  • მა­ში­ნაც, ისე­ვე რო­გორც ახლა, ვრცელ­დე­ბო­და უამ­რა­ვი არა­ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია ვირუ­სის მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დე­ბის შე­სა­ხებ

"ადა­მი­ა­ნის ბუ­ნე­ბა არ იც­ვლე­ბა, ყო­ველ­თვის ერ­თნა­ი­რია“, - ამ­ბობს ის­ტო­რი­კო­სი ნა­ვა­რო "ინ­სა­ი­დერ­თან" სა­უბ­რი­სას. მისი თქმით, კა­რან­ტინ­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი "ის­პან­კას" დროს სვამ­დნენ ალ­კოჰოლს, სო­დი­ან წყალს, გა­ხე­ხილ ხახვს ის­ვამ­დნენ გულ-მკერ­დის არე­ში და სჯე­რო­დათ, რომ ეს უშ­ვე­ლი­დათ და აღარ და­ინ­ფი­ცირ­დე­ბოდ­ნენ.

უც­ნა­უ­რია, მაგ­რამ 100 წლის შემ­დე­გაც ადა­მი­ა­ნებს მსგავ­სი რა­ღა­ცე­ბის სჯე­რათ და სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის სამ­კურ­ნა­ლოდ უამ­რა­ვი ხალ­ხუ­რი მე­თო­დი ვრცელ­დე­ბა. რე­კო­მენ­და­ცი­ას უწე­ვენ სხვა­დას­ხვა ეთერ­ზე­თებს, მი­აჩ­ნი­ათ, რომ თუ ბევრ ალ­კოჰოლს და­ლე­ვენ, კო­რო­ნა­ვირუ­სი აღარ შეხ­ვდე­ბათ, თვლი­ან, რომ ნივ­რის და ხახ­ვის ჭამა უშ­ვე­ლით.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია BusinessInsider.com.ის მი­ხედ­ვით

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ხოო
1

თუ ასეა ახლა გაბრწყინდება ჭეშმარიტი რელიგია!გინდ გამოაქვეყნე გინდ არა...

აკა
1

1918-21 წლებში ე.წ ,,ისპანკამ " ევროპაში (საქართველოშიც) , 5 მილიონი მსხვერპ ლით მოიარა,!! მაშინ, ქვეყნებში ასე მასიურად არ მოგზაურობდნენ ,როგორც დღეს, არც ა ვ ი ალაინერები იყო, არც ,,ტურისტული ინდუსტრია" და არც ისეთი საერთაშორისო(!) გ ა რ ყ ვ ნ ი ლ ე ბ ა, როგორიც 20-ე საუკუნის ბოლოსა და 21 საუკუნის დასაწყისში.!!! .100 წლის შემდეგ, ღ მ ე რ თ ი(!) მ ძ ი მ ე ტ ე ს ტ ს გვიტარებს, ,,კ ო რ ო ნ ა ვირუსი"ს მ ს ო ფ ლ ი ო პანდემიის სახით. - მსოფლიოს (ა ღ რ ე უ ლ ) იდენტურობა დაკარგულ(!) მოქალაქეებს, სიკეთის, გ ა ნ წ მ ე ნ დ ი სა და წესიერებისკენ მოგვიწოდებს!! მ ნ ი შ ვ ნ ე ლ ო ვ ა ნ ი ა(!), რომ ყველას თავის მ ა მ უ ლ შ ი(!) ბ რ უ ნ დ ე ბ ა !!. იმედია ქართველებიც გავუძლებთ ამ მკაცრ გ ა მ ო ც დ ა ს (!) გადავრჩებით!!, როგორც 1918 -21 -ის ,,ისპანკის" მსოფლიო ეპიდემიის დროს!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

რა ხდებოდა მსოფლიოში "ისპანკას" დროს - ფოტოები, სადაც ჩანს, რომ 100 წლის შემდეგ პანდემიას იმავე მეთოდებით ვებრძვით

რა ხდებოდა მსოფლიოში "ისპანკას" დროს - ფოტოები, სადაც ჩანს, რომ 100 წლის შემდეგ პანდემიას იმავე მეთოდებით ვებრძვით

დაკეტილი მაღაზიები, შეჩერებული სასწავლო პროცესი, პირბადეები, კარანტინი, თვითიზოლაცია, სოციალური დისტანცია - ის, რაც ახლა ხდება, მსოფლიომ უკვე გამოსცადა, 1918 წელს, როდესაც ე.წ. ესპანურმა გრიპმა, „ისპანკამ“ იფეთქა.

უცნაურია, მაგრამ 100 წლის შემდეგ, "ესპანური ვირუსისგან" განსხვავებულ ვირუსს, იმავე მეთოდებით ვებრძვით.

