მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვადასტურებ, გვყავს დაინფიცირებული სასულიერო პირი, მას მრევლთან შეხება არ ჰქონია" - ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსი
"ვადასტურებ, გვყავს დაინფიცირებული სასულიერო პირი, მას მრევლთან შეხება არ ჰქონია" - ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსი

ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კის ეპარ­ქი­ის ეპის­კო­პო­სის, მე­უ­ფე სა­ბას ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეპარ­ქი­ა­ში ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პირი დე­კა­ნო­ზი იო­სებ მინ­დი­აშ­ვი­ლია.

რო­გორც მე­უ­ფე სა­ბამ აღ­ნიშ­ნა, დე­კა­ნოზ იო­სებ მინ­დი­აშ­ვილს ქარ­თველ მრევ­ლთან შე­ხე­ბა არ ჰქო­ნია და მისი და­ინ­ფი­ცი­რე­ბის წყა­რო უც­ნო­ბია, მაგ­რამ ეს სა­ვა­რა­უ­დოდ, ამე­რი­კე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის­გან მოხ­და.

მი­სი­ვე თქმით, დე­კა­ნოზს ვირუ­სის მძი­მე ფორ­მა არ აქვს და მისი მდგო­მა­რე­ო­ბა თით­ქმის დას­ტა­ბი­ლუ­რე­ბუ­ლია.

"კო­რო­ნა­ვირუ­სის ინ­ფექ­ცია ჩვენს ეპარ­ქი­ა­საც შე­ე­ხო და ვა­დას­ტუ­რებ, ჩვენ გვყავს და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პირი. დღე­ვან­დელ დღეს მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ნიშ­ნავს იმას, რომ არ დავ­მა­ლოთ არა­ფე­რი და ნე­ბის­მი­ე­რი სიმპტო­მის თუ ვირუ­სის დად­გე­ნის შემ­თხვე­ვა­ში აუ­ცი­ლებ­ლად უნდა თქვა, რომ გა­უფრ­თხილ­დე შენი ოჯა­ხის წევ­რებს.

და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პირი არის დე­კა­ნო­ზი იო­სებ მინ­დი­აშ­ვი­ლი, მას არ აქვს მძი­მე ფორ­მა ვირუ­სის და თით­ქმის უკვე დას­ტა­ბი­ლუ­რე­ბუ­ლია. მას ჯვარ­თა­მაღ­ლე­ბას წირ­ვა არ ჩა­უ­ტა­რე­ბია და არც ამ პე­რი­ოდ­ში შე­ხე­ბა ჰქო­ნია მრევ­ლის წევ­რებ­თან.

ჩვენ მა­ინც ვაფრ­თხი­ლებთ იმ ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც ბოლო 2 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ხე­ბა ჰქონ­დათ მამა იო­სებ­თან, რომ გა­უფრ­თხილ­დეთ თა­ვი­ანთ თავს და მი­აქ­ცი­ოთ ყუ­რა­დღე­ბა, ვი­ნა­ი­დან, ჩვენ არ ვი­ცით, თუ სა­ი­დან და­ინ­ფი­ცირ­და მამა იო­სე­ბი, თუმ­ცა ეს მოხ­და არა ქარ­თველ მრევ­ლთან შე­ხე­ბის დროს არა­მედ ამე­რი­კა­ში მცხოვ­რებ სხვა­დას­ხვა ადა­მი­ა­ნებ­თან" - აღ­ნიშ­ნა მე­უ­ფე სა­ბამ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დააზუსტეთ
17

ეგ მაინც ამერიკას უკავშირდება და არა საქართველოს.

:)
9

ეგ ინგლისურად ლოცულობდა ალბათ. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

"ვადასტურებ, გვყავს დაინფიცირებული სასულიერო პირი, მას მრევლთან შეხება არ ჰქონია" - ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსი

"ვადასტურებ, გვყავს დაინფიცირებული სასულიერო პირი, მას მრევლთან შეხება არ ჰქონია" - ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსი

ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსის, მეუფე საბას ინფორმაციით, ეპარქიაში ინფიცირებული სასულიერო პირი დეკანოზი იოსებ მინდიაშვილია.

როგორც მეუფე საბამ აღნიშნა, დეკანოზ იოსებ მინდიაშვილს ქართველ მრევლთან შეხება არ ჰქონია და მისი დაინფიცირების წყარო უცნობია, მაგრამ ეს სავარაუდოდ, ამერიკელი მოსახლეობისგან მოხდა.

მისივე თქმით, დეკანოზს ვირუსის მძიმე ფორმა არ აქვს და მისი მდგომარეობა თითქმის დასტაბილურებულია.

"კორონავირუსის ინფექცია ჩვენს ეპარქიასაც შეეხო და ვადასტურებ, ჩვენ გვყავს დაინფიცირებული სასულიერო პირი. დღევანდელ დღეს მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა ნიშნავს იმას, რომ არ დავმალოთ არაფერი და ნებისმიერი სიმპტომის თუ ვირუსის დადგენის შემთხვევაში აუცილებლად უნდა თქვა, რომ გაუფრთხილდე შენი ოჯახის წევრებს.

დაინფიცირებული სასულიერო პირი არის დეკანოზი იოსებ მინდიაშვილი, მას არ აქვს მძიმე ფორმა ვირუსის და თითქმის უკვე დასტაბილურებულია. მას ჯვართამაღლებას წირვა არ ჩაუტარებია და არც ამ პერიოდში შეხება ჰქონია მრევლის წევრებთან.

ჩვენ მაინც ვაფრთხილებთ იმ ადამიანებს, ვისაც ბოლო 2 კვირის განმავლობაში შეხება ჰქონდათ მამა იოსებთან, რომ გაუფრთხილდეთ თავიანთ თავს და მიაქციოთ ყურადღება, ვინაიდან, ჩვენ არ ვიცით, თუ საიდან დაინფიცირდა მამა იოსები, თუმცა ეს მოხდა არა ქართველ მრევლთან შეხების დროს არამედ ამერიკაში მცხოვრებ სხვადასხვა ადამიანებთან" - აღნიშნა მეუფე საბამ.

"ჩემი ძმა ახლოს არ მიუშვეს, საშიშიაო" - ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილი ცირა ალიხანაშვილი მადრიდში სპეციალურ აკლდამაში დაკრძალეს

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"

ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში უკვე 8 მილიონ ლარამდე დახარჯა