პანდემიები ყოველ 30-40 წელიწადში მეორდება. ექსპერტები აფრთხილებენ ხელისუფლებებს, ჯანდაცვის სისტემებს, რომ მზად უნდა შეხვდნენ გამოწვევას, თუმცა, მსოფლიო ისეთივე მოუმზადებელი აღმოჩნდა ახალი პანდემიისთვის, როგორც 100 წლის წინ იყო.

დალაქი ოჰაიოდან, რომელიც წვერს პარსავს მამაკაცს, თავდაცვის მიზნით კი პირბადე უკეთია

Insider.com ისტორიკოსებზე დაყრდნობით აქვეყნებს იმ მსგავსებებს და საერთო მახასიათებლებს, რომლებიც ესპანურ გრიპსა და კორონავირუსს შორისაა.

  • სკოლების, სხვა სასწავლო დაწესებულებების, მაღაზიების დახურვა

1918 წელს მსოფლიოში ბევრი სკოლა და საგანმანათლებლო დაწესებულება დაიხურა. ასეა დღესაც, თუმცა ჩვენს დროში მოსწავლეების ნაწილს შესაძლებლობა აქვს დისტანციურად გააგრძელოს სწავლა. წარსულში, ცხადია, ასე არ იყო. როგორც "ინსაიდერი" წერს, სკოლების დახურვას მაშინ დიდი პროტესტი მოჰყვა.

ნიუ-იორკელი მბეჭდავი სამუშაო მაგიდასთან პირბადით
  • დაიხურა ეკლესიები და შეჩერდა რიტუალები, რამაც მრევლის დიდი ნაწილის აღშფოთება გამოიწვია

ამერიკულ გაზეთებში იწერებოდა სტატიები, სადაც პასტორები ამბობდნენ, რომ გარდაცვლილთა რაოდენობის ზრდა სწორედ იმის ბრალი იყო, რომ ღვთისმსახურებას ვეღარ აღავლენდნენ და მრევლი ეკლესიაში ვეღარ დადიოდა.

მსგავსი რამ ხდება ახლაც 2020 წელს. საქართველოში ეკლესიაში წასვლა და ღვთისმსახურებაზე დასწრება აკრძალული არ არის, თუმცა ეს გადაწყვეტილება ბევრ ქვეყანაში მიიღეს, მათ შორის, იტალიაშიც, რამაც იტალიელი მორწმუნეები გაანაწყენა.

ირანში შიიტი მუსლიმები მეჩეთების გაღებას ითხოვენ. ამერიკაში, ასევე იტალიაში სხვადასხვა კონფეციების ზოგიერთი მოძღვარი ციფრულ მომსახურებაზე გადავიდა და პირდაპირი ეთერის საშუალებით ესაუბრებიან ადამიანებს. მათ შორის არიან იმამები, ასევე კათოლიკური ეკლესიის მღვდლები.

  • ადამიანებმა შემოსავლის წყარო დაკარგეს

"ისპანკას" დროს უამრავი საწარმო დაიხურა და ადამიანები უმუშევრად, შემოსავლის გარეშე დარჩნენ. ზუსტად ისეთივე რამ ხდებოდა, როგორც ახლა.

მოხალისეებს ინფიცირებულებთან წითელი ჯვრის ოფისიდან საჭირო ნივთები მიაქვთ

  • სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემებს გაუჭირდათ გამოწვევასთან გამკლავება

არ იყო საკმარისი ექიმები, საწოლები, შესაბამისი რაოდენობის სამედიცინო საშუალებები და თან ისეთ ქვეყანაშიც, როგორიც ამერიკაა. დაავადდა მედდების და ექიმების უდიდესი ნაწილი. ამიტომაც ვირუსთან ბრძოლაში უამრავი მოხალისე ჩაერთო. მათ უტარდებოდათ ტრენინგი, ხოლო შემდეგ კლინიკებში ანაწილებდნენ.

საავადმყოფოები პაციენტებს ვერ იტევდა, არ იყო საკმარისი საწოლები, ამიტომაც ზოგიერთი სკოლა კლინიკად გადაკეთდა.

1918 წელს ოკლენდში მუნიციპალური აუდიტორია საავადმყოფოდ გადაკეთდა

2020 წელსაც, კორონავირუსთან ბრძოლის პირობებში, მსგავსი რამ ხდება, ეპიდაფეთქების ზონებში საავადმყოფოები სავსეა ინფიცირებულებით. ჩინეთში ახალი საავადმყოფოს აშენება გახდა საჭირო, ესპანეთში, მადრიდში ყველაზე დიდი საგამოფენო დარბაზი საველე ჰოსპიტალად გადააკეთეს. ზოგიერთ ქვეყანაში კი სპორტულ მოედნებზე გეგმავენ საველე ჰოსპიტალის მოწყობას.

  • მაშინაც, ისევე როგორც ახლა, არავინ იცოდა თუ რამდენ ხანს გასტანდა ვირუსი

საჯარო გამოსვლებში ოფიციალური პირები ამბობდნენ, რომ ყველაფერი მალე გადაივლიდა, ყოველი ახალი გამოჩენისას კი, ახალ ვადებს ასახელებდნენ. თავდაპირველად ადამიანებს რეკომენდაციებით მიმართავდნენ, რომ არ ჩავარდნილიყვნენ პანიკაში, რომ საშიში არაფერი ხდებოდა. მაგრამ როცა ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა, ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებში საგანგაშო სიგნალები იგრძნობოდა.

ახლაც მსგავსი რამ ხდება. მაგალითად, 2020 წლის თებერვალში, ამერიკული გამოცემები COVID-19-თან დაკავშირებით ექსპერტებზე დაყრდნობით წერდნენ, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობდა. მათ შორის ისეთი გავლენიანი გამოცემები, როგორებიცაა the Washington Post, Yahoo Finance და LA Times. სტატიების ავტორები ურჩევდნენ ადამიანებს, რომ არ ყოფილიყვნენ პანიკაში, მაგრამ მარტში ეს ტონი უკვე შეიცვალა და იგივე გამოცემების სტატიებში საგანგაშო მესიჯებია.

ახლა ურჩევენ, რომ დარჩნენ სახლებში, დაიცვან სოციალური დისტანცია იმისთვის, რომ არც საკუთარ თავს და არც სხვებს ავნონ და იმისთვის, რომ გადარჩნენ.

  • სამედიცინო პირბადეები არ იყო საკმარისი

ქუჩაში პირბადის გარეშე ვერავის ნახავდით, ხოლო თუ ვინმე მის გარეშე გავიდოდა, სახიფათო ადამიანად მიიჩნეოდა და მას ყველა გაურბოდა. "ინსაიდერი“ წერს, რომ ერთ-ერთმა კონგრესმენმა იმ პერიოდში ქორწილი გადაიხადა და ყველა სტუმარს პირბადე ეკეთა.

წითელი ჯვარი - ქალები ხელით კერავენ პირბადეებს

მიუხედავად იმისა, რომ სპეციალისტების თქმით, პირაბდე ინფიცირებისგან დიდად ვერ გვიცავს, მასზე ახლა განსაკუთრებული მოთხოვნაა და დეფიციტშია. ამ კუთხითაც ისეთივე დეფიციტი გვაქვს, როგორიც ასი წლის წინ ჰქონდათ.

  • ისევე, როგორც ახლა, "ესპანკას“ დროსაც აკრძალული იყო ადამიანების ერთად შეკრება

განთავსებული იყო ბანერები შესაბამისი მოწოდებით. დღეს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სიმკაცრის აკრძალვა მოქმედებს. საქართველოში ამ ეტაპზე ათზე მეტი ადამიანის თავშეყრაა შეზღუდული. ჩინეთში კი, კარანტინის პირობებში სპეციალური ნებართვის გარეშე ადამიანებს გარეთ გამოსვლის უფლება არ ჰქონდათ.

  • მაშინაც, ისევე როგორც ახლა, ვრცელდებოდა უამრავი არაზუსტი ინფორმაცია ვირუსის მკურნალობის მეთოდების შესახებ

"ადამიანის ბუნება არ იცვლება, ყოველთვის ერთნაირია“, - ამბობს ისტორიკოსი ნავარო "ინსაიდერთან" საუბრისას. მისი თქმით, კარანტინში მყოფი ადამიანები "ისპანკას" დროს სვამდნენ ალკოჰოლს, სოდიან წყალს, გახეხილ ხახვს ისვამდნენ გულ-მკერდის არეში და სჯეროდათ, რომ ეს უშველიდათ და აღარ დაინფიცირდებოდნენ.

უცნაურია, მაგრამ 100 წლის შემდეგაც ადამიანებს მსგავსი რაღაცების სჯერათ და სოციალურ ქსელებში კორონავირუსის სამკურნალოდ უამრავი ხალხური მეთოდი ვრცელდება. რეკომენდაციას უწევენ სხვადასხვა ეთერზეთებს, მიაჩნიათ, რომ თუ ბევრ ალკოჰოლს დალევენ, კორონავირუსი აღარ შეხვდებათ, თვლიან, რომ ნივრის და ხახვის ჭამა უშველით.

მომზადებულია BusinessInsider.com.ის მიხედვით

"აშშ-ს აქვს რეალური ბერკეტები საქართველოში, ახლა მისი გამოყენების დროა... "შეშფოთება" კარგია მხოლოდ დასაწყისისთვის..." - რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი

"ძალადობა და ქაოსი თბილისში... პრემიერი გიორგი გახარია მელიას დაკავების საკითხზე გუნდთან შეუთანხმებლობის გამო გადადგა" - რას წერენ უცხოურ მედიაში ნიკა მელიას დაკავებაზე

კონგოში გაერო-ს მანქანებზე თავდასხმის შედეგად იტალიის ელჩი გარდაიცვალა